მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Lensa, აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ვირუსულად მოედო, რუსმა დეველოპერებმა შექმნეს - რა საფრთხეები დგას მომხიბვლელი ფოტოების მიღმა
Lensa, აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ვირუსულად მოედო, რუსმა დეველოპერებმა შექმნეს - რა საფრთხეები დგას მომხიბვლელი ფოტოების მიღმა

ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, ფოტო პროგ­რა­მა Lensa ყვე­ლა­ზე ხში­რად ჩა­მოტვირ­თუ­ლი აპ­ლი­კა­ცია გახ­და რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, iOS-ს სის­ტე­მა­ში. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა, App Store-ის ჩარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სწრა­ფად იზ­რდე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა.

აპ­ლი­კა­ცია წლე­ბია არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვირუ­სუ­ლად ახლა გავ­რცელ­და, მი­ზე­ზი კი ისაა, რომ Magic Avatars-ის ფუნ­ქცია ახ­ლა­ხან და­ე­მა­ტა.

პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შექ­მნათ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მომ­ხიბ­ლა­ვი პორ­ტრე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აპ­ლი­კა­ცია თქვე­ნი სუ­რა­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ქმნის.

  • რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა პროგ­რა­მა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც რუსი დე­ვე­ლო­პე­რე­ბი არი­ან? - მო­დით, გან­ვი­ხი­ლოთ, გაქვთ თუ არა ში­შის სა­ფუძ­ვე­ლი იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლებ­მაც მისი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის 14 ლარი უკვე გა­და­ი­ხა­დეთ.

სა­ი­დან გაჩ­ნდა Lensa?

Lensa-ს აპ­ლი­კა­ცია iOS-ზე 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მოჩ­ნდა, ან­დრო­იდ­ზე - 2019 წლის იან­ვარ­ში. ნე­ი­რო­ნულ ქსე­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფოტო რე­დაქ­ტო­რი გლო­ბა­ლურ IT ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა რო­გორც "Photoshop-ი ერთი დაწ­კა­პუ­ნე­ბით". მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ფო­ტოს რე­ტუ­ში­რე­ბა, ფე­რის კო­რექ­ტი­რე­ბა და სხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ძა­ლი­ან სწრა­ფად და მარ­ტი­ვად შეს­რუ­ლე­ბა.

Lensa-ს აპ­ლი­კა­ცი­ამ ძა­ლი­ან გა­ზარ­და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, რუსი დე­ვე­ლო­პე­რე­ბის Prisma Labs-ის რე­პუ­ტა­ცია. ახა­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის გაშ­ვე­ბის დრო­ის­თვის მათ უკვე ჰქონ­დათ პორ­ტფო­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი Prisma, რომ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბის პი­კიც 2016 წელს იყო, მა­შინ სმარ­ტფო­ნის მომმ­ხმა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ქმნიდ­ნენ მი­ლი­ო­ნო­ბით სუ­რათს. Apple-მა და Google-მა ფოტო რე­დაქ­ტო­რი წლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო აპ­ლი­კა­ცი­ად და­ა­სა­ხე­ლა; ამე­რი­კულ­მა Forbes-მა თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ალექ­სეი მო­ი­სენ­კო­ვი 30 წლამ­დე ასა­კის, ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­მავ­ლის მე­წარ­მე­თა სი­ა­შიც კი შე­იყ­ვა­ნა.

2018 წელს, მო­ი­სენ­კოვ­მა და­ტო­ვა კომ­პა­ნია და Prisma Labs-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ან­დრეი უსოლ­ცე­ვი გახ­და. 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, რუ­სე­თი­დან IT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მა­სი­უ­რი გა­დი­ნე­ბის ფონ­ზე, კომ­პა­ნი­ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვიპ­როს­ზე გა­დაყ­ვა­ნა და­ი­წყო.

Prisma Labs შედ­გე­ბა ორი კომ­პა­ნი­ის­გან - Prisma და Lensa. 2022 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან Lensa არის ლი­დე­რი App Store-ში (არა Google Play-ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით) და სპონ­ტა­ნუ­რად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით აზი­ა­რე­ბენ გე­ნე­რი­რე­ბულ პორ­ტრე­ტებს.

თა­ვად ან­დრეი უსოლ­ცე­ვი აცხა­დებს, რომ Lensa ახლა "ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ ჩა­მოტვირ­თუ­ლი" აპ­ლი­კა­ცი­აა App Store-ზე 11 ქვე­ყა­ნა­ში, "აშშ-სა და ბრა­ზი­ლი­ის ჩათ­ვლით". მისი თქმით, ფო­ტო­რე­დაქ­ტო­რი ახ­ლო­საა კი­დევ 22 ქვეყ­ნის ჩარ­ტე­ბის ტოპ 10-თან.

რა არის უნი­კა­ლუ­რი Lensa-ს ახალ ფუნ­ქცი­ა­ში და რა­ტომ აკ­რი­ტი­კე­ბენ მას?

Magic Avatars ფუნ­ქცია ქმნის პორ­ტრე­ტებს, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა სტილ­ში - სუ­პერ­გმი­რე­ბი, მის­ტი­კუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის გმი­რე­ბი. აპ­ლი­კა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს კი­ბორ­გად, კოს­მო­სურ ადა­მი­ა­ნად, ანი­მეს პერ­სო­ნა­ჟად, ან როკ ვარ­სკვლა­ვად აქ­ცევს.

Lensa რამ­დე­ნი­მე დაწ­კა­პუ­ნე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შექ­მნათ უნი­კა­ლუ­რი სუ­რა­თე­ბი, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სი­უ­რად აყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ ავა­ტა­რებ­ზე Twitter-ში, Instagram-ზე, Facebook-სა და Telegram-ზე. ყო­ველ ჯერ­ზე, პროგ­რა­მა ქმნის უნი­კა­ლურ სუ­რათს, რომ­ლის მი­ღე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია აპ­ლი­კა­ცი­ა­ში "შე­ტა­ნი­ლი" სხვა­დას­ხვა სუ­რა­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

ტე­ლე­ფო­ნის გა­ლე­რე­ი­დან "ჯა­დოს­ნო­ბის­თვის“ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში უნდა ატ­ვირ­თოთ 10-დან 20-მდე პორ­ტრე­ტი, კად­რი, ან სელ­ფი. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შექ­მნას ჩვე­უ­ლებ­რივ 15-30 წუთი სჭირ­დე­ბა. Lensa-ს შემ­ქმნე­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსე­ლი ჯერ კი­დევ არ მუ­შა­ობს იდე­ა­ლუ­რად, ამი­ტომ გთხო­ვენ და­იც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  • ატ­ვირ­თეთ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩანს ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი, სა­სურ­ვე­ლია სუ­რათ­ზე მხო­ლოდ თქვენ იყოთ.
  • გა­მო­ი­ყე­ნეთ მხო­ლოდ პორ­ტრე­ტუ­ლი კად­რე­ბი;
  • თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ატ­ვირ­თეთ ფო­ტო­ე­ბი სა­ხე­ზე სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ე­ბით - და ისე, რომ პრო­ფი­ლი ორი­ვე მხრი­დან ჩან­დეს;
  • არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბი.

Lensa კრძა­ლავს შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის ატ­ვირ­თვას. ამავდრო­უ­ლად, ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და­რია სე­რენ­კო წერს, რომ აპ­ლი­კა­ცი­ის შემ­ქმნე­ლე­ბი პრო­პა­გან­დას უწე­ვენ ქა­ლე­ბის სექ­სუ­ა­ლი­ზა­ცი­ას. ის ამ­ბობს, რომ სხვა გე­ნე­რი­რე­ბულ სუ­რა­თებ­თან ერ­თად, მი­ი­ღო შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც, თუმ­ცა მან მხო­ლოდ ისე­თი ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თა, სა­დაც სრუ­ლად შე­მო­სი­ლი იყო.

"მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ასე­ვე ჩი­ვი­ან, რომ ამ პროგ­რა­მამ მკერ­დი უჩ­ვე­უ­ლოდ გა­უ­დი­და“, - ამ­ბობს სე­რენ­კო, რო­მე­ლიც Lensa-ს შემ­ქმნე­ლებს სექ­სიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

უსოლ­ცევ­მა აღი­ა­რა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ქმნის სექ­სუ­ა­ლურ სუ­რა­თებს - და­ა­კონ­კრე­ტა, რომ ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ ქა­ლებს, არა­მედ მა­მა­კა­ცებ­საც.

ფო­ტო­ე­ბის ატ­ვირ­თვა რუ­სე­ბის მიერ შექ­მნილ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში... არის თუ არა ეს უსაფრ­თხო?

უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მა­ზე შეშ­ფო­თე­ბის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი Lensa-ს რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბია. აპ­ლი­კა­ცია უკ­რა­ი­ნა­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პირ­და­პირ მო­უ­წო­დე­ბენ ხალ­ხს, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნონ ფოტო რე­დაქ­ტო­რი. "რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვე­რა­ვინ მოგ­ცემთ გა­რან­ტი­ას მტრის მიერ და­წე­რი­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის ადეკ­ვა­ტურ დო­ნე­ზე”, - აღ­ნიშ­ნავს Ain.ua.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იხ­სე­ნებს, რომ Prisma Lab-ის წილს ფლობ­და Mail.ru Group (ამ­ჟა­მად VK), უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­ლო­კი­ლი რუ­სუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის VKontakte და Odnoklassniki-ის მფლო­ბე­ლი. კომ­პა­ნი­ამ სტარ­ტა­პის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი 2019 წელს და­ტო­ვა. Prisma Lab-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლი, Haxus სა­წარ­მო შექ­მნა მე­წარ­მე იური გურსკიმ, Mail.ru Group-ის ყო­ფილ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ასე­ვე ითხო­ვენ, არ გა­მო­ი­ყე­ნონ Lensa-ს ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბი (ანუ ავა­ტა­რე­ბის შექ­მნის ფუნ­ქცია), რათა არ უზ­რუნ­ველ­ყონ რუ­სე­თის "სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის პირ­და­პი­რი მხარ­და­ჭე­რა“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Prisma Lab არ იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს რუ­სეთ­ში. ის თავ­და­პირ­ვე­ლად მდე­ბა­რე­ობ­და მოს­კოვ­ში, მაგ­რამ ახლა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კვიპ­როს­სა და სან ფრან­ცის­კო­ში.

"აქ [რუ­სეთ­ში] ჩვენ არ გვაქვს ოფი­სი, არც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გვყავს“, - აცხა­დებს Prisma Labs-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ან­დრეი უსოლ­ცე­ვი. - "ჩვენ შევ­კრი­ბეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დი, რო­მელ­შიც შე­დის რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე და ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბენ კვიპ­რო­სი­დან, ან დის­ტან­ცი­უ­რად...”

გარ­და მომ­ხმა­რებ­ლის ფო­ტო­ე­ბი­სა, Lensa-ს აქვს წვდო­მა და შე­უძ­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­აგ­რო­ვოს ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა IP მი­სა­მარ­თე­ბი და ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ფა­ი­ლე­ბი, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მრა­ვალ სხვა აპ­ლი­კა­ცი­ა­საც ახა­სი­ა­თებს.

რამ­დენს იხ­დის ხალ­ხი პროგ­რა­მა­ში?

ჩა­მოტვირ­თვა App Store-დან ან Google Play-დან უფა­სოა, მაგ­რამ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ პორ­ტრე­ტე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა და თან­ხის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში Magic Avatars ფუნ­ქცი­ა­საც ჩარ­თავთ.

ღი­რე­ბუ­ლე­ბა ასე­თია:

50 პორ­ტრე­ტი - 2,49 ევრო

100 პორ­ტრე­ტი - 3,49 ევრო;

200 პორ­ტრე­ტი - 4,99 ევრო.

თუ დრო­უ­ლად არ გა­ა­უქ­მებთ საც­დე­ლი პე­რი­ო­დის გა­მო­წე­რას, მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, Lensa ბა­რა­თი­დან ჩა­მო­გაჭ­რით 29,99 ევ­როს - ერთი წლის ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რა შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო კომ­პა­ნია Magic Avatars-ის ფუნ­ქცი­ის და­მა­ტე­ბით.

წყა­რო: meduza

ზაზა
1

საღოლ, მაგარი რეკლამა გაუკეთეთ. 

 

საერთოდ არ ვიცოდი ამ აპლიკაციის შესახებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

Lensa, აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ვირუსულად მოედო, რუსმა დეველოპერებმა შექმნეს - რა საფრთხეები დგას მომხიბვლელი ფოტოების მიღმა

Lensa, აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ვირუსულად მოედო, რუსმა დეველოპერებმა შექმნეს - რა საფრთხეები დგას მომხიბვლელი ფოტოების მიღმა

ნოემბრის ბოლოს, ფოტო პროგრამა Lensa ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია გახდა რუსეთში, კერძოდ, iOS-ს სისტემაში. მისი პოპულარობა, App Store-ის ჩარტების მიხედვით, სწრაფად იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამონაკლისი არც საქართველოა.

აპლიკაცია წლებია არსებობს, მაგრამ ვირუსულად ახლა გავრცელდა, მიზეზი კი ისაა, რომ Magic Avatars-ის ფუნქცია ახლახან დაემატა.

პროგრამა საშუალებას გაძლევთ შექმნათ დიდი რაოდენობით მომხიბლავი პორტრეტები, რომლებსაც აპლიკაცია თქვენი სურათების საფუძველზე ქმნის.

  • რამდენად უსაფრთხოა პროგრამა, რომლის ავტორებიც რუსი დეველოპერები არიან? - მოდით, განვიხილოთ, გაქვთ თუ არა შიშის საფუძველი იმ მომხმარებლებს, რომლებმაც მისი გამოყენებისთვის 14 ლარი უკვე გადაიხადეთ.

საიდან გაჩნდა Lensa?

Lensa-ს აპლიკაცია iOS-ზე 2018 წლის დეკემბერში გამოჩნდა, ანდროიდზე - 2019 წლის იანვარში. ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული ფოტო რედაქტორი გლობალურ IT ბაზარზე გამოჩნდა როგორც "Photoshop-ი ერთი დაწკაპუნებით". მისი საშუალებით შეგიძლიათ ფოტოს რეტუშირება, ფერის კორექტირება და სხვა მანიპულაციების ძალიან სწრაფად და მარტივად შესრულება.

Lensa-ს აპლიკაციამ ძალიან გაზარდა მისი დამფუძნებლების, რუსი დეველოპერების Prisma Labs-ის რეპუტაცია. ახალი აპლიკაციის გაშვების დროისთვის მათ უკვე ჰქონდათ პორტფოლიოში ცნობილი Prisma, რომლის პოპულარობის პიკიც 2016 წელს იყო, მაშინ სმარტფონის მომმხმარებლები ყოველდღიურად ქმნიდნენ მილიონობით სურათს. Apple-მა და Google-მა ფოტო რედაქტორი წლის ერთ-ერთ საუკეთესო აპლიკაციად დაასახელა; ამერიკულმა Forbes-მა თანადამფუძნებელი ალექსეი მოისენკოვი 30 წლამდე ასაკის, ყველაზე ნათელი მომავლის მეწარმეთა სიაშიც კი შეიყვანა.

2018 წელს, მოისენკოვმა დატოვა კომპანია და Prisma Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი უსოლცევი გახდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთიდან IT სპეციალისტების მასიური გადინების ფონზე, კომპანიამ თანამშრომლების კვიპროსზე გადაყვანა დაიწყო.

Prisma Labs შედგება ორი კომპანიისგან - Prisma და Lensa. 2022 წლის ნოემბრის ბოლოდან Lensa არის ლიდერი App Store-ში (არა Google Play-ზე გაურკვეველი მიზეზით) და სპონტანურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში იმ მომხმარებლების წყალობით, რომლებიც დიდი სიამოვნებით აზიარებენ გენერირებულ პორტრეტებს.

თავად ანდრეი უსოლცევი აცხადებს, რომ Lensa ახლა "ყველაზე მეტჯერ ჩამოტვირთული" აპლიკაციაა App Store-ზე 11 ქვეყანაში, "აშშ-სა და ბრაზილიის ჩათვლით". მისი თქმით, ფოტორედაქტორი ახლოსაა კიდევ 22 ქვეყნის ჩარტების ტოპ 10-თან.

რა არის უნიკალური Lensa-ს ახალ ფუნქციაში და რატომ აკრიტიკებენ მას?

Magic Avatars ფუნქცია ქმნის პორტრეტებს, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა სტილში - სუპერგმირები, მისტიკური პერსონაჟები და სამეცნიერო ფანტასტიკის გმირები. აპლიკაცია მომხმარებელს კიბორგად, კოსმოსურ ადამიანად, ანიმეს პერსონაჟად, ან როკ ვარსკვლავად აქცევს.

Lensa რამდენიმე დაწკაპუნებით საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური სურათები, რომლებსაც ადამიანები მასიურად აყენებენ თავიანთ ავატარებზე Twitter-ში, Instagram-ზე, Facebook-სა და Telegram-ზე. ყოველ ჯერზე, პროგრამა ქმნის უნიკალურ სურათს, რომლის მიღებაც შესაძლებელია აპლიკაციაში "შეტანილი" სხვადასხვა სურათების სანაცვლოდ.

ტელეფონის გალერეიდან "ჯადოსნობისთვის“ აპლიკაციაში უნდა ატვირთოთ 10-დან 20-მდე პორტრეტი, კადრი, ან სელფი. გამოსახულების შექმნას ჩვეულებრივ 15-30 წუთი სჭირდება. Lensa-ს შემქმნელები აღიარებენ, რომ ნეირონული ქსელი ჯერ კიდევ არ მუშაობს იდეალურად, ამიტომ გთხოვენ დაიცვათ რეკომენდაციები:

  • ატვირთეთ ფოტოები, რომლებზეც ჩანს ერთი და იგივე ადამიანი, სასურველია სურათზე მხოლოდ თქვენ იყოთ.
  • გამოიყენეთ მხოლოდ პორტრეტული კადრები;
  • თუ შესაძლებელია, ატვირთეთ ფოტოები სახეზე სხვადასხვა ემოციებით - და ისე, რომ პროფილი ორივე მხრიდან ჩანდეს;
  • არ გამოიყენოთ ბავშვების ფოტოები.

Lensa კრძალავს შიშველი ფოტოების ატვირთვას. ამავდროულად, ქალთა უფლებადამცველი დარია სერენკო წერს, რომ აპლიკაციის შემქმნელები პროპაგანდას უწევენ ქალების სექსუალიზაციას. ის ამბობს, რომ სხვა გენერირებულ სურათებთან ერთად, მიიღო შიშველი ფოტოებიც, თუმცა მან მხოლოდ ისეთი ფოტოები ატვირთა, სადაც სრულად შემოსილი იყო.

"მომხმარებლები ასევე ჩივიან, რომ ამ პროგრამამ მკერდი უჩვეულოდ გაუდიდა“, - ამბობს სერენკო, რომელიც Lensa-ს შემქმნელებს სექსიზმში ადანაშაულებს.

უსოლცევმა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტი ზოგ შემთხვევაში ქმნის სექსუალურ სურათებს - დააკონკრეტა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც.

ფოტოების ატვირთვა რუსების მიერ შექმნილ აპლიკაციაში... არის თუ არა ეს უსაფრთხო?

უსაფრთხოების თემაზე შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი Lensa-ს რუსული ფესვებია. აპლიკაცია უკრაინაშიც პოპულარული გახდა. ადგილობრივი ჟურნალისტები პირდაპირ მოუწოდებენ ხალხს, რომ არ გამოიყენონ ფოტო რედაქტორი. "რუსული სპეცსამსახურების მუშაობის გათვალისწინებით, ვერავინ მოგცემთ გარანტიას მტრის მიერ დაწერილი პროგრამების გამოყენებისას უსაფრთხოების ადეკვატურ დონეზე”, - აღნიშნავს Ain.ua.

უკრაინული მედია იხსენებს, რომ Prisma Lab-ის წილს ფლობდა Mail.ru Group (ამჟამად VK), უკრაინაში დაბლოკილი რუსული სოციალური ქსელების VKontakte და Odnoklassniki-ის მფლობელი. კომპანიამ სტარტაპის აქციონერები 2019 წელს დატოვა. Prisma Lab-ის ამჟამინდელი მფლობელი, Haxus საწარმო შექმნა მეწარმე იური გურსკიმ, Mail.ru Group-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

უკრაინელი ჟურნალისტები ასევე ითხოვენ, არ გამოიყენონ Lensa-ს ფასიანი სერვისები (ანუ ავატარების შექმნის ფუნქცია), რათა არ უზრუნველყონ რუსეთის "სრულმასშტაბიანი აგრესიის პირდაპირი მხარდაჭერა“.

აღსანიშნავია, რომ Prisma Lab არ იხდის გადასახადებს რუსეთში. ის თავდაპირველად მდებარეობდა მოსკოვში, მაგრამ ახლა რეგისტრირებულია კვიპროსსა და სან ფრანცისკოში.

"აქ [რუსეთში] ჩვენ არ გვაქვს ოფისი, არც თანამშრომლები გვყავს“, - აცხადებს Prisma Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი უსოლცევი. - "ჩვენ შევკრიბეთ საერთაშორისო გუნდი, რომელშიც შედის რუსეთის რამდენიმე მოქალაქე და ჩვენთან მუშაობენ კვიპროსიდან, ან დისტანციურად...”

გარდა მომხმარებლის ფოტოებისა, Lensa-ს აქვს წვდომა და შეუძლია ავტომატურად შეაგროვოს ისეთი მონაცემები, როგორებიცაა IP მისამართები და ტელეფონში არსებული სხვადასხვა ფაილები, თუმცა ეს ყველაფერი მრავალ სხვა აპლიკაციასაც ახასიათებს.

რამდენს იხდის ხალხი პროგრამაში?

ჩამოტვირთვა App Store-დან ან Google Play-დან უფასოა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ პორტრეტების გენერირება და თანხის გადახდის შემთხვევაში Magic Avatars ფუნქციასაც ჩართავთ.

ღირებულება ასეთია:

50 პორტრეტი - 2,49 ევრო

100 პორტრეტი - 3,49 ევრო;

200 პორტრეტი - 4,99 ევრო.

თუ დროულად არ გააუქმებთ საცდელი პერიოდის გამოწერას, მისი დასრულების შემდეგ, Lensa ბარათიდან ჩამოგაჭრით 29,99 ევროს - ერთი წლის ღირებულებას. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შემოსავალი მიიღო კომპანია Magic Avatars-ის ფუნქციის დამატებით.

წყარო: meduza