მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ" - ვოლსკი
"ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ" - ვოლსკი

არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, ხან მისი ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თურ­მე უკვე სუ­ნიც აუ­ვი­და, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, უამ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე და ახლა თურ­მე, სა­სა­მარ­თლო­ში უნდა მი­იყ­ვა­ნონ, ამას სხვა არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ, თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცია,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, თუმ­ცა, როცა საქ­მე გა­დაყ­ვა­ნას ეხე­ბა, სა­კითხს სა­სა­მარ­თლო წყვეტს, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნით იუ­რის­ტებ­მა უნდა მი­მარ­თონ, რაც ვოლ­სკის თქმით, არ მომ­ხდა­რა.

"არ­სე­ბობს მე­ქა­ნიზ­მი, სა­ა­კაშ­ვი­ლი და ისი­ნი, ვინც გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც კარ­ნა­ხობ­დნენ სა­სა­მარ­თლოს, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. თუკი სა­სა­მარ­თლოს ექ­ნე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი დას­კვნა რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის, ასე­ვე სხვა პა­ტიმ­რის შემ­თხვე­ვა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია იმ­სჯე­ლებს შე­სა­ბა­მის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მის კარ­გად თუ ცუ­დად ყოფ­ნას, კარ­გად რომ იყოს რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ იქ­ნე­ბო­და, არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და თუკი ად­მი­ნის­ტრა­ცია თვლის, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­დაყ­ვა­ნა და სა­სა­მარ­თლო­ში მიყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქით, ოპო­ზი­ცია და სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი უნდა იყოს პირ­ვე­ლი, ვინც ამა­ზე იყ­ვი­რებს - "არ გა­ან­ძრი­ოთ, ის მარ­თლაც ცუ­დად არის და იყოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში". ასე შებ­რუ­ნე­ბა თე­მის უტიფ­რო­ბაც არის და სპე­კუ­ლა­ცი­ის სურ­ვი­ლიც. თუ ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს და აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ეს არა­ვის უარ­ყვია და იმა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ, რა დას­კვნა აქვს და რა სა­მე­დი­ცი­ნო შე­ფა­სე­ბე­ბი აქვს მის მდგო­მა­რე­ო­ბას. სულ ახ­ლა­ხან, 6 თვის წინ ნიკა გვა­რა­მია ამ­ბობ­და, რომ სა­ერ­თოდ და­კარ­გუ­ლი აქვს ცნო­ბი­ე­რე­ბა და მისი მი­თი­თე­ბე­ბი არ უნდა მი­ვი­ღოთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რად­გან ადა­მი­ა­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია. მას მერე არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, ხან მისი ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თურ­მე უკვე სუ­ნიც აუ­ვი­და, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, უამ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე და რო­გორც კი სა­სა­მარ­თლო­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხი დად­გა, თით­ქოს არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს და თურ­მე, სა­სა­მარ­თლო­ში უნდა მი­იყ­ვა­ნონ. შე­უ­სა­ბა­მო­ბა იმ­დე­ნად დი­დია და იმ­დე­ნად უტი­ფა­რია, რომ სხვა არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ამას და­ვარ­ქვათ, თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცია.

არ­სე­ბობს დად­გე­ნი­ლი წესი, კეთ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა და ამ დას­კვნით იუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი შე­დის სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რომ მოხ­დეს გა­დაყ­ვა­ნა, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც აქ არის, არ ყოფ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­თი ჯერ არ ყო­ფი­ლა, სხვა მხრივ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ოპო­ზი­ცი­ი­დან იქ­ნე­ბა თუ უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან, შე­იძ­ლე­ბა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ეს არ ემ­თხვე­ვა იმ პრო­ცე­დუ­რას, რაც არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
3

ნუ ხეპრე, მისივე სიტყვებით

ზიზია ბიჭი
2

დრონი მეფობენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ" - ვოლსკი

"ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ" - ვოლსკი

არაერთი განცხადება გაკეთდა, ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, უამრავი განცხადება მოვისმინე და ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე განცხადებები კეთდება, თუმცა, როცა საქმე გადაყვანას ეხება, საკითხს სასამართლო წყვეტს, რომელსაც შესაბამისი შუამდგომლობით და სამედიცინო დასკვნით იურისტებმა უნდა მიმართონ, რაც ვოლსკის თქმით, არ მომხდარა.

"არსებობს მექანიზმი, სააკაშვილი და ისინი, ვინც განცხადებებს აკეთებენ, იყვნენ ის ადამიანები, ვინც კარნახობდნენ სასამართლოს, რა უნდა გაეკეთებინა. თუკი სასამართლოს ექნება დასაბუთებული დასკვნა როგორც სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრის შემთხვევაში, რასაკვირველია იმსჯელებს შესაბამის საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის კარგად თუ ცუდად ყოფნას, კარგად რომ იყოს რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა, არის საავადმყოფოში და თუკი ადმინისტრაცია თვლის, რომ საავადმყოფოდან გადაყვანა და სასამართლოში მიყვანა შეიძლება, პირიქით, ოპოზიცია და სააკაშვილის გუნდი უნდა იყოს პირველი, ვინც ამაზე იყვირებს - "არ გაანძრიოთ, ის მართლაც ცუდად არის და იყოს საავადმყოფოში". ასე შებრუნება თემის უტიფრობაც არის და სპეკულაციის სურვილიც. თუ ადამიანი საავადმყოფოში წევს და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არავის უარყვია და იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა დასკვნა აქვს და რა სამედიცინო შეფასებები აქვს მის მდგომარეობას. სულ ახლახან, 6 თვის წინ ნიკა გვარამია ამბობდა, რომ საერთოდ დაკარგული აქვს ცნობიერება და მისი მითითებები არ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რადგან ადამიანი არაადეკვატურია. მას მერე არაერთი განცხადება გაკეთდა, ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს და თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ. შეუსაბამობა იმდენად დიდია და იმდენად უტიფარია, რომ სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია.

არსებობს დადგენილი წესი, კეთდება სამედიცინო დასკვნა და ამ დასკვნით იურისტების ჯგუფი შედის სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით, რომ მოხდეს გადაყვანა, რადგან სამედიცინო მომსახურება, რომელიც აქ არის, არ ყოფნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასეთი ჯერ არ ყოფილა, სხვა მხრივ, პოლიტიკოსები ოპოზიციიდან იქნება თუ უმრავლესობიდან, შეიძლება განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ეს არ ემთხვევა იმ პროცედურას, რაც არსებობს ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.