პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უწმინდესს ვკითხე, მართლა გინდათ, თქვენი შვილი ვიყო-მეთქი?.." - პატრიარქის ინგუში შვილობილის ნაამბობი
"უწმინდესს ვკითხე, მართლა გინდათ, თქვენი შვილი ვიყო-მეთქი?.." - პატრიარქის ინგუში შვილობილის ნაამბობი

ის პირ­ვე­ლი ინ­გუ­შია, რო­მელ­საც პი­რა­დად შევ­ხვდი, ხე­ი­რი­ა­ნად გა­ვი­ცა­ნი და რო­მელ­თა­ნაც ხან­გრძლი­ვად ვი­სა­უბ­რე; ინ­გუ­ში, რო­მე­ლიც ინ­გუ­შეთ­ში და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და დღემ­დე იქ ცხოვ­რობს. იქ ჰყავს დიდი ოჯა­ხი - დედა, ოთხი ძმა და ხუთი და. ეგ კი არა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის­თვი­საც მე აღ­მოვ­ჩნდი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­საც თა­ვი­სი ამ­ბე­ბი გულ­წრფე­ლად გა­უ­ზი­ა­რა. სა­ნამ შევ­ხვდე­ბო­დი, მე­გო­ნა, მთი­ე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მკაც­რი იერი ექ­ნე­ბო­და და მძი­მედ ილა­პა­რა­კებ­და, მაგ­რამ... რო­დე­საც ჩვენს უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ილია II-ს ახ­სე­ნებ­და, თვა­ლე­ბი და სახე ისე უნათ­დე­ბო­და, თით­ქოს სი­ხა­რუ­ლის ნა­პერ­წკლე­ბი სცვი­ო­და, ჯა­დოს­ნუ­რად იღი­მო­და, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით. მას ამინ შა­დი­ჟე­ვი ჰქვია და მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მრწამ­სი­სა და აღ­ზრდი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლად არ ვსა­უბ­რობ­დით, შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ პი­რის­პირ ერთი გუ­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლი მეჯ­და და თა­ნაც, დიდი ხნის ნაც­ნო­ბი, რად­გან მენ­დო და მიყ­ვე­ბო­და ამ­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ არა­ვის­თვის მო­უ­ყო­ლია. ამი­ნი ხში­რად ჩა­მო­დის თბი­ლის­ში და ყო­ველ­თვის სტუმ­რობს ჩვენს უწ­მინ­დესს. მი­თხრა, ასე მგო­ნია, არც არა­ვის შეხ­ვედ­რია პატ­რი­არ­ქი იმ­დენ­ჯერ, რამ­დენ­ჯე­რაც მე და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს მთელ ცხოვ­რე­ბად ღირს. პატ­რი­არ­ქი ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რებს, ამ სტა­ტი­ას რომ წა­ი­კი­თხავს, აღ­საყ­დრე­ბი­სა და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის­თვის ეს დიდი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა მის­თვი­სო. გა­მო­დის, ჩვენც თა­ნა­ზი­ა­რი ვართ ამ სა­ჩუქ­რის და "კვი­რის პა­ლიტ­რის" ფურ­ცლე­ბი­დან ვუ­ლო­ცავთ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს აღ­საყ­დრე­ბის 45-ე წლის­თავს და 90 წლის იუ­ბი­ლეს, ჯან­მრთე­ლო­ბა და დღეგ­რძე­ლო­ბა არ მოჰ­კლე­ბო­დეს! ამი­ნი­სა და უწ­მინ­დე­სის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კი რა გი­თხრათ? - ამ მო­ნა­თხრობს სა­ფუძ­ვლად უდევს სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი, რომ­ლის ფეს­ვე­ბი მა­თი­ვე წი­ნაპ­რებ­შია.

- უპირ­ვე­ლე­სად ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ილია მე­ო­რეს სა­ი­უ­ბი­ლეო და­ბა­დე­ბის დღეს და გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს - გი­სურ­ვებთ, რომ პატ­რი­არ­ქმა კი­დევ ერთი ამ­დე­ნი იცხოვ­როს, რამ­დე­ნიც დღემ­დე იცხოვ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი დიდი ადა­მი­ა­ნია და მას­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­სა­ო­ცა­რია. ვერც და­ვით­ვლი, რამ­დენ­ჯერ შევ­ხვდი, რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე. ამ შეხ­ვედ­რე­ბი­სას შე­ვი­ტყვე, რომ ქარ­თლის პირ­ვე­ლი მე­ფის, ფარ­ნა­ვა­ზის დედა ინ­გუ­ში ყო­ფი­ლა. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში თურ­მე ისიც წე­რია, რომ თა­მარ მე­ფეც ინ­გუ­შე­ბის ნა­თე­სა­ვი იყო, დედა მა­საც ინ­გუ­ში ჰყო­ლია. ყვე­ლა ეპო­ქა­ში ახ­ლობ­ლობ­დნენ ინ­გუ­შე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი, თუნ­დაც ჩემი ბა­ბუა და დიდი ბა­ბუ­აც მე­გობ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლებ­თან. დედა გვა­რად ჰა­მა­თხა­ნო­ვა მყავს. ერთ ქარ­თველ თა­ვადს მისი ბიძა, მა­მის ძმა, ბავ­შვო­ბა­ში­ვე წა­მო­უყ­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ აღუზ­რდია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­ნათ­ლე­ბა მი­უ­ცია და უცხო ენე­ბიც უს­წავ­ლე­ბია. ასე რომ, ჩემი ბა­ბუა ქარ­თვე­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­ში გა­ი­ზარ­და და მისი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­და. დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ის­ტო­რი­ას ქმნი­ან. ასე იყო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ასე გრძელ­დე­ბა ახ­ლაც - პატ­რი­არ­ქი უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნია და ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ინ­გუ­შე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ, დიდ ის­ტო­რი­ას ქმნის. ჩვე­ნი უხუ­ცე­სე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, 1990-იან წლებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა დამ­ძიმ­და, არც ჩვენ­თან ულ­ხინ­და ხალ­ხს, მაგ­რამ მთელ ინ­გუ­შეთ­ში დიდი ოდე­ნო­ბის ფული შე­აგ­რო­ვეს და ქარ­თვე­ლებს გა­მო­უგ­ზავ­ნეს ხორ­ბლით, ფქვი­ლი­თა და სხვა პრო­დუქ­ტე­ბით სავ­სე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნებ­თან ერ­თად. ამით ინ­გუ­შებ­მა კი­დევ ერთხელ და­უ­დას­ტუ­რეს ძმო­ბა ქარ­თვე­ლებს - ჩვენ ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვარ­თო!

უწ­მინ­დე­სის მამა, გი­ორ­გი, და ბა­ბუა დე­დის მხრი­დან მე­წარ­მე­ე­ბი ყო­ფი­ლან და იმ­ხა­ნად ინ­გუ­შე­თის ქა­ლაქ სლე­პცოვ­სკში ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ - სა­ცხო­ბე­ბის ქსე­ლი. დიდი ხნის წი­ნათ, 1920-იან წლებ­ში, ისი­ნი ჩეჩ­ნებს გა­უ­ტა­ცი­ათ და ჩემს წი­ნაპ­რებს გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ. სხვა­თა შო­რის, მეც სწო­რედ იმ ქა­ლაქ­ში, სლე­პცოვ­სკში ვცხოვ­რობ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? 100 წლის წინ უწ­მინ­დე­სი­სა და ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ქა­ლა­ქი­დან და­ი­წყო, 100 წლის შემ­დეგ კი მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი ისევ ამ ქა­ლაქ­მა შეგ­ვახ­ვედ­რა. შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა.

ინ­გუ­შე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი რუს­ლან აუ­შე­ვი პატ­რი­არ­ქის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში და სწო­რედ მის­თვის უკი­თხავს პატ­რი­არ­ქს ჩვე­ნი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი. შა­დი­ჟე­ვე­ბის გვა­რი ცნო­ბი­ლია ინ­გუ­შეთ­ში, და არა მარ­ტო იქ. უწ­მინ­დე­სი ამ­ბობს, რომ ჩვენ წარ­მო­შო­ბით ქარ­თლი­დან ვართ. დაწ­ვრი­ლე­ბით არა, მაგ­რამ ვი­ცო­დით, რომ ფეს­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან გვქონ­და. ეგ კი არა, გინ­და ინ­გუ­შეთ­ში ვეს­ტუმ­რო ვინ­მეს ან თუნ­დაც ჩეჩ­ნეთ­ში, და­მი­ნა­ხა­ვენ თუ არა, იმას კი არ ამ­ბო­ბენ, ინ­გუ­ში მო­ვი­დაო, ქარ­თვე­ლი მო­ვი­დაო. სწო­რედ აუ­შევს უამ­ბო პატ­რი­არ­ქმა, რა დიდი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და მის ოჯახს ჩემს ოჯახ­თან. აუ­შე­ვი ჩვენ კარ­გად გვიც­ნობ­და, ვე­ნა­თე­სა­ვე­ბით კი­დეც ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ პატ­რი­არ­ქმა სწო­რედ მას გა­მო­ა­ტა­ნა ჩვენ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მად­ლო­ბე­ლი წე­რი­ლი და მად­ლო­ბის ნიშ­ნად სა­ჩუ­ქა­რი - ოქ­როს ბე­ჭე­დი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. მა­შინ რა­ტომ­ღაც ამ ამ­ბავს არ მივ­ყე­ვით, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის შემ­დეგ, 2012 წელს, სა­უ­დის არა­ბეთ­ში მომ­ლოც­ვე­ლად წა­სუ­ლი შინ და­საბ­რუ­ნებ­ლად რა­ტომ­ღაც თბი­ლი­სის გავ­ლით წა­მო­ვე­დი. ალ­ბათ, ესეც ბე­დის­წე­რა იყო, თო­რემ პირ­და­პი­რაც შე­მეძ­ლო ინ­გუ­შეთ­ში გა­დაფ­რე­ნა. 30 წლის ვი­ყა­ვი და მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი.

ინ­გუ­შეთ­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ქუ­ჩებ­ში მომ­ლოც­ვე­ლებს დიდი ზარ-ზე­ი­მით გვხვდე­ბოდ­ნენ. ჩვენს ქუ­ჩა­ზე უხუ­ცე­სე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. იმ დღეს შინ მა­მას ბი­ძაშ­ვი­ლი გვეწ­ვია და რომ გა­ი­გო, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით დავ­ბრუნ­დი, გა­იხ­სე­ნა პატ­რი­არ­ქის მა­მი­სა და ბა­ბუ­ის გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვიც. ჩვე­ნებ­საც სცოდ­ნი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, პატ­რი­არ­ქის სა­მად­ლო­ბელ წე­რილ­ზეც ილა­პა­რა­კეს.

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ იმ ნა­თე­სავ­მა გად­მომ­ცა პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლის ასლი და მი­თხრა, ეს წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ი­ღე და რო­გორ­მე და­უ­კავ­შირ­დი პატ­რი­არ­ქსო. ამ­ჯე­რად უკვე გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. გული მიგ­რძნობ­და, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი იწყე­ბო­და. ღმერ­თს ვფი­ცავ, იმ­ხა­ნად ისიც კი არ ვი­ცო­დი, სი­ტყვა "პატ­რი­არ­ქი" რას ნიშ­ნავ­და და მე­გო­ნა, ასე ჩვე­უ­ლებ­რივ მღვდელს უწო­დებ­დნენ. სლე­პცოვ­სკში დიდი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რია, ინ­გუ­შე­თის მთებ­ში კი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თულ-ინ­გუ­შუ­რი თხა­ბა­ერ­დი, 1500 წლის წი­ნან­დე­ლი და კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი. ნათ­ქვა­მია, რომ თხა­ბა­ერ­დი აუ­ცი­ლებ­ლად ქარ­თვე­ლებ­მა უნდა აკურ­თხონ. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო ინ­გუ­შეთ­ში და ეკურ­თხე­ბი­ნა ტა­ძა­რი, მაგ­რამ მი­ზეზ­თა გამო დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. ინ­გუ­შე­ბი კვლავ მო­უთ­მენ­ლად ელი­ან პატ­რი­არ­ქს. ერთხელ ვი­ღა­ცე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და თხა­ბა­ერ­დის კურ­თხე­ვა მო­ინ­დო­მეს, მაგ­რამ ისი­ნი "სხვე­ბი" იყ­ვნენ და არა­ფე­რი ესაქ­მე­ბო­დათ ჩვენს ტა­ძარ­თან, ამი­ტომ უკან გაბ­რუნ­დნენ, ხოლო ვინც აქა­უ­რო­ბა უნდა აკურ­თხოს, ანუ ქარ­თვე­ლებ­მა, ისი­ნი ჯერ არ მო­სუ­ლან, მაგ­რამ მოვ­ლენ და თა­ნაც ისე აკურ­თხე­ბენ ტა­ძარს, რომ ამ ამ­ბავს მთე­ლი მსოფ­ლიო შე­ი­ტყობს!

2013 წელს თბი­ლის­ში, პატ­რი­არ­ქთან შე­სახ­ვედ­რად რომ წა­მო­ვე­დი, რო­გორც გი­თხა­რით, ის რი­გი­თი ღვთის­მსა­ხუ­რი მე­გო­ნა. ვი­პო­ვე მისი რე­ზი­დენ­ცია და დაც­ვას ვთხო­ვე, თუ შე­იძ­ლე­ბა პატ­რი­არ­ქს და­უ­ძა­ხეთ-მეთ­ქი. ისე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც ინ­გუ­შეთ­ში მო­ვიქ­ცე­ო­დი - ნე­ბის­მი­ერ ეზო­ში რომ შე­მიძ­ლია შე­ვი­დე და ვი­თხო­ვო, მას­პინ­ძელს და­უ­ძა­ხონ. გა­ო­ცე­ბულ­მა დაც­ვამ შე­მომ­ხე­და, ეს უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვინ­ღა არი­სო და სპეც­სამ­სა­ხურს და­უ­ძა­ხა. რა თქმა უნდა, სა­ბუ­თე­ბი შე­მი­მოწ­მეს, ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რე­ბიც ჩა­ი­წე­რეს და ისე გა­მო­მაბ­რუ­ნეს, პატ­რი­არ­ქი აქ არ არი­სო, ეზო­შიც არა­ვინ შე­მი­პა­ტი­ჟა (იცი­ნის). წა­მო­ვე­დი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ეს რა სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბაა-მეთ­ქი, იქ მის­ვლა ვი­ნა­ნე და სას­წრა­ფოდ გა­მო­ვემ­გზავ­რე თბი­ლი­სი­დან. ერთი კვი­რის შემ­დეგ, პა­რას­კევს, შინ ვი­ყა­ვი, ის იყო, ლოც­ვა­ზე მე­ჩეთ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა. უცხო­უ­რი ნო­მე­რი იყო და უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა მო­სალ­მე­ბის შემ­დეგ მე მი­კი­თხა, თან და­ა­ყო­ლა, გა­წუ­ხებთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რეო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
2

გაიხარეთ.გული გამითბა

Zviads
6

პატრიარქის მხრებზე დგას დღეს საქართველო!

ავტორი:

"უწმინდესს ვკითხე, მართლა გინდათ, თქვენი შვილი ვიყო-მეთქი?.." - პატრიარქის ინგუში შვილობილის ნაამბობი

"უწმინდესს ვკითხე, მართლა გინდათ, თქვენი შვილი ვიყო-მეთქი?.." - პატრიარქის ინგუში შვილობილის ნაამბობი

ის პირველი ინგუშია, რომელსაც პირადად შევხვდი, ხეირიანად გავიცანი და რომელთანაც ხანგრძლივად ვისაუბრე; ინგუში, რომელიც ინგუშეთში დაიბადა, გაიზარდა და დღემდე იქ ცხოვრობს. იქ ჰყავს დიდი ოჯახი - დედა, ოთხი ძმა და ხუთი და. ეგ კი არა, ფაქტობრივად, მისთვისაც მე აღმოვჩნდი პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც თავისი ამბები გულწრფელად გაუზიარა. სანამ შევხვდებოდი, მეგონა, მთიელებისთვის დამახასიათებელი მკაცრი იერი ექნებოდა და მძიმედ ილაპარაკებდა, მაგრამ... როდესაც ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ახსენებდა, თვალები და სახე ისე უნათდებოდა, თითქოს სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდა, ჯადოსნურად იღიმოდა, უდიდესი სიყვარულით. მას ამინ შადიჟევი ჰქვია და მიუხედავად განსხვავებული მრწამსისა და აღზრდისა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად არ ვსაუბრობდით, შეგრძნება მქონდა, რომ პირისპირ ერთი გულიანი ქართველი მეჯდა და თანაც, დიდი ხნის ნაცნობი, რადგან მენდო და მიყვებოდა ამბებს, რომლებიც საჯაროდ არავისთვის მოუყოლია. ამინი ხშირად ჩამოდის თბილისში და ყოველთვის სტუმრობს ჩვენს უწმინდესს. მითხრა, ასე მგონია, არც არავის შეხვედრია პატრიარქი იმდენჯერ, რამდენჯერაც მე და, ფაქტობრივად, ეს მთელ ცხოვრებად ღირს. პატრიარქი ძალიან გაიხარებს, ამ სტატიას რომ წაიკითხავს, აღსაყდრებისა და დაბადების დღეებისთვის ეს დიდი საჩუქარი იქნება მისთვისო. გამოდის, ჩვენც თანაზიარი ვართ ამ საჩუქრის და "კვირის პალიტრის" ფურცლებიდან ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 45-ე წლისთავს და 90 წლის იუბილეს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა არ მოჰკლებოდეს! ამინისა და უწმინდესის ურთიერთობაზე კი რა გითხრათ? - ამ მონათხრობს საფუძვლად უდევს საოცარი ამბავი, რომლის ფესვები მათივე წინაპრებშია.

- უპირველესად ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საიუბილეო დაბადების დღეს და გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - გისურვებთ, რომ პატრიარქმა კიდევ ერთი ამდენი იცხოვროს, რამდენიც დღემდე იცხოვრა. საქართველოს პატრიარქი დიდი ადამიანია და მასთან ყოველი შეხვედრა გასაოცარია. ვერც დავითვლი, რამდენჯერ შევხვდი, რამდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი მოვისმინე. ამ შეხვედრებისას შევიტყვე, რომ ქართლის პირველი მეფის, ფარნავაზის დედა ინგუში ყოფილა. ისტორიულ წყაროებში თურმე ისიც წერია, რომ თამარ მეფეც ინგუშების ნათესავი იყო, დედა მასაც ინგუში ჰყოლია. ყველა ეპოქაში ახლობლობდნენ ინგუშები და ქართველები, თუნდაც ჩემი ბაბუა და დიდი ბაბუაც მეგობრობდნენ ქართველებთან. დედა გვარად ჰამათხანოვა მყავს. ერთ ქართველ თავადს მისი ბიძა, მამის ძმა, ბავშვობაშივე წამოუყვანია საქართველოში და აქ აღუზრდია, შესანიშნავი განათლება მიუცია და უცხო ენებიც უსწავლებია. ასე რომ, ჩემი ბაბუა ქართველების სიყვარულში გაიზარდა და მისი საქმიანი ურთიერთობებიც მხოლოდ ქართველებს უკავშირდებოდა. დიდი ადამიანები დიდ ისტორიას ქმნიან. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ასე გრძელდება ახლაც - პატრიარქი უდიდესი ადამიანია და ქართველებისა და ინგუშების ურთიერთობის ახალ, დიდ ისტორიას ქმნის. ჩვენი უხუცესები ჰყვებოდნენ, 1990-იან წლებში, როდესაც საქართველოში ვითარება დამძიმდა, არც ჩვენთან ულხინდა ხალხს, მაგრამ მთელ ინგუშეთში დიდი ოდენობის ფული შეაგროვეს და ქართველებს გამოუგზავნეს ხორბლით, ფქვილითა და სხვა პროდუქტებით სავსე სატვირთო მანქანებთან ერთად. ამით ინგუშებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ძმობა ქართველებს - ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართო!

უწმინდესის მამა, გიორგი, და ბაბუა დედის მხრიდან მეწარმეები ყოფილან და იმხანად ინგუშეთის ქალაქ სლეპცოვსკში ბიზნესი ჰქონდათ - საცხობების ქსელი. დიდი ხნის წინათ, 1920-იან წლებში, ისინი ჩეჩნებს გაუტაციათ და ჩემს წინაპრებს გადაურჩენიათ. სხვათა შორის, მეც სწორედ იმ ქალაქში, სლეპცოვსკში ვცხოვრობ. წარმოგიდგენიათ? 100 წლის წინ უწმინდესისა და ჩემი წინაპრების ურთიერთობა ამ ქალაქიდან დაიწყო, 100 წლის შემდეგ კი მათი შთამომავლები ისევ ამ ქალაქმა შეგვახვედრა. შემთხვევით არაფერი ხდება.

ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევი პატრიარქის მოწვევით ჩამოსულა თბილისში და სწორედ მისთვის უკითხავს პატრიარქს ჩვენი ოჯახის ამბავი. შადიჟევების გვარი ცნობილია ინგუშეთში, და არა მარტო იქ. უწმინდესი ამბობს, რომ ჩვენ წარმოშობით ქართლიდან ვართ. დაწვრილებით არა, მაგრამ ვიცოდით, რომ ფესვები საქართველოდან გვქონდა. ეგ კი არა, გინდა ინგუშეთში ვესტუმრო ვინმეს ან თუნდაც ჩეჩნეთში, დამინახავენ თუ არა, იმას კი არ ამბობენ, ინგუში მოვიდაო, ქართველი მოვიდაო. სწორედ აუშევს უამბო პატრიარქმა, რა დიდი მეგობრობა აკავშირებდა მის ოჯახს ჩემს ოჯახთან. აუშევი ჩვენ კარგად გვიცნობდა, ვენათესავებით კიდეც ერთმანეთს, ამიტომ პატრიარქმა სწორედ მას გამოატანა ჩვენთან ოფიციალური სამადლობელი წერილი და მადლობის ნიშნად საჩუქარი - ოქროს ბეჭედი გამოგვიგზავნა. მაშინ რატომღაც ამ ამბავს არ მივყევით, მაგრამ დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2012 წელს, საუდის არაბეთში მომლოცველად წასული შინ დასაბრუნებლად რატომღაც თბილისის გავლით წამოვედი. ალბათ, ესეც ბედისწერა იყო, თორემ პირდაპირაც შემეძლო ინგუშეთში გადაფრენა. 30 წლის ვიყავი და მანამდე საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი.

ინგუშეთში რომ დავბრუნდი, ქუჩებში მომლოცველებს დიდი ზარ-ზეიმით გვხვდებოდნენ. ჩვენს ქუჩაზე უხუცესები ცხოვრობდნენ. იმ დღეს შინ მამას ბიძაშვილი გვეწვია და რომ გაიგო, საქართველოს გავლით დავბრუნდი, გაიხსენა პატრიარქის მამისა და ბაბუის გატაცების ამბავიც. ჩვენებსაც სცოდნიათ ყველაფერი, პატრიარქის სამადლობელ წერილზეც ილაპარაკეს.

რამდენიმე თვის შემდეგ იმ ნათესავმა გადმომცა პატრიარქის წერილის ასლი და მითხრა, ეს წერილი საქართველოში წაიღე და როგორმე დაუკავშირდი პატრიარქსო. ამჯერად უკვე გამიზნულად ჩამოვედი საქართველოში. გული მიგრძნობდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყებოდა. ღმერთს ვფიცავ, იმხანად ისიც კი არ ვიცოდი, სიტყვა "პატრიარქი" რას ნიშნავდა და მეგონა, ასე ჩვეულებრივ მღვდელს უწოდებდნენ. სლეპცოვსკში დიდი მართლმადიდებლური ტაძარია, ინგუშეთის მთებში კი უძველესი ქართულ-ინგუშური თხაბაერდი, 1500 წლის წინანდელი და კავკასიაში პირველი. ნათქვამია, რომ თხაბაერდი აუცილებლად ქართველებმა უნდა აკურთხონ. როგორც ამბობდნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა ჩამოსულიყო ინგუშეთში და ეკურთხებინა ტაძარი, მაგრამ მიზეზთა გამო დღემდე ვერ მოხერხდა. ინგუშები კვლავ მოუთმენლად ელიან პატრიარქს. ერთხელ ვიღაცები ჩამოვიდნენ და თხაბაერდის კურთხევა მოინდომეს, მაგრამ ისინი "სხვები" იყვნენ და არაფერი ესაქმებოდათ ჩვენს ტაძართან, ამიტომ უკან გაბრუნდნენ, ხოლო ვინც აქაურობა უნდა აკურთხოს, ანუ ქართველებმა, ისინი ჯერ არ მოსულან, მაგრამ მოვლენ და თანაც ისე აკურთხებენ ტაძარს, რომ ამ ამბავს მთელი მსოფლიო შეიტყობს!

2013 წელს თბილისში, პატრიარქთან შესახვედრად რომ წამოვედი, როგორც გითხარით, ის რიგითი ღვთისმსახური მეგონა. ვიპოვე მისი რეზიდენცია და დაცვას ვთხოვე, თუ შეიძლება პატრიარქს დაუძახეთ-მეთქი. ისე მოვიქეცი, როგორც ინგუშეთში მოვიქცეოდი - ნებისმიერ ეზოში რომ შემიძლია შევიდე და ვითხოვო, მასპინძელს დაუძახონ. გაოცებულმა დაცვამ შემომხედა, ეს უცნაური ადამიანი ვინღა არისო და სპეცსამსახურს დაუძახა. რა თქმა უნდა, საბუთები შემიმოწმეს, ჩემი საკონტაქტო ნომრებიც ჩაიწერეს და ისე გამომაბრუნეს, პატრიარქი აქ არ არისო, ეზოშიც არავინ შემიპატიჟა (იცინის). წამოვედი გაბრაზებული, ეს რა სტუმარმასპინძლობაა-მეთქი, იქ მისვლა ვინანე და სასწრაფოდ გამოვემგზავრე თბილისიდან. ერთი კვირის შემდეგ, პარასკევს, შინ ვიყავი, ის იყო, ლოცვაზე მეჩეთში უნდა წავსულიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. უცხოური ნომერი იყო და უცნობმა მამაკაცმა მოსალმების შემდეგ მე მიკითხა, თან დააყოლა, გაწუხებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეო. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: