პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუსმენდი მხოლოდ შინაგან ხმას. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ მინდოდა, დამეხატა" - ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი თავი სულ სხვა სფეროში იპოვა
"ვუსმენდი მხოლოდ შინაგან ხმას. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ მინდოდა, დამეხატა" - ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი თავი სულ სხვა სფეროში იპოვა

"ვმუ­შა­ობ აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ჩემ­თვის მხო­ლოდ ეს­კი­ზე­ბია, რად­გან არ მაქვს ტექ­ნი­კუ­რად დახ­ვე­წი­ლი, არა­ნა­ი­რი ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მი­მი­ღია. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ჩვე­ნი კო­ლე­გა, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ ჟურ­ნა­ლის­ტი შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე, რო­მელ­მაც ოთხი თვის წინ ხატ­ვა და­ი­წყო.

შო­რე­ნა ძი­რი­თა­დად რე­ლი­გი­ურ თე­მებ­სა და სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­გორც თა­ვად უწო­დებს, ეს­კი­ზე­ბი, რე­ლი­გი­ურ თე­მა­ტი­კას სა­ერ­თოდ არ ეხე­ბა. მან უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ნა­ხე­ლავს უქე­ბენ, რის­თვი­საც მად­ლი­ე­რია. ამ­ბობს, ეს ჩემ­თვის მო­რი­გი ნა­მუ­შევ­რის შე­საქ­მნე­ლად სტი­მუ­ლი­აო...

და მისი ნა­ხა­ტე­ბი ჩვენც მოგ­ვწონს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ავ­ტო­რის თა­ვი­სე­ბუ­რი ხედ­ვა ჩანს.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე:

- შე­იძ­ლე­ბა ხატ­ვა დი­ლით და­ვი­წყო, რა­ღაც მო­ნა­ხა­ზი გა­ვა­კე­თო, გავ­ჩერ­დე და მერე მი­ვუბ­რუნ­დე, შე­იძ­ლე­ბა, ორ სა­ათ­ში რა­ღაც დავ­ხა­ტო, შე­იძ­ლე­ბა ეს­კი­ზის­თვის მეტი დრო დამ­ჭირ­დეს, ან და­ვი­წყო და რა­ღაც მო­მენ­ტში ვერ მივ­ხვდე, რა მინ­და და როცა მივ­ხვდე­ბი, შემ­დეგ გან­ვაგ­რძო. ეს პრო­ცე­სი სულ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად არის.

- აქამ­დე არას­დროს გქო­ნია ხატ­ვის სურ­ვი­ლი?

- თუ ბავ­შვურ გა­ტა­ცე­ბებს არ ჩავ­თვლით, აქამ­დე არ მქო­ნია მცდე­ლო­ბა, რა­ი­მე შე­მექ­მნა. ხატ­ვა 4 თვის წინ, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვი­წყე. მოკ­ლედ, აღ­მოვ­ჩნდი ჩემ­თვის სრუ­ლად ახალ და უც­ნობ სამ­ყა­რო­ში.

- რამე უძღო­და ამ ყვე­ლა­ფერს?

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ მუ­შა­ო­ბა და­ვამ­თავ­რე "კვი­რის პა­ლიტ­რი­სა“ და "კა­რიბ­ჭის“ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტზე, - იო­ა­ნე კი­ბის აღ­მწერ­ლის "კი­ბის“ მუხ­ლობ­რივ გან­მარ­ტე­ბებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტზე მო­ძღვრის კურ­თხე­ვით და თა­ნად­გო­მით ვი­მუ­შა­ვე, ამ უდი­დე­სი წმინ­და მა­მის ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა.

იო­ა­ნემ "კიბე“ ბერ-მო­ნაზვნე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ შექ­მნა, მას ბერ-მო­ნაზვნე­ბის მე­ო­რე სა­ხა­რე­ბა­საც უწო­დე­ბენ. ცხა­დია, ამ უდი­დე­სი წმინ­და მა­მის ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბა დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან და უფ­ლის­გან ბო­ძე­ბულ ჯილ­დოს­თან ერ­თად, მძი­მე და სუ­ლი­ე­რი ტვირ­თია. მარ­თა­ლია, უფ­ლის შე­წევ­ნით და მო­ძღვრის კურ­თხე­ვით ავი­ღე ეს ჯვა­რი, მაგ­რამ იმ ყვე­ლაფ­რის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი. ამი­ტომ, მეც ვზი­დე და ვიტ­ვირ­თე...

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემ­თვის თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და და სამ­ყა­რო გა­უ­ცხოვ­და. სა­კუ­თარ თავს და იმ საქ­მე­საც გა­ვუ­უ­ცხოვ­დი, რო­მელ­საც წლე­ბია, ვა­კე­თებ. ვე­ღარ დავ­წე­რე, გავ­ჩერ­დი და ვი­ყა­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დად და ემო­ცი­ის გა­რე­შე. თუმ­ცა რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. ვგრძნობ­დი, რომ სამ­ყა­რო ახა­ლი გზავ­ნი­ლის მი­სა­ღე­ბად მამ­ზა­დებ­და.

2 თვე გა­ურ­კვევ­ლო­ბა­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში გა­ვა­ტა­რე. ვუს­მენ­დი მხო­ლოდ ში­ნა­გან ხმას. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი მივ­ხვდი, რომ მინ­დო­და, რა­ღაც და­მე­ხა­ტა. და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­ვი­ღე სამ­ყა­როს­გან ჩემ­თვის უჩ­ვე­უ­ლო გზავ­ნი­ლი. დავ­ხა­ტე, გად­მო­ვე­ცი ის, რა­საც მხო­ლოდ იმ წუთ­ში ვგრძნობ­დი. ეს ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რის შექ­მნის მცდე­ლო­ბა­ზეც აი­სა­ხა. გად­მო­ცე­მუ­ლია ტყე­ში მოძ­რა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და მხო­ლოდ შავი ფონი, რაც ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, იმ პე­რი­ო­დის ხედ­ვით გა­ურ­კვევ­ლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. სამ­ყა­რო­ში და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­სავ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. რო­გორც ჩანს, ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან გა­ვავ­ლე მა­შინ პა­რა­ლე­ლი. მერე გავ­ბე­დე და ნა­მუ­შე­ვა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­ტვირ­თე. არ ვიცი, ეს რა­ტომ გა­ვა­კე­თე, უმე­ტე­სად ბუ­ნე­ბით გან­მარ­ტო­ე­ბა მიყ­ვარს ხოლ­მე, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა ან ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა არ მა­ხა­სი­ა­თებს, ამას არა­სო­დეს ვცდი­ლობ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ესეც შევ­ცვა­ლე.

პირ­ვე­ლი, ვინც ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ნიშ­ნა, ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე, ქარ­თუ­ლი ყვე­ლის მკვლე­ვა­რი იყო, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს და დიდ პა­ტივს ვცემ. სხვა­თა შო­რის, მას­თან ერ­თად, ყველ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი პრო­ექ­ტი წა­მო­ვი­წყე, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც იმ დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლი მქონ­და. მოკ­ლედ, ანამ შე­ნიშ­ნა და მის­მა პირ­ველ­მა კო­მენ­ტარ­მა მუხ­ტი, სტი­მუ­ლი მომ­ცა.

ვხვდე­ბი, რომ იმ ნა­მუ­შე­ვარ­ში არა­ფე­რი იყო ისე­თი, რა­საც შე­იძ­ლე­ბო­და, ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­ეწ­ვია, მაგ­რამ ანამ, ასე ვთქვათ, გა­მო­მიწ­ვია. გა­მოწ­ვე­ვამ გა­ა­მარ­თლა, მახ­სოვს, მე­ო­რე ნა­მუ­შე­ვარ­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი - "აღ­მო­ვა­ჩი­ნე შო­რე­ნა“ და იყო მო­წო­დე­ბა - "არ გა­ჩერ­დე“. სხვა­თა შო­რის, თვი­თო­ნაც ხა­ტავს და რო­გორც ამ­ბობს, თვი­თო­ნაც ხატ­ვა არ­სა­ი­დან და­ი­წყო.

- მოკ­ლედ, არ გა­ჩერ­დი და გა­აგ­რძე­ლე...

- კი, მქონ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შევ­რის შექ­მნის მცდე­ლო­ბა. ცხა­დია, თა­ვი­დან­ვე ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ეს არ იყო სე­რი­ო­ზუ­ლი, რა­ი­მეს მთქმე­ლი და იყო სა­კუ­თა­რი თა­ვის მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ემო­ცია, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტურ ქა­ოს­ში იყო. სამი-ოთხი ნა­მუ­შევ­რის შემ­დეგ გაჩ­ნდა ურ­ბა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი და რა­ღაც­ნა­ი­რად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რის თქმა მინ­დო­და.

- რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­გი­ვი­და. მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ხარ, მაგ­რამ არ­სად, არც ერთ ნა­ხატ­ში არ ჩანს რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბი...

- კი, არ მაქვს რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, დე­ტა­ლე­ბის დო­ნე­ზეც კი და ბუ­ნებ­რი­ვია, ამას თა­ვი­სი ახ­სნა აქვს. ზო­გა­დად რე­ლი­გია და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ჩემ­თვის ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. სა­უბ­რის დრო­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით ვუდ­გე­ბი ამ თე­მას. მე ადა­მი­ა­ნებ­თან სა­სა­უბ­როდ წე­რის უნა­რი მო­მე­ცა, ეს ჩემი, რო­გორც ერთ-ერთი, რი­გი­თი ქრის­ტი­ა­ნის ერ­თგვა­რი მი­სი­აა. წლე­ბის მან­ძილ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ვე მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ თე­მებ­ზე. ბოლო პე­რი­ოდ­ში წერა სხვა თე­მებ­ზეც და­ვი­წყე, იყო ტუ­რის­ტუ­ლი თე­მე­ბი, ძი­რი­თა­დად გას­ტრო­ნო­მია, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი უდი­დე­სი წილი რე­ლი­გი­ურ თე­მა­ტი­კა­ზე მო­დი­ო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა უკვე ხატ­ვის უნარს, ეს მო­მე­ცა რო­გორც თე­რა­პია, რო­გორც რე­ლი­გი­ის მიღ­მა დაგ­რო­ვი­ლი თე­მე­ბის ჩე­მე­უ­ლად გა­მო­ხატ­ვის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამი­ტომ მას ნიჭს ვერ ვუ­წო­დებ. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, წლე­ბის შე­დეგ ამ ფორ­მი­თაც ვთქვა სათ­ქმე­ლი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მირ­ჩევ­ნია, თავი შე­ვი­კა­ვო ნა­მუ­შევ­რებ­ში რე­ლი­გი­უ­რი თე­მა­ტი­კის შე­მო­ტა­ნის­გან.

- შენი პერ­სო­ნა­ჟე­ბი სულ სა­დღაც მი­იჩ­ქა­რი­ან. მოქ­მე­დე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა...

- ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ში არ შევ­ხე­ბი­ვარ სი­ცო­ცხლის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კითხს. პერ­სო­ნა­ჟე­ბი არა­სო­დეს იკარ­გე­ბი­ან სივ­რცე­ში და არ გა­და­დი­ან უსას­რუ­ლო­ბა­ში. უფრო მი­წი­ე­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თე­მა­ტი­კაა გაშ­ლი­ლი. გზა კომ­ფორ­ტის­კენ, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­კენ, სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნის­კენ, თვით­დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბის­კენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ. მარ­თა­ლია, ამ გზა­ზე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი ხვდე­ბათ, მაგ­რამ ყვე­ლა სა­დღაც მი­იჩ­ქა­რის ამ­ქვეყ­ნი­ურ ორომ­ტრი­ალ­ში, ურ­ბა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი, სწო­რედ ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ასეთ გა­რე­მო­ში თა­ვის პოვ­ნის და დამ­კვიდ­რე­ბის გა­ცი­ლე­ბით მეტი შან­სი ეძ­ლე­ვათ. სხვა ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბი ჩემ­თვის უფრო სიმ­შვი­დეს­თან და მარ­ტო­ო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ეს არის ერთი დიდი მთლი­ა­ნო­ბის მცი­რე ეპი­ზო­დი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად გა­დის კა­ცობ­რი­ო­ბა.

- ე.ი. მთა­ვა­რი იდეა, სა­ი­და­ნაც ამო­დი­ხარ, არის მი­ზა­ნი და მოძ­რა­ო­ბა, მოქ­მე­დე­ბა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მოძ­რა­ო­ბენ, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ მი­დი­ან, არ ჩერ­დე­ბი­ან, თუმ­ცა მთა­ვა­რი იდე­ის გაშ­ლა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხდე­ბა. ისე, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ი­აზ­როს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წა­ი­კი­თხოს თა­ვი­სე­ბუ­რად. გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც სათ­ქმელს შე­ნიღ­ბუ­ლად აწ­ვდი და სხვა, შენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე შენს ნა­აზ­რევს აგ­რძე­ლებს.

ბუ­ნებ­რი­ვია მხო­ლოდ ეს არ არის სამ­ყა­როს ჩე­მე­უ­ლი აღ­ქმა, პირ­ველ ნა­მუ­შევ­რებ­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხე­ბი და­ვი­ტა­ნე. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზუ­ა­ლურ სა­ხეს, ვფიქ­რობ, გა­მო­ხატ­ვის ამ­გვა­რი ფორ­მა, ამ სა­ხით გად­მო­ცე­მა უფრო შთამ­ბეჭ­და­ვია და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­საც ეხ­მი­ა­ნე­ბა.

- დო­მი­ნი­რებს შავი და თეთ­რი, ასე­ვე ყვი­თე­ლი, ბრჭყვი­ა­ლა ფე­რე­ბი - ფე­რებს რა ნიშ­ნით ირ­ჩევ და ზო­გა­დად ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ ხსნი?

- ფე­რებს აქვს რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თა. ფე­რე­ბით ადა­მი­ა­ნი გად­მოს­ცემს ში­ნა­გან სამ­ყა­როს, ხედ­ვას. შე­იძ­ლე­ბა ისე მოხ­დეს, რამ­დე­ნი­მე დღე არ შე­ვე­ხო ფუნ­ჯებს და სა­ღე­ბავს, მაგ­რამ დაგ­რო­ვი­ლი სათ­ქმე­ლი და ემო­ცი­ე­ბი შემ­დეგ ერთ სა­ღა­მოს ეს­კი­ზე­ბის სა­ხით გა­მოვ­ხა­ტო. ძი­რი­თა­დად მა­ინც სა­წყის ეტაპ­ზე ვარ და მხო­ლოდ ეს­კი­ზებს ვქმნი და ეს არ არის ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი. ხომ ვამ­ბობ, ძი­ე­ბის პრო­ცე­სია. ვხა­ტავ და ნა­მუ­შე­ვარ­ში გად­მოვ­ცემ იმას, რა­საც იმ მო­მენ­ტში გან­ვიც­დი. ვცდი­ლობ, რა­ღა­ცე­ბის ახ­სნას, სწავ­ლას, ცხა­დია, ეს პრო­ცე­სი ფე­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც ასე­ვეა. რე­ა­ლუ­რად, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად არც ერთ ფერს არ ვი­ყე­ნებ. მიყ­ვარს ის ფე­რე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ვსა­უბ­რობ. სა­მო­მავ­ლოდ სხვა ფე­რე­ბის შე­მო­ტა­ნა­საც ვა­პი­რებ, ნა­მუ­შევ­რებს უფრო ღრმა სიმ­ბო­ლიზ­მით დავ­ტირ­თავ.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბულ ფე­რებს, დო­მი­ნი­რებს უფრო თეთ­რი და შავი. ეს ორი ფერი კა­ცობ­რი­ო­ბის და­სა­წყი­სი­დან­ვე მო­დის და ვი­ცით, რომ ადა­მი­ა­ნი მას სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლო­ე­ბად აღიქ­ვამ­და, მა­გა­ლი­თად, სი­კე­თის და ბო­რო­ტე­ბის. ცხა­დია, ეს ჩემ­ში­ცაა ჩა­დე­ბუ­ლი. თეთ­რი უფრო სიწ­მინ­დის, სის­პე­ტა­კის, ახალ­გაზ­რდო­ბის სიმ­ბო­ლოა, სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, ფონი იყოს თეთ­რი, სა­ი­და­ნაც იბა­დე­ბა ნა­ყო­ფი, ახა­ლი სი­ცო­ცხლე. შავ ფონ­ზეც მიც­დია თეთ­რი ფი­გუ­რე­ბი გა­მო­მე­სა­ხა. ამით გა­მოვ­ხა­ტავ სიბ­ნე­ლი­დან და შე­ბო­ჭი­ლო­ბი­დან გა­მოს­ვლის მცდე­ლო­ბას და სი­ნათ­ლის­კენ, სი­ცო­ცხლის­კენ სწრაფ­ვას. ამ ყვე­ლა­ფერს აღ­ვიქ­ვამ რო­გორც თეთ­რსა და შავს შო­რის ჭი­დილს.

შავი ფერი კი, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის­ტი­კუ­რო­ბას­თან, სიბ­რძნეს­თან, ელე­გან­ტუ­რო­ბას­თან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან, სიბ­რძნეს­თან და უკე­თუ­რო­ბას­თან. მიყ­ვარს ეს ფერი და უფრო სიბ­რძნის, ელე­გან­ტუ­რო­ბის, სიძ­ლი­ე­რის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ მი­ვიჩ­ნევ. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ში სა­დღაც მის­ტი­კუ­რო­ბაც არის. ამ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ადა­მი­ა­ნი ამ ყვე­ლა­ფერს გა­დის და­სა­ბა­მი­დან. ოქ­როს­ფე­რიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბით შავ­სა და თეთრ ფონ­ზე. ოქ­როს­ფერს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფერი არ გა­აჩ­ნია და ის არის ღვთა­ებ­რი­ვი სამ­ყა­როს სიმ­ბო­ლო. ამი­ტო­მაც გა­მო­სა­ხა­ვენ წმინ­და­ნებს უმე­ტე­სად ოქ­როს­ფე­რი შა­რა­ვან­დე­დით. ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ში ეს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვით არ მაქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ფე­რით უფრო სუ­ლის სწრაფ­ვას გა­მოვ­სა­ხავ ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ, რად­გან ოქ­როს­ფე­რი ჩემ­თან ბრწყინ­ვა­ლე­ბას­თან და ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბას კი ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ეძი­ებს და ეს არის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სი.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რე­ბას არ ეძებს, შე­იძ­ლე­ბა იყოს ბერი, რო­მელ­მაც იპო­ვა ღმერ­თი და გრძნობს, რომ უფალ­თან არის...

- რო­დის ხა­ტავ, რა დროს უთ­მობ თითო ნა­ხატს და მა­სა­ლად რას იყე­ნებ?

- ხატ­ვას ვი­წყებ მა­შინ, როცა ვგრძნობ, რომ მინ­და, დავ­ხა­ტო, ანუ ეს სურ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე მქონ­დეს, მაგ­რამ მთე­ლი დღე ჩემს ემო­ცი­ებ­თან ერ­თად ვი­ა­რო და ხატ­ვა სა­ღა­მოს და­ვი­წყო. როცა ვგრძნობ, რომ ემო­ცი­ებს ვე­ღარ ვი­ტევ, გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი და მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ. იმ დროს თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო­ში ვარ, ამას სი­ტყვე­ბით ვერ ავ­ხსნი, გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ყვე­ლას, ვი­საც ერთი მო­წო­ნე­ბა მა­ინც გა­უ­კე­თე­ბია ჩემი ეს­კი­ზე­ბის­თვის, ერთი თბი­ლი სი­ტყვა უთ­ქვამს, - ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მინ­და იცოდ­ნენ, რომ ჩემ­თვის ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა ნა­მუ­შევ­რის შექ­მნის სა­ბა­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და მავ­სებს. მად­ლო­ბე­ლი ვარ მე­გობ­რე­ბის, რო­მელ­თა გა­რე­შეც ერთ ნა­ბიჯ­საც ვერ გა­დავ­დგამ­დი.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ვა­პი­რებ, რამ­დე­ნი­მე თვე და­ვუთ­მო ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, გარ­კვე­ულ­წი­ლად ვის­წავ­ლო ახა­ლი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც სამ­ყა­რომ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მომ­თა­ვა­ზა. ვფიქ­რობ, მერე ჩემი ნა­ფიქ­რა­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბის სა­ხი­თაც გად­მოვ­ცე, გა­და­ვი­ტა­ნო ლარ­ნა­კებ­ზე, ჩან­თებ­ზე, - ასე თან­და­თან დავ­ხვე­წო. მოკ­ლედ, გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

მომეწონა, ძალიან, მართლა არ უნდა გაჩერდე

ლელა ხიდაშელი
0

ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი შორენა, წარმატებები ჩემო ძვირფასო, ამ ნახატებმა მეც "ახალი" შორენა აღმომაჩენინა შენში, დიდი სურვილი მაქვს გამოფენაზე გესტუმრო

ავტორი:

"ვუსმენდი მხოლოდ შინაგან ხმას. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ მინდოდა, დამეხატა" - ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი თავი სულ სხვა სფეროში იპოვა

"ვუსმენდი მხოლოდ შინაგან ხმას. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ მინდოდა, დამეხატა" - ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი თავი სულ სხვა სფეროში იპოვა

"ვმუშაობ აკრილის საღებავებით, ჯერჯერობით ეს ჩემთვის მხოლოდ ესკიზებია, რადგან არ მაქვს ტექნიკურად დახვეწილი, არანაირი ცოდნა და განათლებაც ამ მიმართულებით არ მიმიღია. ძიების პროცესში ვარ,“ - გვეუბნება ჩვენი კოლეგა, "პალიტრამედიის“ ჟურნალისტი შორენა მერკვილაძე, რომელმაც ოთხი თვის წინ ხატვა დაიწყო.

შორენა ძირითადად რელიგიურ თემებსა და საკითხებზე მუშაობდა, თუმცა მისი ნამუშევრები, როგორც თავად უწოდებს, ესკიზები, რელიგიურ თემატიკას საერთოდ არ ეხება. მან უკვე ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, ნახელავს უქებენ, რისთვისაც მადლიერია. ამბობს, ეს ჩემთვის მორიგი ნამუშევრის შესაქმნელად სტიმულიაო...

და მისი ნახატები ჩვენც მოგვწონს, განსხვავებული და ავტორის თავისებური ხედვა ჩანს.

შორენა მერკვილაძე:

- შეიძლება ხატვა დილით დავიწყო, რაღაც მონახაზი გავაკეთო, გავჩერდე და მერე მივუბრუნდე, შეიძლება, ორ საათში რაღაც დავხატო, შეიძლება ესკიზისთვის მეტი დრო დამჭირდეს, ან დავიწყო და რაღაც მომენტში ვერ მივხვდე, რა მინდა და როცა მივხვდები, შემდეგ განვაგრძო. ეს პროცესი სულ სხვადასხვანაირად არის.

- აქამდე არასდროს გქონია ხატვის სურვილი?

- თუ ბავშვურ გატაცებებს არ ჩავთვლით, აქამდე არ მქონია მცდელობა, რაიმე შემექმნა. ხატვა 4 თვის წინ, სრულიად მოულოდნელად დავიწყე. მოკლედ, აღმოვჩნდი ჩემთვის სრულად ახალ და უცნობ სამყაროში.

- რამე უძღოდა ამ ყველაფერს?

- რამდენიმე თვის წინ მუშაობა დავამთავრე "კვირის პალიტრისა“ და "კარიბჭის“ ერთობლივ პროექტზე, - იოანე კიბის აღმწერლის "კიბის“ მუხლობრივ განმარტებებზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მოძღვრის კურთხევით და თანადგომით ვიმუშავე, ამ უდიდესი წმინდა მამის ნაშრომზე მუშაობა ჩემთვის სულიერად ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

იოანემ "კიბე“ ბერ-მონაზვნების სახელმძღვანელოდ შექმნა, მას ბერ-მონაზვნების მეორე სახარებასაც უწოდებენ. ცხადია, ამ უდიდესი წმინდა მამის ნაშრომზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობასთან და უფლისგან ბოძებულ ჯილდოსთან ერთად, მძიმე და სულიერი ტვირთია. მართალია, უფლის შეწევნით და მოძღვრის კურთხევით ავიღე ეს ჯვარი, მაგრამ იმ ყველაფრის თანამონაწილე გავხდი. ამიტომ, მეც ვზიდე და ვიტვირთე...

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ჩემთვის თითქოს ყველაფერი გაჩერდა და სამყარო გაუცხოვდა. საკუთარ თავს და იმ საქმესაც გავუუცხოვდი, რომელსაც წლებია, ვაკეთებ. ვეღარ დავწერე, გავჩერდი და ვიყავი აბსოლუტურად მშვიდად და ემოციის გარეშე. თუმცა როგორც საკუთარი თავის მაძიებელი ადამიანი არ გავჩერებულვარ. ვგრძნობდი, რომ სამყარო ახალი გზავნილის მისაღებად მამზადებდა.

2 თვე გაურკვევლობასა და საკუთარი თავის ძიებაში გავატარე. ვუსმენდი მხოლოდ შინაგან ხმას. ერთ მშვენიერ დღეს კი მივხვდი, რომ მინდოდა, რაღაც დამეხატა. დაუფიქრებლად მივიღე სამყაროსგან ჩემთვის უჩვეულო გზავნილი. დავხატე, გადმოვეცი ის, რასაც მხოლოდ იმ წუთში ვგრძნობდი. ეს ჩემი პირველი ნამუშევრის შექმნის მცდელობაზეც აისახა. გადმოცემულია ტყეში მოძრავი ადამიანები და მხოლოდ შავი ფონი, რაც ჩემ შემთხვევაში, იმ პერიოდის ხედვით გაურკვევლობასთან ასოცირდება. სამყაროში დაკარგულ ადამიანებს განასახიერებს, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასავლელად ემზადებიან. როგორც ჩანს, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან გავავლე მაშინ პარალელი. მერე გავბედე და ნამუშევარი სოციალურ ქსელში ავტვირთე. არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე, უმეტესად ბუნებით განმარტოება მიყვარს ხოლმე, სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში ყოფნა ან ყურადღების მისაპყრობად რაიმეს გაკეთება არ მახასიათებს, ამას არასოდეს ვცდილობ. ამ შემთხვევაში ესეც შევცვალე.

პირველი, ვინც ნამუშევარი შენიშნა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ქართული ყველის მკვლევარი იყო, რომელიც გამორჩეულად მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. სხვათა შორის, მასთან ერთად, ყველთან დაკავშირებით, ახალი პროექტი წამოვიწყე, რომელზე მუშაობაც იმ დროს გაჩერებული მქონდა. მოკლედ, ანამ შენიშნა და მისმა პირველმა კომენტარმა მუხტი, სტიმული მომცა.

ვხვდები, რომ იმ ნამუშევარში არაფერი იყო ისეთი, რასაც შეიძლებოდა, ადამიანის აღფრთოვანება გამოეწვია, მაგრამ ანამ, ასე ვთქვათ, გამომიწვია. გამოწვევამ გაამართლა, მახსოვს, მეორე ნამუშევარზეც გააკეთა კომენტარი - "აღმოვაჩინე შორენა“ და იყო მოწოდება - "არ გაჩერდე“. სხვათა შორის, თვითონაც ხატავს და როგორც ამბობს, თვითონაც ხატვა არსაიდან დაიწყო.

- მოკლედ, არ გაჩერდი და გააგრძელე...

- კი, მქონდა კიდევ რამდენიმე ნამუშევრის შექმნის მცდელობა. ცხადია, თავიდანვე ვაცნობიერებდი, რომ ეს არ იყო სერიოზული, რაიმეს მთქმელი და იყო საკუთარი თავის მაძიებელი ადამიანის ემოცია, რომელიც აბსოლუტურ ქაოსში იყო. სამი-ოთხი ნამუშევრის შემდეგ გაჩნდა ურბანული დასახლებები და რაღაცნაირად ჩამოვყალიბდი, რის თქმა მინდოდა.

- რაღაც განსხვავებული ნამუშევრები გამოგივიდა. მორწმუნე ადამიანი ხარ, მაგრამ არსად, არც ერთ ნახატში არ ჩანს რელიგიური სიმბოლოები...

- კი, არ მაქვს რელიგიური სიმბოლოები გამოყენებული, დეტალების დონეზეც კი და ბუნებრივია, ამას თავისი ახსნა აქვს. ზოგადად რელიგია და ქრისტიანული სარწმუნოება ჩემთვის ხელშეუხებელია. საუბრის დროსაც განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგები ამ თემას. მე ადამიანებთან სასაუბროდ წერის უნარი მომეცა, ეს ჩემი, როგორც ერთ-ერთი, რიგითი ქრისტიანის ერთგვარი მისიაა. წლების მანძილზე შეგნებულად და აბსოლუტურად გააზრებულად ვიმუშავე მხოლოდ რელიგიურ თემებზე. ბოლო პერიოდში წერა სხვა თემებზეც დავიწყე, იყო ტურისტული თემები, ძირითადად გასტრონომია, თუმცა ყოველთვის მთავარი უდიდესი წილი რელიგიურ თემატიკაზე მოდიოდა.

რაც შეეხება უკვე ხატვის უნარს, ეს მომეცა როგორც თერაპია, როგორც რელიგიის მიღმა დაგროვილი თემების ჩემეულად გამოხატვის ერთგვარი საშუალება. ამიტომ მას ნიჭს ვერ ვუწოდებ. არ ვიცი, შეიძლება, წლების შედეგ ამ ფორმითაც ვთქვა სათქმელი, მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია, თავი შევიკავო ნამუშევრებში რელიგიური თემატიკის შემოტანისგან.

- შენი პერსონაჟები სულ სადღაც მიიჩქარიან. მოქმედებაც საქართველოში არ ხდება...

- ჯერჯერობით არც ერთ ნამუშევარში არ შევხებივარ სიცოცხლის და გარდაცვალების საკითხს. პერსონაჟები არასოდეს იკარგებიან სივრცეში და არ გადადიან უსასრულობაში. უფრო მიწიერებისთვის დამახასიათებელი თემატიკაა გაშლილი. გზა კომფორტისკენ, ცივილიზაციისკენ, საკუთარი თავის აღმოჩენისკენ, თვითდამკვიდრების მცდელობისკენ, თავისუფლებისკენ. მართალია, ამ გზაზე დაბრკოლებები ხვდებათ, მაგრამ ყველა სადღაც მიიჩქარის ამქვეყნიურ ორომტრიალში, ურბანული დასახლებები, სწორედ ამის გამოხატულებაა. ასეთ გარემოში თავის პოვნის და დამკვიდრების გაცილებით მეტი შანსი ეძლევათ. სხვა ტიპის დასახლებები ჩემთვის უფრო სიმშვიდესთან და მარტოობასთან ასოცირდება. ეს არის ერთი დიდი მთლიანობის მცირე ეპიზოდი, რომელსაც მუდმივად გადის კაცობრიობა.

- ე.ი. მთავარი იდეა, საიდანაც ამოდიხარ, არის მიზანი და მოძრაობა, მოქმედება დასახული მიზნის მისაღწევად.

- ჩემი პერსონაჟები მოძრაობენ, დასახული მიზნისკენ მიდიან, არ ჩერდებიან, თუმცა მთავარი იდეის გაშლა სხვადასხვა მიმართულებით ხდება. ისე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაზროს და ინდივიდუალურად წაიკითხოს თავისებურად. გაცილებით საინტერესოა, როდესაც სათქმელს შენიღბულად აწვდი და სხვა, შენგან დამოუკიდებლად, ახსნა-განმარტების გარეშე შენს ნააზრევს აგრძელებს.

ბუნებრივია მხოლოდ ეს არ არის სამყაროს ჩემეული აღქმა, პირველ ნამუშევრებზე ადამიანური ბუნებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი შტრიხები დავიტანე. რაც შეეხება ვიზუალურ სახეს, ვფიქრობ, გამოხატვის ამგვარი ფორმა, ამ სახით გადმოცემა უფრო შთამბეჭდავია და თანამედროვე ეპოქასაც ეხმიანება.

- დომინირებს შავი და თეთრი, ასევე ყვითელი, ბრჭყვიალა ფერები - ფერებს რა ნიშნით ირჩევ და ზოგადად ამ ყველაფერს როგორ ხსნი?

- ფერებს აქვს როგორც ვიზუალური, ასევე სიმბოლური დატვირთა. ფერებით ადამიანი გადმოსცემს შინაგან სამყაროს, ხედვას. შეიძლება ისე მოხდეს, რამდენიმე დღე არ შევეხო ფუნჯებს და საღებავს, მაგრამ დაგროვილი სათქმელი და ემოციები შემდეგ ერთ საღამოს ესკიზების სახით გამოვხატო. ძირითადად მაინც საწყის ეტაპზე ვარ და მხოლოდ ესკიზებს ვქმნი და ეს არ არის ტექნიკურად გამართული. ხომ ვამბობ, ძიების პროცესია. ვხატავ და ნამუშევარში გადმოვცემ იმას, რასაც იმ მომენტში განვიცდი. ვცდილობ, რაღაცების ახსნას, სწავლას, ცხადია, ეს პროცესი ფერებთან მიმართებაშიც ასევეა. რეალურად, გაუცნობიერებლად არც ერთ ფერს არ ვიყენებ. მიყვარს ის ფერები, რომლებითაც ვსაუბრობ. სამომავლოდ სხვა ფერების შემოტანასაც ვაპირებ, ნამუშევრებს უფრო ღრმა სიმბოლიზმით დავტირთავ.

რაც შეეხება პირველ ეტაპზე გამოყენებულ ფერებს, დომინირებს უფრო თეთრი და შავი. ეს ორი ფერი კაცობრიობის დასაწყისიდანვე მოდის და ვიცით, რომ ადამიანი მას სხვადასხვა სიმბოლოებად აღიქვამდა, მაგალითად, სიკეთის და ბოროტების. ცხადია, ეს ჩემშიცაა ჩადებული. თეთრი უფრო სიწმინდის, სისპეტაკის, ახალგაზრდობის სიმბოლოა, სიცოცხლის დაბადებასთან ასოცირდება. ამიტომ, ვცდილობ, ფონი იყოს თეთრი, საიდანაც იბადება ნაყოფი, ახალი სიცოცხლე. შავ ფონზეც მიცდია თეთრი ფიგურები გამომესახა. ამით გამოვხატავ სიბნელიდან და შებოჭილობიდან გამოსვლის მცდელობას და სინათლისკენ, სიცოცხლისკენ სწრაფვას. ამ ყველაფერს აღვიქვამ როგორც თეთრსა და შავს შორის ჭიდილს.

შავი ფერი კი, ჩემს შემთხვევაში, დაკავშირებულია მისტიკურობასთან, სიბრძნესთან, ელეგანტურობასთან, პროფესიონალიზმთან, სიბრძნესთან და უკეთურობასთან. მიყვარს ეს ფერი და უფრო სიბრძნის, ელეგანტურობის, სიძლიერის, თავდაჯერებულობის სიმბოლოდ მივიჩნევ. ნებისმიერ ადამიანში სადღაც მისტიკურობაც არის. ამ ძიების პროცესში ადამიანი ამ ყველაფერს გადის დასაბამიდან. ოქროსფერიც ძალიან მიყვარს განსაკუთრებით შავსა და თეთრ ფონზე. ოქროსფერს საწინააღმდეგო ფერი არ გააჩნია და ის არის ღვთაებრივი სამყაროს სიმბოლო. ამიტომაც გამოსახავენ წმინდანებს უმეტესად ოქროსფერი შარავანდედით. ჩემს ნამუშევრებში ეს სიმბოლური დატვირთვით არ მაქვს გამოყენებული. ამ ფერით უფრო სულის სწრაფვას გამოვსახავ ბედნიერებისკენ, რადგან ოქროსფერი ჩემთან ბრწყინვალებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. ბედნიერებას კი ყველა თავისებურად ეძიებს და ეს არის დაუსრულებელი პროცესი.

ადამიანი, რომელიც ბედნიერებას არ ეძებს, შეიძლება იყოს ბერი, რომელმაც იპოვა ღმერთი და გრძნობს, რომ უფალთან არის...

- როდის ხატავ, რა დროს უთმობ თითო ნახატს და მასალად რას იყენებ?

- ხატვას ვიწყებ მაშინ, როცა ვგრძნობ, რომ მინდა, დავხატო, ანუ ეს სურვილი შეიძლება მთელი დღის მანძილზე მქონდეს, მაგრამ მთელი დღე ჩემს ემოციებთან ერთად ვიარო და ხატვა საღამოს დავიწყო. როცა ვგრძნობ, რომ ემოციებს ვეღარ ვიტევ, განვმარტოვდები და მუშაობას ვიწყებ. იმ დროს თითქოს სხვა სამყაროში ვარ, ამას სიტყვებით ვერ ავხსნი, გადმოცემა შეუძლებელია.

ყველას, ვისაც ერთი მოწონება მაინც გაუკეთებია ჩემი ესკიზებისთვის, ერთი თბილი სიტყვა უთქვამს, - ყველას დიდი მადლობა. მინდა იცოდნენ, რომ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი სხვა ნამუშევრის შექმნის საბაბი შეიძლება გახდეს და მავსებს. მადლობელი ვარ მეგობრების, რომელთა გარეშეც ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ვაპირებ, რამდენიმე თვე დავუთმო ტექნიკური მხარის განვითარებას, გარკვეულწილად ვისწავლო ახალი სამყარო, რომელიც სამყარომ ასე მოულოდნელად შემომთავაზა. ვფიქრობ, მერე ჩემი ნაფიქრალი დეკორაციების სახითაც გადმოვცე, გადავიტანო ლარნაკებზე, ჩანთებზე, - ასე თანდათან დავხვეწო. მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებ.