Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"მისგან გვჭირდება ქმედება და არა ექსპერტობა... თუ ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ ხელი ჩავკიდო" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას?
"მისგან გვჭირდება ქმედება და არა  ექსპერტობა... თუ ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ  ხელი ჩავკიდო" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას?

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სჯობს, თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა და ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას მო­უ­პო­ვებს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას.

ამას­თან, ბეჟაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ გან­ცხა­დე­ბას, რომ „თუკი, შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა იქ­ნე­ბა, სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ უნდა მი­ი­ღოს“.

"ვფიქ­რობ, ფუ­ჭია მო­ლო­დი­ნი, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა რამე ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ, რად­გან მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ხა­სი­ათ­დე­ბო­და სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით და ზე­წო­ლით. ამი­ტომ, პრე­ზი­დენ­ტის­თვის ასე­თი გან­ცხა­დე­ბა უმარ­თე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა, მან ჯობს თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა და ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას მო­უ­პო­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის"ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი, ამი­ტომ თუ ივა­ნიშ­ვი­ლი ჩათ­ვლის, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რა­ღაც ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას, ის ამას გა­ა­კე­თებს. თუ არ ჩათ­ვლის, ის ამ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სი­ტყვი­ე­რად ამ­ბობ­დე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, აფა­სებ­დე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, რო­გორც კა­ტას­ტრო­ფულს და შენი ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის არა­ნა­ირ შანსს არ ტო­ვებ­დე? ის ექ­სპერ­ტია თუ ჟურ­ნა­ლის­ტი უბ­რა­ლოდ რომ აფა­სებს? სი­უ­ჟე­ტი გაგ­ვი­კე­თა ახა­ლა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით? ჩვენ მის­გან გვჭირ­დე­ბა ქმე­დე­ბა და არა შე­ფა­სე­ბა და ექ­სპერ­ტო­ბა. შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში ამას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბიც, იუ­რის­ტე­ბიც და ყვე­ლა კარ­გად ვა­კე­თებთ. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არის პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ში. თუ მას პრობ­ლე­მა არ აქვს, ის დის­კუ­სი­ა­ში უნდა შე­მო­ვი­დეს. თუ ის ხელს მო­ა­წერს შე­წყა­ლე­ბებს, მზად ვარ მას გვერ­დში და­ვუდ­გე, ხელი ჩავ­კი­დო და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ვი­ზი­ა­რო. სა­დაც უნდა, იქ და­ვუდ­გე­ბი გვერ­დში. პრე­ზი­დენ­ტი გვჭირ­დე­ბა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი და არა პრე­ზი­დენ­ტი - ექ­სპერ­ტი და შემ­ფა­სე­ბე­ლი.

მას­თან, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ცი­ას­თან მაქვს კი­თხვა - თვი­თონ რას აკე­თებს იმის­თვის, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი პრობ­ლე­მა რა­მე­ნა­ი­რად მა­ინც შე­ამ­სუ­ბუ­ქოს და ნაკ­ლე­ბი წნე­ხი იყო ჩვენ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და მეტი შე­დე­გი და­ი­ნა­ხონ ჩვენ­მა ევ­რო­პელ­მა პარტნი­ო­რებ­მა. შე­უძ­ლია თუ არა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა გვა­რა­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ას­წო­როს პრე­ზი­დენ­ტმა? დიახ, შე­უძ­ლია. შე­უძ­ლია თუ არა იგი­ვე გა­ა­კე­თოს სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით? დიახ, შე­უძ­ლია. შე­უძ­ლია თუ არა სხვა ბევრ საქ­მე­ზე იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს? შე­უძ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ამას არ აკე­თებს, მხო­ლოდ თი­თის სხვის­კენ გაშ­ვე­რა არ ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მიდ­გო­მას ამ პრობ­ლე­მას­თან მი­მარ­თე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­აც - "დრო­ას" ლი­დე­რის თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ „ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო არ არ­სე­ბობს, პრე­ზი­დენ­ტმა უნდა იმოქ­მე­დოს და სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს".

"ტონი და ში­ნა­არ­სი, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენ­ტი სა­უბ­რობს, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, კარ­გია. მისი პო­ზი­ცია, რომ ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი და ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნდა იყოს, თა­ვის­თა­ვად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რად­გან ბევ­რი ამა­საც არ აკე­თებს, მაგ­რამ მოქ­მე­დე­ბაა გა­დამ­წყვე­ტი. სა­სა­მარ­თლო არ გვაქვს და ამი­ტომ პრე­ზი­დენ­ტმა უნდა იმოქ­მე­დოს და სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც მან უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­სა­მარ­თლო რომ გვქონ­დეს, შე­წყა­ლე­ბა­ზე სა­უბ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა არც იქ­ნე­ბო­და“,- გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ტეს­ტი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბაა.

"მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის და ევ­რო­პა­ში ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, მარ­ტი­ვი ტეს­ტი, რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბაც ერთ წამ­ში შეგ­ვიძ­ლია, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბაა - ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა და ქვეყ­ნი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გამ­გზავ­რე­ბა. როლი, ფუნ­ქცია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრე­ზი­დენტს აქვს, ის სწო­რად სა­უბ­რობს უკ­რა­ი­ნა­ზე, ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ მოქ­მე­დებს. ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი - ან იღებ ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მოქ­მე­დებ, ან შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კო, მაგ­რამ ეს ქვეყ­ნის ტრა­ექ­ტო­რი­ას ვერ შეც­ვლის“,- გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუკი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა იქ­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლომ ღირ­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლით სა­სა­მარ­თლო ორ სა­კითხს გა­და­წყვეტს, მათ შო­რის, და­ამ­ტკი­ცებს, რომ ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
0

გადაიყვანეს მისდრიონდელ საკანში და მიხვდება რამდენი სიბინძურე გაუკეთებია. აღიაროს დანაშაული და ბოდიში მაინც მოიხადოს, ამასთანავე დაუბრუნოს სახელმწიფოს მიტაცებული ქონება. შემდეგ გადავწყვიტოთ შეწყალება არსეწყალება

ჭირიმე შენი
0

ხელი არ დაგეწვათ დროზე გაუშვით

ავტორი:

"მისგან გვჭირდება ქმედება და არა ექსპერტობა... თუ ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ ხელი ჩავკიდო" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას?

"მისგან გვჭირდება ქმედება და არა  ექსპერტობა... თუ ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ  ხელი ჩავკიდო" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას?

სალომე ზურაბიშვილმა სჯობს, თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომ „თუკი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“.

"ვფიქრობ, ფუჭია მოლოდინი, რომ არსებული სასამართლოს პირობებში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში შეიძლება რამე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მთელი ეს პროცესი ხასიათდებოდა სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობით, პოლიტიკური დევნით და ზეწოლით. ამიტომ, პრეზიდენტისთვის ასეთი განცხადება უმართებულო იქნება, მან ჯობს თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ზურაბიშვილი არის ივანიშვილის პროექტის ნაწილი, ამიტომ თუ ივანიშვილი ჩათვლის, რომ ზურაბიშვილმა რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას, ის ამას გააკეთებს. თუ არ ჩათვლის, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

"როგორ შეიძლება სიტყვიერად ამბობდე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, აფასებდე სასამართლო სისტემას, როგორც კატასტროფულს და შენი ერთადერთი მექანიზმის გამოყენების არანაირ შანსს არ ტოვებდე? ის ექსპერტია თუ ჟურნალისტი უბრალოდ რომ აფასებს? სიუჟეტი გაგვიკეთა ახალა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით? ჩვენ მისგან გვჭირდება ქმედება და არა შეფასება და ექსპერტობა. შეფასების ნაწილში ამას ევროპარლამენტარებიც, იურისტებიც და ყველა კარგად ვაკეთებთ. შემდეგი ნაბიჯის გადადგმა არის პრეზიდენტის ხელში. თუ მას პრობლემა არ აქვს, ის დისკუსიაში უნდა შემოვიდეს. თუ ის ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ მას გვერდში დავუდგე, ხელი ჩავკიდო და პასუხისმგებლობა გავიზიარო. სადაც უნდა, იქ დავუდგები გვერდში. პრეზიდენტი გვჭირდება როგორც პრეზიდენტი და არა პრეზიდენტი - ექსპერტი და შემფასებელი.

მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან მაქვს კითხვა - თვითონ რას აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყო ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. შეუძლია თუ არა პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემა გვარამიასთან დაკავშირებით გამოასწოროს პრეზიდენტმა? დიახ, შეუძლია. შეუძლია თუ არა იგივე გააკეთოს სააკაშვილთან დაკავშირებით? დიახ, შეუძლია. შეუძლია თუ არა სხვა ბევრ საქმეზე იგივე გადაწყვეტილება მიიღოს? შეუძლია, მაგრამ როდესაც ამას არ აკეთებს, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ პრობლემასთან მიმართებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ელენე ხოშტარიაც - "დროას" ლიდერის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს და სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს".

"ტონი და შინაარსი, რომლითაც პრეზიდენტი საუბრობს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია. მისი პოზიცია, რომ ქვეყნის სირცხვილი და ღირსების საკითხია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, თავისთავად დასაფასებელია, რადგან ბევრი ამასაც არ აკეთებს, მაგრამ მოქმედებაა გადამწყვეტი. სასამართლო არ გვაქვს და ამიტომ პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს და სააკაშვილთან მიმართებითაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო რომ გვქონდეს, შეწყალებაზე საუბრის საჭიროება არც იქნებოდა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ევროპაში საქართველოს გაწევრიანებისთვის ყველაზე მარტივი ტესტი პოლიტპატიმრების გამოშვებაა.

"მართლმსაჯულების რეფორმის და ევროპაში ჩვენი გაწევრიანების ყველაზე მთავარი, მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარებაც ერთ წამში შეგვიძლია, პოლიტპატიმრების გამოშვებაა - ნიკა გვარამიას შეწყალება და ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის გამგზავრება. როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა პრეზიდენტს აქვს, ის სწორად საუბრობს უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოქმედებს. ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი - ან იღებ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობას და მოქმედებ, ან შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ეს ქვეყნის ტრაექტორიას ვერ შეცვლის“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია.