სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალია..." - "ოქროს ბურთის" პირველი არაევროპელი მფლობელისა და ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი მსოფლიოზე?
"ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალია..." - "ოქროს ბურთის" პირველი არაევროპელი მფლობელისა და ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი მსოფლიოზე?

უელ­სის კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლის შემ­დეგ, აშშ-ს ნაკ­რე­ბის წევ­რი ტი­მო­ტი ვეა ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­და. ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა პოს­ტი და აღ­ნიშ­ნა, რომ გოლი პარტნი­ო­რებს, ამე­რი­კას, ლი­ბე­რი­ას, ია­მა­ი­კა­სა და ოჯახს მი­უ­ძღვნა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად პოსტს პე­ლეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოლი. არ შე­წყვი­ტო ოც­ნე­ბა, ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა“. სა­პა­სუ­ხოდ ვეამ ფეხ­ბურ­თის მე­ფეს "მამა პელე“ უწო­და.

ნამ­დვი­ლი მამა ჯორ­ჯი, ამ­ჟა­მად ლი­ბე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი იმ მო­მენ­ტში შვილ­თან იყო: ჯერ ტრი­ბუ­ნი­დან უყუ­რებ­და ვა­ჟის პერ­ფორ­მანსს, შემ­დეგ კი მას­თან და მე­უღ­ლეს­თან ივახ­შმა. ვახ­შა­მი­დან ოჯა­ხუ­რი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­ა­წე­რა "ამა­ყი მამა“. უფ­რო­სი ვეა კი არის "ოქ­როს ბურ­თის“ მფლო­ბე­ლი, მაგ­რამ არას­დროს უთა­მა­შია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ლი­ბე­რია ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მუნ­დი­ალ­ზე მოხ­ვედ­რას­თან 2002 წელს იყო, თუმ­ცა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე ერთი ქუ­ლით ნი­გე­რი­ამ აჯო­ბა.

უმ­ცროს ვეას კი ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი­ვე ცდით გა­მო­უ­ვი­და: მსოფ­ლიო ჩე­მი­ო­ნატ­ზე მოხ­ვედ­რაც და გო­ლის გა­ტა­ნაც. "დილა მშვი­დო­ბი­სა ამე­რი­კის“ ეთერ­ში ბიჭ­მა აღი­ა­რა, რომ ზოგ­ჯერ ხე­დავ­და, რო­გორ ემო­ცი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ მას მშობ­ლე­ბი: "გო­ლის გა­ტა­ნის დრო­საც კი და­ვი­ნა­ხე ისი­ნი“.

ტიმს სხვა ნაკ­რე­ბი რომ აერ­ჩია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არც პე­ლეს შე­ქე­ბა, არც ამე­რი­კუ­ლი ტელე ეთე­რე­ბი და მშობ­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა არ ექ­ნე­ბო­და. მი­ზე­ზე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ლო­გი­კუ­რია: აშშ - ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ლი­ბე­რია - მა­მის სამ­შობ­ლოა, ია­მა­ი­კა - დე­დის, საფ­რან­გეთ­ში კი ამ­ჟა­მად თა­მა­შობს და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბაც აქვს.

22 წლის ფორ­ვარ­დი ამ­ბობს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არც ჰქო­ნია: "ფეს­ვე­ბი მუ­დამ დარ­ჩე­ბა ფეს­ვე­ბად, მაგ­რამ მე შტა­ტებ­ში გა­ვი­ზარ­დე. აქ არის ჩემი ოჯა­ხი, ჩემი მე­გობ­რე­ბი. რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არც მო­მი­წია“.

  • მამა ვეა

ჯორჯ ტა­უ­ლონ მანე ოპონგ უს­მან ვეა - ლი­ბე­რი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი. ლი­ბე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი 2018 წლის 22 იან­ვრი­დან. თა­მა­შობ­და თავ­დამ­სხმე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე აფ­რი­კის, ევ­რო­პი­სა და აზი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბებ­ში და ლი­ბე­რი­ის ნაკ­რებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა თავი იტა­ლი­ურ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მი­ლან­ში" და ფრან­გულ კლუ­ბებ­ში "მო­ნა­კო­სა" და "პარი სენ-ჟერ­მენ­ში". 1995 წელს გახ­და პირ­ვე­ლი არა­ევ­რო­პე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი რო­მელ­მაც მო­ი­გო "ოქ­როს ბურ­თი", ფიფა-მ კი და­ა­სა­ხე­ლა მსოფ­ლი­ოს წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად. 1999 წელს Placar-ის ვერ­სი­ით, XX სა­უ­კუ­ნის 100 სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელს შო­რის 52-ე ად­გილ­ზე და­სა­ხელ­და.

უფ­რო­სი ვეა იმ­დე­ნად ხში­რად და­მოგ­ზა­უ­რობ­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, რომ ალ­ბათ, არც ახ­სოვს რა მი­ზე­ზით აღ­მოჩ­ნდა 1993 წელს ნიუ-იორკში. სა­მა­გი­ე­როდ, ზუს­ტად ვი­ცით, რომ ია­მა­ი­კე­ლი კლერ დუნ­კა­ნი ვეამ ბანკ Chase Manhattan-ში გა­იც­ნო. კლე­რი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი­დან იყო და 6 დედ-მა­მიშ­ვი­ლი ჰყავ­და. და­ამ­თავ­რა სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი, იმუ­შა­ვა მედ­დად ნიუ-იორ­კის ია­მა­ი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დეგ კი სა­ბან­კო სექ­ტორ­ში გა­და­ვი­და.

ვე­ას­თან და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, მათ სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. მე­ო­თხე და მე­ხუ­თე შვი­ლე­ბი ვეას სხვა ქა­ლე­ბის­გან ჰყავს. მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ არა­ერთ სკან­დალ­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბას გა­უძ­ლო, თუმ­ცა დღემ­დე ერ­თად არი­ან. კლე­რი ლი­ბე­რი­ის პირ­ვე­ლი ლე­დია. რო­გორც მისი ქმა­რი, ისიც ბევრ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ შო­რის - სპორ­ტულ­ში.

გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი, კლერს ჯერ კი­დევ ნიუ-ირ­კის პე­რი­ო­დი­დან ჰქონ­და. ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე როცა გახ­და, ღა­რი­ბი ოჯა­ხის ბავ­შვებს ფეხ­ბურთში ავარ­ჯი­შებ­და. 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კლე­რი მო­ზარ­დე­ბის­თვის ფეხ­ბურ­თის ვარ­ჯი­შებს ატა­რებ­და, მისი მი­ზა­ნი იყო, რომ ისი­ნი ბან­დებ­ში არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ ან ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი არ გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ვარ­ჯი­შებ­ზე ხში­რად მო­დი­ო­და ტი­მა­ტიც.

დე­დას­თან ვარ­ჯიშ­მა, რა თქმა უნდა, ხელი შე­უ­წყო ვეა უმ­ცრო­სის სა­ფეხ­ბურ­თო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ რომ არა ნიჭი და ფეხ­ბურ­თის გი­ჟუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერ ითა­მა­შებ­და. "მი­უ­ხე­და­ვად ხმა­მა­ღა­ლი გვა­რი­სა, ტი­მა­ტი ყო­ველ­თვის მზად იყო ვარ­ჯი­შის­თვის. ყო­ველ­თვის კარ­გად თა­მა­შობ­და, აშ­კა­რა იყო, რომ ბი­ჭუ­ნას ნიჭი ჰქონ­და. ზო­გი­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ზარ­მა­ცია, მაგ­რამ ის არას­დროს ზარ­მა­ცობ­და, არას­დროს“, - ამ­ბობს ნა­თე­სა­ვი დე­დის მხრი­დან კაილ დუნ­კა­ნი.

14 წლამ­დე ვეა დე­დას­თან ვარ­ჯი­შებს "რედ ბულ­სის“ აკა­დე­მი­ა­ში სი­ა­რულ­თან ათავ­სებ­და. შემ­დეგ პსჟ-ში“ გა­და­ვი­და და 17 წლის ასაკ­ში პირ­ველ კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც U17 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 1/8 ფი­ნალ­ში პა­რაგ­ვა­ის ნაკ­რებს სამი გოლი შე­უგ­დო. ტი­მა­ტი პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვინც ფი­ფას ფლეი-ოფზე ჰეთ - თრი­კი შე­ას­რუ­ლა.

ამ­ჟა­მად მისი სა­ნაკ­რე­ბო სტა­ტის­ტი­კა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­უ­ყუ­რე­ბა: 24 მატ­ჩი, 4 გოლი.

პსჟ-ში არა­ნორ­მა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა. თითო პო­ზი­ცი­ა­ზე 2-3 მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი მო­დის. ვეა უმ­ცროსს კი პრაქ­ტი­კა და გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­და, ამის გამო "ლი­ლი­ში“ გა­და­ვი­და. აშშ-ის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი უო­კერ ციმ­მერ­მა­ნი ვე­ა­ზე ყვე­ბა: "მე მას მა­ნამ­დე ვიც­ნობ­დი, ვიდ­რე გა­ვი­გებ­დი ვისი შვი­ლია. სა­ერ­თოდ არ ახა­სი­ა­თებს ვარ­სკვლა­ვუ­რი მა­მის მუხ­ტი. როცა გა­ვი­გე, ვისი შვი­ლი იყო, ვერ ვი­ჯე­რებ­დი. ეს ბიჭი "სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან" არის? ის ისე­თი თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ­თვის იცი­ნის, გვას­მე­ნი­ნებს მუ­სი­კას გა­სახ­დელ­ში, ვე­ა­ზე ცუდს ვე­რა­ვინ იტყვის, კარ­გი ადა­მი­ა­ნია“.

და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვეს ამ­ბობს უფ­როს ვე­ა­ზე თვი­თონ ტი­მა­ტიც: "ჩვენ ერ­თმა­ნეთს "ვოთ­სა­პით" ვუ­კავ­შირ­დე­ბით. მამა - ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც კი ოდეს­მე შეხ­ვდე­ბით. ის იღ­ვი­ძებს და მი­დის ფეხ­ბურ­თის ან კა­ლათ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ“.

მა­მის მა­გა­ლით­მა ვეა უმ­ცროსს დიდი შთა­გო­ნე­ბა მის­ცა: მისი ერთ-ერთი მი­ზა­ნია - და­ა­არ­სოს ფონ­დი და აფ­რი­კა­ში სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მია გახ­სნას. ახ­ლობ­ლებ­თან და წი­ნაპ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი რომ არ და­კარ­გოს, ტი­მა­ტი ყო­ველ დე­კემ­ბერს ლი­ბე­რი­ა­ში ჩა­დის.

"იქ გვაქვს ულა­მა­ზე­სი სა­ნა­პი­რო­ე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, სახ­ლე­ბი. ისე­თი ატ­მოს­ფე­როა, რომ ცხოვ­რე­ბის რიტმს ანე­ლებს. რთუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ, სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია, სა­დაც გამ­გზავ­რე­ბა, მე­დი­ტი­რე­ბა და სა­კუ­თარ თავ­თან ყოფ­ნა შე­მიძ­ლია“.

სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, ვეა - კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო, თუნ­დაც კარგ ფორ­ვარ­დამ­დე ჯერ კი­დევ ბევ­რი უკ­ლია. "ლი­ლი­შიც“ თავი ჯერ დი­დად ვერ გა­მო­ი­ჩი­ნა - 31 მატჩში 3 გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა. დიდ ფეხ­ბურთში, მუნ­დი­ა­ლი - 2022, შე­საძ­ლოა მისი კა­რი­ე­რის გა­მორ­ჩე­ულ მო­მენ­ტად იქ­ცეს...

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაბა
19

მაინც ვერ გავიგე მიზეზი, რატომ თამაშობს აშშ-ის ნაკრებში, გასაგებია რომ იქ დაიბადა, მაგრამ ლიბერიელი ხომაა და მამა ხომ ყავს ლიბერიის პრეზიდენტი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალია..." - "ოქროს ბურთის" პირველი არაევროპელი მფლობელისა და ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი მსოფლიოზე?

"ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალია..." - "ოქროს ბურთის" პირველი არაევროპელი მფლობელისა და ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი მსოფლიოზე?

უელსის კარში გატანილი გოლის შემდეგ, აშშ-ს ნაკრების წევრი ტიმოტი ვეა ემოციებს ვერ მალავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი და აღნიშნა, რომ გოლი პარტნიორებს, ამერიკას, ლიბერიას, იამაიკასა და ოჯახს მიუძღვნა. მოულოდნელად პოსტს პელეც გამოეხმაურა: "ეს იყო შესანიშნავი გოლი. არ შეწყვიტო ოცნება, ოცნებები ხდება“. საპასუხოდ ვეამ ფეხბურთის მეფეს "მამა პელე“ უწოდა.

ნამდვილი მამა ჯორჯი, ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტი იმ მომენტში შვილთან იყო: ჯერ ტრიბუნიდან უყურებდა ვაჟის პერფორმანსს, შემდეგ კი მასთან და მეუღლესთან ივახშმა. ვახშამიდან ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა "ამაყი მამა“. უფროსი ვეა კი არის "ოქროს ბურთის“ მფლობელი, მაგრამ არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე. ლიბერია ყველაზე ახლოს მუნდიალზე მოხვედრასთან 2002 წელს იყო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ქულით ნიგერიამ აჯობა.

უმცროს ვეას კი ყველაფერი პირველივე ცდით გამოუვიდა: მსოფლიო ჩემიონატზე მოხვედრაც და გოლის გატანაც. "დილა მშვიდობისა ამერიკის“ ეთერში ბიჭმა აღიარა, რომ ზოგჯერ ხედავდა, როგორ ემოციურად გულშემატკივრობდნენ მას მშობლები: "გოლის გატანის დროსაც კი დავინახე ისინი“.

ტიმს სხვა ნაკრები რომ აერჩია, დიდი ალბათობით, არც პელეს შექება, არც ამერიკული ტელე ეთერები და მშობლების ემოციური გულშემატკივრობა არ ექნებოდა. მიზეზები მაქსიმალურად ლოგიკურია: აშშ - ქვეყანა, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ლიბერია - მამის სამშობლოა, იამაიკა - დედის, საფრანგეთში კი ამჟამად თამაშობს და ცხოვრების უფლებაც აქვს.

22 წლის ფორვარდი ამბობს, რომ განსაკუთრებული არჩევანი არც ჰქონია: "ფესვები მუდამ დარჩება ფესვებად, მაგრამ მე შტატებში გავიზარდე. აქ არის ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. რთული გადაწყვეტილების მიღება არც მომიწია“.

  • მამა ვეა

ჯორჯ ტაულონ მანე ოპონგ უსმან ვეა - ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი. ლიბერიის პრეზიდენტი 2018 წლის 22 იანვრიდან. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე აფრიკის, ევროპისა და აზიის საფეხბურთო კლუბებში და ლიბერიის ნაკრებში. განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი იტალიურ საფეხბურთო კლუბ "მილანში" და ფრანგულ კლუბებში "მონაკოსა" და "პარი სენ-ჟერმენში". 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი რომელმაც მოიგო "ოქროს ბურთი", ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით, XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 52-ე ადგილზე დასახელდა.

უფროსი ვეა იმდენად ხშირად დამოგზაურობდა მთელი მსოფლიოს გარშემო, რომ ალბათ, არც ახსოვს რა მიზეზით აღმოჩნდა 1993 წელს ნიუ-იორკში. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ იამაიკელი კლერ დუნკანი ვეამ ბანკ Chase Manhattan-ში გაიცნო. კლერი ემიგრანტების ოჯახიდან იყო და 6 დედ-მამიშვილი ჰყავდა. დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი, იმუშავა მედდად ნიუ-იორკის იამაიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი საბანკო სექტორში გადავიდა.

ვეასთან დაოჯახების შემდეგ, მათ სამი შვილი შეეძინათ. მეოთხე და მეხუთე შვილები ვეას სხვა ქალებისგან ჰყავს. მათმა ურთიერთობამ არაერთ სკანდალსა და დაძაბულობას გაუძლო, თუმცა დღემდე ერთად არიან. კლერი ლიბერიის პირველი ლედია. როგორც მისი ქმარი, ისიც ბევრ სოციალურ პროექტში მონაწილეობს, მათ შორის - სპორტულში.

გაჭირვებული ადამიანების დახმარების სურვილი, კლერს ჯერ კიდევ ნიუ-ირკის პერიოდიდან ჰქონდა. ფეხბურთელის მეუღლე როცა გახდა, ღარიბი ოჯახის ბავშვებს ფეხბურთში ავარჯიშებდა. 16 წლის განმავლობაში კლერი მოზარდებისთვის ფეხბურთის ვარჯიშებს ატარებდა, მისი მიზანი იყო, რომ ისინი ბანდებში არ მოხვედრილიყვნენ ან ნარკოდამოკიდებულები არ გამხდარიყვნენ. ვარჯიშებზე ხშირად მოდიოდა ტიმატიც.

დედასთან ვარჯიშმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ვეა უმცროსის საფეხბურთო უნარების განვითარებას, მაგრამ რომ არა ნიჭი და ფეხბურთის გიჟური სიყვარული, ის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა. "მიუხედავად ხმამაღალი გვარისა, ტიმატი ყოველთვის მზად იყო ვარჯიშისთვის. ყოველთვის კარგად თამაშობდა, აშკარა იყო, რომ ბიჭუნას ნიჭი ჰქონდა. ზოგიერთი ნიჭიერი ადამიანი ზარმაცია, მაგრამ ის არასდროს ზარმაცობდა, არასდროს“, - ამბობს ნათესავი დედის მხრიდან კაილ დუნკანი.

14 წლამდე ვეა დედასთან ვარჯიშებს "რედ ბულსის“ აკადემიაში სიარულთან ათავსებდა. შემდეგ პსჟ-ში“ გადავიდა და 17 წლის ასაკში პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც U17 მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში პარაგვაის ნაკრებს სამი გოლი შეუგდო. ტიმატი პირველი ამერიკელი ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვინც ფიფას ფლეი-ოფზე ჰეთ - თრიკი შეასრულა.

ამჟამად მისი სანაკრებო სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიუყურება: 24 მატჩი, 4 გოლი.

პსჟ-ში არანორმალური კონკურენციაა. თითო პოზიციაზე 2-3 მსოფლიო დონის ვარსკვლავი მოდის. ვეა უმცროსს კი პრაქტიკა და გამოცდილება სჭირდებოდა, ამის გამო "ლილიში“ გადავიდა. აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელი უოკერ ციმმერმანი ვეაზე ყვება: "მე მას მანამდე ვიცნობდი, ვიდრე გავიგებდი ვისი შვილია. საერთოდ არ ახასიათებს ვარსკვლავური მამის მუხტი. როცა გავიგე, ვისი შვილი იყო, ვერ ვიჯერებდი. ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალი ადამიანია, ყოველთვის იცინის, გვასმენინებს მუსიკას გასახდელში, ვეაზე ცუდს ვერავინ იტყვის, კარგი ადამიანია“.

დაახლოებით იმავეს ამბობს უფროს ვეაზე თვითონ ტიმატიც: "ჩვენ ერთმანეთს "ვოთსაპით" ვუკავშირდებით. მამა - ყველაზე ნორმალური ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შეხვდებით. ის იღვიძებს და მიდის ფეხბურთის ან კალათბურთის სათამაშოდ“.

მამის მაგალითმა ვეა უმცროსს დიდი შთაგონება მისცა: მისი ერთ-ერთი მიზანია - დააარსოს ფონდი და აფრიკაში საფეხბურთო აკადემია გახსნას. ახლობლებთან და წინაპრებთან კონტაქტი რომ არ დაკარგოს, ტიმატი ყოველ დეკემბერს ლიბერიაში ჩადის.

"იქ გვაქვს ულამაზესი სანაპიროები, სასტუმროები, სახლები. ისეთი ატმოსფეროა, რომ ცხოვრების რიტმს ანელებს. რთული სეზონის შემდეგ, საუკეთესო ადგილია, სადაც გამგზავრება, მედიტირება და საკუთარ თავთან ყოფნა შემიძლია“.

სიმართლე რომ ვთქვათ, ვეა - კარგი ადამიანია, მაგრამ საუკეთესო, თუნდაც კარგ ფორვარდამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. "ლილიშიც“ თავი ჯერ დიდად ვერ გამოიჩინა - 31 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. დიდ ფეხბურთში, მუნდიალი - 2022, შესაძლოა მისი კარიერის გამორჩეულ მომენტად იქცეს...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე