პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ლეო მესის დიდების მწვერვალი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია
ლეო მესის დიდების მწვერვალი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში არ­გენ­ტი­ნამ საფ­რან­გე­თი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა და მე­სა­მედ გახ­და ჩემ­პი­ო­ნი.

ამ მატჩს მთე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო და არა­სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როც კი მო­უთ­მენ­ლად ელო­და, თუ ვინ გახ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი და რაც მთა­ვა­რია, აღ­მარ­თავ­და თუ არა მესი ასე ნა­ნატრ თასს. რო­გორც არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა თავ­დამ­სხმელ­მა ვალ­და­ნომ შეხ­ვედ­რის წინ გა­ნა­ცხა­და, ეს იქ­ნე­ბო­და ღვთა­ებ­რი­ვი სა­მარ­თა­ლი.

მატ­ჩის და­სა­წყის­ში სამ­ხრე­თა­მე­რი­კე­ლე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ე­უფ­ლენ, მე­ტო­ქეს მა­ღა­ლი პრე­სინ­გი შეს­თა­ვა­ზეს, აქ­ტი­უ­რი დი მა­რია მარ­ცხე­ნა ფრთი­დან აკე­თებ­და სა­ჯა­რი­მო­ში გა­და­ცე­მებს. 23-ე წუთ­ზე სწო­რედ ის წა­აქ­ცია სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­შო დემ­ბე­ლემ დ მე­სიმ პე­ნალ­ტით არ­გენ­ტი­ნა და­ა­წი­ნა­უ­რა. ისე­ვე რო­გორც სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­ში, სკა­ლო­ნის შე­გირ­დე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა ტექ­ნი­კა­ში საგ­რძნო­ბი იყო და ან­ხელ­მა მა­კა­ლის­ტე­რის პა­სით ლო­რი­სის კარი და­ლაშ­ქრა. ფრან­გე­ბი ვე­რა­ფერს ვერ ახერ­ხებ­დნენ, მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნენ და დე­შა­მი იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა უკვე პირ­ველ ტა­იმ­ში გა­ე­კე­თე­ბი­ნა ორ­მა­გი ცვლი­ლე­ბა - ჟი­რუ­სა და დემ­ბე­ლეს ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე ტი­უ­რა­მი და კოლო მუ­ა­ნი შე­უშ­ვა.

მძი­მე პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ფრან­გებ­მა თა­ვი­დან თა­მა­შის სუ­რა­თის შეც­ვლა ვერ შეძ­ლეს. სკა­ლო­ნიმ დი მა­რია აკუ­ნი­ა­თი შეც­ვა­ლა, დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რა და ალ­ბათ, შეც­დო­მაც და­უშ­ვა. 79-ე წუთ­ზე კოლო მუ­ა­ნი სა­ჯა­რი­მო­ში წა­აქ­ცი­ეს, მბა­პემ პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, შემ­დეგ კი მან­ვე ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და ძი­რი­თა­დი დრო 2:2 დას­რულ­და.

ექ­სტრა-ტა­ი­მი გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შეც­ვლა­ზე შე­სულ ლა­უ­ტა­როს ორ­ჯერ გა­ტა­ნა უპა­მე­კა­ნომ არ და­ა­ნე­ბა, 108-ე წუთ­ზე მე­სიმ არ­გენ­ტი­ნა ისევ წინ გა­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ სა­ჯა­რი­მო­ში ბურ­თი ხელ­ზე მონ­ტო­ი­ას მოხ­ვდა, მბა­პემ თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი ისევ ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა, ბო­ლოს პი­რის­პირ გა­სუ­ლი კოლო მუ­ა­ნის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რე მარ­ტი­ნეს­მა მო­ი­გე­რია, 3:3, პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში კი არ­გენ­ტი­ნამ იმარ­ჯვა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

მე­სიმ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე 26-ე მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და მა­თე­უ­სის რე­კორ­დი და­ამ­ხო. ის პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც მუნ­დი­ა­ლებ­ზე 21 სა­გო­ლე მოქ­მე­დე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (13 გოლი დ 9 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა).. დი მა­რია პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც გო­ლე­ბი მუნ­დი­ალ­ზე, ოლიმ­პი­ა­და­ზე და კონ­ტი­ნენ­ტურ პირ­ვე­ლო­ბა­ზე გა­ი­ტა­ნა.. ლო­რის­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე მე-20 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, ნო­ი­ერს გა­ას­წრო და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით რე­კორდსე­ნი გახ­და.

sportal.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
1

კალაძემაც ასე არ დაასრულა ფეხბურთიი?

მესი მაგარია
0

მარადონა კი, დ ი ი დ ი!!! 

ავტორი:

ლეო მესის დიდების მწვერვალი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

ლეო მესის დიდების მწვერვალი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ გახდა ჩემპიონი.

ამ მატჩს მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო სამყაროც კი მოუთმენლად ელოდა, თუ ვინ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი და რაც მთავარია, აღმართავდა თუ არა მესი ასე ნანატრ თასს. როგორც არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვალდანომ შეხვედრის წინ განაცხადა, ეს იქნებოდა ღვთაებრივი სამართალი.

მატჩის დასაწყისში სამხრეთამერიკელები ინიციატივას დაეუფლენ, მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, აქტიური დი მარია მარცხენა ფრთიდან აკეთებდა საჯარიმოში გადაცემებს. 23-ე წუთზე სწორედ ის წააქცია საკუთარ საჯარიმოშო დემბელემ დ მესიმ პენალტით არგენტინა დააწინაურა. ისევე როგორც სხვა კომპონენტებში, სკალონის შეგირდების უპირატესობა ტექნიკაში საგრძნობი იყო და ანხელმა მაკალისტერის პასით ლორისის კარი დალაშქრა. ფრანგები ვერაფერს ვერ ახერხებდნენ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ და დეშამი იძულებული შეიქნა უკვე პირველ ტაიმში გაეკეთებინა ორმაგი ცვლილება - ჟირუსა და დემბელეს ნაცვლად მოედანზე ტიურამი და კოლო მუანი შეუშვა.

მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგებმა თავიდან თამაშის სურათის შეცვლა ვერ შეძლეს. სკალონიმ დი მარია აკუნიათი შეცვალა, დაცვა გააძლიერა და ალბათ, შეცდომაც დაუშვა. 79-ე წუთზე კოლო მუანი საჯარიმოში წააქციეს, მბაპემ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი მანვე ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეცვლაზე შესულ ლაუტაროს ორჯერ გატანა უპამეკანომ არ დაანება, 108-ე წუთზე მესიმ არგენტინა ისევ წინ გაიყვანა, შემდეგ საჯარიმოში ბურთი ხელზე მონტოიას მოხვდა, მბაპემ თერთმეტმეტრიანი ისევ ზუსტად შეასრულა, ბოლოს პირისპირ გასული კოლო მუანის დარტყმული ბურთი მეკარე მარტინესმა მოიგერია, 3:3, პენალტების სერიაში კი არგენტინამ იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 26-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი დაამხო. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე 21 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი დ 9 საგოლე გადაცემა).. დი მარია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები მუნდიალზე, ოლიმპიადაზე და კონტინენტურ პირველობაზე გაიტანა.. ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-20 მატჩი ჩაატარა, ნოიერს გაასწრო და ამ მაჩვენებლით რეკორდსენი გახდა.

sportal.ge