მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი იმ დონის ეროვნული კატასტროფა იქნება, ამის გააზრება სრულფასოვნად არავის შეგვიძლია" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
"პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი იმ დონის ეროვნული კატასტროფა იქნება, ამის გააზრება სრულფასოვნად არავის შეგვიძლია" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში „არც ბი­ძი­ნა, არც მი­შას“ ლო­ზუნ­გის ფრი­ა­ლი რე­ა­ლუ­რად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნიშ­ნავს, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ყო­ფი­ლი წევ­რი, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ივა­ნიშ­ვილს სჯე­რა, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა მის­თვის ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლი არაა.

"პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია: იგი სიკ­ვდი­ლის­კენ მი­მა­ვალ ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზეა.

ზუს­ტად ვე­რა­ვინ იტყვის რამ­დენ ხანს ეყო­ფა სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი გა­ჩე­რე­ბა მის გარ­და­უ­ვალ სიკ­ვდილს ნიშ­ნავს. სა­ნამ მას აქვს საფრ­თხის მუდ­მი­ვი გან­ცდა (და ასე­თია პუ­ტი­ნის გუ­ბერ­ნი­ად ქცე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო), მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ტყვე­ო­ბა­ში პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი, ჰგო­ნია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ამას არ იზამს.

ივა­ნიშ­ვი­ლის ძალა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ილუ­ზი­ებ­შია.

არის მე­ო­რე ფაქ­ტო­რიც: ივა­ნიშ­ვი­ლი ქრო­ნი­კუ­ლად და­ძა­ბუ­ლო­ბის ქვეშ ამ­ყო­ფებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ღლის, აგუ­ებს შე­საძ­ლო კა­ტას­ტრო­ფულ შე­დეგს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ აყე­ნებს ამ შე­დეგს.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში „არც ბი­ძი­ნა, არც მი­შას“ ლო­ზუნ­გის ფრი­ა­ლი რე­ა­ლუ­რად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნიშ­ნავს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ლო­ზუნ­გის მომ­ხრე­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი არ უნ­დათ, მით უმე­ტეს პუ­ტი­ნის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფის. უბ­რა­ლოდ, ისი­ნი უნდა მიხ­ვდნენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვა არა მხო­ლოდ "ქო­ცე­ბის" სა­დის­ტურ ვნე­ბებს, არა­მედ მათ პო­ლი­ტი­კურ გან­წყო­ბა­საც არის ამო­ფა­რე­ბუ­ლი და რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი მათ ცხოვ­რე­ბა­საც და­ან­გრევს, აქ ისე­თი პუ­ტი­ნის­ტუ­რი „ოპ­რიჩ­ნი­ნა“ გა­ფორმ­დე­ბა.

ივა­ნიშ­ვილს სჯე­რა, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა მის­თვის ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლი არაა. ამი­ტო­მაა ივა­ნიშ­ვი­ლი ახლა სა­ში­ში. მას სჯე­რა, რომ არა­თუ „არც ბი­ძი­ნა, არც მიშა“ ხალ­ხი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ე­ბიც კი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვარ­დნის ნაც­ვლად "ფე­ის­ბუქ­ზე" და­ჭა­მენ ერ­თმა­ნეთს იმა­ზე კა­მა­თით, ვისი ბრა­ლი იყო, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი სიკ­ვდი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი იმ დო­ნის ეროვ­ნუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა, ამის გა­აზ­რე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად არა­ვის შეგ­ვიძ­ლია.

ამის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!

მხო­ლოდ ერ­თი­ა­ნო­ბა და გა­აზ­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა აგ­ვა­ცი­ლებს თავს ამ ეროვ­ნულ კა­ტას­ტრო­ფას“,- წერს ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
1

მიყევით მთელი ნაცსექტა და პირობას გაძლევთ, არც კი შევიმჩნევთ !

ნინი
0

რატომ აფიქსირებთ თქვენს აზრს, ხომ ხედავთ პოზიტიურად არავინ შემოგეხმიანათ. ხედავთ რა დიდია ხლხის ტკივილი. მე ის კატეგორია ვარ რომელსაც უფლის წყალობით არც ცუდათ და არც კარგად არავინ შემხაბია, მაგრამ მტკივა ყველას ტკივილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი იმ დონის ეროვნული კატასტროფა იქნება, ამის გააზრება სრულფასოვნად არავის შეგვიძლია" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი იმ დონის ეროვნული კატასტროფა იქნება, ამის გააზრება სრულფასოვნად არავის შეგვიძლია" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ამ მდგომარეობაში „არც ბიძინა, არც მიშას“ ლოზუნგის ფრიალი რეალურად პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაში ივანიშვილის თანამონაწილეობას ნიშნავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც ის განმარტავს, ივანიშვილს სჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა მისთვის ხიფათის შემცველი არაა.

"პრეზიდენტ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: იგი სიკვდილისკენ მიმავალ ტრაექტორიაზეა.

ზუსტად ვერავინ იტყვის რამდენ ხანს ეყოფა სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ საქართველოში მისი გაჩერება მის გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. სანამ მას აქვს საფრთხის მუდმივი განცდა (და ასეთია პუტინის გუბერნიად ქცეული საქართველო), მისი ჯანმრთელობის გაუარესების შეჩერება შეუძლებელია.

ყველა ნორმალური ადამიანისთვის იმდენად წარმოუდგენელია ტყვეობაში პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი, ჰგონია, რომ ივანიშვილი ამას არ იზამს.

ივანიშვილის ძალა ნორმალური ადამიანების ილუზიებშია.

არის მეორე ფაქტორიც: ივანიშვილი ქრონიკულად დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს საზოგადოებას, ღლის, აგუებს შესაძლო კატასტროფულ შედეგს და მხოლოდ ამის შემდეგ აყენებს ამ შედეგს.

ამ მდგომარეობაში „არც ბიძინა, არც მიშას“ ლოზუნგის ფრიალი რეალურად პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაში ივანიშვილის თანამონაწილეობას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ამ ლოზუნგის მომხრეების უდიდეს ნაწილს პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი არ უნდათ, მით უმეტეს პუტინის ტყვეობაში მყოფის. უბრალოდ, ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ივანიშვილის ბოროტი განზრახვა არა მხოლოდ "ქოცების" სადისტურ ვნებებს, არამედ მათ პოლიტიკურ განწყობასაც არის ამოფარებული და რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი მათ ცხოვრებასაც დაანგრევს, აქ ისეთი პუტინისტური „ოპრიჩნინა“ გაფორმდება.

ივანიშვილს სჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა მისთვის ხიფათის შემცველი არაა. ამიტომაა ივანიშვილი ახლა საშიში. მას სჯერა, რომ არათუ „არც ბიძინა, არც მიშა“ ხალხი, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებიც კი ქუჩაში გამოვარდნის ნაცვლად "ფეისბუქზე" დაჭამენ ერთმანეთს იმაზე კამათით, ვისი ბრალი იყო, რომ ივანიშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი სიკვდილამდე მიიყვანა.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი იმ დონის ეროვნული კატასტროფა იქნება, ამის გააზრება სრულფასოვნად არავის შეგვიძლია.

ამის დაშვება არ შეიძლება!

მხოლოდ ერთიანობა და გააზრებული ქმედება აგვაცილებს თავს ამ ეროვნულ კატასტროფას“,- წერს ჭიაბერაშვილი.