ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ანუ ვერ იკვებება და ვერ იღებს საკვებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ექიმმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ენდოკრინოლოგის განმარტებით, ბოლო 7 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს წონა მნიშვნელოვნად გაუარესებულია.
„სპეციფიკურ ენდოკრინოლოგიურ დაავადებასთან, ამ მომენტში, საქმე არ გვაქვს, მაგრამ საუბარია ზოგად სამედიცინო მდგომარეობის გაუარესებასთან, ნუტრიციული კუთხით ეს წონის მნიშვნელოვანი კლებაა.
ჩვენი ბოლო შეფასებიდან დღემდე, ანუ ბოლო 7 თვის განმავლობაში, წონის კლება შეადგენს დაახლოებით 30%-ს, რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა. არსებულ დიაგნოზს - კახექსიას ვეთანხმები, რაც ჩვენ დასკვნაში არის ასახული. განისაზღვრება, როგორც კატაბოლური მდგომარეობა, რომელიც არის თანმხლები ძალიან ბევრი დაავადების შედეგი და, რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებასთან გვაქვს საქმე.
საქმე გვაქვს შიმშილობასთან ან ანორექსიასთან. ჩემი პირადი შეფასებით და ჩვენი შეფასებით, აქ საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ანუ ვერ იკვებება და ვერ იღებს ადეკვატურად [საკვებს]“, - აცხადებს ნინო ზავრაშვილი.
ისემც უქნია სულაც გამქრალა!
რა კახექსია? კაცი 73 კილოა კახექსიურია? გამოთვალე აბა მასის ინდექსი, ვითომ ექიმი