პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა? - კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი
რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა? - კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი

ექი­მი თე­რა­პევ­ტი მა­რი­ნა ნატ­როშ­ვი­ლი წლე­ბია მუ­შა­ობს სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა „უნი­ვერს დენ­ტალ­ში“. ხში­რად გა­ის­მის კი­თხვა, რა არის ენ­დო­დონ­ტია და რა­ტომ არის სა­ჭი­რო მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რა ასა­კი­დან უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს და რა საფრ­თხე­ე­ბის­გან გვი­ცავს თუნ­დაც ერთი კონ­სულ­ტა­ცია. სწო­რედ ამა­ზე სა­სა­უბ­როდ შევ­ხვდით და ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თვით მა­რი­ნა ექიმს.

რას წარ­მო­ად­გენს ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა?

არას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის გან­ვმარ­ტოთ, რომ ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის დრო­საც ექი­მი სტო­მა­ტო­ლო­გი (ენ­დო­დონ­ტის­ტი) ბჟენს კბი­ლის ფეს­ვე­ბის არ­ხებს. ამის სა­ჭი­რო­ე­ბა კი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს, არა მხო­ლოდ კა­რი­ე­სის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არა­მედ ტრავ­მე­ბის, ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბის დრო­საც. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ ახ­ლავს ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს უსიმპტო­მოდ და პა­ცი­ენტს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დეს ამის შე­სა­ხებ. სწო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბით კი შე­საძ­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ კბი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არა­მედ მისი ღეჭ­ვი­თი ფუნ­ქცი­ის სრუ­ლად აღ­დგე­ნა.

რა არის სა­ჭი­რო ხა­რის­ხი­ა­ნი ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად?

გარ­და იმი­სა, რომ ექი­მი უნდა იყოს თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. ენ­დო­დონ­ტი­უ­რი ბუ­ნი­კი, მიკ­როს­კო­პი, ვი­ზი­ოგ­რა­ფი, აპექს ლო­კა­ტო­რი, დიდი არ­სე­ნა­ლი წვრი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის და არ­ხის ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ო­ბტუ­რა­ციო მა­სა­ლა.

არის თუ არა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ენ­დო­დონ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია?

სამ­წუ­ხა­როდ პა­ცი­ენტს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა იყოს უშე­დე­გო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კბი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი და ყო­ველ­თვის უნდა ვე­ცა­დოთ, რომ კბი­ლი მა­შინ­ვე არ ამო­ვი­ღოთ და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლოთ მის გა­და­სარ­ჩე­ნად. ყვე­ლა კბილს აქვს თა­ვი­სი ფუნ­ქცია და ვერ­ცერ­თი ხე­ლოვ­ნუ­რი კბი­ლი, იმპლან­ტის ჩათ­ვლით, ვერ ცვლის სა­კუ­თარ, თუნ­დაც დე­პულ­პი­რე­ბულ კბილს.

რა­ტომ და რო­დი­საა სა­ჭი­რო ენ­დო­დონ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვა?

არ­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა ხში­რად წარ­მო­იქ­მნე­ბა კა­რი­ე­სის არად­რო­უ­ლი ან არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის დროს. სტო­მა­ტო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ ორ­ჯერ ვი­ზი­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ პრო­ფე­სი­ულ წმენ­დის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კა­რი­ე­სის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა. კა­რი­ე­სის მკურ­ნა­ლო­ბა კი ბევ­რად მარ­ტი­ვი და ეკო­ნო­მი­უ­რად უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

არის თუ არა ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და კომ­ფორ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა?

თა­ნა­მედ­რო­ვე სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და მათ შო­რის ენ­დო­დონ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვაც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რა, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტებ­ში მა­ინც არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ში­შის ფაქ­ტო­რი. ამის დაძ­ლე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ თქვენ­თვის სან­დო და სა­ი­მე­დო ექიმ­თან ვი­ზი­ტი და მას­თან სრულ­ყო­ფი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა? - კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი

რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა? - კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი

ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი წლებია მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკა „უნივერს დენტალში“. ხშირად გაისმის კითხვა, რა არის ენდოდონტია და რატომ არის საჭირო მსგავსი პროცედურების ჩატარება, რა ასაკიდან უნდა მივმართოთ ექიმს და რა საფრთხეებისგან გვიცავს თუნდაც ერთი კონსულტაცია. სწორედ ამაზე სასაუბროდ შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით მარინა ექიმს.

რას წარმოადგენს ენდოდონტიური მკურნალობა?

არასპეციალისტებისთვის განვმარტოთ, რომ ენდოდონტიური მკურნალობა არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი სტომატოლოგი (ენდოდონტისტი) ბჟენს კბილის ფესვების არხებს. ამის საჭიროება კი შეიძლება დადგეს, არა მხოლოდ კარიესის გართულების შემთხვევაში, არამედ ტრავმების, ღრძილების დაავადების დროსაც. ამ მდგომარეობას ჩვეულებრივ ახლავს ტკივილი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და პაციენტს წარმოდგენა არ ჰქონდეს ამის შესახებ. სწორად ჩატარებული ენდოდონტიური მკურნალობით კი შესაძლებელია არა მხოლოდ კბილის შენარჩუნება, არამედ მისი ღეჭვითი ფუნქციის სრულად აღდგენა.

რა არის საჭირო ხარისხიანი ენდოდონტიური მკურნალობის ჩასატარებლად?

გარდა იმისა, რომ ექიმი უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, ხარისხიანი ენდოდონტიური მკურნალობის ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა. ენდოდონტიური ბუნიკი, მიკროსკოპი, ვიზიოგრაფი, აპექს ლოკატორი, დიდი არსენალი წვრილი ინსტრუმენტების და არხის ხარისხიანი საობტურაციო მასალა.

არის თუ არა შემთხვევები, როდესაც ენდოდონტიური ჩარევა უკვე დაგვიანებულია?

სამწუხაროდ პაციენტს დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარებული ენდოდონტიური მკურნალობა იყოს უშედეგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კბილის შენარჩუნება არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ კბილი მაშინვე არ ამოვიღოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად. ყველა კბილს აქვს თავისი ფუნქცია და ვერცერთი ხელოვნური კბილი, იმპლანტის ჩათვლით, ვერ ცვლის საკუთარ, თუნდაც დეპულპირებულ კბილს.

რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა?

არხებთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად წარმოიქმნება კარიესის არადროული ან არასწორი მკურნალობის დროს. სტომატოლოგთან კონსულტაციაზე წელიწადში მინიმუმ ორჯერ ვიზიტის შემთხვევაში, ასევე წელიწადში ორჯერ პროფესიულ წმენდის ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება კარიესის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება. კარიესის მკურნალობა კი ბევრად მარტივი და ეკონომიურად უფრო ხელმისაწვდომია.

არის თუ არა ენდოდონტიური მკურნალობა სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული პროცედურა?

თანამედროვე სტომატოლოგიაში ნებისმიერი მანიპულაცია და მათ შორის ენდოდონტიური ჩარევაც არის აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურა, თუმცა პაციენტებში მაინც არსებობს გარკვეული შიშის ფაქტორი. ამის დაძლევაში დაგეხმარებათ თქვენთვის სანდო და საიმედო ექიმთან ვიზიტი და მასთან სრულყოფილი კომუნიკაცია.

NS