მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია. ეს ნაკრები ტურნირის სენსაციად იქცა მას შემდეგ, რაც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ესპანეთი დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
მაროკოს გამარჯვება ამაღელვებელი იყო ფანებისთვის, რომლებმაც თავიანთი ნაკრების წარმატება დედაქალაქ რაბატის ქუჩებში იზეიმეს.
Incredible celebrations currently taking place in Rabat. This is what reaching a a World Cup quarter-final means! 🇲🇦
— Ben Jacobs (@JacobsBen) December 6, 2022
🎥 via @ZouhairMaj pic.twitter.com/ja30vUaMLM
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანის ზეიმი და ამ კადრების ნახვის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვხვდებით, რას ნიშნავს ადამიანებისთვის ფეხბურთი და რამხელა წარმატებაა ასეთი დონის ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა.
ცნობისთვის, მაროკოსა და ესპანაეთს შორის მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 0-0 დასრულდა. დამატებით დროშიც არაფერი შეცვლილა და საბოლოოდ ყველაფერი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, სადაც მაროკოელმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს.
1/4 ფინალში მათი მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება.
ისე მიყვარს ფეხბურთი ასეთი კადრების მერე თვალები ცრემლებით მევსება და იმედია 2023 წლის მარტის ბოლოს სრულიად საქართველო იტირებს სიხარულის ცრემლით .