კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"დღეს 41 წლის გახდი! მოკლედ, თავიდან ბოლომდე "ქოცი" ხარ" - როგორ მიულოცა დაბადების დღე ირაკლი ზარქუას დამ

"დღეს 41 წლის გახდი! მოკლედ, თავიდან ბოლომდე "ქოცი" ხარ" - როგორ მიულოცა დაბადების დღე ირაკლი ზარქუას დამ

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა იუბილარია. მას დღეს 41 წელი შეუსრულდა. პოლიტიკოსის და დიზაინერი ნინი ზარქუა ძმას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და წერს:

"ირაა გილოცააავთ! ისე რამდენი დამთხვევაა: სახლიც 41 ნომერში ვცხოვრობდით; საპარლამენტო სიაშიც 41- ე იყავი, სამუშაო ოთახის ნომერიც 4-41 და დღეს 41 წლის გახდი მოკლედ "ქოცი" ხარ თავიდან ბოლომდე რაა! შენს ლამაზ ოჯახთან და პრინცესებთან ბედნიერი იყავი პ.ს ჩემი "ვონკალი"არ შეიმჩნიოთ" - წერს "ფეისბუქში" ნინა ზარქუა და ვიდეოსაც აქვეყნებს.

ნინი ზარქუას საზოგადოება დიზაინერის ამპლუით იცნობს. ის ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა.