პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 3 სამკურნალო კენკრა და მათი ნაყენის რეცეპტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებისგან დაგიცავთ
ტოპ 3 სამკურნალო კენკრა და მათი ნაყენის რეცეპტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებისგან დაგიცავთ

დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ადა­მი­ა­ნი­სა და პრი­მი­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის წარ­მო­შო­ბა თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და. ყო­ველ­დღი­უ­რი სარ­ჩო-სა­ბა­დებ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად მო­ხე­ტი­ა­ლე პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი ათას­გვარ დაბ­რკო­ლე­ბას აწყდე­ბო­და, რომ­ლის გა­და­ლახ­ვა­საც დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­და. გარ­და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სა და ტრავ­მე­ბი­სა, ადა­მი­ანს უხ­დე­ბო­და ყვე­ლა სა­ხის მცე­ნა­რე­თა ნა­ყო­ფი­სა თუ სხვა ნა­წი­ლის გე­მოს გა­სინ­ჯვა. რა თქმა უნდა, ამ ძებ­ნა-სინ­ჯვა­ში ისე­თებ­საც წა­ა­წყდე­ბო­და, რომ­ლე­ბიც გემ­რი­ე­ლი კი იყო, მაგ­რამ სწყენ­და, ყაბ­ზო­ბას იწ­ვევ­და, მა­გა­ლი­თად, ზღმარტლის, პან­ტის, ბერ­ყე­ნას, კვრინ­ჩხის მთრიმ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მდი­და­რი ნა­ყო­ფი. მა­შინ ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, კუჭ­ში გამ­ხსნე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­ე­ძებ­ნა. გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს იმახ­სოვ­რებ­და და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნებ­და. ქარ­თველ ხალ­ხს მცე­ნა­რის სამ­კურ­ნალ­წამ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის მე­ტად მდი­და­რი და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რის შე­სა­ხე­ბაც უმ­დიდ­რე­სი მა­სა­ლე­ბია მო­ცე­მუ­ლი ძველ სა­მე­დი­ცი­ნო წყა­რო­ებ­ში.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ კენკრა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა და ზო­გი­ერთ მათ­განს, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. სტა­ტი­ა­ში გა­გი­ზი­ა­რებთ ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი კენკრის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყე­ნის რე­ცეპ­ტებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

კუ­ნე­ლი

სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 სა­ხე­ო­ბის კუ­ნე­ლი იზ­რდე­ბა. ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხალ­ხურ და მეც­ნი­ე­რულ მე­დი­ცი­ნა­ში. კუ­ნე­ლის ნა­ყო­ფი, ყვა­ვი­ლი და ფოთ­ლე­ბი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში გუ­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ. თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რულ მე­დი­ცი­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წი­თე­ლი და შავი კუ­ნე­ლი, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით გვხვდე­ბა რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ, ისე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ერ­თნა­ი­რად.

კუ­ნე­ლის პრე­პა­რა­ტებს უნიშ­ნა­ვენ გუ­ლის რიტ­მის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვის, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის უკ­მა­რი­სო­ბის, არ­ტე­რი­ოსკლე­რო­ზის, გუ­ლის ნევ­რო­ზის, ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­წყი­სი ფორ­მის დროს, რის­თვი­საც იყე­ნე­ბენ კუ­ნე­ლის ყვა­ვი­ლე­ბის სპირ­ტი­ან ნა­ყენს და ნა­ყო­ფის სი­თხო­ვან ექ­სტრაქტს (გა­მო­ნაწვლილს). სი­თხო­ვა­ნი ექ­სტრაქ­ტი შე­დის კომ­პლექ­სუ­რი პრე­პა­რა­ტის, კარ­დი­ო­ვა­ლე­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს.

კუ­ნე­ლის წყლი­ა­ნი ნა­ყე­ნის მომ­ზა­დე­ბა

15 გ (1 სუფ­რის კოვზ) და­ნა­ყილ ნა­ყო­ფებს და­ას­ხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხე­ლი ადუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი და 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­ჩე­რეთ თავ­და­ხუ­რულ ემა­ლის ქვაბ­ში წყლის აბა­ზა­ნა­ში

(ქვა­ბი ქვაბ­ში ჩად­გმუ­ლი), გა­აგ­რი­ლეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, გა­წუ­რეთ, ნა­ყე­ნი შე­ავ­სეთ ანა­დუ­ღა­რი წყლით 200 მლ-მდე და მი­ი­ღეთ 100 მლ 2-3-ჯერ დღე­ში, ჭა­მამ­დე 30 წუ­თით ადრე.

კუ­ნე­ლის სპირ­ტი­ა­ნი ნა­ყე­ნის მომ­ზა­დე­ბა

100 გ და­ნა­ყილ ნა­ყო­ფებს და­ას­ხით 1 ლ 70%-იან ეთი­ლის სპირ­ტი, და­ა­ყე­ნეთ 7 დღე, მი­ი­ღეთ 20-30 წვე­თი 3-4-ჯერ დღე­ში ჭა­მის წინ.

ქაც­ვი

ქაც­ვის ნა­ყო­ფის წვენს აქვს ბაქ­ტე­რი­ცი­დუ­რი მოქ­მე­დე­ბა: სტა­ფი­ლო­კო­კის, მუც­ლის ტი­ფის ჩხი­რე­ბის, დი­ზენ­ტე­რი­ის, სალ­მო­ნე­ლას მი­მართ. ხელს უწყობს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, მაღ­ლა სწევს სის­ხლში ერით­რო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დო­ნეს, ალ­ბუ­მი­ნის კო­ე­ფი­ცი­ენტს. ქაც­ვის ზეთი აჩ­ქა­რებს ეპი­თე­ლი­ზა­ცი­ას და ად­ვი­ლად ახორ­ცებს ჭრი­ლო­ბას. ააქ­ტი­უ­რებს კუ­ჭის წვე­ნის გა­მო­ყო­ფას და კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის მოქ­მე­დე­ბას, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ღვიძ­ლში ლი­პი­დურ ცვლა­ზე და სხვ. ქაც­ვი წარ­მო­ად­გენს ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ტა­მი­ნე­ბის უმ­დიდ­რეს წყა­როს. E ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლო­ბით ქაც­ვის ნა­ყო­ფი წინ უს­წრებს ყვე­ლა ხილ-კენკრო­ვანს.

ქაც­ვის ნა­ყე­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის აშ­ლი­ლო­ბის დროს

1 სუფ­რის კოვზ წვრი­ლად და­ქუც­მა­ცე­ბულ ქაც­ვის ტო­ტებს და ფოთ­ლებს და­ას­ხით 300 მლ ცივი წყა­ლი, ადუ­ღეთ ემა­ლის თავ­და­ხუ­რულ ქვაბ­ში 5 წუთი ნელ ცე­ცხლზე, გა­აგ­რი­ლეთ, გა­წუ­რეთ და მი­ი­ღეთ ერთ მი­ღე­ბა­ზე. შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­მე­ო­როთ.

ძახ­ვე­ლი

ძახ­ვე­ლის ქერ­ქი, ყვა­ვი­ლი და ნა­ყო­ფი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში. ძახ­ვე­ლის ქერ­ქის ნა­ხარ­ში ამ­ცი­რებს და აჩე­რებს სის­ხლდე­ნას, ავიწ­რო­ებს სის­ხლძარ­ღვებს და უნა­რი შეს­წევს ან­ტის­პაზ­მუ­რი, კრუნ­ჩხვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბი­სა, და­მა­წყნა­რე­ბე­ლია. ნა­ყო­ფი ხელს უწყო­ბენ გუ­ლის მუ­შა­ო­ბას, ჭრი­ლო­ბის შე­ხორ­ცე­ბას, შარ­დმდე­ნი, ნაღ­ველმდე­ნი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა. ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ძახ­ვე­ლის ქერ­ქის ნა­ხარ­ში არის ან­ტის­პაზ­მუ­რი და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ის­ტე­რი­ი­სა და კრუნ­ჩხვე­ბის დროს.

ნა­ყე­ნი პა­რა­დონ­ტო­ზის და სტო­მა­ტი­ტის დროს

1 ჩაის კოვზ ძახ­ვე­ლის ქერ­ქს და­ას­ხით 200 მლ ცხე­ლი წყა­ლი, ადუ­ღეთ თავ­და­ხუ­რულ ემა­ლის ქვაბ­ში 30 წუთი, გა­წუ­რეთ, შე­ავ­სეთ ნა­ხარ­ში 200 მლ-მდე ანა­დუ­ღა­რი წყლით და გა­მო­ივ­ლეთ პირ­ში ყო­ველ 1,5-2 სა­ათ­ში ერთხელ.

ეგ­ზე­მის დროს

  • ძახ­ვე­ლის ფო­თო­ლი 50 გ,
  • ძახ­ვე­ლის ნა­ყო­ფი 50 გ,
  • შავი მო­ცხა­რის ფო­თო­ლი 50 გ.

ამ ნაკ­რებს და­ას­ხით 1 ლ მდუ­ღა­რე წყა­ლი, და­ა­ყე­ნეთ მჭიდ­როდ და­ხუ­ფულ მი­ნის ჭურ­ჭელ­ში 2 სა­ა­თი და გა­წუ­რეთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­ფე­ნე­ბის სა­ხით. ამა­ვე და­ა­ვა­დე­ბის დროს, ძახ­ვე­ლის ყვა­ვი­ლე­ბის ნა­ხარშში აბა­ნა­ვე­ბენ ბავ­შვებს.

დღე­ი­დან, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი - „სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვე­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი“ უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია. წიგ­ნი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვი­და და 14-20 ნო­ემ­ბრამ­დე, მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 18 ლარი იქ­ნე­ბა. გა­ზეთ­თან ერ­თად - 20 ლარი. ნაშ­რომ­ში აღ­წე­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 127 სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე და მათი ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ასე­ვე, წიგნ­ში გა­ეც­ნო­ბით სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებს და რე­ცეპ­ტებს. წიგ­ნი შე­ი­ცავს 127 ფე­რად ილუსტრა­ცი­ას.

წიგ­ნის ავ­ტორს, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, სწავ­ლულ აგ­რო­ნომს, 50-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ფი­ტო­თე­რა­პევტს - ნი­კო­ლოზ იო­სე­ბი­ძეს შეს­წავ­ლი­ლი აქვს ამი­ერ-იმი­ერ კავ­კა­სი­ის სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­თა გავ­რცე­ლე­ბის პუნ­ქტე­ბი, გამ­რავ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­რა­გე­ბი და ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მათ შე­სა­ხებ.

წიგ­ნი ასე­ვე დიდ სამ­სა­ხურს გა­უ­წევს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას: მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებს, ბი­ო­ლო­გებს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მუ­შა­კებს, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტებს, სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა და­მამ­ზა­დებ­ლებ­სა და კულ­ტუ­რა­ში და­ნერგვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს.

ნანა
0

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია? რა თქმა უნდა სათანადო საფასურად, ოღონდ ელექრონული ვერსია, რადგან ყველა არ არის საქართველოში ამ ეტაპზე

ავტორი:

ტოპ 3 სამკურნალო კენკრა და მათი ნაყენის რეცეპტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებისგან დაგიცავთ

ტოპ 3 სამკურნალო კენკრა და მათი ნაყენის რეცეპტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებისგან დაგიცავთ

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისა და პრიმიტიული მედიცინის წარმოშობა თითქმის ერთდროულად მოხდა. ყოველდღიური სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად მოხეტიალე პირველყოფილი ადამიანი ათასგვარ დაბრკოლებას აწყდებოდა, რომლის გადალახვასაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. გარდა ფიზიკური დატვირთვისა და ტრავმებისა, ადამიანს უხდებოდა ყველა სახის მცენარეთა ნაყოფისა თუ სხვა ნაწილის გემოს გასინჯვა. რა თქმა უნდა, ამ ძებნა-სინჯვაში ისეთებსაც წააწყდებოდა, რომლებიც გემრიელი კი იყო, მაგრამ სწყენდა, ყაბზობას იწვევდა, მაგალითად, ზღმარტლის, პანტის, ბერყენას, კვრინჩხის მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი ნაყოფი. მაშინ ადამიანი იძულებული იყო, კუჭში გამხსნელი საშუალებაც მოეძებნა. გონიერი ადამიანი ყველაფერს იმახსოვრებდა და საჭიროების შემთხვევაში იყენებდა. ქართველ ხალხს მცენარის სამკურნალწამლოდ გამოყენების მეტად მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, რის შესახებაც უმდიდრესი მასალებია მოცემული ძველ სამედიცინო წყაროებში.

დადასტურებულია, რომ კენკრა ძალიან სასარგებლოა და ზოგიერთ მათგანს, სამკურნალო თვისებები გააჩნია. სტატიაში გაგიზიარებთ ნაკლებად პოპულარული კენკრისგან მომზადებული ნაყენის რეცეპტებს, რომლებიც ძალიან ეფექტურია სხვადასხვა სახის დაავადებების დროს.

კუნელი

საქართველოში 8 სახეობის კუნელი იზრდება. ყველა სახეობა მეტ-ნაკლებად გამოიყენება ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში. კუნელის ნაყოფი, ყვავილი და ფოთლები უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გულის სამკურნალოდ. თანამედროვე მეცნიერულ მედიცინაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელი და შავი კუნელი, რომლებიც მეტ-ნაკლები რაოდენობით გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. გამოიყენება ერთნაირად.

კუნელის პრეპარატებს უნიშნავენ გულის რიტმის ფუნქციონალური დარღვევის, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის, არტერიოსკლეროზის, გულის ნევროზის, ჰიპერტონიული დაავადების საწყისი ფორმის დროს, რისთვისაც იყენებენ კუნელის ყვავილების სპირტიან ნაყენს და ნაყოფის სითხოვან ექსტრაქტს (გამონაწვლილს). სითხოვანი ექსტრაქტი შედის კომპლექსური პრეპარატის, კარდიოვალენის შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს.

კუნელის წყლიანი ნაყენის მომზადება

15 გ (1 სუფრის კოვზ) დანაყილ ნაყოფებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ადუღებული წყალი და 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურულ ემალის ქვაბში წყლის აბაზანაში

(ქვაბი ქვაბში ჩადგმული), გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ, ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით 200 მლ-მდე და მიიღეთ 100 მლ 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კუნელის სპირტიანი ნაყენის მომზადება

100 გ დანაყილ ნაყოფებს დაასხით 1 ლ 70%-იან ეთილის სპირტი, დააყენეთ 7 დღე, მიიღეთ 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ქაცვი

ქაცვის ნაყოფის წვენს აქვს ბაქტერიციდური მოქმედება: სტაფილოკოკის, მუცლის ტიფის ჩხირების, დიზენტერიის, სალმონელას მიმართ. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, მაღლა სწევს სისხლში ერითროციტების რაოდენობას, ჰემოგლობინის დონეს, ალბუმინის კოეფიციენტს. ქაცვის ზეთი აჩქარებს ეპითელიზაციას და ადვილად ახორცებს ჭრილობას. ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას, დადებითად მოქმედებს ღვიძლში ლიპიდურ ცვლაზე და სხვ. ქაცვი წარმოადგენს ბუნებრივი ვიტამინების უმდიდრეს წყაროს. E ვიტამინის შემცველობით ქაცვის ნაყოფი წინ უსწრებს ყველა ხილ-კენკროვანს.

ქაცვის ნაყენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობის დროს

1 სუფრის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ქაცვის ტოტებს და ფოთლებს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, ადუღეთ ემალის თავდახურულ ქვაბში 5 წუთი ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ მიღებაზე. შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ძახველი

ძახველის ქერქი, ყვავილი და ნაყოფი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. ძახველის ქერქის ნახარში ამცირებს და აჩერებს სისხლდენას, ავიწროებს სისხლძარღვებს და უნარი შესწევს ანტისპაზმური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებისა, დამაწყნარებელია. ნაყოფი ხელს უწყობენ გულის მუშაობას, ჭრილობის შეხორცებას, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგოა. ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში არის ანტისპაზმური და დამამშვიდებელი საშუალება ისტერიისა და კრუნჩხვების დროს.

ნაყენი პარადონტოზის და სტომატიტის დროს

1 ჩაის კოვზ ძახველის ქერქს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, ადუღეთ თავდახურულ ემალის ქვაბში 30 წუთი, გაწურეთ, შეავსეთ ნახარში 200 მლ-მდე ანადუღარი წყლით და გამოივლეთ პირში ყოველ 1,5-2 საათში ერთხელ.

ეგზემის დროს

  • ძახველის ფოთოლი 50 გ,
  • ძახველის ნაყოფი 50 გ,
  • შავი მოცხარის ფოთოლი 50 გ.

ამ ნაკრებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მჭიდროდ დახუფულ მინის ჭურჭელში 2 საათი და გაწურეთ. გამოიყენეთ საფენების სახით. ამავე დაავადების დროს, ძახველის ყვავილების ნახარშში აბანავებენ ბავშვებს.

დღეიდან, გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ გამოცემული წიგნი - „საქართველოში გავრცელებული ველური და კულტურული სამკურნალწამლო მცენარეები“ უკვე ხელმისაწვდომია. წიგნი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა და 14-20 ნოემბრამდე, მისი სპეციალური ფასი 18 ლარი იქნება. გაზეთთან ერთად - 20 ლარი. ნაშრომში აღწერილია საქართველოს ბუნებაში გავრცელებული 127 სამკურნალწამლო მცენარე და მათი ძირითადი მახასიათებლები. ასევე, წიგნში გაეცნობით სხვადასხვა მცენარის სამკურნალო თვისებებს და რეცეპტებს. წიგნი შეიცავს 127 ფერად ილუსტრაციას.

წიგნის ავტორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, სწავლულ აგრონომს, 50-წლიანი გამოცდილების მქონე ფიტოთერაპევტს - ნიკოლოზ იოსებიძეს შესწავლილი აქვს ამიერ-იმიერ კავკასიის სამკურნალწამლო მცენარეთა გავრცელების პუნქტები, გამრავლების ადგილები, ვიზუალური მარაგები და ყველა ძირითადი მახასიათებელი მათ შესახებ.

წიგნი ასევე დიდ სამსახურს გაუწევს ქართველ საზოგადოებას: მედიცინის მუშაკებს, ბიოლოგებს, სოფლის მეურნეობის მუშაკებს, სამედიცინო ინსტიტუტის, უნივერსიტეტისა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტებს, სამკურნალო მცენარეთა დამამზადებლებსა და კულტურაში დანერგვით დაინტერესებულ პირებს.