პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული ავტომრბოლელი და "ავტოტრიუკების" პიონერი, კენ ბლოკი თოვლმავალით სრიალისას დაიღუპა - "ის იყო უდიდესი ტალანტი..."
ლეგენდარული ავტომრბოლელი და "ავტოტრიუკების" პიონერი, კენ ბლოკი თოვლმავალით სრიალისას დაიღუპა - "ის იყო უდიდესი ტალანტი..."

2023 წელი ავ­ტოს­პორ­ტის­თვის უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ით და­ი­წყო. 3 იან­ვრის დი­ლას, იუ­ტა­დან სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და - გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლი, კენ ბლო­კი.

კენი თოვლმა­ვა­ლით მილლ-ჰოლ­ლო­უს წყალ­სა­ცავ­თან სრი­ა­ლებ­და. მთი­დან დაშ­ვე­ბი­სას თოვლმა­ვა­ლი გა­დაბ­რუნ­და, კენი მის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა და გა­ი­ჭყლი­ტა.

ბლოკს გა­სა­ო­ცა­რი კა­რი­ე­რა ჰქონ­და. ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე ქულა WRC-ში (რა­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი), იყო ზო­გი­ერ­თი ამე­რი­კუ­ლი შე­ჯიბ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე გა­ვი­და გლო­ბა­ლურ "რალი-კროს­ში".

მარ­თა­ლია, ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლე­ბი არ აუ­ღია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და ყო­ველ­თვის ლე­გენ­და­რუ­ლი მრბო­ლე­ლე­ბის გვერ­დით აყე­ნებ­დნენ.

  • საქ­მე "ჯიმ­ხა­ნა­შია“ - ეს არის ტრი­უ­კე­ბის შოუ, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად, კენ­მა სა­კუ­თა­რი ფეხ­საც­მლის ბრენ­დის, DC Shoes რეკ­ლა­მის­თვის მო­ი­ფიქ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ რა­ლის მან­ქა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შოუს ყუ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ლა­მაზ, ქვი­ში­ან გზებ­თან, არა­მედ კომ­ფორ­ტუ­ლად, შინ, ტე­ლე­ვი­ზორ­თა­ნაც.

2008 წელს კენ­მა გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მელ­შიც "სუ­ბა­რუ­თი“ ულა­მა­ზეს შოუს დგამ­და. ვი­დეო სწრა­ფად გავ­რცელ­და და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. შე­დე­გით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ბლოკ­მა მე­ო­რე ნა­წი­ლიც გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც 50-მა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა, ხოლო მე­სა­მე - თით­ქმის 70-მა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში კენ­მა 10 ვი­დეო მო­ამ­ზა­და, რომ­ლე­ბიც ჯამ­ში 600-მა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. ვი­დე­ო­ებს ის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას იღებ­და.

"ჯიმ­ხა­ნა“ "იუ­თუ­ბის" სა­ზღვრებს გას­ცდა - 2010 წელს ჩა­ტარ­და Gymkhana Grid, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ­მა მრბო­ლელ­მა მი­ი­ღო, მათ შო­რის: ტა­ნერ ფა­სუტ­მა, ნანი რო­მამ, პე­ტერ სოლ­ბერ­გმა და იო­ჰან კრის­ტო­ფერ­სონ­მა. რა თქმა უნდა, სა­ო­ცა­რი მრბო­ლე­ლე­ბის ფონ­ზე არ და­ი­კარ­გა კენ ბლო­კიც, რო­მელ­მაც 2014 წელს ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც.

ბევ­რს ბლო­კი და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა არა რო­გორც კარ­გი მრბო­ლე­ლი, არა­მედ გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ტის­ტი, ტრი­უ­კე­ბის ერთ-ერთი პი­ო­ნე­რი და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და რა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ კე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბით. ის იყო უდი­დე­სი ტა­ლან­ტი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი სპორ­ტის­თვის ბევ­რი გა­ა­კე­თა. ჩვენ დავ­კარ­გეთ არა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო, არა­მედ ნამ­დვი­ლად დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი“, - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლი ჯენ­სენ ბა­ტო­ნი.

კენი 55 წლის იყო.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
misha
0

არადა ძალიან მაგარი იყო დრიფტის მეფე და რალიშიც საკმაოდ ძლიერად ასპარეზობდა ძალიან სამწუხაროა ეჰჰჰჰ ნათელში იყოს მისი სული

ეკა
1

შუმახერსაც, ხომ რა მოუვიდა...

ავტორი:

ლეგენდარული ავტომრბოლელი და "ავტოტრიუკების" პიონერი, კენ ბლოკი თოვლმავალით სრიალისას დაიღუპა - "ის იყო უდიდესი ტალანტი..."

ლეგენდარული ავტომრბოლელი და "ავტოტრიუკების" პიონერი, კენ ბლოკი თოვლმავალით სრიალისას დაიღუპა - "ის იყო უდიდესი ტალანტი..."

2023 წელი ავტოსპორტისთვის უდიდესი ტრაგედიით დაიწყო. 3 იანვრის დილას, იუტადან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - გარდაიცვალა ლეგენდარული ავტომრბოლელი, კენ ბლოკი.

კენი თოვლმავალით მილლ-ჰოლლოუს წყალსაცავთან სრიალებდა. მთიდან დაშვებისას თოვლმავალი გადაბრუნდა, კენი მის ქვეშ აღმოჩნდა და გაიჭყლიტა.

ბლოკს გასაოცარი კარიერა ჰქონდა. ჰქონდა რამდენიმე ქულა WRC-ში (რალის მსოფლიო ჩემპიონატი), იყო ზოგიერთი ამერიკული შეჯიბრის გამარჯვებული, საპრიზო ადგილებზე გავიდა გლობალურ "რალი-კროსში".

მართალია, ჩემპიონის ტიტულები არ აუღია, თუმცა მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი გულშემატკივრობდა და ყოველთვის ლეგენდარული მრბოლელების გვერდით აყენებდნენ.

  • საქმე "ჯიმხანაშია“ - ეს არის ტრიუკების შოუ, რომელიც თავდაპირველად, კენმა საკუთარი ფეხსაცმლის ბრენდის, DC Shoes რეკლამისთვის მოიფიქრა. აღმოჩნდა, რომ რალის მანქანებთან დაკავშირებული შოუს ყურება შესაძლებელია არა მხოლოდ ლამაზ, ქვიშიან გზებთან, არამედ კომფორტულად, შინ, ტელევიზორთანაც.

2008 წელს კენმა გამოუშვა პირველი ვიდეორგოლი, რომელშიც "სუბარუთი“ ულამაზეს შოუს დგამდა. ვიდეო სწრაფად გავრცელდა და რამდენიმე მილიონმა ადამიანმა ნახა. შედეგით აღფრთოვანებულმა ბლოკმა მეორე ნაწილიც გადაიღო, რომელიც 50-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, ხოლო მესამე - თითქმის 70-მა.

მთლიანობაში კენმა 10 ვიდეო მოამზადა, რომლებიც ჯამში 600-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ვიდეოებს ის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას იღებდა.

"ჯიმხანა“ "იუთუბის" საზღვრებს გასცდა - 2010 წელს ჩატარდა Gymkhana Grid, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ცნობილმა მრბოლელმა მიიღო, მათ შორის: ტანერ ფასუტმა, ნანი რომამ, პეტერ სოლბერგმა და იოჰან კრისტოფერსონმა. რა თქმა უნდა, საოცარი მრბოლელების ფონზე არ დაიკარგა კენ ბლოკიც, რომელმაც 2014 წელს ჩემპიონატში გაიმარჯვა კიდეც.

ბევრს ბლოკი დაამახსოვრდება არა როგორც კარგი მრბოლელი, არამედ გამორჩეული არტისტი, ტრიუკების ერთ-ერთი პიონერი და ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობდა რალის პოპულარიზაციას.

"შოკირებული ვარ კენის გარდაცვალების ამბით. ის იყო უდიდესი ტალანტი, რომელმაც ჩვენი სპორტისთვის ბევრი გააკეთა. ჩვენ დავკარგეთ არა ერთ-ერთი საუკეთესო, არამედ ნამდვილად დიდებული ადამიანი“, - ამბობს ბრიტანელი ავტომრბოლელი ჯენსენ ბატონი.

კენი 55 წლის იყო.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე