საიმედო პარტნიორობა 1999 წლიდან
FIFA-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას Hyundai-მ ხელი 1999 წელს მოაწერა. 2002 წელს კომპანია მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის, მომდევნო წლებში კი ქალთა, ქვიშისა და ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატების პარტნიორი გახდა. მას შემდეგ ეს თანამშრომლობა სტაბილურად გრძელდება: Hyundai კვლავაც FIFA-ს ყველაზე მნიშვნელოვანი, ოფიციალური საავტომობილო პარტნიორია და საფეხბურთო კლუბებთან, მოთამაშეებსა და ასოციაციებთან ერთად, პლანეტის ყველაზე პოპულარული თამაშით გამოწვეულ ემოციებს ფეხბურთის ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზიარებს.
მდგრადი განვითარება
Hyundai და FIFA2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე კვლავაც ერთგულ პარტნიორებად რჩებიან. ამჯერად ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი მდგრადი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაა.
Hyundai -სთვის მდგრადი განვითარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდმწვანე მომავლის შექმნა. კომპანიისთვის ის ჩვენი პლანეტის მომავალზე ზრუნვას ნიშნავს და ისეთი ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიების შექმნას გულისხმობს, რომლებიც მართლაც გაუძლებს დროს, განავითარებს და ხელს შეუწყობს კომპანიის ხედვის "პროგრესი კაცობრიობისთვის“ რეალობად ქცევას.
დასახული მიზნის მიღწევა ერთ დღეში და ერთი ადამიანის მიერ შეუძლებელია, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობაა მნიშვნელოვანი.
რა შეიძლება აერთიანებდეს დედამიწის მოსახლეობას იმაზე მეტად, ვიდრე ფეხბურთის სიყვარულია? სწორედ ამიტომ, Hyundai-მ გადაწყვიტა, ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისთვის ფეხბურთის სიყვარულიც გამოეყენებინა და ახალი კამპანია— "საუკუნის მიზანი“ წარადგინა.
კამპანიის ფარგლებში, Hyundai-მღონისძიების სტუმრების ტრანსპორტირებისთვის ეკოავტომიბლები გამოყო,შეკრიბა "საუკუნის გუნდი“ და შექმნა ვიდეორგოლები, რომლებიც ეხმარება მის წევრებს, კამპანიის მთავარი გზავნილებით ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ.
კამპანიას "საუკუნის მიზანი“ მთავარი "პერსონაჟიც“ ჰყავს: Hyundai-ს ელექტრომობილი IONIQ5, რომელიცამჟამადბრენდის არსსა და მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს.
Hyundai-ს ფილმში,რომელშიც ფეხბურთის ბრიტანელი ლეგენდა სტივენ ჯერარდიმონაწილეობს, მაყურებელი სხვადასხვა მატჩში გატანილ მნიშვნელოვან გოლებს ადევნებს თვალს. ფეხბურთში გოლი არის ის მიზანი, რომლის მიღწევასაც ადამიანები ერთად აღნიშნავენ და ზეიმობენ. მის გატანასმართლაც ჯადოსნური წუთები მოსდევს. მხოლოდ სიტყვა"გოლის“ ხსენებაც კი საკმარისია იმ ყველა ემოციის ერთდროულად გასახსენებლად, რომლებსაც ეს ამაღელვებელი მომენტი იწვევს. როდესაც გოლი გადის, სიხარული, სტადიონზე თუ მის მიღმა,მილიონობით ადამიანს აერთიანებს.
რომელია ყველაზე შთამბეჭდავი გოლი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში?
ხამეს როდრიგესის 2014 წელს გატანილი ლეგენდარული გოლი, თუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარიო გეცეს შეუდარებელი დარტყმა არგენტინის ნაკრების კარის მიმართულებით? ან იქნებ 1986 წელს, დიეგო მარადონას მიერ ინგლისის წინააღმდეგ გატანილი დაუვიწყარი გოლი სტადიონ "აცტეკაზე“? ყველა მათგანი, მართლაც, შთამბეჭდავია და ფეხბურთის ისტორიაში თითოეულს საკუთარი საპატიო ადგილი აქვს, თუმცა ჩვენ მაინცვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გოლი გვაქვს გასატანი.
სიტყვები "გოლი“ და "მიზანი“ სემანტიკური მნიშვნელობით (ინგლისურ ენაზე) ხაზს უსვამს Hyundai-სსწრაფვას, მსოფლიო მდგრადი განვითარების მიზნის ირგვლივ გააერთიანოს. მისიშესრულება მარტო არავის შეუძლია, "საუკუნის მიზნის მისაღწევად“, საჭიროა, ყველა ერთ გუნდად შევიკრათ.
ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: Goal of the Century
საუკუნის გუნდი
Hyundai-მ ფეხბურთის, ხელოვნების, მუსიკის, გართობისა და კლიმატის აქტივიზმის სფეროებიდან საკუთარი საქმის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები შეკრიბა და ისინი "საუკუნის გუნდში“ გააერთიანა.
"საუკუნის გუნდის“ კაპიტანს, ფეხბურთის ბრიტანელ ლეგენდას, სტივენ ჯერარდს სხვებიც შეუერთდნენ:
მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო. მისი კულმინაცია - ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება. ასე რომ, წინ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ემოციები გველოდება.
(R)
ნეტავ კიდე დაიბადოს ისეთი როგორიც დიეგი იყო