მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და რა სიხშირით უნდა გაანადგურონ ორგანიზაციებმა ტონობით დაგროვილი დოკუმენტები?
სად და რა სიხშირით უნდა გაანადგურონ ორგანიზაციებმა ტონობით დაგროვილი დოკუმენტები?

სა­ჯა­რო უწყე­ბებს, ბან­კებს, რი­თე­ი­ლე­რებს, კლი­ნი­კებ­სა და სხვა მსხვილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს წლი­დან წლამ­დე ათო­ბით ათა­სი უსარ­გებ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცია უგ­როვ­დე­ბათ, რომ­ლის ნა­წი­ლიც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და გა­სა­ჯა­რო­ე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, შე­ნახ­ვა კი და­მა­ტე­ბით რე­სურ­სებს მო­ი­თხოვს.

რა უნდა მო­უ­ხერ­ხონ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა აღ­ნიშ­ნულ მა­კუ­ლა­ტუ­რას?

უცხო­უ­რი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ამ­გვარ დო­კუ­მენ­ტებს რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტო­რი ჯერ აშ­რე­დე­რებს ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რის მეშ­ვე­ო­ბით მცი­რე ნა­წი­ლე­ბად ანა­წევ­რებს და მი­ღე­ბულ მა­სას წარ­მო­ე­ბა­ში გზავ­ნის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კა, ერთი მხრივ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ზედ­მე­ტი ტვირ­თის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა და მე­ო­რე მხრივ, ტყის რე­სურ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უწყობს ხელს. 1 კგ ფურ­ცე­ლი 1 ნერგს უდ­რის, მისი გა­ნად­გუ­რე­ბის ნაც­ვლად კი შეგ­ვიძ­ლია იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­უ­სა­დე­გა­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­ვა­მუ­შა­ოთ და ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ვა­და­გა­სუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დაშ­რე­დე­რე­ბის პრაქ­ტი­კა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ინერ­გე­ბა. ქა­ღალ­დის სა­წარ­მო „კრი­ა­ლამ“ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის და­ნად­გა­რი, იგი­ვე „შრე­დე­რი“ 5 წლის წინ შე­მო­ი­ტა­ნა. „შრე­დე­რის“ მეშ­ვე­ო­ბით სა­წარ­მო­ში ტო­ნო­ბით დო­კუ­მენ­ტი იქ­ცე­ვა გა­და­მუ­შა­ვე­ბულ მა­სად, რომ­ლის­გა­ნაც ახა­ლი პრო­დუქ­ცია მი­ი­ღე­ბა.

„კრი­ა­ლას“ მიერ დაშ­რე­დე­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი

კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ ხდე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­გორ იცავს კომ­პა­ნია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას და რა­ტომ არის სა­ჭი­რო აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ „კრი­ა­ლას“ წარ­მო­ე­ბის დი­რექ­ტო­რი მიშა ბოგ­ვე­რა­ძე გვე­სა­უბ­რა:

რო­გორ მუ­შა­ობს „შრე­დე­რი“ და რა­ტომ ენი­ჭე­ბა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მის გა­მო­ყე­ნე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა?

„შრე­დე­რი“ არის და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც მოკ­ლე დრო­ში თი­თო­ე­ულ ფურ­ცელს ათო­ბით ნა­წი­ლად ჭრის, მი­ღე­ბუ­ლი მასა კი მი­დის წარ­მო­ე­ბა­ში და მზად­დე­ბა ჰი­გი­ე­ნუ­რი ქა­ღალ­დი და სა­კან­ცე­ლა­რიო პრო­დუქ­ცია.

ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და­ნად­გა­რი საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დია, რად­გან გარ­და იმი­სა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ტო­ნო­ბით უსარ­გებ­ლო ტვირთს იშო­რე­ბენ თა­ვი­დან, სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იზ­რუ­ნონ ეკო­ლო­გი­ა­ზე და ასო­ბით ხე გა­და­არ­ჩი­ნონ, რომ­ლე­ბიც ისევ და ისევ ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

დაშ­რე­დე­რე­ბის პრო­ცე­სი

სა­ინ­ტე­რე­სოა, ერთ სა­მუ­შაო დღე­ში რა რა­ო­დე­ნო­ბით მა­კუ­ლა­ტუ­რის დაშ­რე­დე­რე­ბა შე­უძ­ლია და­ნად­გარს?

რო­გორც წესი, 8-სა­ა­თი­ან ცვლა­ში ტონა ან ტო­ნა­ნა­ხე­ვარ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ვაშ­რე­დე­რებთ. ჩვენ გვაქვს მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბის მე­ო­რე მე­თო­დი - მისი პირ­და­პირ მიქ­სერ­ში მო­თავ­სე­ბა და წარ­მო­ე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბა, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი დამ­კვე­თი არა­სა­სურ­ვე­ლი არ­ქი­ვის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

რამ­დენ ხან­ში ერთხელ მოგ­მარ­თა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და რამ­დე­ნად და­ცუ­ლია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბის დაშ­რე­დე­რე­ბის დროს?

ზო­გა­დად, უსარ­გებ­ლო არ­ქი­ვის გა­ნად­გუ­რე­ბის ვადა 5-7 წე­ლია. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მისი გას­ვლის შემ­დეგ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სრუ­ლად ეხ­სნე­ბათ დო­კუ­მენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბის შე­ნახ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა შე­უძ­ლი­ათ აღ­ნიშ­ნუ­ლი დრო­ის გას­ვლას არ და­ე­ლო­დონ და უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა ყო­ველ­წლი­უ­რად და­აშ­რე­დე­რონ.

ჩვენ გვყავს მსხვი­ლი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, მათ აღარ სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი ფარ­თის გა­მო­ყო­ფა და მა­კუ­ლა­ტუ­რის და­სა­წყო­ბე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბით ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის და­ხარ­ჯვას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას, ჩვენ პარტნი­ო­რებს ვთა­ვა­ზობთ, მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დაშ­რე­დე­რე­ბის პრო­ცესს და­ეს­წროს და თა­ვად ნა­ხოს, რომ მი­ღე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რა სრუ­ლად გა­ნად­გურ­და და მისი სა­წარ­მო­დან გა­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბის დაშ­რე­დე­რე­ბა საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი სერ­ვი­სია რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კუ­რენ­ტი არ გვყავს, პარტნი­ო­რებს მა­ინც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ვთა­ვა­ზობთ.

„კრი­ა­ლა“ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ეკო­ლო­გი­ის და­სა­ცა­ვად ტარ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? და დო­კუ­მენ­ტე­ბის დაშ­რე­დე­რე­ბა და შემ­დეგ წარ­მო­ე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბა რამ­დე­ნად დიდი კონ­ტრი­ბუ­ცი­აა ამ პრო­ცეს­ში?

უკვე წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექტთან -„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“, რო­მე­ლიც ტყე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­იქ­მნა. მისი მი­ზა­ნია, მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ჩა­ი­ბა­როს მა­კუ­ლა­ტუ­რა და შემ­დეგ უკან და­აბ­რუ­ნოს წარ­მო­ე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რა სწო­რედ ჩვენ­თან მო­დის და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო ფორ­მით ისევ მოხ­მა­რე­ბა­ში ბრუნ­დე­ბა.

ამას­თან, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ბან­კებ­თან თუ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რო­მელ­თაც მიზ­ნად და­ი­სა­ხეს, შე­ამ­ცი­რონ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, რის­თვი­საც გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის დამ­ზა­დე­ბულ სა­კან­ცე­ლა­რიო პრო­დუქ­ცი­ას იყე­ნე­ბენ.

მე­ო­რე მხრივ, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო, ზო­გი­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ისეთ ხერ­ხებს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს და არც ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის­თვის არის ხელ­შემ­წყო­ბი. მა­გა­ლი­თის­თვის, ტო­ნო­ბით ფურ­ცლის დაწ­ვა იწ­ვევს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კვამ­ლის წარ­მოქ­მნას, რაც გა­რე­მოს აზი­ა­ნებს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა სრუ­ლად გა­დავ­ჭრათ, რად­გან „კრი­ა­ლას“ სა­წარ­მოს წარ­მა­დო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ტო­ნო­ბით ქა­ღალ­დის გა­და­მუ­შა­ვე­ბა შეგ­ვიძ­ლია მოკ­ლე დრო­ში.

დღეს, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის 25% გვი­ჭი­რავს. რად­გან ასე გა­ვი­ზარ­დეთ და განვვი­თარ­დით, უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობთ, კი­დევ უფრო გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ რე­სურ­სე­ბი და მეტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წი­ოთ ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვას. ამ მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­ვა­თავ­სეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მწვა­ნე ყუ­თე­ბი, რომ­ლებ­შიც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უსარ­გებ­ლო ქა­ღალდს ყრი­ან. ასე ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ვა­კე­თებთ ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს: ვზრუ­ნავთ ეკო­ლო­გი­ა­ზე და ვეხ­მა­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას.

ქა­ღალ­დის სა­წარ­მო „კრი­ა­ლა“ 2014 წელს პრო­ექ­ტის - „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ - ფარ­გლებ­ში და­არ­სდა. კომ­პა­ნი­ის ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნი­დან მა­ლე­ვე მა­ღა­ზი­ის დახ­ლე­ბი­დან თით­ქმის გაქ­რა რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი ქა­ღალ­დი და მისი ად­გი­ლი „ას­ფურ­ცე­ლამ“ და „ეკო­ფე­ი­ფერ­მა“ და­ი­კა­ვა. „კრი­ა­ლა“ წლი­უ­რად 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის პრო­დუქ­ცი­ას ყი­დის და ასაქ­მებს 100-ზე მეტ თა­ნამ­შრო­მელს, სა­მო­მავ­ლოდ კი ბაზ­რის წი­ლის კი­დევ უფრო გაზ­რდას გეგ­მავს.

R

საქმისწარმოების ლექტორი
0

საარქივო წესებით, საქმიან დოკუმენტაციის შენახვის ვადები სხვადასხვაა, დადგენილია კანონით, მათ არქივარიუსი ახარისხებს და ანადგურებს . . .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სად და რა სიხშირით უნდა გაანადგურონ ორგანიზაციებმა ტონობით დაგროვილი დოკუმენტები?

სად და რა სიხშირით უნდა გაანადგურონ ორგანიზაციებმა ტონობით დაგროვილი დოკუმენტები?

საჯარო უწყებებს, ბანკებს, რითეილერებს, კლინიკებსა და სხვა მსხვილ ორგანიზაციებს წლიდან წლამდე ათობით ათასი უსარგებლო დოკუმენტაცია უგროვდებათ, რომლის ნაწილიც კონფიდენციალურია და გასაჯაროებას არ ექვემდებარება, შენახვა კი დამატებით რესურსებს მოითხოვს.

რა უნდა მოუხერხონ ორგანიზაციებმა აღნიშნულ მაკულატურას?

უცხოური მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამგვარ დოკუმენტებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი ჯერ აშრედერებს ანუ სპეციალური დანადგარის მეშვეობით მცირე ნაწილებად ანაწევრებს და მიღებულ მასას წარმოებაში გზავნის. აღნიშნული პრაქტიკა, ერთი მხრივ, ორგანიზაციებს ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლებაში ეხმარება და მეორე მხრივ, ტყის რესურსების შენარჩუნებას უწყობს ხელს. 1 კგ ფურცელი 1 ნერგს უდრის, მისი განადგურების ნაცვლად კი შეგვიძლია იმავე რაოდენობით გამოუსადეგარი დოკუმენტები გადავამუშაოთ და ხელმეორედ გამოვიყენოთ.

ვადაგასული დოკუმენტაციის დაშრედერების პრაქტიკა უკვე საქართველოშიც ინერგება. ქაღალდის საწარმო „კრიალამ“ დოკუმენტების გასანადგურებლად გერმანული წარმოების დანადგარი, იგივე „შრედერი“ 5 წლის წინ შემოიტანა. „შრედერის“ მეშვეობით საწარმოში ტონობით დოკუმენტი იქცევა გადამუშავებულ მასად, რომლისგანაც ახალი პროდუქცია მიიღება.

„კრიალას“ მიერ დაშრედერებული დოკუმენტები

კონკრეტულად, როგორ ხდება დოკუმენტების განადგურება, როგორ იცავს კომპანია კონფიდენციალურობას და რატომ არის საჭირო აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ამის შესახებ „კრიალას“ წარმოების დირექტორი მიშა ბოგვერაძე გვესაუბრა:

როგორ მუშაობს „შრედერი“ და რატომ ენიჭება განვითარებულ ქვეყნებში მის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა?

„შრედერი“ არის დანადგარი, რომელიც მოკლე დროში თითოეულ ფურცელს ათობით ნაწილად ჭრის, მიღებული მასა კი მიდის წარმოებაში და მზადდება ჰიგიენური ქაღალდი და საკანცელარიო პროდუქცია.

ევროპის ქვეყნებში დანადგარი საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან გარდა იმისა, რომ ორგანიზაციები ტონობით უსარგებლო ტვირთს იშორებენ თავიდან, საშუალება აქვთ, იზრუნონ ეკოლოგიაზე და ასობით ხე გადაარჩინონ, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი.

დაშრედერების პროცესი

საინტერესოა, ერთ სამუშაო დღეში რა რაოდენობით მაკულატურის დაშრედერება შეუძლია დანადგარს?

როგორც წესი, 8-საათიან ცვლაში ტონა ან ტონანახევარ დოკუმენტაციას ვაშრედერებთ. ჩვენ გვაქვს მაკულატურის გადამუშავების მეორე მეთოდი - მისი პირდაპირ მიქსერში მოთავსება და წარმოებაში ჩაშვება, თუმცა არჩევანი პარტნიორ კომპანიაზეა დამოკიდებული.

ორივე შემთხვევაში, ჩვენი დამკვეთი არასასურველი არქივისგან თავისუფლდება.

რამდენ ხანში ერთხელ მოგმართავენ ორგანიზაციები და რამდენად დაცულია კონფიდენციალურობა დოკუმენტების დაშრედერების დროს?

ზოგადად, უსარგებლო არქივის განადგურების ვადა 5-7 წელია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი გასვლის შემდეგ, ორგანიზაციებს სრულად ეხსნებათ დოკუმენტების უმეტესობის შენახვის ვალდებულება, თუმცა შეუძლიათ აღნიშნული დროის გასვლას არ დაელოდონ და უსარგებლო მაკულატურა ყოველწლიურად დააშრედერონ.

ჩვენ გვყავს მსხვილი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ხოლმე. შესაბამისად, მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი ფართის გამოყოფა და მაკულატურის დასაწყობება, რაც შეიძლება დამატებით ფინანსური და ადამიანური რესურსის დახარჯვასთან იყოს დაკავშირებული.

რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ, მათი წარმომადგენელი დაშრედერების პროცესს დაესწროს და თავად ნახოს, რომ მიღებული მაკულატურა სრულად განადგურდა და მისი საწარმოდან გატანის შესაძლებლობა გამორიცხულია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტების დაშრედერება საკმაოდ ხელმისაწვდომი სერვისია როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ მიმართულებით კონკურენტი არ გვყავს, პარტნიორებს მაინც ყოველთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ.

„კრიალა“ აქტიურად არის ჩართული კამპანიებში, რომლებიც ეკოლოგიის დასაცავად ტარდება. საინტერესოა, რა შედეგები მიიღეთ ამ მიმართულებით? და დოკუმენტების დაშრედერება და შემდეგ წარმოებაში ჩაშვება რამდენად დიდი კონტრიბუციაა ამ პროცესში?

უკვე წლებია, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტთან -„მაკულიტერატურა“, რომელიც ტყეების გადასარჩენად შეიქმნა. მისი მიზანია, მოსახლეობისგან ჩაიბაროს მაკულატურა და შემდეგ უკან დააბრუნოს წარმოებაში. აღნიშნული მაკულატურა სწორედ ჩვენთან მოდის და უახლესი ტექნოლოგიებით გადამუშავებული, სრულიად უსაფრთხო ფორმით ისევ მოხმარებაში ბრუნდება.

ამასთან, ვთანამშრომლობთ ბანკებთან თუ სხვა ორგანიზაციებთან, რომელთაც მიზნად დაისახეს, შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება, რისთვისაც გადამუშავებული მაკულატურისგან სპეციალურად მათთვის დამზადებულ საკანცელარიო პროდუქციას იყენებენ.

მეორე მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ზოგიერთი ორგანიზაცია დოკუმენტების განადგურების ისეთ ხერხებს მიმართავს, რომლებიც გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს და არც ადგილობრივი წარმოებისთვის არის ხელშემწყობი. მაგალითისთვის, ტონობით ფურცლის დაწვა იწვევს დიდი რაოდენობით კვამლის წარმოქმნას, რაც გარემოს აზიანებს. ჩვენ შეგვიძლია, აღნიშნული გამოწვევა სრულად გადავჭრათ, რადგან „კრიალას“ საწარმოს წარმადობა საკმაოდ მაღალია და ტონობით ქაღალდის გადამუშავება შეგვიძლია მოკლე დროში.

დღეს, ადგილობრივი წარმოების 25% გვიჭირავს. რადგან ასე გავიზარდეთ და განვვითარდით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, კიდევ უფრო გონივრულად გამოვიყენოთ რესურსები და მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ ეკოლოგიაზე ზრუნვას. ამ მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციაში განვათავსეთ სპეციალური მწვანე ყუთები, რომლებშიც თანამშრომლები უსარგებლო ქაღალდს ყრიან. ასე ერთიანი ძალებით ვაკეთებთ ორ მნიშვნელოვან საქმეს: ვზრუნავთ ეკოლოგიაზე და ვეხმარებით ადგილობრივ წარმოებას.

ქაღალდის საწარმო „კრიალა“ 2014 წელს პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში დაარსდა. კომპანიის ბაზარზე გამოჩენიდან მალევე მაღაზიის დახლებიდან თითქმის გაქრა რუსული წარმოების ჰიგიენური ქაღალდი და მისი ადგილი „ასფურცელამ“ და „ეკოფეიფერმა“ დაიკავა. „კრიალა“ წლიურად 4 მილიონზე მეტი ლარის პროდუქციას ყიდის და ასაქმებს 100-ზე მეტ თანამშრომელს, სამომავლოდ კი ბაზრის წილის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

R