კიევი რუსული აგრესიის სამიზნედ რჩება , - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკო კიევის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
“მომხდარი ამბები გაუგებარია ნორმალური გონებისთვის. ქალაქ კიევში, სადაც საბრძოლო მოქმედებები და ფრონტის ხაზი არ ყოფილა, დანგრეულია 678 შენობა, რომელთაგან 350 - საცხოვრებელი სახლია. 150 ადამიანზე მეტია მოკლული, მათგან ოთხი - ბავშვი. არასდროს არ შეგვეძლო გვეფიქრა, რომ ქალაქის ცენტრს დაბომბავდნენ და რაკეტები საბავშვო მოედანსაც დაეცემოდა”, - განაცხადა კლიჩკომ.
მან აღნიშნა, რომ კრემლის მთავარი მიზანი დაშინება და დეპრესიის გამოწვევაა.
“ეს სპეცოპერაცია არაა, ეს ტერორიზმსა და გენოციდს უფრო ჰგავს, რომ ჩვენ აქ გავიყინოთ ან მოვკვდეთ, რომ შეგვეშინდეს და სადმე წავიდეთ. პუტინს უკრაინა უკრაინელების გარეშე სჭირდება. და ამ მომენტში უნდა გავერთიანდეთ, გვერდში დავუდგეთ ყოველ უკრაინელს, რათა ქვეყანა დავიცვათ”, - თქვა კიევის მერმა.
ჰო და დრო რო მოვა, მასე და კიდე უარესი მოუვა მოსკოვს და ლენინგრადს. ბუმერანგის პრინციპი. ზოგ ქართველს ჩაწყდება გული, მაგრამ, ეჰ, ბაბილონიც დაინგრა, არა და მოსკოვზე წლოვანებითაც და სიდიდიდაც 3-ჯერ დიდი ქალაქი იყო.
ნუ იკრიბებით ბენდერები საბავშვო მოედანზე და არ მოხდება ეგრე.