"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თემურ ჯანაშიას ინფორმაციით, აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთადერთი, ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილოვი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა", - აღნიშნავს ჯანაშია.
ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.
ვიცოდი რომ.გამიხარდებოდა რაღაც
ვაააააა,ამ აბდულამ იფიქრაააა,იფიქრააააააა და დასკვნა გამოიტანა,მიშამ თუ იშიმშილა ვის რა დააკლოოოოოო??????