სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს თასი ყველასია, ის ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა..." - ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"ეს თასი ყველასია, ის ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა..." - ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ტრი­უ­მა­ტო­რის, არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი, გე­ნი­ა­ლუ­რი ლეო მესი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ე­ბით სავ­სე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მო­პო­ვე­ბუ­ლი თასი ყვე­ლა არ­გენ­ტი­ნელს ეკუთ­ვნის.

"თით­ქმის 30 წე­ლია, თით­ქმის სამი ათწლე­უ­ლია, რაც ბურ­თი მაძ­ლევს ბევრ სი­ხა­რულს და ასე­ვე მწუ­ხა­რე­ბის მო­მენ­ტებ­საც. მე ყო­ველ­თვის მსურ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი და არას­დროს მით­ქვამს უარი ამ სურ­ვილ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დი, შე­იძ­ლე­ბა ეს არას­დროს მომ­ხდა­რი­ყო.

ეს თასი ყვე­ლას­თვი­საა, იმ არ­გენ­ტი­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც წინა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ის ვერ მო­ი­პო­ვეს. ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებ­და მას, იბ­რძო­ლეს ბო­ლომ­დე, იშ­რო­მეს და ძა­ლი­ან სურ­დათ. ჩვენ ეს და­ვიმ­სა­ხუ­რეთ თუნ­დაც 2014 წელს ბრა­ზი­ლი­ა­ში, იმ და­წყევ­ლილ ფი­ნალ­ში.

ეს თასი ასე­ვე ეკუთ­ვნის დი­ე­გოს, რო­მე­ლიც ზე­ცი­დან გვამ­ხნე­ვებ­და, ეკუთ­ვნის ყვე­ლას ვინც მხარს უჭერ­და ეროვ­ნულ გუნდს ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­საც მა­ში­ნაც არ შე­უ­წყვე­ტია ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა, როცა ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მი­დი­ო­და რო­გორც ჩვენ გვსურ­და. ეს ეკუთ­ვნის ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, მწვრთნელს, მთელ სტაფს, მათ ვინც ჩრდილ­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს და დღე და ღამ მუ­შა­ობს იმის­თვის რომ საქ­მე გაგ­ვი­ად­ვი­ლოს.

წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა სწავ­ლის ნა­წი­ლია. იმედ­გაც­რუ­ე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მთე­ლი გუ­ლით გიხ­დით მად­ლო­ბას. Vamos Argentina”, - წერს ლეო მესი.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი კა­ტარ­ში გა­ი­მარ­თა. ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს არ­გენ­ტი­ნა და საფ­რან­გე­თი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ­დე მი­ვი­და, სა­დაც არ­გენ­ტი­ნამ გა­ი­მარ­ჯვა. მუნ­დი­ა­ლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად ლეო მესი და­სა­ხელ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევან მესიშვილი
23

არგინდა ეს დაგვიანებული მასაზე გათვლილი ფრაზები, დიეგო გამარჯვების შემდეგ ინტერვიუში უნდა გეხსენებინა, მაგრამ დაგავიწყდა, ბევრი გაკლია მარადონამდე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ეს თასი ყველასია, ის ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა..." - ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"ეს თასი ყველასია, ის ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა..." - ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმატორის, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გენიალური ლეო მესი სოციალურ ქსელში ემოციებით სავსე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოპოვებული თასი ყველა არგენტინელს ეკუთვნის.

"თითქმის 30 წელია, თითქმის სამი ათწლეულია, რაც ბურთი მაძლევს ბევრ სიხარულს და ასევე მწუხარების მომენტებსაც. მე ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი მსოფლიო ჩემპიონი და არასდროს მითქვამს უარი ამ სურვილზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლება ეს არასდროს მომხდარიყო.

ეს თასი ყველასთვისაა, იმ არგენტინელი სპორტსმენებისთვის, რომლებმაც წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე ის ვერ მოიპოვეს. ყველა იმსახურებდა მას, იბრძოლეს ბოლომდე, იშრომეს და ძალიან სურდათ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ თუნდაც 2014 წელს ბრაზილიაში, იმ დაწყევლილ ფინალში.

ეს თასი ასევე ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა, ეკუთვნის ყველას ვინც მხარს უჭერდა ეროვნულ გუნდს ყველანაირი შედეგის მიუხედავად, ვისაც მაშინაც არ შეუწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა, როცა ყველაფერი ისე არ მიდიოდა როგორც ჩვენ გვსურდა. ეს ეკუთვნის ყველა ადამიანს, რომელიც მუშაობს ეროვნულ ნაკრებში, მწვრთნელს, მთელ სტაფს, მათ ვინც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და დღე და ღამ მუშაობს იმისთვის რომ საქმე გაგვიადვილოს.

წარუმატებლობა სწავლის ნაწილია. იმედგაცრუების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მთელი გულით გიხდით მადლობას. Vamos Argentina”, - წერს ლეო მესი.

ცნობისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. დაძაბული ბრძოლა 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც არგენტინამ გაიმარჯვა. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა.