ურთულესი 2022 წელი მოიტოვა მსოფლიომ უკან. შეიძლება ითქვას, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ევროპის შუაგულში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამ მსოფლიოს გეოპოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა. ახალ 2023 წელს ყველა შიშითა და იმედით შევყურებთ. გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ვაფასებთ ჩვენს რუბრიკაში "კვირის თემა", ასევე ვისაუბრებთ ახალი წლის პერსპექტივებზე. როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:
- წლის კი არა, საუკუნის მოვლენაა ის, რაც ხდება უკრაინაში. დღეს უკვე ცხადად ჩანს, რუსეთმა რამდენი რამ ვერ გაითვალისწინა, როდესაც უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. თუნდაც ის, რამდენად ბრძოლისუნარიანია უკრაინელი ერი. ეს მაინც უნდა სცოდნოდათ რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და პუტინს, რომელიც კე-გე-ბეს ღვიძლი შვილია. კატასტროფულად არასწორად შეაფასეს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და დასავლეთის მზადყოფნაც. სავარაუდოდ, ეს შეცდომა დაუშვეს 2014 წლის მოვლენების გამო, როდესაც, ფაქტობრივად, უბრძოლველად მოახდინეს ყირიმის ანექსია და კონფლიქტის კერები გააჩინეს დონეცკსა და ლუგანსკში.
თუმცა რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა. მეტიც, ძალიან იზარალეს და არაერთი მიმართულებიდან უკან დახევამ მოუწიათ. ომის გავლენა მსოფლიოზე უდიდესია, თუმცა ჯერ კიდევ პროცესში ვართ და საბოლოო შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია. დღეს ყველა ხვდება, რომ მსოფლიო ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც ომამდე იყო. თუ რეალურად შევაფასებთ ვითარებას, უნდა ვაღიაროთ, რომ, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომში ვართ ჩართული. მთელი ევროპა, ნატო და ამერიკა ამ ომში ირიბად მონაწილეობენ... თუ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სახელმწიფოებს შევადარებთ, ევროპასა და ამერიკასთან ერთად, დღევანდელ ომში მეტ-ნაკლებად ჩართული არიან იაპონია და ჩინეთიც. მეტი სახელმწიფო არც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.
რა ცვლილებებს მივიღებთ ომის დასრულების შემდგომ ჯერ რთული სათქმელია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იყო იალტის კონფერენცია, რომელმაც ევროპის ქვეყნების ახლებური საზღვრები დახაზა.
რუსეთმა დაიწყო მსოფლიო წესრიგის არევა და საზღვრების ახლებურად გავლება სცადა, მისი მიზანი იმპერიის აღდგენა იყო. ჩემი აზრით, ეს არის ასევე ცივილიზაციათა ომი, რომლის დროსაც დასავლური ცივილიზაცია ეჯახება აზიურ ავტორიტარიზმს. აი, ასეთი დაპირისპირება გვაქვს. ამ ომის დასასრულზეა დამოკიდებული მსოფლიოს ბედი, ახლა წყდება, წავალთ განვითარებისა და ცივილიზაციის გზით თუ დავუბრუნდებით შუა საუკუნეების ავტორიტარიზმს. ეს ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან კარგად იციან.
ჩემი აზრით, რუსეთის საბოლოო დამარცხება ის იქნება, თუ დღევანდელი ავტორიტარული რუსეთის ნაცვლად გაჩნდება ახალი რუსეთი. ეს არის ზეამოცანა, რასაც კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს. თუ ომი დასრულდა იმით, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ახალი ომის საფრთხე არ ამოიწურება, უბრალოდ, ეს განსაზღვრული ხნით გადაიდება.
ვიმეორებ, იმპერიალისტური რუსეთი უნდა დამარცხდეს და ახალი რუსეთი დაიბადოს, თუნდაც დღევანდელ საზღვრებში. თუ ასე მოხდა, კაცობრიობა მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელოვან ხანგრძლივ ეტაპზე გადავა. ის, რომ რუსეთმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს და დაიპყროს უკრაინა, რისი იმედიც თავიდან ჰქონდათ, ეს დღეს აღარც განიხილება. გააგრძელეთ კითხვა
ეს არის ამერიკის და რუსეთის ომი უკრაინის ტერიტორიაზე , საწყალი უკრაინელი ხალხის გაუბედურებით
რაში მდგომარეობს მსოფლიო წესრიგის არევა?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ დავსვათ შუალედური კითხვა პლანეტა დედამიწაზე მშვიდობის არსებობისათვის მსოფლიო ერთპოლუსიანი უნდა იყოს თუ მრავალპოლუსიანი?
მოკლედ რომ ვთქვათ მრავალპოლუსიანობის ანუ თანაარსებობის კარგი მაგალითია მსოფლიოში არსებული სხვადასხვა აღსარების რელიგიები, როგორებიცაა:
- ქრისტიანობა და მისი მრავალსახეობები (მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, პროტესტანტობა, ბაპტისობა და ა.შ.);
- იუდაიზმი;
- ისლამი და მისი სახეობები (სუნიტები და შიიტები);
- ინდუიზმი;
- ბუდიზმი და ა.შ.
კარგი იქნება თუ მსოფლიოს ლიდერები მოისმენენ და ყურად იღებენ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დამთავრებისაკენ, ვინაიდან ძალიან დიდი საშიშროება წარმოიშვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებისათვის, რომელშიც გამარჯვებული არავინ არ იქნება...
პ.ს. ჩემი აზრით უნდა გავითავისოთ ერთი ჭეშმარიტება, რომ ის ფასეულობები (მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება), რომლებიც მისაღებია ერთი რომელიმე ქვეყნისათვის ან ქვეყანათა ჯგუფისათვის, კატეგორიულად მიუღებელია სხვა მრავალი ქვეყნისათვის და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის განვითარებისა და ცივილიზაციიდან ჩამორჩენა!!!
გვინდა გავხდეთ სოდომისა და გომორის მსგავს ქალაქებად, რომლებიც ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთმა დასაჯა ქალაქში მაცხოვრებელთა გარყვნილებისათვის?