სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები" - ნიკა მელია ღარიბაშვილზე
"ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები" - ნიკა მელია ღარიბაშვილზე

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის ოჯა­ხებს მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­უ­სამ­ძიმ­რა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა და რის­ხვა მი­ი­ღო.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ მე­ლია წერს, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი სამ­ძიმ­რით გმი­რე­ბი, მათი ბრძო­ლა და იდე­ა­ლე­ბი შე­უ­რა­ცხყო. მე­ლია ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ პრე­მი­ერ­მა და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მათ სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დახ­ვედ­რა და­ა­მად­ლა.

"33 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. პრე­მი­ე­რად წო­დე­ბუ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შე­უ­რა­ცხყოფს გმი­რებს - ამ­ბობს, რომ ისი­ნი პარ­ტი­ამ წა­იყ­ვა­ნა ომში! თუმ­ცა, სხვაგ­ვა­რად მას ვერც წარ­მო­უდ­გე­ნია, არ ეს­მის და ვერც გა­ი­გებს რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლი და რა ძა­ლამ შე­იძ­ლე­ბა წა­იყ­ვა­ნოს ადა­მი­ა­ნი ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე. რო­გორ უნდა გა­ი­გოს, ან რო­გორ უნდა ეს­მო­დეს ეს, რო­დე­საც მას ბა­ტო­ნის მსა­ხუ­რე­ბის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ამ ცხოვ­რე­ბა­ში!

დიახ, გმი­რე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე და­ეც­ნენ, იმი­ტომ, რომ იცოდ­ნენ ვინ არის მტე­რი და იცოდ­ნენ, რო­გორ მო­ი­პო­ვე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა!

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არის "მშვი­დო­ბა" არა იმი­ტომ, რომ რუ­სუ­ლი "ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა არის კე­თილ­გო­ნი­ე­რი, არა­მედ იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბი, რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში არა მხო­ლოდ აკა­ვე­ბენ, არა­მედ ამარ­ცხე­ბენ.

პრე­მი­ე­რად წო­დე­ბულ­მა, მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა და რის­ხვა იწ­ვნია, მხო­ლოდ სამი დღის შემ­დეგ, მი­უ­სამ­ძიმ­რა გმი­რე­ბის ოჯა­ხებს.

ასეთ სამ­ძი­მარს, ჯობ­და სა­ერ­თოდ არ ეთ­ქვა! ამ სამ­ძიმ­რით შე­უ­რა­ცხყო გმი­რე­ბი, მათი ბრძო­ლა და იდე­ა­ლე­ბი. გმი­რე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, პრაქ­ტი­კუ­ლად და­ა­მად­ლა სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დახ­ვედ­რა!

ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა ის­ტო­რი­ა­ში. ეს ადა­მი­ა­ნი კი, ასე­ვე ღირ­სე­უ­ლად და­ი­კა­ვებს თა­ვის კუთ­ვნილ ად­გილს თა­ვი­სი ამ­ხა­ნა­გე­ბის - ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძი­სა და სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის გვერ­დით! დი­დე­ბა გმი­რებს!“, - წერს მე­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მელიას
0

რას ამართლებ გვარს...ბრავოოო.დეგრადირებულები.სულ შენი ჯიბიდან ამოდის ყველაფერი და იხჩობი ვალებში.მოგიტყან ნაბოზარი სული.

ალბო
4

მელია, დამთავრდა ნაცხროვა, გაიგეთ, წადით, წადით.

ავტორი:

"ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები" - ნიკა მელია ღარიბაშვილზე

"ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები" - ნიკა მელია ღარიბაშვილზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მხოლოდ მას შემდეგ მიუსამძიმრა, რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა მიიღო.

როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ მელია წერს, ღარიბაშვილმა მის მიერ გამოთქმული სამძიმრით გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები შეურაცხყო. მელია ასევე მიიჩნევს, რომ პრემიერმა დაღუპული მებრძოლები, ფაქტობრივად, დაადანაშაულა და მათ სამხედრო პატივით დახვედრა დაამადლა.

"33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს - ამბობს, რომ ისინი პარტიამ წაიყვანა ომში! თუმცა, სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში!

დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ ვინ არის მტერი და იცოდნენ, როგორ მოიპოვება თავისუფლებაა!

საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" არა იმიტომ, რომ რუსული "ოცნების“ მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ, რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ.

პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ, მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.

ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!

ქართველი გმირების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. ეს ადამიანი კი, ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით! დიდება გმირებს!“, - წერს მელია.

იხილეთ ასევე: