"გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ამის შესახებ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
"წარმოიდგინეთ, არსებობს კი იმის შანსი, რომ დღევანდელმა სასამართლომ, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო შექმნილი, დღეს მიხეილ სააკაშვილი გაასამართლოს და ეს საზოგადოების გაერთიანების მიზეზი გახდეს? ეს ხომ შეუძლებელია?! იქნებ, თუ რაიმე შესაძლებლობა არსებობს, სასწრაფოდ მივცეთ საშუალება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. ახლა რომ ამის ნება იყოს მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, თუ არა“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მიშას კომპლქსიანებო.. კიდე ერთხელ დასაბუთდა რომ მიშა მაგარია და ჯობია ილოცოთ რომ ჯანმრთელად იყოს თორემ თუ გარდაიცვალე გეტირებათ დედა ბორიალა ბორისაც და თქვენც... უი ქუთაისი უნივერსიტეტი თურმე ჯობნის სტენფორდს და გავრბივარ ახლა სტენფორდში მყავს შვილი და საჩქაროდ უნდა გადმოვიყვანო ქითაისიში აბა რაა და საბორიეთში ვასწავლო..რად მინდა ევროპა და აშშ მიშასთვის დამითმია.. მე საქართველოს შვილი ვარ და აქ უნდა ჩავძაღლდე... ეს სიტყვა რა კარგად აჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას ცხოველების მიმართ. ჩაძაღლება ნეტა ინგლისურში ან თუნდაც რუსულში თუ არსებობს...
ნაფიც მსაჯულთა გადასაწყვეტი კი არა, ქართველი ხალხის გსდსაწყვეტია...