მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მესმის, როგორ არის ჩემი 2 წლის შვილი ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე" - რატომ შეუწყვიტა ლიცენზია ლატვიამ ტელეკომპანია "დოჟდს" და რას აცხადებს ეკატერინე კოტრიკაძე?
"არ მესმის, როგორ არის ჩემი  2 წლის შვილი ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე" - რატომ შეუწყვიტა ლიცენზია ლატვიამ ტელეკომპანია "დოჟდს" და რას აცხადებს ეკატერინე კოტრიკაძე?

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლატ­ვი­ის ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ის ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ (NEPLP) ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟდს“ მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზია გა­უ­უქ­მა. საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ივარს აბო­ლინშმა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სხდო­მა­ზე, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღეს.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით...“ - დას­ძი­ნა აბო­ლინშმა.

  • რო­გორ მოხ­ვდა "დოჟ­დი“ ლატ­ვი­ა­ში

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, “დოჟ­დი” რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაბ­ლო­კა ომის კრი­ტი­კუ­ლად გა­შუ­ქე­ბის გამო. სა­ბო­ლო­ოდ, კი ტე­ლე­არ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დრო­ე­ბით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. ივ­ნის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოპო­ზი­ცი­ურ­მა რუ­სულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ლატ­ვი­ა­ში მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზია მი­ი­ღო.

  • რა მოხ­და 1 - ელ დე­კემ­ბერს?

მას შემ­დეგ, რაც არ­ხმა ლატ­ვი­ი­დან გა­ნაგ­რძო მა­უ­წყებ­ლო­ბა, არა­ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. აგ­ვის­ტო­ში ლატ­ვი­ის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის საბ­ჭომ ტე­ლე­არ­ხი 10 000 ევ­რო­თი და­ა­ჯა­რი­მა, ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის რუ­კის რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და რუ­სულ ჯარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სი­ტყვა "ჩვე­ნის“ გა­მო­ყე­ნე­ბის გამო.

2 დე­კემ­ბერს ლატ­ვი­ის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, "დოჟ­დის“ მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო შეჭ­რის ნე­ბის­მი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა მი­უ­ღე­ბე­ლია მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც ლატ­ვი­ა­ში მუ­შა­ობს.

1 - ელ დე­კემ­ბერს სა­ღა­მოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "აქ და ახლა“, ჟურ­ნა­ლის­ტმა ალექ­სი კო­როს­ტი­ლი­ოვ­მა მა­ყუ­რე­ბელს მო­უ­წო­და, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის დროს მომ­ხდა­რი დარ­ღვე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე აც­ნო­ბონ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და­ეხ­მა­როს ფრონტზე მყოფ რუს ჯა­რის­კა­ცებს.

2 დე­კემ­ბერს, არ­ხმა ტე­ლე­წამ­ყვან ალექ­სეი კო­როს­ტი­ლი­ოვ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

"დღე­ი­დან ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ალექ­სეი კო­როს­ტი­ლი­ოვ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტა. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მაგ­რამ "დოჟ­დის“ მე­ნე­ჯმენ­ტი ამას ერ­თა­დერთ სწორ და შე­საძ­ლე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ეკა­ტე­რი­ნე კოტ­რი­კა­ძემ.

არ­ხის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ტი­ხონ ძი­ატ­კოს თქმით კი "ის რუ­სე­თის არ­მი­ას არ უწევ­და, არ უწევს და არც გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას“.

მომ­ხდარ­ზე გან­მარ­ტე­ბა "ტე­ლეგ­რა­მარხზე" გა­ა­კე­თა ალექ­სი კო­როს­ტი­ლი­ოვ­მა. ის წერს, რომ მას რუ­სე­თის არ­მი­ის­თვის დახ­მა­რე­ბის მო­თხოვ­ნით არა­სო­დეს მი­უ­მარ­თავს. ის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლებს მხო­ლოდ იმით ეხ­მა­რე­ბა, რომ მათ­ზე სა­უბ­რობს.

"მე ამის კე­თე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში. ომის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, ამი­ტო­მაც ცხრა თვეა, რუ­სეთ­ში არ ვცხოვ­რობ - უც­ნა­უ­რია ჩემ­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა, თით­ქოს შეჭ­რას ვემ­ხრო­ბო­დე. სი­სუ­ლე­ლეა“, - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

კო­როს­ტი­ლი­ო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, "დოჟ­დი" კი­დევ ორმა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ვლა­დი­მირ რო­მენ­სკიმ და მარ­გა­რი­ტა ლი­უ­ტო­ვამ და­ტო­ვა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ წამ­ყვან­მა ეკა­ტე­რი­ნა კოტ­რი­კა­ძემ რუ­სუ­ლი LRT-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ NEPLP-ის ბრალ­დე­ბებს უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ ჯერ არ იცის, რო­გორ იმუ­შა­ვებს არხი შემ­დგომ.

"ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ცუ­დად მი­ვი­ღეთ, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ცუ­დად... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­მი­სი­ის სხდო­მა დი­ლას და­ი­ნიშ­ნა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც სწრა­ფად მი­ი­ღეს. ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და და რბი­ლად რომ ვთქვათ, არ ვე­ლო­დით. ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დი“ ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო მიწ­ვე­უ­ლი ლატ­ვი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ლატ­ვი­ა­ში. მათ არ ჰქო­ნი­ათ მცდე­ლო­ბა, რომ მო­ეს­მი­ნათ ჩვენ­გან გან­მარ­ტე­ბე­ბი. ამ შეხ­ვედ­რა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ არ­ცერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა მიწ­ვე­უ­ლი.

ვხე­დავთ, რომ არ ყო­ფი­ლა ასე­თი გან­ხილ­ვა, არ ყო­ფი­ლა დის­კუ­სია, მი­ი­ღეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს ჩვენ­თვის უკი­დუ­რე­სად უსი­ა­მოვ­ნო და ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია…

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში არის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბით წა­ვი­კი­თხე, "საფრ­თხეს უქ­მნის ლატ­ვი­ის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას“. სე­რი­ო­ზუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, უბ­რა­ლოდ, მოქ­მე­დე­ბე­ბის ლო­გი­კის გა­გე­ბა მინ­და...

ყი­რი­მის რუ­კის ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სრუ­ლად ავუხ­სე­ნით ჩვე­ნი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ლატ­ვი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს.

ყი­რი­მის რუკა შეც­დო­მით გა­ვი­და, რად­გან ყვე­ლა მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მა­შინ გა­დი­ო­და ეთერ­ში, ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი იყო. ჩვენ ხე­ლახ­ლა შე­ვიკ­რი­ბეთ მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მოგ­ვა­ძე­ვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან. ეჭვი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ უცხო ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვართ, აბ­სურ­დია. რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ის და­წყე­ბი­დან, ჩვენ პირ­და­პირ და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვთქვით ჩვე­ნი პო­ზი­ცია, ყო­ველ­თვის ვლა­პა­რა­კობ­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვა­ზე. მაგ­რამ ეს დი­ზა­ი­ნე­რის შეც­დო­მა იყო, რო­მელ­მაც პროგ­რა­მა სხვა ქა­ლაქ­ში და­ა­მონ­ტა­ჟა. ეს იყო ჩემი გა­და­ცე­მა, მე იმ მო­მენ­ტში ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი გა­და­ცე­მას.

ეს იყო დი­ზა­ი­ნე­რის შეც­დო­მა, ეს არ არის ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ პო­ზი­ცია და მით უმე­ტეს, რომ ჩვენ არ წარ­მო­ვად­გენთ საფრ­თხეს ლატ­ვი­ის სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის...

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო შემ­თხვე­ვას, ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დეთ, სრუ­ლად ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ეს შეც­დო­მა, რბი­ლად რომ ვთქვათ, და­უშ­ვა. რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ არ­სე­ბობს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­ას­თან და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან. ყვე­ლა­ფე­რი რაც ხდე­ბა, არის სრუ­ლი აბ­სურ­დი.

არ მეს­მის, რო­გორ არის ჩემი 2 წლის შვი­ლი მი­ხა­ილ ძი­ად­კო, ლატ­ვი­ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის საფრ­თხე ან მე და ჩემი ნე­ბის­მი­ე­რი კო­ლე­გა, რო­მე­ლე­ბიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვშრო­მობთ და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ ამ სა­ში­ნე­ლი ომის დას­რუ­ლე­ბას და ყვე­ლა იმ დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას, ვინც ეს ომი წა­მო­ი­წყო უკ­რა­ი­ნა­ში. იმის­თვის, რომ სი­მარ­თლემ გა­ი­მარ­ჯვოს, რუ­სეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მაქ­სი­მა­ლურ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ უნდა გა­ი­გოს, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და რა და­ნა­შა­უ­ლებს სჩა­დი­ან ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, პრო­პა­გან­დის­ტე­ბი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ამ სის­ხლი­ან, ამაზ­რზენ ბო­რო­ტე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ახლა ხდე­ბა..." - ამ­ბობს კოტ­რი­კა­ძე.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 8 დე­კემ­ბრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის" მა­უ­წყებ­ლო­ბა ლი­ე­ტუ­ვა­შიც შე­წყდე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ლი­ე­ტუ­ვის რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის კო­მი­სი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით Delfi ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბი­ლია, რომ ლატ­ვი­ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა (VDD) ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი ალექ­სეი კო­როს­ტი­ლი­ო­ვი იმ პირ­თა "შავ სი­ა­ში" შე­იყ­ვა­ნოს, რომ­ლებ­საც ლატ­ვი­ა­ში შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ. ინ­ფორ­მა­ცია ლატ­ვი­ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
XX
8

ღირსები ხართ - საკმარისად ვერ გაქვთ ეტყობა სწორება დასავლურ ნარატივებზე და აჰა გამოგკრეს კიდეც - მართლა დაიჯერეთ რომ დასავლეთში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიაა?!

ნინო
7

მარტო ლატვიის საელჩოს არა უკრაინის საელჩოსაც შეაბან შავი ლენტები,რაც დარჩებათ საკუთარ სახლში ნაძვისხეებზე დაჭირდებათ.ნატა ფერაძე გაიყოლეთ,სამადაშვილო ხოშტარია მეტის ღირსები არ ხართ.საზოგადოებრივი სტატუსით შეეფერებით ერთმანეთს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არ მესმის, როგორ არის ჩემი 2 წლის შვილი ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე" - რატომ შეუწყვიტა ლიცენზია ლატვიამ ტელეკომპანია "დოჟდს" და რას აცხადებს ეკატერინე კოტრიკაძე?

"არ მესმის, როგორ არის ჩემი  2 წლის შვილი ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე" - რატომ შეუწყვიტა ლიცენზია ლატვიამ ტელეკომპანია "დოჟდს" და რას აცხადებს ეკატერინე კოტრიკაძე?

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეკომპანია "დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სპეციალურ სხდომაზე, არსებული ვითარების შეფასების შემდეგ მიიღეს.

"გადაწყვეტილება მიღებულია "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის“ გათვალისწინებით...“ - დასძინა აბოლინშმა.

  • როგორ მოხვდა "დოჟდი“ ლატვიაში

ომის დაწყების შემდეგ, “დოჟდი” რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ომის კრიტიკულად გაშუქების გამო. საბოლოოდ, კი ტელეარხი იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა მუშაობა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციურმა რუსულმა ტელეკომპანიამ ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

  • რა მოხდა 1 - ელ დეკემბერს?

მას შემდეგ, რაც არხმა ლატვიიდან განაგრძო მაუწყებლობა, არაერთ სკანდალში გაეხვა. აგვისტოში ლატვიის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების საბჭომ ტელეარხი 10 000 ევროთი დააჯარიმა, ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში და რუსულ ჯართან მიმართებაში სიტყვა "ჩვენის“ გამოყენების გამო.

2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა, "დოჟდის“ მიმართ გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.

1 - ელ დეკემბერს საღამოს ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.

2 დეკემბერს, არხმა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

"დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ "დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევს", - განაცხადა მაშინ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ.

არხის მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიატკოს თქმით კი "ის რუსეთის არმიას არ უწევდა, არ უწევს და არც გაუწევს დახმარებას“.

მომხდარზე განმარტება "ტელეგრამარხზე" გააკეთა ალექსი კოროსტილიოვმა. ის წერს, რომ მას რუსეთის არმიისთვის დახმარების მოთხოვნით არასოდეს მიუმართავს. ის მობილიზებულებს მხოლოდ იმით ეხმარება, რომ მათზე საუბრობს.

"მე ამის კეთებას გავაგრძელებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ომის წინააღმდეგი ვარ, ამიტომაც ცხრა თვეა, რუსეთში არ ვცხოვრობ - უცნაურია ჩემში ეჭვის შეტანა, თითქოს შეჭრას ვემხრობოდე. სისულელეა“, - წერს ჟურნალისტი.

კოროსტილიოვის გათავისუფლების შემდეგ, "დოჟდი" კიდევ ორმა ჟურნალისტმა, ვლადიმირ რომენსკიმ და მარგარიტა ლიუტოვამ დატოვა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ტელეკომპანია "დოჟდის“ წამყვანმა ეკატერინა კოტრიკაძემ რუსული LRT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ NEPLP-ის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ჯერ არ იცის, როგორ იმუშავებს არხი შემდგომ.

"ეს ამბავი ძალიან ცუდად მივიღეთ, უბრალოდ, ძალიან ცუდად... მოგეხსენებათ, კომისიის სხდომა დილას დაინიშნა და გადაწყვეტილებაც სწრაფად მიიღეს. ძალიან გაგვიკვირდა და რბილად რომ ვთქვათ, არ ველოდით. ტელეკომპანია "დოჟდი“ ოფიციალურად იყო მიწვეული ლატვიის ხელისუფლების მიერ ლატვიაში. მათ არ ჰქონიათ მცდელობა, რომ მოესმინათ ჩვენგან განმარტებები. ამ შეხვედრაზე ტელეკომპანია "დოჟდის“ არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული.

ვხედავთ, რომ არ ყოფილა ასეთი განხილვა, არ ყოფილა დისკუსია, მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ჩვენთვის უკიდურესად უსიამოვნო და ძალიან შეურაცხმყოფელია…

ამ გადაწყვეტილებაში არის ფორმულირება, რომელიც ყურადღებით წავიკითხე, "საფრთხეს უქმნის ლატვიის ეროვნულ უსაფრთხოებას“. სერიოზულად მაინტერესებს, უბრალოდ, მოქმედებების ლოგიკის გაგება მინდა...

ყირიმის რუკის ჩვენების შემთხვევაშიც სრულად ავუხსენით ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ლატვიის მარეგულირებელ ორგანოებს.

ყირიმის რუკა შეცდომით გავიდა, რადგან ყველა მასალა, რომელიც მაშინ გადიოდა ეთერში, ტექნიკურად გაუმართავი იყო. ჩვენ ხელახლა შევიკრიბეთ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გამოგვაძევა რუსეთის ფედერაციიდან. ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უცხო ტერიტორიის ანექსიის მხარდამჭერები ვართ, აბსურდია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დაწყებიდან, ჩვენ პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ ვთქვით ჩვენი პოზიცია, ყოველთვის ვლაპარაკობდით საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე. მაგრამ ეს დიზაინერის შეცდომა იყო, რომელმაც პროგრამა სხვა ქალაქში დაამონტაჟა. ეს იყო ჩემი გადაცემა, მე იმ მომენტში ვხელმძღვანელობდი გადაცემას.

ეს იყო დიზაინერის შეცდომა, ეს არ არის ტელეკომპანია "დოჟდის“ პოზიცია და მით უმეტეს, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ საფრთხეს ლატვიის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის...

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, ბოდიში მოვიხადეთ, სრულად ავიღეთ პასუხისმგებლობა და გავათავისუფლეთ ტელეკომპანია "დოჟდის“ თანამშრომელი, რომელმაც ეს შეცდომა, რბილად რომ ვთქვათ, დაუშვა. რამდენიმე განცხადება გავაკეთეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეჩვენება, რომ არსებობს გლობალური პრობლემები, რაც დაკავშირებულია დემოკრატიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან. ყველაფერი რაც ხდება, არის სრული აბსურდი.

არ მესმის, როგორ არის ჩემი 2 წლის შვილი მიხაილ ძიადკო, ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე ან მე და ჩემი ნებისმიერი კოლეგა, რომელებიც მთელი დღის განმავლობაში ვშრომობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ ამ საშინელი ომის დასრულებას და ყველა იმ დამნაშავის დასჯას, ვინც ეს ომი წამოიწყო უკრაინაში. იმისთვის, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს, რუსეთში მოსახლეობის მაქსიმალურმა რაოდენობამ უნდა გაიგოს, რა ხდება უკრაინაში და რა დანაშაულებს სჩადიან ვლადიმერ პუტინი, პროპაგანდისტები და სხვა ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სისხლიან, ამაზრზენ ბოროტებაზე, რომელიც ახლა ხდება..." - ამბობს კოტრიკაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 8 დეკემბრიდან ტელეკომპანია "დოჟდის" მაუწყებლობა ლიეტუვაშიც შეწყდება, ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიაზე დაყრდნობით Delfi ავრცელებს.

ცნობილია, რომ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, ტელეკომპანია "დოჟდის“ ყოფილი წამყვანი ალექსეი კოროსტილიოვი იმ პირთა "შავ სიაში" შეიყვანოს, რომლებსაც ლატვიაში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაცია ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.