მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუიშ ფიგუს მოდელი ცოლი და ულამაზესი ქალიშვილები - პორტუგალიელი ვარსკვლავის ოჯახი, რომლის მიმართ საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავს (ფოტოები)
ლუიშ ფიგუს მოდელი ცოლი და ულამაზესი ქალიშვილები - პორტუგალიელი ვარსკვლავის ოჯახი, რომლის მიმართ საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავს (ფოტოები)

ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თელ ლუიშ ფი­გუს ფეხ­ბურ­თის ექ­სპერ­ტე­ბი ხში­რად ასა­ხე­ლე­ბენ ყვე­ლა დროს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის. ფი­გუს პერ­სო­ნა დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და მე­დი­ის ინ­ტე­რე­სი კვლავ დი­დია მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა წლე­ბის წინ და­ას­რუ­ლა.

ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბას ფი­გუს ოჯა­ხი იპყრობს. მისი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას არ მა­ლავს.

პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია შვედ მო­დელ­ზე, ელენ სვე­დინ­ზე.

ფოტო ლუიშ ფი­გუ­სა და ელენ სვე­დი­ნის ქორ­წი­ლი­დან

ფიგუ ცოლ­თან ერ­თად

წყვილს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, და­ნი­ე­ლა, მარ­ტი­ნა და სტე­ლა.

ლუიშ ფი­გუს შვი­ლე­ბი

ფეხ­ბურ­თე­ლის ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, დე­დის მსგავ­სად, მო­დე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მო­დე­ლო­ბა მათ­თვის არ არის ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია და სა­მი­ვე მათ­გა­ნის­თვის სხვა სფე­რო­ე­ბია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი.

და­ნი­ე­ლა 23 წლი­საა, მარ­ტი­ნა - 20 წლის, ხოლო სტე­ლა - 17-ის. დები ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს. ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია უმ­ცრო­სი და სტე­ლა, რომ­ლის ვი­ზუ­ალ­შიც უფრო მე­ტა­დაა მა­მის გა­რეგ­ნო­ბის შტრი­ხე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საკ­მა­ოდ დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ჰე­ლენ სვე­დი­ნის გარ­ჩე­ვა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის­გან. 47 წლის შვე­დი მო­დე­ლი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თით­ქოს მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ელექ­სი­რი იპო­ვა.

ფი­გუს ცოლი და შვი­ლე­ბი

ფი­გუს უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, და­ნი­ე­ლა ფიგუ, დე­დის მსგავ­სად, გა­ტა­ცე­ბუ­ლია მო­დით და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, თუმ­ცა ამის გარ­და, სწავ­ლობს ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე.

და­ნი­ე­ლა და მარ­ტი­ნა იბი­ცა­ზე

და­ნი­ე­ლა მა­მას­თან ერ­თად

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტი­ნა ფი­გუს, მან უკვე გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა­ში და გეგ­მავს, რომ ამ სფე­რო­ში იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

ფიგუ უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად

ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რი, რო­მე­ლიც მა­მას ძა­ლი­ან ჰგავს, ლუიშ ფი­გუს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ამ ზა­ფხულს პა­პა­რა­ცებ­მა ისი­ნი იბი­ცა­ზე ერ­თად გა­და­ი­ღეს. მა­შინ როცა ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს სხვა საქ­მე­ე­ბი ჰქონ­დათ, სტე­ლა მა­მას­თან ერ­თად ატა­რებ­და არ­და­დე­გებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკაო
1

რა ფეხბურთელიც იყო ისეთი ცოლ შვილი ჰყავს. მართლა ძალიან მაგარი ოჯახის წევრები ყოლია ღმერთმა ხელი მოგიმართოდ 

მამუკა
0

ფიგუ როგორიც კარგი ფეხბურთელი იყო ისეთივე მშვენიერი მხატვარიც ყოფილა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ლუიშ ფიგუს მოდელი ცოლი და ულამაზესი ქალიშვილები - პორტუგალიელი ვარსკვლავის ოჯახი, რომლის მიმართ საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავს (ფოტოები)

ლუიშ ფიგუს მოდელი ცოლი და ულამაზესი ქალიშვილები - პორტუგალიელი ვარსკვლავის ოჯახი, რომლის მიმართ საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავს (ფოტოები)

ვეტერან ფეხბურთელ ლუიშ ფიგუს ფეხბურთის ექსპერტები ხშირად ასახელებენ ყველა დროს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. ფიგუს პერსონა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და მედიის ინტერესი კვლავ დიდია მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო კარიერა წლების წინ დაასრულა.

ამჯერად ყურადღებას ფიგუს ოჯახი იპყრობს. მისი შვილების ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავს.

პორტუგალიელი ვარსკვლავი დაქორწინებულია შვედ მოდელზე, ელენ სვედინზე.

ფოტო ლუიშ ფიგუსა და ელენ სვედინის ქორწილიდან

ფიგუ ცოლთან ერთად

წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს, დანიელა, მარტინა და სტელა.

ლუიშ ფიგუს შვილები

ფეხბურთელის ულამაზესი ქალიშვილები, დედის მსგავსად, მოდელები არიან, თუმცა მოდელობა მათთვის არ არის ძირითადი პროფესია და სამივე მათგანისთვის სხვა სფეროებია პრიორიტეტული.

დანიელა 23 წლისაა, მარტინა - 20 წლის, ხოლო სტელა - 17-ის. დები ჰგვანან ერთმანეთს. ოდნავ განსხვავებულია უმცროსი და სტელა, რომლის ვიზუალშიც უფრო მეტადაა მამის გარეგნობის შტრიხები. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჰელენ სვედინის გარჩევა უფროსი ქალიშვილებისგან. 47 წლის შვედი მოდელი ისე გამოიყურება, თითქოს მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი იპოვა.

ფიგუს ცოლი და შვილები

ფიგუს უფროსი ქალიშვილი, დანიელა ფიგუ, დედის მსგავსად, გატაცებულია მოდით და ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში, თუმცა ამის გარდა, სწავლობს ბიოსამედიცინო ფაკულტეტზე.

დანიელა და მარტინა იბიცაზე

დანიელა მამასთან ერთად

რაც შეეხება მარტინა ფიგუს, მან უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები სამოდელო კარიერაში და გეგმავს, რომ ამ სფეროში იყოს წარმატებული.

ფიგუ უმცროს შვილთან ერთად

ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს, ლუიშ ფიგუს საუკეთესო მეგობარია. ამ ზაფხულს პაპარაცებმა ისინი იბიცაზე ერთად გადაიღეს. მაშინ როცა ოჯახის დანარჩენ წევრებს სხვა საქმეები ჰქონდათ, სტელა მამასთან ერთად ატარებდა არდადეგებს.