Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"როცა დრო მაქვს, იატაკსაც ვწმენდ" - სააკაშვილისთვის ნასროლი შოკოლადი, აქციაზე გაცნობილი მეუღლე და ქორწილში ნაჩუქარი დოლარები: ვინ არის ირაკლი კობახიძის მინისტრი სიძე?
"როცა დრო მაქვს, იატაკსაც ვწმენდ" - სააკაშვილისთვის ნასროლი შოკოლადი, აქციაზე გაცნობილი მეუღლე და ქორწილში ნაჩუქარი დოლარები: ვინ არის ირაკლი კობახიძის მინისტრი სიძე?

და­ვით ფა­ცა­ცია აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებს. პო­ლი­ტი­კო­სი 1983 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა ასე გა­იხ­სე­ნა...

"მა­მა­ჩემ­ზეც მინ­და გი­თხრათ, იგი აფხა­ზებ­მა - ალიკ ან­ქვაბ­მა და ნო­დარ ხა­შ­ბამ უშუ­ა­ლოდ გა­მო­იყ­ვა­ნეს და გა­და­არ­ჩი­ნეს. სწო­რედ ეს არის მე­გობ­რო­ბა. ჩვენ, ბავ­შვე­ბი მა­ნამ­დე,18 სექ­ტემ­ბერს წა­მო­ვე­დით. სულ 17 ბავ­შვი, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი და დე­და­ჩე­მი. მა­მა­ჩე­მი ჩარ­ჩა და სხვა­თა შო­რის, აფხა­ზებ­მა ჩვე­ნი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას დაც­ვა და­უ­ყე­ნეს, 40 კაცს გა­მო­უყ­ვეს იკა­რუ­სი და გა­და­იყ­ვა­ნეს გალ­ში. ამ დროს კი, მა­პა­ტი­ეთ და, გალ­ში ჩვე­ნებ­მა, ლოთი ქო­ბა­ლი­ამ და სხვებ­მა, გა­ხა­დეს დევ­ნი­ლებს, ჩა­უძ­ვრნენ ყვე­ლა­ფერ­ში, სა­დაც რა­მეს ნა­ხავ­დნენ და გა­ძარ­ცვეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აფხა­ზებ­მა დაც­ვით ჩა­იყ­ვა­ნეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გალ­ში და იმათ კი გა­ძარ­ცვეს. ეს ხდე­ბო­და 20 ოქ­ტომ­ბერს...“

მისი კა­რი­ე­რა 2001 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და აშშ-ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის აკა­დე­მი­ის (AED) პროგ­რა­მა­ში ტრე­ნერ-კო­ორ­დი­ნა­ტო­რად მო­ე­წყო.

თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი წლე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტით გახ­და.

2011 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ეკ­ვა­დო­რის კულ­ტუ­რის დღე­ე­ბის" სა­ზე­ი­მო გახ­სნა­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მი­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­მა შო­კო­ლა­დი ეს­რო­ლა. ინ­ცი­დენ­ტის გამო პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვამ ახალ­გაზ­რდე­ბი – ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე, გი­ორ­გი ლა­პი­აშ­ვი­ლი და და­ვით ფა­ცა­ცია – და­ა­კა­ვა...

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ის გარ­კვე­უ­ლი დრო­ით პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ლი­დე­რი გახ­ლდათ. და­ვით ფა­ცა­ცია იცავ­და დევ­ნი­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­საც, 2012 წელს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დრო­ინ­დე­ლი შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა და­ა­კა­ვეს და მცი­რე ხნით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

  • და­ვით ფა­ცა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­დევ ერთხელ მას შემ­დეგ გახ­და, რაც მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რის დაზე იქორ­წი­ნა. ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძე პირ­ვე­ლად ონში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს გა­იც­ნო და პირ­ვე­ლი ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­ე­წო­ნა.

გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის დროს დად­გა. ფა­ცა­ცია ამ­ბობს, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აქ­ცი­ა­ზე ქე­თე­ვა­ნი და­ი­ნა­ხა, ქალი სას­წავ­ლო აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლი­და და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­სუ­ლი, რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოძ­რა­ო­ბას შე­ურთდა. აქ­ცი­ა­ზე და­ვით­მა ქე­თე­ვა­ნი დე­დას გა­აც­ნო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­ვით­მა შეყ­ვა­რე­ბულს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, რად­გან სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა ვერ გა­მო­ი­ჩი­ნა.

და­ვით ფა­ცა­ცია და ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძე

ორ თვე­ში წყვილ­მა იცო­და, რომ ბედს ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რებ­დნენ. 14 თე­ბერ­ვალს პო­ლი­ტი­კოს­მა ნა­რი­ყა­ლა­ზე დიდი გული და­უნ­თო საყ­ვა­რელ ქალს და ხელი სთხო­ვა. ქორ­წი­ლის დღე 15 ივ­ლისს და­ი­ნიშ­ნა, პა­ტარ­ძა­ლი ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ვი­და და ერთი სა­ა­თი სიძე არ გა­მოჩ­ნდა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სი­ძეს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ჩო­ხის დე­ტა­ლე­ბი ხელ­მე­ო­რედ გა­სას­წო­რე­ბე­ლი გახ­და.

ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძე მა­მას­თან და ძმას­თან ერ­თად

"როცა დრო მაქვს ხან­და­ხან ია­ტაკ­საც ვწმენდ და სა­რე­ცხსაც ვრე­ცხავ, თეფ­შებს ოღონდ და ჭი­ქებს, არა ტან­საც­მელს" - ამ­ბობს ფა­ცა­ცია და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, გა­და­ცე­მა "დღის პოს­ტის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავთ, გოგი ფა­ცა­ცია...

ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. მან თსუ-ს ტე­ლე­რა­დიო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ხატ­ვა და­ი­წყო. მისი გა­მო­ფე­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მო­ე­წყო, ის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობს.

  • და­ვით ფა­ცა­ცი­ას დეკ­ლა­რა­ცია

პო­ლი­ტი­კოს­მა დეკ­ლა­რა­ცია 2022 წლის ოქ­რომ­ბერ­ში შე­ავ­სო, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძეს 2016 წელს ალექ­სი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 169 კვ.მ. ბინა სა­ვა­რა­უ­დოდ ოჯა­ხის­გან ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა. იმა­ვე წელს აჩუ­ქეს 20 კვ.მ. ავ­ტო­ფა­რე­ხი. ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 25% მი­წის ნაკ­ვე­თი წყნეთ­ში, რო­მე­ლიც ოჯახ­მა 2019 წელს აჩუ­ქა.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში და­ვით ფა­ცა­ცი­ას სა­ხელ­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა. არ ფლობს ბიზ­ნეს და ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს. ქორ­წილ­ში პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ჩუქ­რის სა­ხით 69000 ლარი და 21000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩინი
92

შვილ კობახიძეს რო მოუწევს ციხეში ყოფნა, ეს გარდაუვალია. შეიძლება მამასაც

51

ეს თეფშების და ჭიქების რეცხვის დაკონკრეტება რა უბედურებაა. გავიგეთ, რომ სარეცხი მანქანა გაქვს 

ავტორი:

"როცა დრო მაქვს, იატაკსაც ვწმენდ" - სააკაშვილისთვის ნასროლი შოკოლადი, აქციაზე გაცნობილი მეუღლე და ქორწილში ნაჩუქარი დოლარები: ვინ არის ირაკლი კობახიძის მინისტრი სიძე?

"როცა დრო მაქვს, იატაკსაც ვწმენდ" - სააკაშვილისთვის ნასროლი შოკოლადი, აქციაზე გაცნობილი მეუღლე და ქორწილში ნაჩუქარი დოლარები: ვინ არის ირაკლი კობახიძის მინისტრი სიძე?

დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში მინისტრის პოსტს იკავებს. პოლიტიკოსი 1983 წელს სოხუმში დაიბადა. მოგვიანებით მედიასთან საუბრისას აფხაზეთის დატოვება ასე გაიხსენა...

"მამაჩემზეც მინდა გითხრათ, იგი აფხაზებმა - ალიკ ანქვაბმა და ნოდარ ხაშბამ უშუალოდ გამოიყვანეს და გადაარჩინეს. სწორედ ეს არის მეგობრობა. ჩვენ, ბავშვები მანამდე,18 სექტემბერს წამოვედით. სულ 17 ბავშვი, ჩემი ბიძაშვილები და დედაჩემი. მამაჩემი ჩარჩა და სხვათა შორის, აფხაზებმა ჩვენი სოფლის მოსახლეობას დაცვა დაუყენეს, 40 კაცს გამოუყვეს იკარუსი და გადაიყვანეს გალში. ამ დროს კი, მაპატიეთ და, გალში ჩვენებმა, ლოთი ქობალიამ და სხვებმა, გახადეს დევნილებს, ჩაუძვრნენ ყველაფერში, სადაც რამეს ნახავდნენ და გაძარცვეს. წარმოიდგინეთ, აფხაზებმა დაცვით ჩაიყვანეს ეს ადამიანები გალში და იმათ კი გაძარცვეს. ეს ხდებოდა 20 ოქტომბერს...“

მისი კარიერა 2001 წელს დაიწყო, როდესაც მუშაობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამაში ტრენერ-კოორდინატორად მოეწყო.

თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი წლების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან მომხდარი ინციდენტით გახდა.

2011 წელს, საქართველოში "ეკვადორის კულტურის დღეების" საზეიმო გახსნაზე მარჯანიშვილის თეატრში მისულ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ახალგაზრდების ჯგუფმა შოკოლადი ესროლა. ინციდენტის გამო პრეზიდენტის დაცვამ ახალგაზრდები – ვახტანგ მაისურაძე, გიორგი ლაპიაშვილი და დავით ფაცაცია – დააკავა...

"ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ის გარკვეული დროით პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახლდათ. დავით ფაცაცია იცავდა დევნილების უფლებებსაც, 2012 წელს წინასაარჩევნოდ ის იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი შსს-ს მაღალჩინოსნებმა დააკავეს და მცირე ხნით პატიმრობა მიესაჯა.

  • დავით ფაცაცია საზოგადოებისთვის აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც მაშინდელი პარლამენტის თავჯდომარის დაზე იქორწინა. ქეთევან კობახიძე პირველად ონში "ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაიცნო და პირველი ნახვისთანავე მოეწონა.

გადამწყვეტი მომენტი მათ ურთიერთობაში სალომე ზურაბიშვილის არჩევნების მეორე ტურის დროს დადგა. ფაცაცია ამბობს, რომ მოულოდნელად აქციაზე ქეთევანი დაინახა, ქალი სასწავლო აკადემიაში ასწავლიდა და სამსახურიდან გამოსული, რუსთაველზე მიმდინარე მოძრაობას შეურთდა. აქციაზე დავითმა ქეთევანი დედას გააცნო. მოგვიანებით კი დავითმა შეყვარებულს სოციალურ ქსელში ბოდიში მოუხადა, რადგან სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინა.

დავით ფაცაცია და ქეთევან კობახიძე

ორ თვეში წყვილმა იცოდა, რომ ბედს ერთმანეთს დაუკავშირებდნენ. 14 თებერვალს პოლიტიკოსმა ნარიყალაზე დიდი გული დაუნთო საყვარელ ქალს და ხელი სთხოვა. ქორწილის დღე 15 ივლისს დაინიშნა, პატარძალი ეკლესიაში მივიდა და ერთი საათი სიძე არ გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, სიძეს ჩაცმულობაზე პრობლემა შეექმნა და ჩოხის დეტალები ხელმეორედ გასასწორებელი გახდა.

ქეთევან კობახიძე მამასთან და ძმასთან ერთად

"როცა დრო მაქვს ხანდახან იატაკსაც ვწმენდ და სარეცხსაც ვრეცხავ, თეფშებს ოღონდ და ჭიქებს, არა ტანსაცმელს" - ამბობს ფაცაცია დაოჯახების შემდეგ, გადაცემა "დღის პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. წყვილს ერთი შვილი ჰყავთ, გოგი ფაცაცია...

ქეთევან კობახიძე პროფესიით ჟურნალისტია. მან თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ხატვა დაიწყო. მისი გამოფენები რამდენიმე ქვეყანაში მოეწყო, ის სამხატვრო აკადემიაში მასწავლებლად მუშაობს.

  • დავით ფაცაციას დეკლარაცია

პოლიტიკოსმა დეკლარაცია 2022 წლის ოქრომბერში შეავსო, სადაც ვკითხულობთ, რომ ქეთევან კობახიძეს 2016 წელს ალექსიძის ქუჩაზე მდებარე 169 კვ.მ. ბინა სავარაუდოდ ოჯახისგან ჩუქებით გადაეცა. იმავე წელს აჩუქეს 20 კვ.მ. ავტოფარეხი. ქეთევან კობახიძის მფლობელობაშია 25% მიწის ნაკვეთი წყნეთში, რომელიც ოჯახმა 2019 წელს აჩუქა.

დეკლარაციაში დავით ფაცაციას სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება. არ ფლობს ბიზნეს და ფასიან ქაღალდებს. ქორწილში პოლიტიკოსმა საჩუქრის სახით 69000 ლარი და 21000 დოლარი მიიღო.

ნახეთ ასევე: