საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთ მდგომარეობაშია, ეს მძიმე სანახავია... მეეჭვება პრეზიდენტმა რამე გააკეთოს. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს აქ არავინ იცნობს, 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი..." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი?
"ისეთ მდგომარეობაშია, ეს მძიმე სანახავია... მეეჭვება პრეზიდენტმა რამე გააკეთოს. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს აქ არავინ იცნობს, 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი..." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი?

დღეს ცენ­ტრმა "ემ­პა­თი­ამ“ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც "ემ­პა­თი­ა­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, "აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა ტოქ­სი­კუ­რი აგენ­ტე­ბის, მათ შო­რის, ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თე­ბი­სა და რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ექ­სპრე­ზი­დენ­ტის კომა და სიკ­ვდი­ლი“.

დღეს­ვე, დი­ლით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს და წა­რად­გი­ნეს დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც 16 ტო­მის­გან და ერთი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­ზეც ჩა­წე­რი­ლია ფო­ტო­ე­ბი, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი. დო­კუ­მენ­ტებ­ში წე­რია, რომ სა­ა­კაშ­ვილს 20 და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა მას პა­ტიმ­რო­ბის შემ­დგომ გა­ნუ­ვი­თარ­და და მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და კონ­კრე­ტუ­ლად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს "ემ­პა­თი­ის“ დას­კვნას და ამ­ბობს, რომ ცენ­ტრი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“. "ეს ყვე­ლა­ფე­რი არის წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნია, რომ­ლის მი­ზა­ნია გა­ა­ჩი­ნონ რა­ღაც თა­ნაგ­რძნო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რის მი­მართ და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ა­კაშ­ვი­ლის რა­ღაც ფორ­მით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არი­ონ ვი­თა­რე­ბა. ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, არ შე­დის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში, ვე­რა­ვი­თა­რი ლო­ბის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ით ვერ და­არ­წმუ­ნე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმა­ში, რომ 1. ეს ადა­მი­ა­ნი არ არის დამ­ნა­შა­ვე 2. რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი“, - ამ­ბობს კო­ბა­ხი­ძე.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე აღ­მო­ჩე­ნი­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო პა­ტიმ­რის სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს, თუმ­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით სა­სა­მარ­თლოს სთა­ვა­ზობს სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა­საც. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში უნდა და­ი­წყოს. რო­გორც შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე აა­ნონ­სებს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ის­ტო­რი­უ­ლი და ძალ­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა­საც ბევრ რა­მეს აეხ­დე­ბა ფარ­და.

"ჩვენ ვი­თხოვთ მი­შას სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი, შე­დის იმ ბრძა­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ და რომ­ლე­ბიც ით­ვლე­ბა მძი­მე და გა­ნუ­კურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბე­ბად. მის­გან გან­კურ­ნე­ბის არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს ვთა­ვა­ზობთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­საც - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო არ გა­მო­ი­ყე­ნებს 284-ე მუხლს (სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბას) მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნოს 283-ე (სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან დრო­ე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა).

ჩვენ წარ­ვად­გი­ნეთ 15 ტომი, აქ არის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, მას­ზე დარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი (6 ტომი). რაც შე­ე­ხე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათს, მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია ექ­სპერ­ტე­ბის მიერ კვე­ლე­ვის პრო­ცეს­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. და­სა­კი­თხია 17 ექ­სპერ­ტი, ასე­ვე სხვა მოწ­მე­ე­ბიც. ასე­ვე მო­ვი­თხო­ვეთ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის და­კი­თხვა (რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გო­რის ჰოს­პიტ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო), "ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბის, ასე­ვე ნინო ნა­დი­რა­ძის და­კი­თხვაც (და­ახ­ლო­ე­ბით 25 მოწ­მეა, რო­მელ­თა და­კი­თხვა­საც ვი­თხოვთ). სა­სა­მარ­თლო თუ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვებს, ყვე­ლა­ფე­რი 4-5 პრო­ცეს­ში დამ­თავ­რდე­ბა და სა­სურ­ვე­ლია, ამ პრო­ცე­სე­ბის მი­ყო­ლე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა“.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ და­ეს­წრე­ბა პრო­ცესს, თუმ­ცა ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, ერთხელ მა­ინც მოხ­დეს მისი დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში იმის­თვის, რომ ყვე­ლამ ნა­ხოს, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ემ­პა­თი­ის“ დას­კვნა იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოხ­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მას აქვს ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხვდე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, რა­ღაც - არა, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია.

სი­მუ­ლი­ან­ტობ­სო, რომ გა­ი­ძა­ხი­ან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს თუ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს, მა­შინ, რა­ტომ უნდა ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ უცხო­ე­ლი ექი­მე­ბი? რა­ტომ სთა­ვა­ზობს რატი ბრე­გა­ძე ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­უ­რი კლი­ნი­კი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მი ჩა­მო­იყ­ვა­ნოს და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თოს? კარ­გი მკურ­ნა­ლო­ბა თუ უტარ­დე­ბა, რა­ტომ მძიმ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა? რატი ბრე­გა­ძის ეს გან­ცხა­დე­ბა იმის აღი­ა­რე­ბა იყო, რომ თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად იცი­ან, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, სა­ა­კაშ­ვი­ლი უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფია. მე­ო­რეც, იმ ექი­მებს აქ ხომ არ და­ა­სახ­ლებ? სკრი­ნინგ ცენ­ტრს აქ ხომ არ გად­მო­ი­ტა­ნენ თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ლით? ვერც კო­ბა­ხი­ძის და ვერც სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს, 30 წე­ლია პო­ლი­ტი­კო­სებს ვუს­მენთ და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქვე­ყა­ნა, კი ვხე­დავთ. რა ვიცი, ჩვენ სა­მარ­თალ­ზე ვმუ­შა­ობთ და გვა­ცა­ლონ მუ­შა­ო­ბა. მათ არა ერთხელ მო­ვუ­წო­დე, გა­ა­ნე­ბეთ ამ გან­ცხა­დე­ბებს თავი-მეთ­ქი და რა ვქნა, პირს ვე­რა­ვის ამო­ვუ­კე­რავთ და თუ ასე სი­ა­მოვ­ნებთ, აკე­თონ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი.

პრე­ზი­დენტს რაც შე­ე­ე­ხე­ბა, ჩვენ არ დაგ­ვი­ყე­ნე­ბია შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი, თვი­თონ შე­მო­იჭ­რა ამ საქ­მე­ში და რად­გან შე­მო­იჭ­რა, ვი­ფიქ­რეთ, იქ­ნებ რა­ღაც ქნას, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, რამე გა­ა­კე­თოს. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არ წავა, სუ­ლაც ჰიტ­ლე­რიც რომ იყოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­ვე­ში. ჩემ­ზე ახ­ლოს ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ იც­ნობს, შიგ­ნი­დან ვიც­ნობ ( ნეტა, არ ვიც­ნობ­დე) - 2 წელი მისი ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი... რა საქ­მე­ზე ვი­ცავ­დი, ამა­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, ვი­ნა­ი­დან ის ჩემი ყო­ფი­ლი კლი­ენ­ტია და არ მივ­ცემ თავს ამის უფ­ლე­ბას".

ად­ვო­კა­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბო­ლოს გუ­შინ ნახა და ისიც - გა­თი­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

"მი­შას ფოტო პი­რა­დად არ მაქვს, რომ გიჩ­ვე­ნოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ეს მძი­მე სა­ნა­ხა­ვია... როცა მას­თან შევ­დი­ვართ, ჩვენ მკაც­რად გვა­მოწ­მე­ბენ, არც ტე­ლე­ფო­ნის შე­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია, არც მას აძ­ლე­ვენ და­რეკ­ვის უფ­ლე­ბას... ის ბო­ლოს გუ­შინ ვნა­ხე, გა­თი­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია... მიშა პე­რი­ო­დუ­ლად იღებს საკ­ვებს, პა­ტა­რა ულუ­ფას, თუმ­ცა ძა­ლი­ან ძნე­ლად და რა­საც ჭამს, უკან აბ­რუ­ნებს. ჩვენ თუ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბას არ წაგ­ვარ­თმე­ვენ, მა­შინ მას მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, ან გა­და­უ­ვად­დეს სას­ჯე­ლი და იმ­კურ­ნა­ლოს, სა­დაც უნდა. ქვეყ­ნის­თვის კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა, თუ ისე არ დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი, რის­თვი­საც ვიღწ­ვით“, - გვე­უბ­ნე­ბა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა უგულავა
3

ხაჭაპურიძე უნამუსო, ასეთს რას გიხდიან მაგ მკვლელს რომ დავუდექი ადვიკატად

მედროვე ხაჭაპურას
8

ღირსება შენთვის უცხო რომაა იქიდან გამოჩნდა გირგვლიანების მერე მიშას რომ იცავ, მაგრამ ის თუ იცი არასწორი რომაა გაამხილო ვისი ადვოკატი იყავი, თუ კლიენტს ამისი სურვილი არ აქვს? უღირსი იურისტი ხარ, კაცობაზე რომ არაფერი ითქვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ისეთ მდგომარეობაშია, ეს მძიმე სანახავია... მეეჭვება პრეზიდენტმა რამე გააკეთოს. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს აქ არავინ იცნობს, 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი..." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი?

"ისეთ მდგომარეობაშია, ეს მძიმე სანახავია... მეეჭვება პრეზიდენტმა რამე გააკეთოს. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს აქ არავინ იცნობს, 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი..." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი?

დღეს ცენტრმა "ემპათიამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც "ემპათიაში“ აღნიშნავენ, "აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ექსპრეზიდენტის კომა და სიკვდილი“.

დღესვე, დილით, სააკაშვილის ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართეს და წარადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც 16 ტომისგან და ერთი მეხსიერების ბარათისგან შედგება, რომელზეც ჩაწერილია ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება სააკაშვილი. დოკუმენტებში წერია, რომ სააკაშვილს 20 დაავადება აქვს, რომელთა უმეტესობა მას პატიმრობის შემდგომ განუვითარდა და მისი ციხეში ყოფნა სიკვდილის ტოლფასია.

"ქართული ოცნება“ და კონკრეტულად ირაკლი კობახიძე უნდობლობას უცხადებს "ემპათიის“ დასკვნას და ამბობს, რომ ცენტრი მიკერძოებულია და დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან“. "ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ რაღაც თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყონ სააკაშვილის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისათვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. ეს, ბუნებრივია, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერ დაარწმუნებენ საზოგადოებას იმაში, რომ 1. ეს ადამიანი არ არის დამნაშავე 2. რომ მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი“, - ამბობს კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აღმოჩენილი მძიმე დაავადებების გამო პატიმრის სრულად გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა ალტერნატივის სახით სასამართლოს სთავაზობს სასჯელის გადავადებასაც. სასამართლო პროცესები მაქსიმუმ 10 დღეში უნდა დაიწყოს. როგორც შალვა ხაჭაპურიძე აანონსებს, სასამართლო პროცესი ისტორიული და ძალზე ხმაურიანი იქნება, რომლის მიმდინარეობისასაც ბევრ რამეს აეხდება ფარდა.

"ჩვენ ვითხოვთ მიშას სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილი დიაგნოზები, შედის იმ ბრძანების ჩამონათვალში, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ და რომლებიც ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებებად. მისგან განკურნების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა სასამართლოს ვთავაზობთ ალტერნატივასაც - იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გამოიყენებს 284-ე მუხლს (სასჯელის გადავადებას) მაშინ გამოიყენოს 283-ე (სასჯელის მოხდისგან დროებით გათავისუფლება).

ჩვენ წარვადგინეთ 15 ტომი, აქ არის ექსპერტიზის დასკვნა, მასზე დართული მასალები და ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები (6 ტომი). რაც შეეხება მეხსიერების ბარათს, მასზე აღბეჭდილია ექსპერტების მიერ კველევის პროცესში სააკაშვილისთვის გადაღებული ფოტოები. დასაკითხია 17 ექსპერტი, ასევე სხვა მოწმეებიც. ასევე მოვითხოვეთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის დაკითხვა (რომელიც თავის დროზე გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო), "ვივამედის“ ექიმების, ასევე ნინო ნადირაძის დაკითხვაც (დაახლოებით 25 მოწმეა, რომელთა დაკითხვასაც ვითხოვთ). სასამართლო თუ ინტენსიურად იმუშავებს, ყველაფერი 4-5 პროცესში დამთავრდება და სასურველია, ამ პროცესების მიყოლებით ჩატარდება“.

ადვოკატების თქმით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ დაესწრება პროცესს, თუმცა ისინი მოითხოვენ, ერთხელ მაინც მოხდეს მისი დისტანციურად ჩართვა სასამართლო დარბაზში იმისთვის, რომ ყველამ ნახოს, თუ როგორ გამოიყურება ახლა სააკაშვილი.

"ემპათიის“ დასკვნა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს სააკაშვილის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. მას აქვს ის დაავადებები, რომლებიც ხვდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სპეციალური ბრძანების ჩამონათვალში. რაღაც დაავადებები ექვემდებარება მკურნალობას, რაღაც - არა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ მისი მკურნალობა საქართველოში გამორიცხულია.

სიმულიანტობსო, რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილს თუ კვალიფიციური დახმარება უტარდება და ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ, რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები? რატომ სთავაზობს რატი ბრეგაძე ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს? კარგი მკურნალობა თუ უტარდება, რატომ მძიმდება ყოველდღიურად პაციენტის მდგომარეობა? რატი ბრეგაძის ეს განცხადება იმის აღიარება იყო, რომ თვითონაც მშვენივრად იციან, რომ მდგომარეობა მძიმეა, სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია. მეორეც, იმ ექიმებს აქ ხომ არ დაასახლებ? სკრინინგ ცენტრს აქ ხომ არ გადმოიტანენ თავისი პერსონალით? ვერც კობახიძის და ვერც სხვა პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, 30 წელია პოლიტიკოსებს ვუსმენთ და რა მდგომარეობაშია ქვეყანა, კი ვხედავთ. რა ვიცი, ჩვენ სამართალზე ვმუშაობთ და გვაცალონ მუშაობა. მათ არა ერთხელ მოვუწოდე, გაანებეთ ამ განცხადებებს თავი-მეთქი და რა ვქნა, პირს ვერავის ამოვუკერავთ და თუ ასე სიამოვნებთ, აკეთონ ეს განცხადებები.

პრეზიდენტს რაც შეეეხება, ჩვენ არ დაგვიყენებია შეწყალების საკითხი, თვითონ შემოიჭრა ამ საქმეში და რადგან შემოიჭრა, ვიფიქრეთ, იქნებ რაღაც ქნას, მაგრამ მეეჭვება, რამე გააკეთოს. მმართველი პარტიის წინააღმდეგ არ წავა, სულაც ჰიტლერიც რომ იყოს სახელმწიფოს სათავეში. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს საქართველოში არავინ იცნობს, შიგნიდან ვიცნობ ( ნეტა, არ ვიცნობდე) - 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი... რა საქმეზე ვიცავდი, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ვინაიდან ის ჩემი ყოფილი კლიენტია და არ მივცემ თავს ამის უფლებას".

ადვოკატი გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლოს გუშინ ნახა და ისიც - გათიშულ მდგომარეობაში.

"მიშას ფოტო პირადად არ მაქვს, რომ გიჩვენოთ, როგორ გამოიყურება, ეს მძიმე სანახავია... როცა მასთან შევდივართ, ჩვენ მკაცრად გვამოწმებენ, არც ტელეფონის შეტანა შეგვიძლია, არც მას აძლევენ დარეკვის უფლებას... ის ბოლოს გუშინ ვნახე, გათიშულ მდგომარეობაშია... მიშა პერიოდულად იღებს საკვებს, პატარა ულუფას, თუმცა ძალიან ძნელად და რასაც ჭამს, უკან აბრუნებს. ჩვენ თუ სამართლიანი სასამართლოს უფლებას არ წაგვართმევენ, მაშინ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ გათავისუფლდეს, ან გადაუვადდეს სასჯელი და იმკურნალოს, სადაც უნდა. ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, თუ ისე არ დამთავრდა ყველაფერი, რისთვისაც ვიღწვით“, - გვეუბნება შალვა ხაჭაპურიძე.

იხილეთ ასევე: