მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს დემნა გვასალია?
რა ქონებას ფლობს დემნა გვასალია?

"გა­ი­ცა­ნით Balenciaga-ს მიღ­მა მდგა­რი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მელ­მაც ბრენ­დის შე­მო­სა­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2,3 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­და“ - ამის შე­სა­ხებ პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მა bloomberg-ი ჯერ კი­დევ 2021 წელს წერ­და.

1981 წლის 25 მარტს, სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლი გახ­და და კი­დევ უფრო ბევ­რი წლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და, მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ გახ­და.

დემ­ნა დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, Balenciaga-სთვის თა­ვი­სი კო­ლექ­ცია მან პირ­ვე­ლად 2016 წლის მარ­ტში წა­რად­გი­ნა. მა­ნამ­დე ის "Maison Martin Margiela“-სა და "Louis Vuitton“-ის გუნ­დებ­ში მუ­შა­ობ­და. ამ­ჟა­მად ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის, "Balenciaga“-ს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხელ­მძღვა­ნე­ლია. მა­ნამ­დე დი­ზა­ი­ნე­რი "მარ­ჯი­ე­ლა­ში“ მუ­შა­ობ­და.

  • ბავ­შვო­ბა

დემ­ნა გვა­სა­ლია სო­ხუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბი­დან იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხატ­ვი­თა და ტან­საც­მლით, მაგ­რამ ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. 4 წლის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სტი­პენ­დი­ან­ტი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ მისი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც გა­და­წყვი­ტა ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრა­ტუ­რის ნაც­ვლად, ან­ტვერ­პენ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა.

ან­ტვერ­პე­ნის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­სა­რი­ცხი 800 მსურ­ვე­ლი­დან იგი იმ 70-ში მოხ­ვდა, რო­მელ­მაც სა­მე­ფო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა და­ი­წყო. პირ­ვე­ლი კურ­სის ბო­ლოს ის 16 რჩე­ულ­ში და­ტო­ვეს, ხოლო სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ვალ­ტერ ვან ბე­ი­რენ­დონკმა, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი და დემ­ნას პრო­ფე­სო­რი იყო, მას თა­ვის ბრენდში მა­მა­კა­ცის ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა. დემ­ნა იქ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მუ­შა­ობ­და, რის შემ­დე­გაც სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი პა­რიზ­ში გაგ­ზავ­ნა.

ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტი "Maison Margiela“-ში მი­იწ­ვი­ეს. მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კა­რი­ე­რა მო­დის სფე­რო­ში სწო­რედ Margiela -ში და­ი­წყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერელი
1

ცქვიტინასთვის მოუპარია იდეები და ფული უნდა გაუყოს ეკუთვნის

ჰოო
2

ერთ მასავით დევნილს თუ დახმარებია?

ავტორი:

რა ქონებას ფლობს დემნა გვასალია?

რა ქონებას ფლობს დემნა გვასალია?

"გაიცანით Balenciaga-ს მიღმა მდგარი დიზაინერი, რომელმაც ბრენდის შემოსავალი დაახლოებით 2,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“ - ამის შესახებ პოპულარული გამოცემა bloomberg-ი ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა.

1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაბადებული ბიჭი, რომელიც მოგვიანებით საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა და კიდევ უფრო ბევრი წლების შემდეგ, საქართველოდან წავიდა, მსოფლიოსთვის ცნობილი დაახლოებით 15 წლის წინ გახდა.

დემნა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. მანამდე ის "Maison Martin Margiela“-სა და "Louis Vuitton“-ის გუნდებში მუშაობდა. ამჟამად ფრანგული მოდის სახლის, "Balenciaga“-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მანამდე დიზაინერი "მარჯიელაში“ მუშაობდა.

  • ბავშვობა

დემნა გვასალია სოხუმში, საქართველოში დაიბადა. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა.

ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩასარიცხი 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს ის 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. დემნა იქ წელიწადნახევარი მუშაობდა, რის შემდეგაც საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა.

ახალგაზრდა ტალანტი "Maison Margiela“-ში მიიწვიეს. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ Margiela -ში დაიწყო. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: