მაროკოს ნაკრებს, მართალია, მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა, რაც ამ გუნდმა შეძლო, მათთვის ჩემპიონობის ტოლფასია. მაროკომ მუნდიალი მეოთხე ადგილით დაასრულა და ამით ისტორია დაწერა - აქამდე მსგავსი წარმატება მსოფლიოს არცერთ ჩემპიონატზე არ ჰქონიათ.
უფრო მეტიც, მაროკო არის პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.
სამშობლოში მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებს ნამდვილ გმირებად მიიჩნევენ. თანამოქალაქეები კი გმირებს მათ შესაბამისად დახვდნენ და ქუჩებში სახალხო ზეიმი გაიმართა.
ათასობით ადამიანმა სპორტსმენებს თავგანწირული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელსა და მათი ოჯახის წევრებს მაროკოს მეფემ, მოჰამედ VI-მ და მისმა ოჯახმა უმასპინძლეს.
მეფემ ისინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
თერთმეტი ფეხბურთელის თერთმეტი დედა, წინ დააყენეს.
გამოეთიშნენ და როგორ დახვდენ და წარმოგიდგენიათ რო მოეგოთ როგორ დახვდებოდენ? აბა ქართელები საწყალ დედებს აგინებდნენ მომდევნო მსოფლიომდე...