სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები სიცოცხლეს ასე ამთავრებენ... ველოდები გადაწყვეტილებას, რომ მიშას მიეცეს საშუალება, იცხოვროს" - მიხეილ სააკაშვილის ძმა
"არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები სიცოცხლეს ასე ამთავრებენ... ველოდები გადაწყვეტილებას, რომ მიშას მიეცეს საშუალება, იცხოვროს" - მიხეილ სააკაშვილის ძმა

"გუ­შინ გა­ა­პო­ლი­ტი­კუ­რეს, ძა­ლი­ან ბევ­რის­გან მეს­მო­და, რომ მო­წამ­ლუ­ლია. ყვე­ლას ვთხოვ, მო­დით, თავი შე­ვი­კა­ვოთ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ძმამ, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­წამ­ლუ­ლია.

გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო დას­კვნა ექი­მებ­მა უნდა გა­ა­კე­თონ.

"მე, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რს, არ მინ­და გა­ვა­პო­ლი­ტი­კუ­რო ეს სა­კი­თხი, ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყოს ჯან­მრთე­ლი, ამი­ტომ და­ვე­ლო­დოთ. ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბას, ჯგუფ­მა "ემ­პა­თი­ამ“ დადო შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა და ახლა ვე­ლო­დე­ბით ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას, ერთ კვი­რა­ში, მაქ­სი­მუმ ათ დღე­ში ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა ყვე­ლა­ფერს, ამი­ტომ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში თავს შე­ვი­კა­ვებ.

გუ­შინ გა­ა­პო­ლი­ტი­კუ­რეს, ძა­ლი­ან ბევ­რის­გან მეს­მო­და, რომ მო­წამ­ლუ­ლია, ყვე­ლას ვთხოვ, მო­დით, თავი შე­ვი­კა­ვოთ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, ვი­ნა­ი­დან მი­ვან­დოთ მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბა ექი­მებს, რომ­ლე­ბიც არი­ან მარ­თლა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, მარ­თლა მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­სი, ექი­მებ­მა ილა­პა­რა­კონ სა­ბო­ლოო დას­კვნა­ზე, ვი­ნა­ი­დან იყო დღე­ე­ბი, როცა იძახ­დნენ, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ფორ­მა აქვს... ყვე­ლამ თავი შე­ვი­კა­ვოთ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, და­ვე­ლო­დოთ ექი­მებს.

მო­დით, მი­ზე­ზე­ბის ძებ­ნას ახლა შე­ვეშ­ვათ, ახლა მთა­ვა­რია მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბა, ნუ გა­ვა­პო­ლი­ტი­ზი­რებთ, დავ­დგეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა მი­შას გვერ­დით. მეს­მის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა დაძ­რა­ხო ადა­მი­ანს, რომ მო­წამ­ლუ­ლია ან მსგავ­სი რა­მეა ჩა­დე­ნი­ლი, სა­ნამ ექი­მე­ბი არ იტყვი­ან შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

  • გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი შე­საძ­ლოა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­წე­რი­ლი არ იყოს. გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ი­ნა­ხუ­ლებს, ამის შე­სა­ხებ კი­თხვას და­უს­ვამს.

"ახლა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხი რომ გავ­ცე, შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ, მე ამა­ში გა­ვერ­კვე­ვი, რო­დე­საც მო­მი­წევს ჩემი ძმის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხავ, მაგ­რამ დღე­ი­სათ­ვის ნუ ჩა­ვე­ძი­ე­ბით მი­ზე­ზებს, ნუ ჩა­ვე­ძი­ე­ბით, ვინ რა ილა­პა­რა­კა, ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, მი­შას მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

  • გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა, რომ "არ სურს პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლოს“.

გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ის მი­ე­სალ­მე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას და ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­დად­გამს შე­წყა­ლე­ბის ნა­ბიჯს.

"მი­ვე­სალ­მე­ბი, რა თქმა უნდა, მარ­თლა არ გვყავს გა­სა­წი­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ჩვენ უკვე გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რომ მარ­თლა გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და­ი­ღუ­პა, არ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტე­ბი ასე ამ­თავ­რე­ბენ სი­ცო­ცხლეს. რა თქმა უნდა, მი­ვე­სალ­მე­ბი ამ ფაქტს და ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ გა­დად­გამ­და ამ {შე­წყა­ლე­ბის} ნა­ბიჯს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ის ელო­დე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­გან გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და იმე­დი აქვს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იცხოვ­როს.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში უკვე მკა­ფი­ოდ ჩანს, რომ თუ ჩვენ გვინ­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა, ერთ-ერთი პუნ­ქტი, რო­მელ­საც ევ­რო­პა ითხოვს, არის ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მკაც­რი დაც­ვა და მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით მი­ე­ცეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­შუ­ა­ლე­ბა რომ იმ­კურ­ნა­ლოს და ვე­ლო­დი­ნე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მარ­თლა კმა­რა ქიშ­პო­ბა, ამ სა­კი­თხის გა­პო­ლი­ტი­კუ­რე­ბა. იმედს ვი­ქო­ნი­ებ, რომ ეს პო­ლა­რი­ზა­ცია დას­რულ­დე­ბა და მიშა სა­ა­კაშ­ვილს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იცხოვ­როს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის პრო­ცესს, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ არ არის ამ სა­კი­თხებ­ში ჩარ­თუ­ლი.

"არც ვიქ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მე პა­ტივს ვცემ მი­შას შექ­მნილ პარ­ტი­ას, შიდა სა­კი­თხე­ბი, რა თქმა უნდა, თვი­თონ უნდა გა­არ­ჩი­ონ.

მე, რა თქმა უნდა, მი­ვე­სალ­მე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს, პარ­ტია თვი­თონ სა­ზღვრავს, ვინ იქ­ნე­ბა ამ პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ, მე აქ ვზი­ვარ რო­გორც ოჯა­ხის წევ­რი, რო­გორც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი. ნამ­დვი­ლად ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ვი­ნა­ი­დან დღე­ი­სათ­ვის ჩემ­თვის ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე იყოს გაყ­ვა­ნი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gia
0

არა სადისტი პრეზიდენტები აგარაკებზე უნდა ისვენებდნენ და უბრალო ხალხი კვდებოსეს ციხეში

ბეითალი
0

სააკაშვილს თუ უნდა ციხიდან ვადამდე გამოსვლა, ისე უნდა მოიქცეს, როგორც ყელში ფხაგაჩხერილი თავადი კ/ფ "არ იდარდოში". პოლიტიკური ელფერი რომ არ იყოს, მფორთხავმა ეს უნდა გააკეთოს მისი მმართველობის დროს უკანონო პატიმრობაში ნამყოფი ერთ-ერთი პირის მიმართ

ავტორი:

"არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები სიცოცხლეს ასე ამთავრებენ... ველოდები გადაწყვეტილებას, რომ მიშას მიეცეს საშუალება, იცხოვროს" - მიხეილ სააკაშვილის ძმა

"არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები სიცოცხლეს ასე ამთავრებენ... ველოდები გადაწყვეტილებას, რომ მიშას მიეცეს საშუალება, იცხოვროს" - მიხეილ სააკაშვილის ძმა

"გუშინ გააპოლიტიკურეს, ძალიან ბევრისგან მესმოდა, რომ მოწამლულია. ყველას ვთხოვ, მოდით, თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, მოწამლულია.

გიორგი სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საბოლოო დასკვნა ექიმებმა უნდა გააკეთონ.

"მე, როგორც ოჯახის წევრს, არ მინდა გავაპოლიტიკურო ეს საკითხი, ჩემთვის მთავარია, რომ მიშა სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, ამიტომ დაველოდოთ. ჩვენ ველოდებოდით ერთი წლის განმავლობაში მისი მდგომარეობის შეფასებას, ჯგუფმა "ემპათიამ“ დადო შესაბამისი დასკვნა და ახლა ველოდებით ამერიკელი ექიმების ჩართულობას, ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ დღეში ნათელი მოეფინება ყველაფერს, ამიტომ ამ საკითხთან მიმართებაში თავს შევიკავებ.

გუშინ გააპოლიტიკურეს, ძალიან ბევრისგან მესმოდა, რომ მოწამლულია, ყველას ვთხოვ, მოდით, თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან, ვინაიდან მივანდოთ მიშას ჯანმრთელობა ექიმებს, რომლებიც არიან მართლა კვალიფიციური, მართლა მადლიერი ვარ ყველასი, ექიმებმა ილაპარაკონ საბოლოო დასკვნაზე, ვინაიდან იყო დღეები, როცა იძახდნენ, რომ ტუბერკულოზის ფორმა აქვს... ყველამ თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან, დაველოდოთ ექიმებს.

მოდით, მიზეზების ძებნას ახლა შევეშვათ, ახლა მთავარია მიშას ჯანმრთელობა, ნუ გავაპოლიტიზირებთ, დავდგეთ მაქსიმალურად ყველა მიშას გვერდით. მესმის, რომ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ არ შეიძლება დაძრახო ადამიანს, რომ მოწამლულია ან მსგავსი რამეა ჩადენილი, სანამ ექიმები არ იტყვიან შესაბამისად ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

  • გიორგი სააკაშვილი გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტის ოფიციალურ "ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ იყოს. გიორგი სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს, ამის შესახებ კითხვას დაუსვამს.

"ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი რომ გავცე, შეიძლება არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მე ამაში გავერკვევი, როდესაც მომიწევს ჩემი ძმის მონახულება, აუცილებლად ვკითხავ, მაგრამ დღეისათვის ნუ ჩავეძიებით მიზეზებს, ნუ ჩავეძიებით, ვინ რა ილაპარაკა, ჩვენთვის მთავარია, მიშას მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

  • გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ გიორგი სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ BBC-სთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არ სურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს“.

გიორგი სააკაშვილის თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტის განცხადებას და ძალიან კარგი იქნება თუ გადადგამს შეწყალების ნაბიჯს.

"მივესალმები, რა თქმა უნდა, მართლა არ გვყავს გასაწირი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, რომ მართლა გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დაიღუპა, არ უნდა იყოს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები ასე ამთავრებენ სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, მივესალმები ამ ფაქტს და ძალიან კარგი იქნებოდა თუ გადადგამდა ამ {შეწყალების} ნაბიჯს“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ამასთან, გიორგი სააკაშვილის თქმით, ის ელოდება მმართველი პარტიისგან გონივრულ გადაწყვეტილებას და იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა საშუალება, რომ იცხოვროს.

"ევროპარლამენტის რეზოლუციებში უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროპარლამენტთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ევროპა ითხოვს, არის ადამიანების უფლებების მკაცრი დაცვა და მითითებულია, რომ ჰუმანიტარული მიზნით მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საშუალება რომ იმკურნალოს და ველოდინები მმართველი პარტიის გონივრულ გადაწყვეტილებას, მართლა კმარა ქიშპობა, ამ საკითხის გაპოლიტიკურება. იმედს ვიქონიებ, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდება და მიშა სააკაშვილს მიეცემა საშუალება, რომ იცხოვროს“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს და თავმჯდომარის არჩევის პროცესს, გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ არ არის ამ საკითხებში ჩართული.

"არც ვიქნები ჩართული, ვინაიდან მე პატივს ვცემ მიშას შექმნილ პარტიას, შიდა საკითხები, რა თქმა უნდა, თვითონ უნდა გაარჩიონ.

მე, რა თქმა უნდა, მივესალმები დემოკრატიულ პროცესებს, პარტია თვითონ საზღვრავს, ვინ იქნება ამ პარტიის ხელმძღვანელი. მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ განცხადებას, ვინაიდან პოლიტიკოსი არ ვარ, მე აქ ვზივარ როგორც ოჯახის წევრი, როგორც მიშა სააკაშვილის გულშემატკივარი და მხარდამჭერი. ნამდვილად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან დღეისათვის ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია მიშა სააკაშვილი რაც შეიძლება მალე იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.