ავტორი:

"პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა“ - რას ჰყვება მეუღლესა და ოჯახზე მამუკა მდინარაძე?

"პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა“ - რას ჰყვება მეუღლესა და ოჯახზე მამუკა მდინარაძე?

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედზე", "ნოესთან“ სტუმრობისას ოჯახზე ისაუბრა.

მისი მეუღლე ნათია კუნჭულიაა. წყვილს ორი შვილი - გურამი და კატო ჰყავს. 1978 წელს დაბადებული დეპუტატი რვა წლით უფროსია მეუღლეზე.

ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია...

მამუკა მდინარაძე:

"ნათია რომ არ იყოს, მე ალბათ ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ბევრ მიზანს ვერ მივაღწევდი. მოთმინებით, გვერდში დგომით, სიტყვით, საქმით ჩემს გვერდით დგას... ზუსტად ვიცი, რომ მის გარეშე ბევრ რამეს ვერ შევძლებდი.

პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა. ახლა იხსენებს ხოლმე ხშირად, არც ერთხელ 7 წლის განმავლობაში ამ თემაზე საუბარი მე არასოდეს დამიწყია. ამ დროს დადიხარ ექიმებში, როგორც ხდება ხოლმე, გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი გვჭირდა, თუმცა ბავშვი არ ჩნდებოდა.

ვეუბნებოდი, ნათია, რა ვქნათ, ასეთია ღმერთის ნება - მეთქი. ნათია სიყვარულით მოვიყვანე ცოლად და არა კონკრეტული მიზნით. შინაგანად შეიძლება მაწუხებდა ბევრი რამე, მათ შორის ესეც, მაგრამ არ დავუშვებდი, რომ ამის გამო მეუღლე დამეძაბა... ხანდახან ცოლ-ქმარი ამის გამო შორდება. და ერთ მშვენიერ დღესაც შვილები გაჩნდნენ, ახლა მათზე წინ ვერაფერს ვეღარ ვაყენებ.

საერთოდ, ქორწინების პირველ დღეებში ალბათ უფრო აღტკინების მომენტია, სიახლეა და გული უფრო ჩქარა ცემს და დღეს ერთმანეთთან გვილაპარაკია, რომ არ გვახსოვს ერთმანეთი ერთმანეთის გარეშე..."

იხილეთ ასევე: