პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული სახაჭაპურის შესახებ “ბლუმბერგმა” დაწერა
ქართული სახაჭაპურის შესახებ “ბლუმბერგმა” დაწერა

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ უცხო­ურ მე­დი­ა­ში კი­დევ ერთი ვრცე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მა ბლუმ­ბერ­გი ხა­ჭა­პუ­რის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას ასე იწყებს: „თუ გურ­მა­ნებს ჰკი­თხავთ, რა არის ის ერთი რამ, რაც შა­ვი­ზღვის­პი­რა ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ იცი­ან, გი­პა­სუ­ხე­ბენ, რომ მათ შექ­მნეს ხა­ჭა­პუ­რი“.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი მდნა­რი ყვე­ლი­თა და კვერ­ცხით სავ­სე პურს, რომ­ლის სა­უ­კე­თე­სო აღ­წე­რა „ყვე­ლის ნავი“ იქ­ნე­ბო­და, ტრა­დი­ცი­უ­ლი, უც­ვლე­ლი სა­ხით მი­ირ­თმე­ვენ უცხო­ეთ­ში და წლე­ბია, ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც მო­ექ­ცა. ხა­ჭა­პუ­რის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლის მა­გა­ლი­თად კი არ­ტი­ზა­ნუ­ლი სა­ცხო­ბი „გუნ­და“ მოჰ­ყავს.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს „ბლუმ­ბერ­გის“ სტა­ტი­ი­დან.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია იპო­ვო რეს­ტო­რა­ნი, კაფე ან გზის­პი­რა კვე­ბის ობი­ექ­ტი, სა­დაც არ ამ­ზა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის საყ­ვა­რელ და იმ პირ­ველ კერძს, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე უკ­ვე­თენ. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხა­ჭა­პუ­რის ცომს სხვა­დას­ხვა ფორ­მით ამ­ზა­დე­ბენ. მისი გულ­სარ­თი უმე­ტე­სად ძრო­ხის რძის ყვე­ლი, ზე­მო­დან კი კვერ­ცხის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი გუ­ლია. კერ­ძი იჭ­მე­ბა ცხელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ხე­ლით.

2019 წელს ხა­ჭა­პუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. კერ­ძი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ TSU-ის (ISET) სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლა ინფლა­ცი­ას ხა­ჭა­პუ­რის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით ით­ვლის: ფქვი­ლი, ყვე­ლი, სოკო, რძე, კვერ­ცხი და კა­რა­ქი“.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ახლა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­ნახ­ლე­ბას იწყებს:

„გუნ­და“, ახა­ლი სა­ცხო­ბი და კაფე თბი­ლის­ში, ხა­ჭა­პუ­რის­თვის სწრა­ფი კვე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მის მი­ცე­მით, ცვლის კერ­ძის ფუნ­და­მენ­ტურ კონ­ცეფ­ცი­ას. ისი­ნი ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო ზღუ­და­ვენ რუ­სუ­ლი ფქვი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ხა­ჭა­პურ­ში. „გუნ­და“ ნიშ­ნავს ფუმ­ფუ­ლა ცო­მის ბურთს და მისი სა­ხელ­წო­დე­ბის სა­ცხო­ბი მდე­ბა­რე­ობს თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში. „გუნ­დას“ პიტ­ნის­ფე­რი კარი, რო­მელ­საც ქვა­ფე­ნილ გო­რაკ­ზე და­ი­ნა­ხავთ, მა­შინ­ვე მი­იქ­ცევს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას.

სა­ცხო­ბის ინ­ტე­რი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე და ვინ­ტა­ჟურ ევ­რო­პულ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, თა­ვი­სი ხა­ვერ­დის სკა­მე­ბით, ან­ტი­კუ­რი სტი­ლის აგუ­რით, ახა­ლი ყა­ვის აპა­რა­ტი­თა და ღია სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, სა­დაც შე­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას შე­გიძ­ლი­ათ მი­ა­დევ­ნოთ თვა­ლი. „გუნ­და­ში“ შე­საძ­ლე­ბე­ლია მინი დე­სერ­ტე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბაც, მათ შო­რის ჩი­რი­სა და ტრი­უ­ფე­ლი­საც, თუმ­ცა სა­ცხო­ბის სლო­გა­ნი ასე­თია: „ჩვენ ვამ­ზა­დებთ ხა­ჭა­პურს“ და მათი ბიზ­ნე­სიც სწო­რედ ამა­ზეა აწყო­ბი­ლი. აქ შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ხა­ჭა­პუ­რის თე­მა­ტი­კით დაპ­რინ­ტუ­ლი ქუ­დე­ბი, ჭი­ქე­ბი და სხვა კერ­ძის ფორ­მის სუ­ვე­ნი­რე­ბი. მომ­ხმა­რებ­ლებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ცო­მის შე­ძე­ნა და ხა­ჭა­პუ­რის სახ­ლში მომ­ზა­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი მკი­თხველს უამ­ბობს, რომ „გუნ­დამ“ შექ­მნა პე­ტი­ცია და აგ­რო­ვებს ხელ­მო­წე­რებს, რათა ხა­ჭა­პუ­რი იუ­ნეს­კო-ს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში მოხ­ვდეს, რო­გორც ეს ფრან­გუ­ლი ბა­გე­ტის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

„ბლუმ­ბერ­გი“ მკი­თხველს „გუნ­დას“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას:

„2017 წელს „გუნ­დას“ გუნ­დმა: ლალი პა­პაშ­ვილ­მა, ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვილ­მა, ნანა დო­ლი­ძემ და ინგა კვერ­ნა­ძემ გა­და­წყვი­ტეს, და­ერ­ღვი­ათ ტრა­დი­ცია და ხა­ჭა­პუ­რი დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე მო­ერ­გოთ.

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კი გა­იხ­სნა „გუნ­და“, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ კომ­ფორ­ტულ ყუ­თებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი რო­გორც მთლი­ა­ნად, ისე ერთი ნა­ჭე­რი, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლურ ქა­ღალ­დში შე­გიხ­ვე­ვენ. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი არის მეგ­რუ­ლი, იმე­რუ­ლი და მეს­ხუ­რი, რო­მელ­საც შე­ძე­ნის­თა­ნა­ვე მი­ი­ღებთ, „ყვე­ლის ნავს“ კი 15 წუ­თით უნდა და­ე­ლო­დოთ“, - წერს „ბლუმ­ბერ­გი“.

გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ „გუნ­და“ გახ­სნის­თა­ნა­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 100 ხა­ჭა­პურს ყი­დის, მო­მა­ვალ თვე­ებ­ში კი რა­ო­დე­ნო­ბის გა­სამ­მა­გე­ბას გეგ­მავს. „ბლუმ­ბერ­გი“ სა­ცხო­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც იუ­წყე­ბა: „გუნ­და“ გეგ­მავს, რომ ჯერ ნიუ-იორკში, შემ­დეგ კი სხვა ქა­ლა­ქებ­ში, გლო­ბა­ლუ­რად გა­ფარ­თოვ­დეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­ჭა­პუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, „გუნ­დას“ ხა­ჭა­პუ­რი ინ­დუსტრი­უ­ლი ფქვი­ლი­სა და ყვე­ლის­გან არ მზად­დე­ბა. ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტი ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფერ­მე­ბი­დან არის მო­წო­დე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ „გუნ­დას“ გუნ­დმა კვლე­ვი­სას ხა­ჭა­პუ­რის 47 სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გულ­სარ­თი აქვს. დღეს სა­ცხო­ბი მათ­გან 41-ს ამ­ზა­დებს. გა­მო­ცე­მა მკი­თხველს უზი­ა­რებს, რომ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი იმე­რუ­ლი და მეგ­რუ­ლი ვერ­სი­ე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
55555
4

ჯიგარი ხარ მამედ, კარგად გამაცინე.

მამედა
10

"ფასტფუდის" თურქულ ამერიკული სასაჭმელოები დინგში და ჩიჩვირში მავთულგაყრილი გოგობიჭებით არის სავსე .

ავტორი:

ქართული სახაჭაპურის შესახებ “ბლუმბერგმა” დაწერა

ქართული სახაჭაპურის შესახებ “ბლუმბერგმა” დაწერა

ქართული კულტურისა და სამზარეულოს შესახებ უცხოურ მედიაში კიდევ ერთი ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. საერთაშორისო გამოცემა ბლუმბერგი ხაჭაპურის შესახებ სტატიას ასე იწყებს: „თუ გურმანებს ჰკითხავთ, რა არის ის ერთი რამ, რაც შავიზღვისპირა ქვეყნის - საქართველოს შესახებ იციან, გიპასუხებენ, რომ მათ შექმნეს ხაჭაპური“.

სტატიის ავტორი წერს, რომ ფანტასტიკური მდნარი ყველითა და კვერცხით სავსე პურს, რომლის საუკეთესო აღწერა „ყველის ნავი“ იქნებოდა, ტრადიციული, უცვლელი სახით მიირთმევენ უცხოეთში და წლებია, ის საერთაშორისო სოციალური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ხაჭაპურის დასაგემოვნებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილის მაგალითად კი არტიზანული საცხობი „გუნდა“ მოჰყავს.

AMBEBI.GE გთავაზობთ ამონარიდებს „ბლუმბერგის“ სტატიიდან.

„საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია იპოვო რესტორანი, კაფე ან გზისპირა კვების ობიექტი, სადაც არ ამზადებენ ადგილობრივების საყვარელ და იმ პირველ კერძს, რომელსაც ტურისტები ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე უკვეთენ. ქვეყნის მასშტაბით ხაჭაპურის ცომს სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. მისი გულსართი უმეტესად ძროხის რძის ყველი, ზემოდან კი კვერცხის მოუმზადებელი გულია. კერძი იჭმება ცხელ მდგომარეობაში და ხელით.

2019 წელს ხაჭაპური საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. კერძი იმდენად პოპულარულია, რომ TSU-ის (ISET) საერთაშორისო ეკონომიკური სკოლა ინფლაციას ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასების მიხედვით ითვლის: ფქვილი, ყველი, სოკო, რძე, კვერცხი და კარაქი“.

გამოცემა წერს, რომ ახლა ქართული ტრადიციული კერძი მნიშვნელოვან განახლებას იწყებს:

„გუნდა“, ახალი საცხობი და კაფე თბილისში, ხაჭაპურისთვის სწრაფი კვებისთვის დამახასიათებელი ფორმის მიცემით, ცვლის კერძის ფუნდამენტურ კონცეფციას. ისინი ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ზღუდავენ რუსული ფქვილის გამოყენებას ხაჭაპურში. „გუნდა“ ნიშნავს ფუმფულა ცომის ბურთს და მისი სახელწოდების საცხობი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში. „გუნდას“ პიტნისფერი კარი, რომელსაც ქვაფენილ გორაკზე დაინახავთ, მაშინვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

საცხობის ინტერიერი თანამედროვე და ვინტაჟურ ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი, თავისი ხავერდის სკამებით, ანტიკური სტილის აგურით, ახალი ყავის აპარატითა და ღია სამზარეულოთი, სადაც შეფების საქმიანობას შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი. „გუნდაში“ შესაძლებელია მინი დესერტების დაგემოვნებაც, მათ შორის ჩირისა და ტრიუფელისაც, თუმცა საცხობის სლოგანი ასეთია: „ჩვენ ვამზადებთ ხაჭაპურს“ და მათი ბიზნესიც სწორედ ამაზეა აწყობილი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხაჭაპურის თემატიკით დაპრინტული ქუდები, ჭიქები და სხვა კერძის ფორმის სუვენირები. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამზადებული ცომის შეძენა და ხაჭაპურის სახლში მომზადება“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი მკითხველს უამბობს, რომ „გუნდამ“ შექმნა პეტიცია და აგროვებს ხელმოწერებს, რათა ხაჭაპური იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში მოხვდეს, როგორც ეს ფრანგული ბაგეტის შემთხვევაში მოხდა.

„ბლუმბერგი“ მკითხველს „გუნდას“ დამფუძნებლების შესახებაც აწვდის ინფორმაციას:

„2017 წელს „გუნდას“ გუნდმა: ლალი პაპაშვილმა, ლევან ქოქიაშვილმა, ნანა დოლიძემ და ინგა კვერნაძემ გადაწყვიტეს, დაერღვიათ ტრადიცია და ხაჭაპური დღევანდელ ცხოვრების წესზე მოერგოთ.

2022 წლის ოქტომბერში კი გაიხსნა „გუნდა“, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ კომფორტულ ყუთებში მოთავსებული ხაჭაპური როგორც მთლიანად, ისე ერთი ნაჭერი, რომელსაც სპეციალურ ქაღალდში შეგიხვევენ. ყველაზე პოპულარული ხაჭაპური არის მეგრული, იმერული და მესხური, რომელსაც შეძენისთანავე მიიღებთ, „ყველის ნავს“ კი 15 წუთით უნდა დაელოდოთ“, - წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემა იუწყება, რომ „გუნდა“ გახსნისთანავე პოპულარული გახდა და დღის განმავლობაში უკვე დაახლოებით 100 ხაჭაპურს ყიდის, მომავალ თვეებში კი რაოდენობის გასამმაგებას გეგმავს. „ბლუმბერგი“ საცხობის სამომავლო გეგმებზეც იუწყება: „გუნდა“ გეგმავს, რომ ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი სხვა ქალაქებში, გლობალურად გაფართოვდეს. ჩვეულებრივი კომერციული ხაჭაპურისგან განსხვავებით, „გუნდას“ ხაჭაპური ინდუსტრიული ფქვილისა და ყველისგან არ მზადდება. ყველა ინგრედიენტი ორგანული პროდუქციის ფერმებიდან არის მოწოდებული“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ „გუნდას“ გუნდმა კვლევისას ხაჭაპურის 47 სახეობა აღმოაჩინა, რომელთაც განსხვავებული გულსართი აქვს. დღეს საცხობი მათგან 41-ს ამზადებს. გამოცემა მკითხველს უზიარებს, რომ ყველაზე გემრიელი იმერული და მეგრული ვერსიებია.