პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა თქვა, რომ გაკვეთილზე საჯდომთან შეეხო" - მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა: რას ჰყვება პედაგოგი ჩვენებაში?
"ბავშვმა თქვა, რომ გაკვეთილზე საჯდომთან შეეხო" - მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა: რას ჰყვება პედაგოგი ჩვენებაში?

რუს­თა­ვის მე-20 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­ფორ­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს, ქარ­თლოს სა­მარ­გუ­ლი­ანს, რო­მელ­საც 4 მოს­წავ­ლის მი­მართ ჩა­დე­ნილ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ, სა­სა­მარ­თლომ 8-წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ად­ვო­კა­ტი, ჯაბა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, 51 წლის მა­მა­კა­ცი 2 ბავ­შვის მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ში გა­მარ­თლდა, ორი მე-6 კლა­სე­ლი ბავ­შვის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში კი გამ­ტყუნ­და.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა, ვი­ნა­ი­დან მას მე-6 კლა­სელ­მა შვილ­მა უთხრა, რომ „გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას ინ­ფორ­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხე­ლით შე­ე­ხო საჯ­დომ­თან, ასე­ვე კი­სერ­სა და წელ­ზე“.

თა­ვად მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რომ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლით თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნო და სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სკო­ლა და­ტო­ვა.

"მო­ვი­და მშო­ბე­ლი პრე­ტენ­ზი­ით, ბავ­შვი ტი­რი­სო, სკო­ლა­ში წა­მოს­ვლა არ უნ­დაო. გავ­გიჟ­დი, დამ­რი­გე­ბე­ლიც იქ იყო და სას­წავ­ლო ნა­წი­ლიც. მე ვუ­თხა­რი, რას ლა­პა­რა­კობთ, რას მაბ­რა­ლებთ, ამ ხნის კაცი ვარ, 51 წლის კაცი ვარ, ამ­დე­ნი ბავ­შვი გავ­ზარ­დე, ასე­თი რა­ღაც ცხოვ­რე­ბა­ში არ მომ­ხდა­რა-მეთ­ქი. მე იქ ვე­ღარ გავ­ჩერ­დე­ბო­დი, მე იქ ელე­მენ­ტა­რუ­ლად აღარ და­მედ­გო­მე­ბო­და. წა­ვალ, „გრუშ­ჩი­კად“ ვი­მუ­შა­ვებ, სკო­ლა­ში მე ვე­ღარ გავ­ჩერ­დე­ბი-მეთ­ქი, სკო­ლის დი­რექ­ტორს ვუ­თხა­რი" - აცხა­დებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა­ში.

ქარ­თლოს სა­მარ­გუ­ლი­ა­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

"რა­ნა­ი­რად ვთქვა? მქონ­დეს და­ნა­შა­უ­ლი, პრობ­ლე­მა არ არის. გინ­და ხატ­ზე და­ვი­ფი­ცებ, თუ გინ­და, სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე შე­მა­მოწ­მეთ, რაც გინ­დათ, ის მი­ქე­ნით, მაგ­რამ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ვცნობ“, - აცხა­დებს სა­მარ­გუ­ლი­ა­ნი.

თა­ვის მხრივ, ად­ვო­კა­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ საქ­მე­ში მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბაა.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალ­დე­ბა გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის 6 ეპი­ზოდ­ში ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, ის 3 ეპი­ზოდ­ში გა­მარ­თლდა, 3-ში კი გამ­ტყუნ­და. ის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მოწ­მი­სა და ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გამ­ტყუნ­და, რო­მე­ლიც არც ერთი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი არაა. გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ა­ცხა­და, უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, 8 წელი მი­ე­სა­ჯა. ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თქვა, რომ ჩვე­ნე­ბა ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თხოვ­ნით მის­ცა და გა­აზ­ვი­ა­და ის, რაც გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, და­ნარ­ჩე­ნი უკვე გა­მო­ძი­ე­ბამ გა­აზ­ვი­ა­და და გა­ამ­ძაფ­რაო. ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა თქვა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი შუა გაკ­ვე­თილ­ზე შე­ე­ხო მხარ­ზე, თავ­ზე, წელ­ზე და საჯ­დომ­თან და თით­ქოს ტი­რო­და, თუმ­ცა შემ­დე­გი გაკ­ვე­თი­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი აცხა­დებს, რომ წინ ეჯდა ეს მოს­წავ­ლე და მას არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავს.

თა­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ 10-15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და და არც ერთხელ, მსგავ­სი ბრალ­დე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ არ ყო­ფი­ლა და არას­დროს ბავ­შვებს არ შე­ხე­ბია არა­მე­გობ­რუ­ლად და ცუდი გან­ზრახ­ვით“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, 51 წლის ქარ­თლოს სა­მარ­გუ­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტორ­საც და მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას და­ნა­შა­უ­ლი შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელიბო
1

და ერთი კიდევ იმ ავადსახსენებელ კომინისტების დროს მშობლებიც სხვანაირები იყვნენ და ბავშვებსაც ისე სხვანაირად ზრდიდნენ ზრდილობას უფროსის პატივისცემას ასწავლიდნენ მასწავლებელი ხომ საერთოდ ეტალონი იყო ყველაფრის ეხლა და არც მინდა დავფიქრდე შემდეგ ში როგორ იქნება 

ლია
12

ამ ბავშვის მშობლებს კომუნისტების დროს უნდა ესწავლათ მაშინდელ სკოლებში მასწავლებლები ჯოხებით და წიხლებით რომ სცემდნენ მოსწავლეებს

ავტორი:

"ბავშვმა თქვა, რომ გაკვეთილზე საჯდომთან შეეხო" - მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა: რას ჰყვება პედაგოგი ჩვენებაში?

"ბავშვმა თქვა, რომ გაკვეთილზე საჯდომთან შეეხო" - მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა: რას ჰყვება პედაგოგი ჩვენებაში?

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მსჯავრდებული მასწავლებლის ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა.

ადვოკატის განმარტებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, ვინაიდან მას მე-6 კლასელმა შვილმა უთხრა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“.

თავად მსჯავრდებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წაყენებული ბრალით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და საკუთარი განცხადების საფუძველზე სკოლა დატოვა.

"მოვიდა მშობელი პრეტენზიით, ბავშვი ტირისო, სკოლაში წამოსვლა არ უნდაო. გავგიჟდი, დამრიგებელიც იქ იყო და სასწავლო ნაწილიც. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობთ, რას მაბრალებთ, ამ ხნის კაცი ვარ, 51 წლის კაცი ვარ, ამდენი ბავშვი გავზარდე, ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მომხდარა-მეთქი. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, მე იქ ელემენტარულად აღარ დამედგომებოდა. წავალ, „გრუშჩიკად“ ვიმუშავებ, სკოლაში მე ვეღარ გავჩერდები-მეთქი, სკოლის დირექტორს ვუთხარი" - აცხადებს მასწავლებელი ჩვენებაში.

ქართლოს სამარგულიანი დანაშაულს არ აღიარებს.

"რანაირად ვთქვა? მქონდეს დანაშაული, პრობლემა არ არის. გინდა ხატზე დავიფიცებ, თუ გინდა, სიცრუის დეტექტორზე შემამოწმეთ, რაც გინდათ, ის მიქენით, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, - აცხადებს სამარგულიანი.

თავის მხრივ, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება გარყვნილი ქმედების 6 ეპიზოდში ჰქონდა წარდგენილი, ის 3 ეპიზოდში გამართლდა, 3-ში კი გამტყუნდა. ის მხოლოდ ერთადერთი მოწმისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების საფუძველზე გამტყუნდა, რომელიც არც ერთი სხვა მტკიცებულებით გამყარებული არაა. განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოაცხადა, უკანონო და დაუსაბუთებელია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მინიმალური სასჯელი, 8 წელი მიესაჯა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ ჩვენება ერთ-ერთი დაზარალებულის თხოვნით მისცა და გააზვიადა ის, რაც გაკვეთილის პროცესში შეიძლებოდა მომხდარიყო, დანარჩენი უკვე გამოძიებამ გააზვიადა და გაამძაფრაო. ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელი შუა გაკვეთილზე შეეხო მხარზე, თავზე, წელზე და საჯდომთან და თითქოს ტიროდა, თუმცა შემდეგი გაკვეთილის მასწავლებელი აცხადებს, რომ წინ ეჯდა ეს მოსწავლე და მას არაფერი შეუნიშნავს.

თავად მასწავლებელი ამბობს, რომ 10-15 წლის განმავლობაში 2 სკოლაში ასწავლიდა და არც ერთხელ, მსგავსი ბრალდება მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არასდროს ბავშვებს არ შეხებია არამეგობრულად და ცუდი განზრახვით“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორსაც და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას დანაშაული შეუტყობინებლობას ედავებიან.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"