მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლინიკაში ვახტანგ ჩარკვიანს იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო" - რას ითხოვს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი
"კლინიკაში ვახტანგ ჩარკვიანს იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო" - რას ითხოვს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი

კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის ოჯა­ხი კლი­ნი­კის უფ­რო­სი მედ­დის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 20 წლის ბიჭს “მორ­ფი­ნის“ იმა­ზე მეტი დოზა გა­უ­კე­თეს, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო, ხოლო კლი­ნი­კის უფ­როს­მა მედ­დამ ავად­მყო­ფის ის­ტო­რი­ას სხვა მედ­დე­ბის ნაც­ვლად ხელი თა­ვად მო­ა­წე­რა, რი­თაც დო­კუ­მენ­ტი გა­ყალბ­და“.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­რო­სი მედ­და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა არ ევა­ლე­ბო­და, თუმ­ცა მა­ინც მო­ა­წე­რა, "რად­გა­ნაც და­უ­რე­კეს და ამ­გვა­რად ხელ­მო­წე­რის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო”.

ხა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, ვინ და­უ­რე­კა მედ­დას ამ მო­თხოვ­ნით, ეს ოჯა­ხის­თვის უც­ნო­ბია. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მედ­დის ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია აქვს, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბა ამ დრომ­დე არ მომ­ხდა­რა. მისი თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ "მედ­დას ხელს აფა­რე­ბენ“.

"ჩვენ გვქონ­და ეჭვი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია გა­და­წე­რეს და გა­ა­ყალ­ბეს, რად­გა­ნაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩან­და, რომ ის­ტო­რი­ა­ზე ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­მო­წე­რა იყო. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, რო­დე­საც კლი­ნი­კის უფ­რო­სი მედ­და და­ი­კი­თხა, აღი­ა­რა, რომ მო­რი­გე ექთ­ნე­ბის ნაც­ვლად ის­ტო­რი­ას ხელი თა­ვად მო­ა­წე­რა. როცა ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სხვის ნაც­ვლად მო­ა­წე­რა ხელი, ეს ნიშ­ნავს, რომ გა­ყალ­ბე­ბას აქვს ად­გი­ლი, პრო­კუ­რო­რი კი ასეთ ადა­მი­ანს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ ამ­ყო­ფებს, რაც კი­თხვებს აჩენს. ამი­ტომ, ვა­პი­რებთ მი­ვი­დეთ ირაკ­ლი შო­თა­ძის უწყე­ბას­თან მო­თხოვ­ნით - ნუ აფა­რე­ბენ ხელს პრო­კუ­რო­რე­ბი დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. ეს ადა­მი­ა­ნი დღეს ისევ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, იმა­ვეს აკე­თებს, რაც გა­ა­კე­თა ვახო ჩარ­კვი­ან­თან მი­მარ­თე­ბით. ვი­თხოვთ იმას, რომ ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე დაჯ­დეს.

დო­კუ­მენ­ტის გა­ყალ­ბე­ბის მი­ზა­ნი რა იყო, არ ვიცი, მაგ­რამ ამ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­თაც კი იკ­ვე­თე­ბა, რომ კლი­ნი­კა­ში ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს იმა­ზე მეტი მორ­ფი­ნი გა­უ­კე­თეს, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო. ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნიც კი ვერ გა­უძ­ლებ­და იმას, რა­საც ესე­ნი ამ ახალ­გაზ­რდას უკე­თებ­დნენ. ამი­ტომ ვი­თხოვთ უფ­რო­სი მედ­დის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას. გა­მო­ძი­ე­ბი­სას დად­გინ­დე­ბა, თუ ვინ, რა­ტომ და­ა­ვა­ლა ხელ­მო­წე­რა სხვის ნაც­ვლად. ის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ მე არ მე­ვა­ლე­ბო­და ხელ­მო­წე­რა და მა­ინც მო­ვა­წე­რეო, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ხელი მო­ა­წე­რეო.“- აცხა­დებს ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 2021 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, "რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვიღაცა
0

კოვიდი თუ ქონდა,მორფი რა შუაშია?

სენაკელი
4

ასეთი უბედურება ბევრს დაატყდა თავს-ასეთი ბრგე ახალგაზრდადასანანია,ამაზე პასუხი თვით ფხაკაძემ გასცა უმართავი იყო კოვიდი და იყოო კორუფციული გარიგებები ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"კლინიკაში ვახტანგ ჩარკვიანს იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო" - რას ითხოვს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი

"კლინიკაში ვახტანგ ჩარკვიანს იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო" - რას ითხოვს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭს “მორფინის“ იმაზე მეტი დოზა გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო, ხოლო კლინიკის უფროსმა მედდამ ავადმყოფის ისტორიას სხვა მედდების ნაცვლად ხელი თავად მოაწერა, რითაც დოკუმენტი გაყალბდა“.

ადვოკატის ინფორმაციით, უფროსი მედდა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ევალებოდა, თუმცა მაინც მოაწერა, "რადგანაც დაურეკეს და ამგვარად ხელმოწერის დავალება მიიღო”.

ხატიაშვილის თქმით, ვინ დაურეკა მედდას ამ მოთხოვნით, ეს ოჯახისთვის უცნობია. როგორც მან აღნიშნა, მედდის ჩვენება პროკურატურას დაახლოებით ერთი წელია აქვს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ "მედდას ხელს აფარებენ“.

"ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ფეხბურთელის ავადმყოფობის ისტორია გადაწერეს და გააყალბეს, რადგანაც ვიზუალურად ჩანდა, რომ ისტორიაზე ერთი ადამიანის ხელმოწერა იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც კლინიკის უფროსი მედდა დაიკითხა, აღიარა, რომ მორიგე ექთნების ნაცვლად ისტორიას ხელი თავად მოაწერა. როცა ადამიანი ამბობს, რომ სხვის ნაცვლად მოაწერა ხელი, ეს ნიშნავს, რომ გაყალბებას აქვს ადგილი, პროკურორი კი ასეთ ადამიანს პასუხისგებაში არ ამყოფებს, რაც კითხვებს აჩენს. ამიტომ, ვაპირებთ მივიდეთ ირაკლი შოთაძის უწყებასთან მოთხოვნით - ნუ აფარებენ ხელს პროკურორები დამნაშავე ადამიანებს. ეს ადამიანი დღეს ისევ კლინიკაში მუშაობს და სავარაუდოდ, იმავეს აკეთებს, რაც გააკეთა ვახო ჩარკვიანთან მიმართებით. ვითხოვთ იმას, რომ ვინც დანაშაული ჩაიდინა, საბრალდებო სკამზე დაჯდეს.

დოკუმენტის გაყალბების მიზანი რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ამ გაყალბებული დოკუმენტითაც კი იკვეთება, რომ კლინიკაში ვახტანგ ჩარკვიანს იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო. ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ესენი ამ ახალგაზრდას უკეთებდნენ. ამიტომ ვითხოვთ უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას. გამოძიებისას დადგინდება, თუ ვინ, რატომ დაავალა ხელმოწერა სხვის ნაცვლად. ის ჩვენებაში ამბობს, რომ მე არ მევალებოდა ხელმოწერა და მაინც მოვაწერეო, დამირეკეს და მითხრეს, ხელი მოაწერეო.“- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, "რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.