მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ კანი სიცივეში გამოშრობისგან? - დერმატოლოგის პრაქტიკული რჩევები
როგორ დავიცვათ კანი სიცივეში გამოშრობისგან? - დერმატოლოგის პრაქტიკული რჩევები

ზამ­თრის სი­ცი­ვე კა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დაა. თუ ზა­ფხულ­ში მზის ულტრა­ი­ის­ფერ სხი­ვებს უნდა ვე­რი­დოთ, ზამ­თარ­ში და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ყინ­ვა, ქარი, წვი­მა კანს არა­ნაკ­ლებ სტრესს აყე­ნებს. ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბის დროს კა­ნის ტე­ნი­ა­ნო­ბა მცირ­დე­ბა, ის შრე­ბა და სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის რის­კიც მა­ტუ­ლობს. სწო­რედ ამი­ტომ სჭირ­დე­ბა კანს ზამ­თარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვა. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ამ დროს მეტი წყა­ლი უნდა მი­ი­ღოთ და კა­ნის ტე­ნი­ა­ნო­ბაც მო­ი­მა­ტებს, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არაა და კანს უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა, მეტი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა.

რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ კანს ზამ­თარ­ში, რო­გორ უნდა შევ­ცვა­ლოთ რუ­ტი­ნა და რა პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ცივ სე­ზონ­ზე - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე „თო­დუ­ას კლი­ნი­კის“ დერ­მა­ტო­ლო­გი თამ­თა ბა­კუ­რა­ძე გვპა­სუ­ხობს.

რა ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დის ზამ­თარ­ში კანი?

ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან შე­და­რე­ბით გა­რე­მო ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად იკ­ლებს, რაც კან­ზე დიდ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს. ზო­გა­დად, კანს აქვს დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია, რომ­ლის სრულ­ყო­ფი­ლად შე­სას­რუ­ლებ­ლა­დაც ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. სი­ცი­ვე იწ­ვევს კა­ნის მე­ქა­ნი­კურ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, სი­წით­ლეს, სიმ­შრა­ლეს, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბას, ალერ­გი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. მი­ზე­ზი კი ის გახ­ლავთ, რომ სი­ცი­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს კა­ნის დამ­ცვე­ლო­ბით, ბა­რი­ე­რულ ფუნ­ქცი­ას.

ზო­გა­დად, კანს მოვ­ლა ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ზამ­თარ­ში მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ.

რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ კანს ზამ­თარ­ში? რა ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ში?

ზამ­თარ­ში კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნის შეც­ვლაა სა­ჭი­რო. კა­ნის დაც­ვა და და­ტე­ნი­ა­ნე­ბა უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ არა მხო­ლოდ კა­ნის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა, არა­მედ ყვე­ლამ. კა­ნის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია: ეგ­ზე­მა, ნე­ი­რო­დერ­მი­ტი, ქსე­რო­ზი და სხვა.

და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მი უნდა წა­ის­ვათ სახ­ლი­დან სი­ცი­ვე­ში გას­ვლამ­დე 30-40 წუ­თით ადრე. თუ ამ შუ­ა­ლედს არ და­ი­ცავთ და სახ­ლი­დან გას­ვლის მო­მენ­ტში წა­ის­ვამთ დამ­ცავ და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბას, შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თის ნაც­ვლად უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გიც კი მი­ი­ღოთ.

და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს რო­გორც ზო­გა­დად კა­ნის ტი­პი­სა და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის, ისე სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით. ზამ­თარ­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი კრე­მი შე­და­რე­ბით უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი უნდა იყოს, ზა­ფხუ­ლის კი - მსუ­ბუ­ქი. არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ მზის­გან დამ­ცა­ვიც, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუ ზა­ფხულ­ში 50-70 SPF კრე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, ზამ­თარ­ში - 20-30 SPF საკ­მა­რი­სია.

ზამ­თარ­ში ხში­რია სი­ცი­ვის ალერ­გია. ამ დროს რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ?

სი­ცი­ვის ალერ­გია არის კა­ნის რე­აქ­ცია გა­რე­მო პი­რო­ბებ­ზე. ის ძი­რი­თა­დად სხე­უ­ლის და­უ­ფა­რავ ზო­ნებ­ზე ვლინ­დე­ბა და გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სი­წით­ლით, გა­მო­ნა­ყა­რი­თა და ქა­ვი­ლით. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სით­ბო­ში შეს­ვლის შემ­დეგ ჩი­ვი­ლე­ბი თა­ვი­სით ალაგ­დე­ბა ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ეს პრობ­ლე­მა უყუ­რა­დღე­ბოდ არ უნდა და­ტო­ვოთ და აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს, რად­გან ის დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს. გარ­თუ­ლე­ბულ ეტაპ­ზე ხში­რად ხდე­ბა კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბაც.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სი­ცი­ვე­ში გას­ვლის დროს ღია ზო­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ფა­როს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ქუ­დის, შარ­ფის, ხელ­თათ­მა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

კა­ნის მოვ­ლა ბევ­რის­თვის მხო­ლოდ სა­ხის კან­თან ასო­ცირ­დე­ბა. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნის მთლი­ან სხე­ულ­ზე და­ტე­ნი­ა­ნე­ბა და დაც­ვა?

ეს დიდი შეც­დო­მაა, კა­ნის მოვ­ლა აუ­ცი­ლებ­ლად მთლი­ან სხე­ულ­ზეა სა­ჭი­რო. სხე­ულ­ზე გა­მომშრა­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კანი ისე­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, რო­გორც სა­ხე­ზე. ამი­ტომ, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ კა­ნის მოვ­ლა­ზე, მის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა­სა და დაც­ვა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად მთელ კანს ვგუ­ლის­ხმობთ. ამ დროს არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს ტუ­ჩე­ბიც, რომ­ლის სა­თა­ნა­დოდ და­ტე­ნი­ა­ნე­ბაც არა­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ზამ­თარ­ში რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა? ის კა­ნის და­მა­ტე­ბით გა­მოშ­რო­ბას ხომ არ იწ­ვევს?

დამ­ცა­ვი და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მე­ბის წას­მის შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ხა­რის­ხი­ა­ნი დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კა. ის არა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს არ გა­მო­იწ­ვევს, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ჩა­მო­ბა­ნის წე­სე­ბი ზუს­ტად და­იც­ვათ და კანი სა­თა­ნა­დოდ გა­ი­სუფ­თა­ოთ.

რო­მე­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ზამ­თარ­ში?

ზამ­თარ­ში უფრო ხში­რად ლა­ქე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ. კარ­გი სე­ზო­ნია პი­ლინ­გის ჩა­სა­ტა­რებ­ლად რო­გორც სახ­ლში, ისე ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში. თუმ­ცა კი­დევ ერთხელ მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, რომ ამ დროს მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ დაგ­ვა­ვი­წყდეს.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს კვე­ბა კა­ნის გა­მოშ­რო­ბის­გან დაც­ვა­ში?

კვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე. ამ მხრივ ზამ­თარ­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ჯან­სა­ღი კვე­ბა, ისე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­რო სი­თხის მი­ღე­ბა.

Niko
0

Gamarjoba gansakutrebit kanis simshrale mawuxebs zamtarshi ras mirchevdit

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ დავიცვათ კანი სიცივეში გამოშრობისგან? - დერმატოლოგის პრაქტიკული რჩევები

როგორ დავიცვათ კანი სიცივეში გამოშრობისგან? - დერმატოლოგის პრაქტიკული რჩევები

ზამთრის სიცივე კანისთვის განსაკუთრებული გამოცდაა. თუ ზაფხულში მზის ულტრაიისფერ სხივებს უნდა ვერიდოთ, ზამთარში დაბალი ტემპერატურა, ყინვა, ქარი, წვიმა კანს არანაკლებ სტრესს აყენებს. ტემპერატურის კლების დროს კანის ტენიანობა მცირდება, ის შრება და სხვადასხვა მექანიკური დაზიანების რისკიც მატულობს. სწორედ ამიტომ სჭირდება კანს ზამთარში განსაკუთრებული დაცვა. ხშირად ამბობენ, რომ ამ დროს მეტი წყალი უნდა მიიღოთ და კანის ტენიანობაც მოიმატებს, თუმცა ეს საკმარისი არაა და კანს უფრო მეტი ყურადღება, მეტი მოვლა სჭირდება.

როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზამთარში, როგორ უნდა შევცვალოთ რუტინა და რა პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული ცივ სეზონზე - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე „თოდუას კლინიკის“ დერმატოლოგი თამთა ბაკურაძე გვპასუხობს.

რა ცვლილებებს განიცდის ზამთარში კანი?

ზამთარში ადამიანის ნორმალურ ტემპერატურასთან შედარებით გარემო ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, რაც კანზე დიდ ზემოქმედებას ახდენს. ზოგადად, კანს აქვს დამცველობითი ფუნქცია, რომლის სრულყოფილად შესასრულებლადაც ნორმალური ტემპერატურა სჭირდება. სიცივე იწვევს კანის მექანიკურ გაღიზიანებას, სიწითლეს, სიმშრალეს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ალერგიული და ვირუსული დაავადებების პროვოცირებას. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სიცივე მნიშვნელოვნად ამცირებს კანის დამცველობით, ბარიერულ ფუნქციას.

ზოგადად, კანს მოვლა ნებისმიერ სეზონზე სჭირდება, თუმცა ზამთარში მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზამთარში? რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ კანის მოვლის რუტინაში?

ზამთარში კანის მოვლის რუტინის შეცვლაა საჭირო. კანის დაცვა და დატენიანება უნდა გააძლიერონ არა მხოლოდ კანის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა, არამედ ყველამ. კანის ქრონიკული დაავადებებია: ეგზემა, ნეიროდერმიტი, ქსეროზი და სხვა.

დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ სახლიდან სიცივეში გასვლამდე 30-40 წუთით ადრე. თუ ამ შუალედს არ დაიცავთ და სახლიდან გასვლის მომენტში წაისვამთ დამცავ და დამატენიანებელ საშუალებას, შეიძლება დადებითის ნაცვლად უარყოფითი შედეგიც კი მიიღოთ.

დამატენიანებელი კრემის შერჩევა უნდა მოხდეს როგორც ზოგადად კანის ტიპისა და ინგრედიენტების, ისე სეზონის მიხედვით. ზამთარში გამოსაყენებელი კრემი შედარებით უფრო ინტენსიური უნდა იყოს, ზაფხულის კი - მსუბუქი. არ უნდა დაგავიწყდეთ მზისგან დამცავიც, რომელიც ნებისმიერ სეზონზე უნდა გამოიყენოთ. თუ ზაფხულში 50-70 SPF კრემების გამოყენებაა რეკომენდებული, ზამთარში - 20-30 SPF საკმარისია.

ზამთარში ხშირია სიცივის ალერგია. ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?

სიცივის ალერგია არის კანის რეაქცია გარემო პირობებზე. ის ძირითადად სხეულის დაუფარავ ზონებზე ვლინდება და გამოიხატება სიწითლით, გამონაყარითა და ქავილით. ხშირ შემთხვევაში, სითბოში შესვლის შემდეგ ჩივილები თავისით ალაგდება ხოლმე. მიუხედავად ამისა ეს პრობლემა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ის დროთა განმავლობაში შეიძლება გართულდეს. გართულებულ ეტაპზე ხშირად ხდება კიდურების შეშუპებაც.

მნიშვნელოვანია, რომ სიცივეში გასვლის დროს ღია ზონები მაქსიმალურად დაიფაროს. რეკომენდებულია ქუდის, შარფის, ხელთათმანების გამოყენება.

კანის მოვლა ბევრისთვის მხოლოდ სახის კანთან ასოცირდება. რამდენად მნიშვნელოვანია კანის მთლიან სხეულზე დატენიანება და დაცვა?

ეს დიდი შეცდომაა, კანის მოვლა აუცილებლად მთლიან სხეულზეა საჭირო. სხეულზე გამომშრალი და გაღიზიანებული კანი ისევე შეიძლება გახდეს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი, როგორც სახეზე. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კანის მოვლაზე, მის დატენიანებასა და დაცვაზე, აუცილებლად მთელ კანს ვგულისხმობთ. ამ დროს არ უნდა გამოგვრჩეს ტუჩებიც, რომლის სათანადოდ დატენიანებაც არანაკლებად მნიშვნელოვანია.

ზამთარში რამდენად რეკომენდებულია დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება? ის კანის დამატებით გამოშრობას ხომ არ იწვევს?

დამცავი და დამატენიანებელი კრემების წასმის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხარისხიანი დეკორატიული კოსმეტიკა. ის არანაირ დამატებით პრობლემებს არ გამოიწვევს, თუმცა აუცილებელია, რომ დეკორატიული კოსმეტიკის ჩამობანის წესები ზუსტად დაიცვათ და კანი სათანადოდ გაისუფთაოთ.

რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული ზამთარში?

ზამთარში უფრო ხშირად ლაქების საწინააღმდეგო მკურნალობას მიმართავენ. კარგი სეზონია პილინგის ჩასატარებლად როგორც სახლში, ისე ესთეტიკურ ცენტრებში. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ ამ დროს მზისგან დამცავი კრემების გამოყენება არ დაგვავიწყდეს.

რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება კანის გამოშრობისგან დაცვაში?

კვება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერ სეზონზე. ამ მხრივ ზამთარში არაფერი იცვლება. მნიშვნელოვანია როგორც ჯანსაღი კვება, ისე დღის განმავლობაში საჭირო სითხის მიღება.