სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ განსხვავებული ერი ვართ, სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი... დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით..." - ინტერვიუ ისტორიკოს ზაზა აბაშიძესთან
"ჩვენ განსხვავებული ერი ვართ,  სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი... დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით..." - ინტერვიუ ისტორიკოს ზაზა აბაშიძესთან

დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი ის­ტო­რი­კო­სი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტის დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი ზაზა აბა­ში­ძე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ყო­ფის ავ-კარ­გზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში მთელ მსოფ­ლი­ოს დას­ჩემ­და სა­ერ­თო სენი - უწიგ­ნუ­რო­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, არ ნიშ­ნავს ცოდ­ნას და ცოდ­ნის მი­ღე­ბას!. ცოდ­ნა სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბით და ბევ­რი წიგ­ნის წა­კი­თხვის მერე მო­დის. ამა­ში ძა­ლი­ან მო­ვი­კოჭ­ლებთ. ხში­რად ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვის დროს, სა­უ­ბარს ვი­წყებ ასე: თქვენ ალ­ბათ გახ­სოვთ.. და შემ­დეგ ვაგ­რძე­ლებ სა­უ­ბარს და ცოტა ხან­ში ვხვდე­ბი, რომ არა­ფე­რი არ ახ­სოვთ, იმი­ტომ, რომ არ იცი­ან და ბევ­რი რამ წა­კი­თხუ­ლი სა­ერ­თოდ არ აქვთ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რომ ვუ­თხრა მათ, რომ თუნ­დაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას, სტუ­დენ­ტებ­მა არა მარ­ტო ინ­ტერ­ნე­ტი გა­მო­ი­ყე­ნონ, არა­მედ რა­ღაც წიგ­ნი მა­ინც წა­ი­კი­თხონ. ჩვენ დრო­საც ხომ იყ­ვნენ ზარ­მა­ცე­ბი, უწიგ­ნუ­რე­ბი და ასე შემ­დეგ. აი ყვე­ლა­ზე უწიგ­ნუ­რი ვინც იყო ჩვენს დროს, ის იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წიგ­ნი­ე­რი დღე­ვან­დელ ფრი­ა­დო­სან­თან შე­და­რე­ბით. მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც მე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე ლა­ბო­რან­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა­ზე, პირ­და­პირ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ყო­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ნაშ­რო­მე­ბი­სა თუ მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბის წა­კი­თხვას. სამ­წუ­ხა­როდ, ასე აღარ არის. დღეს ნაკ­ლე­ბად იძ­ლე­ვი­ან მსგავს და­ვა­ლე­ბებს და ცხა­დია, ნაკ­ლე­ბა­დაც ას­რუ­ლე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი ამას.

- თქვე­ნი, რო­გორც ის­ტო­რი­კო­სის თვალ­თა­ხედ­ვა მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს თავს რა ტრი­ა­ლებს?

- ჩვენს თავს არა­ფე­რი კარ­გი არ "ტრი­ა­ლებს“ ან რო­დის "ტრი­ა­ლებ­და“?! რო­დის, რა ეპო­ქა­ში არ ხდე­ბო­და ის, რაც დღეს ხდე­ბა? აი "ოქ­როს ხა­ნას“ რომ ვუ­წო­დებთ თა­მა­რის ეპო­ქას, ნამ­დვი­ლად "ოქ­როს ხა­ნაა“, წარ­მა­ტე­ბე­ბის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ, გგო­ნი­ათ მა­შინ არ იყო პრობ­ლე­მე­ბი? უმ­თავ­რე­სად სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, და სა­ერ­თოდ ყვე­ლა სფე­რო­ში? ჩა­ხე­დეთ წყა­რო­ებს და დარ­წმუნ­დე­ბით! დღეს, რომ ვართ, კი­დევ კარ­გად ვართ! გე­კი­თხე­ბით თქვენც და ყვე­ლას - რო­დის ვი­ყა­ვით უკე­თე­სად 10-20 წლის წინ? თუ 50 წლის წინ! თუ 100 წლის წინ? ეგებ 400 წლის წინ? 540, 970,1200 წლის წინ? მოკ­ლედ, დღე­ვან­დე­ლი რთუ­ლი პე­რი­ო­დი არა­ხა­ლია, გა­მოვ­ძვრე­ბით... შე­საძ­ლოა, კარ­გად არ ვართ, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბით!

- სვა­ვე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ვი­ყა­ვით მუ­დამ...

- და არც ერთი მე­გო­ბა­რი მის დღემ­ში გვერ­დით არ გვყო­ლია. ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს არა­მარ­ტო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მოქ­მე­დებს ში­ნა­გან პრო­ცე­სებ­ზეც. ზე­მო­დან რუ­სე­თი გვად­გას, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი წა­ი­ღო, აქეთ, ქვე­მოთ კი­დევ მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც არაფ­რის ლა­პა­რა­კი არ მინ­და, მაგ­რამ დიდი მე­გობ­რო­ბით ისი­ნიც არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

- ბა­ტო­ნო ზაზა, რო­გორ ფიქ­რობთ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, მო­მა­ვალ­ში რო­გორ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე?

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე უკვე ისა­ხე­ბა, არც თუ და­დე­ბი­თად! სა­ერ­თოდ, ცხა­დია, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ზე არ აი­სა­ხე­ბა და­დე­ბი­თად.

- გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე ამ­ბობ­და:“არა ჩვენ, მხო­ლოდ ევ­რო­პა გა­დაგ­ვარ­ჩენს. ვახ­ტან­გი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი წერ­და: "არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ აღ­მო­სავ­ლეთს არ უნდა შე­ვე­ლი­ო­თო“, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გრი­გორ რო­ბა­ქი­ძემ და­წე­რა: "არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ წიხ­ლი არ უნდა ვკრათ აღ­მო­სავ­ლეთს, მაგ­რამ ევ­რო­პაც მშვე­ნი­ე­რია. და ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა მოხ­დეს მათი ქორ­წი­ლი ქარ­თუ­ლი ნა­დი­მი­თო.. და მა­ინც, ევ­რო­პა თუ აზია?

- ევ­რო­პა! რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე გა­მო­რი­ცხუ­ლია! ასე­ვე ჩვენ ვართ უდა­ოდ აღ­მო­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოც და ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს მე­ზობ­ლებ­თან - თურ­ქებ­თან, ირა­ნე­ლებ­თან. ჩი­ნეთ­თან და ია­პო­ნი­ას­თა­ნაც, რად­გან აღ­მო­სავ­ლე­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჩვენ­თვის უცხო არ არის და ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით. იცით რა, ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ერი ვართ, თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რე­ბით, კულ­ტუ­რით, ზნით და ზნე­და­ცე­მუ­ლო­ბი­თაც კი, ამი­თაც გან­სხვავ­დე­ბით ყვე­ლა­სა­გან, მაგ­რამ ჩვენ ისეთ ად­გი­ლას ვცხოვ­რობთ, სა­დაც შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი გვაქვს რო­გორც და­სავ­ლუ­რი, ისე აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა. და მა­ინც მგო­ნია, რომ ერ­თა­დერ­თი ხსნა არის ევ­რო­პა, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხედ­რო - პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მა­ინც - ევ­რო­პა!

- იმის მა­გივ­რად, უკე­თე­სო­ბი­სა­კენ წა­ვი­დეთ, უა­რე­სო­ბის­კენ მივ­დი­ვართ...

- ზო­გი­ერთ სფე­რო­ში, ალ­ბათ კი. სამ­წუ­ხა­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ზნე­ო­ბაც და­კარ­გა და ღირ­სე­ბაც! მაგ­რამ ახ­ლან­დელ თა­ო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, 17-18-19 წლის ახალ­გაზ­რდებს, ასე ვფიქ­რობ, რომ ესე­ნი უფრო ფხი­ზე­ლი თვა­ლით შე­ხე­და­ვენ ყვე­ლა­ფერს და ბევ­რად უფრო კო­რექ­ტუ­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან.

- ბა­ტო­ნო ზაზა, ორი­ო­დე სი­ტყვით გვი­თხა­რით, რო­გო­რი იყო ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­თვის 2022 წელი?

- ვფიქ­რობ, ნა­ყო­ფი­ე­რი წელი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი პან­დე­მია მა­ინც გრძელ­დე­ბო­და. ცენ­ტრმა ამ წელს გა­მოს­ცა, რო­გორც უფ­რო­სი თა­ო­ბის, ასე­ვე ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა ნაშ­რო­მე­ბი, ალ­ბო­მე­ბი, ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ატ­ლა­სი. სულ 12 წიგ­ნი. ახ­ლა­ხანს გა­მო­ი­ცა ჩვე­ნი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ "მრა­ვალ­თა­ვის“ 27-ე ტომი. ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ათო­ნის მთის "ივი­რო­ნის“ მო­ნას­ტრის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გი, რომ­ლის შექ­მნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი ჩვე­ნი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი (ძი­რი­თა­დი საქ­მე მათ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო ჯერ კი­დევ ათწლე­უ­ლე­ბის წინ) და, სულ ახ­ლა­ხანს გერ­მა­ნი­ა­ში, ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნი ძველ ქარ­თულ სამ­წიგ­ნობ­რო ცენ­ტრებ­სა და ხელ­ნა­წერ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე. ამ წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რია ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ოთხმე­ზუ­რი, ხოლო ავ­ტო­რე­ბი ცენ­ტრის თით­ქმის ყვე­ლა თა­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ცენ­ტრმა შე­ი­ძი­ნა უახ­ლე­სი, გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნი­კა ხელ­ნა­წე­რე­ბის და ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ციფ­რე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით რთუ­ლი იყო ცენ­ტრში და­ცუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის და მიკრო­ფი­რე­ბის გა­ციფ­რე­ბა. ახა­ლი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი დაჯ­და, ამ პრობ­ლე­მა­საც გა­დაჭ­რის, რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტრმა გა­მარ­თა 20-ზე მეტი გა­მო­ფე­ნა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი. გა­ი­მარ­თა რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია და სე­მი­ნა­რი. მაგ­რამ, რა წიგ­ნე­ბიც არ უნდა გა­მოვ­ცეთ, რამ­დე­ნი გა­მო­ფე­ნაც არ უნდა მო­ვა­წყოთ, რა პრო­ექ­ტე­ბიც არ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ - ეს ყვე­ლა­ფე­რი, ასე, ვთქვათ "მიმ­დი­ნა­რე“ სა­კი­თხე­ბია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო რე­ჟი­მია! მთა­ვა­რია, გა­და­წყდეს ძი­რი­თა­დი - ცენ­ტრის სა­ცა­ვე­ბის­თვის ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბის სა­კი­თხი. ღვთის მად­ლით, მგო­ნი ეს სა­კი­თხიც მალე მოგ­ვარ­დე­ბა, ახა­ლი შე­ნო­ბის პრო­ექ­ტზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი დას­რულ­და და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში გვექ­ნე­ბა ახა­ლი შე­ნო­ბის პრო­ექ­ტი. მერე კი... მერე უნდა და­ი­წყოს მშე­ნებ­ლო­ბა... მო­მა­ვალ წელს 65 წელი უს­რულ­დე­ბა ინ­სტი­ტუტს (ცენ­ტრს) და, ვფიქ­რობ ამ თა­რი­ღის­თვის ეს პრობ­ლე­მაც გა­და­იჭ­რე­ბა.

- და­ბო­ლოს, 2023 წელს, რას უსურ­ვებ­დით ჩვენს ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას?

- ყვე­ლა ოჯახს ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­კე­თეს, ბედ­ნი­ე­რე­ბას და ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბას და წინსვლას.

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
12

ის რომ ქართველებმა ამდენი საუკუნე გამოვიარეთ და ვართ,უკვე მიუთითებს ერის ჭკუაზე,თვითგადარჩენის ინსტიქტზე.ამდენი გიჟი მეზობლის ხელში კიდევ კარგად ვართ,თუმცა უნიკალურ დონეზეა კულტურაც და ცივილურობის ხარისხიც.უარყოფითიც გვაქვს,არ ჩამოვთვლი,ყველამ იცით.

ჩვენი ერი უნდა გამდიდრდეს და გამრავლდეს.არავითარი ომი ,ჩვენ უნდა გავხდეთ აღმოსავლეთის შვეიცარია.

ana
7

სჯერა ერთია, უნდა - მეორე. ისაუბრა, თუ რა არის გამოსავალი და რა იქნება უკეთესი.

ავტორი:

"ჩვენ განსხვავებული ერი ვართ, სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი... დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით..." - ინტერვიუ ისტორიკოს ზაზა აბაშიძესთან

"ჩვენ განსხვავებული ერი ვართ,  სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი... დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით..." - ინტერვიუ ისტორიკოს ზაზა აბაშიძესთან

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტის დირექტორი ბატონი ზაზა აბაშიძე გახლავთ, რომელიც ჩვენი დღევანდელი ყოფის ავ-კარგზე გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოს დასჩემდა საერთო სენი - უწიგნურობა. ინფორმაციის მიღება, არ ნიშნავს ცოდნას და ცოდნის მიღებას!. ცოდნა საკუთარ თავზე მუშაობით და ბევრი წიგნის წაკითხვის მერე მოდის. ამაში ძალიან მოვიკოჭლებთ. ხშირად ლექციების კითხვის დროს, საუბარს ვიწყებ ასე: თქვენ ალბათ გახსოვთ.. და შემდეგ ვაგრძელებ საუბარს და ცოტა ხანში ვხვდები, რომ არაფერი არ ახსოვთ, იმიტომ, რომ არ იციან და ბევრი რამ წაკითხული საერთოდ არ აქვთ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვუთხრა მათ, რომ თუნდაც უნივერსიტეტში პრეზენტაციის მომზადებისას, სტუდენტებმა არა მარტო ინტერნეტი გამოიყენონ, არამედ რაღაც წიგნი მაინც წაიკითხონ. ჩვენ დროსაც ხომ იყვნენ ზარმაცები, უწიგნურები და ასე შემდეგ. აი ყველაზე უწიგნური ვინც იყო ჩვენს დროს, ის იყო არაჩვეულებრივად წიგნიერი დღევანდელ ფრიადოსანთან შედარებით. მახსენდება, როდესაც მე მუშაობა დავიწყე ლაბორანტად საქართველოს ისტორიის კათედრაზე, პირდაპირ გვავალდებულებდა ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე ყოველი ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ნაშრომებისა თუ მონოგრაფიების წაკითხვას. სამწუხაროდ, ასე აღარ არის. დღეს ნაკლებად იძლევიან მსგავს დავალებებს და ცხადია, ნაკლებადაც ასრულებენ სტუდენტები ამას.

- თქვენი, როგორც ისტორიკოსის თვალთახედვა მაინტერესებს, ჩვენს თავს რა ტრიალებს?

- ჩვენს თავს არაფერი კარგი არ "ტრიალებს“ ან როდის "ტრიალებდა“?! როდის, რა ეპოქაში არ ხდებოდა ის, რაც დღეს ხდება? აი "ოქროს ხანას“ რომ ვუწოდებთ თამარის ეპოქას, ნამდვილად "ოქროს ხანაა“, წარმატებების პერიოდი, მაგრამ, გგონიათ მაშინ არ იყო პრობლემები? უმთავრესად სოციალური ხასიათის, და საერთოდ ყველა სფეროში? ჩახედეთ წყაროებს და დარწმუნდებით! დღეს, რომ ვართ, კიდევ კარგად ვართ! გეკითხებით თქვენც და ყველას - როდის ვიყავით უკეთესად 10-20 წლის წინ? თუ 50 წლის წინ! თუ 100 წლის წინ? ეგებ 400 წლის წინ? 540, 970,1200 წლის წინ? მოკლედ, დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით... შესაძლოა, კარგად არ ვართ, მაგრამ ვიქნებით!

- სვავებით გარშემორტყმული ვიყავით მუდამ...

- და არც ერთი მეგობარი მის დღემში გვერდით არ გვყოლია. ცხადია, ეს ყველაფერი მოქმედებს არამარტო საგარეო პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით, არამედ მოქმედებს შინაგან პროცესებზეც. ზემოდან რუსეთი გვადგას, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი წაიღო, აქეთ, ქვემოთ კიდევ მეზობლები, რომლებზეც არაფრის ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ დიდი მეგობრობით ისინიც არ გამოირჩევიან.

- ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, მომავალში როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე?

- ჩვენს ქვეყანაზე უკვე ისახება, არც თუ დადებითად! საერთოდ, ცხადია, არც ერთ ქვეყანაზე არ აისახება დადებითად.

- გერონტი ქიქოძე ამბობდა:“არა ჩვენ, მხოლოდ ევროპა გადაგვარჩენს. ვახტანგი კოტეტიშვილი წერდა: "არავითარ შემთხვევაში ჩვენ აღმოსავლეთს არ უნდა შეველიოთო“, მოგვიანებით კი გრიგორ რობაქიძემ დაწერა: "არავითარ შემთხვევაში ჩვენ წიხლი არ უნდა ვკრათ აღმოსავლეთს, მაგრამ ევროპაც მშვენიერია. და ამიტომ საქართველოში უნდა მოხდეს მათი ქორწილი ქართული ნადიმითო.. და მაინც, ევროპა თუ აზია?

- ევროპა! რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უკვე გამორიცხულია! ასევე ჩვენ ვართ უდაოდ აღმოსავლური სახელმწიფოც და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს მეზობლებთან - თურქებთან, ირანელებთან. ჩინეთთან და იაპონიასთანაც, რადგან აღმოსავლელის მენტალიტეტი ჩვენთვის უცხო არ არის და ამას ვერ გავექცევით. იცით რა, ჩვენ განსხვავებული ერი ვართ, თავისი სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი, ამითაც განსხვავდებით ყველასაგან, მაგრამ ჩვენ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც შესისხლხორცებული გვაქვს როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური კულტურა. და მაინც მგონია, რომ ერთადერთი ხსნა არის ევროპა, განსაკუთრებით სამხედრო - პოლიტიკური თვალსაზრისით. მაინც - ევროპა!

- იმის მაგივრად, უკეთესობისაკენ წავიდეთ, უარესობისკენ მივდივართ...

- ზოგიერთ სფეროში, ალბათ კი. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილმა ზნეობაც დაკარგა და ღირსებაც! მაგრამ ახლანდელ თაობას რომ ვუყურებ, 17-18-19 წლის ახალგაზრდებს, ასე ვფიქრობ, რომ ესენი უფრო ფხიზელი თვალით შეხედავენ ყველაფერს და ბევრად უფრო კორექტულებიც იქნებიან.

- ბატონო ზაზა, ორიოდე სიტყვით გვითხარით, როგორი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის 2022 წელი?

- ვფიქრობ, ნაყოფიერი წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი პანდემია მაინც გრძელდებოდა. ცენტრმა ამ წელს გამოსცა, როგორც უფროსი თაობის, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომები, ალბომები, ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი. სულ 12 წიგნი. ახლახანს გამოიცა ჩვენი ცენტრის სამეცნიერო ჟურნალ "მრავალთავის“ 27-ე ტომი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ათონის მთის "ივირონის“ მონასტრის მიერ გამოცემული ქართული ხელნაწერების ინგლისურენოვანი კატალოგი, რომლის შექმნაში წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული ჩვენი ცენტრის თანამშრომლები (ძირითადი საქმე მათ მიერ ჩატარებული იყო ჯერ კიდევ ათწლეულების წინ) და, სულ ახლახანს გერმანიაში, ინგლისურ ენაზე გამოცემული სქელტანიანი წიგნი ძველ ქართულ სამწიგნობრო ცენტრებსა და ხელნაწერ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. ამ წიგნის რედაქტორია ქალბატონი თამარ ოთხმეზური, ხოლო ავტორები ცენტრის თითქმის ყველა თაობის მეცნიერები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებით ცენტრმა შეიძინა უახლესი, გერმანული ტექნიკა ხელნაწერების და ისტორიული დოკუმენტების გაციფრებისთვის. აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებული ტექნიკით რთული იყო ცენტრში დაცული ფოტომასალის და მიკროფირების გაციფრება. ახალი ტექნიკა, რომელიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ პრობლემასაც გადაჭრის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. წლის განმავლობაში ცენტრმა გამართა 20-ზე მეტი გამოფენა და განახორციელა საგანმანათლებლო პროექტები. გაიმართა რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია და სემინარი. მაგრამ, რა წიგნებიც არ უნდა გამოვცეთ, რამდენი გამოფენაც არ უნდა მოვაწყოთ, რა პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ - ეს ყველაფერი, ასე, ვთქვათ "მიმდინარე“ საკითხებია, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია! მთავარია, გადაწყდეს ძირითადი - ცენტრის საცავებისთვის ახალი შენობის აგების საკითხი. ღვთის მადლით, მგონი ეს საკითხიც მალე მოგვარდება, ახალი შენობის პროექტზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და, რამდენიმე თვეში გვექნება ახალი შენობის პროექტი. მერე კი... მერე უნდა დაიწყოს მშენებლობა... მომავალ წელს 65 წელი უსრულდება ინსტიტუტს (ცენტრს) და, ვფიქრობ ამ თარიღისთვის ეს პრობლემაც გადაიჭრება.

- დაბოლოს, 2023 წელს, რას უსურვებდით ჩვენს ხალხს და ქვეყანას?

- ყველა ოჯახს ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას და ქვეყანას მშვიდობას და წინსვლას.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი