ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო, ბოლო რამდენიმე მატჩია "ნაპოლის" რიგებში არ გვინახავს, თუმცა მისი სახელი აქტუალურია და საზოგადოების ინტერესი, კვლავ დიდი. ამჯერად, Youtube-ზე, იტალიური "სერია ა"-ს ოფიციალურ გვერდზე კვარაცხელიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ხვიჩამ საფეხბურთო შესაძლებლობების, სპალეტის, მარადონასა და თანაგუნდელ კიმ მინ ჯე-ს შესახებ ისაუბრა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჩვეული თავმდაბლობით თქვა, რომ "ბურთთან ერთად ყოფნა უყვარს, თუმცა ხანდახან ზედმეტი მოსდის."
"რთულია ამაზე ჩემი მხრიდან ლაპარაკი, ალბათ არასწორი იქნება, მაგრამ ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს, ხანდახან ისე გამომდის ხოლმე, რომ ცოტა ზედმეტი მომდის, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. ბურთის სიყვარული ცოტა ზედმეტი მაქვს, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი გამოსწორებადია. მთავარია, რომ გუნდს გამოვადგე."
"მარადონას რაც შეეხება, მასთან შედარება ალბათ არც ერთი ფეხბურთელის არ შეიძლება. ძალიან რთული იქნება რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი მოევლინოს დედამიწაზე. ძალიან მიხარია ხოლმე როცა რაღაც ასეთ ამბობენ (როცა მარადონას ამსგავსებენ). ასეთ დროს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებენ.
"პირველ რიგში, მის ადამიანობას გამოვარჩევ. ძალიან მაგარი ადამიანია. სულ მელაპარაკება, სულ რაღაცას მიხსნის, მასწავლის. ვატყობ რომ ძალიან განვვითარდი, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე ტაქტიკურად, უფრო მეტი მინდა ვისწავლო მისგან იმიტომ რომ ძალიან მაგარი მწვრთნელია. სულ იმას მეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვაკეთო და არაფრით არ უნდა დავკმაყოფილდე და გუნდთან ერთად უნდა ვითამაშო.
"კიმი საოცარი ადამიანია, ძალიან პოზიტიური. როცა კიმს ელაპარაკები, ალბათ უშანსოდ ხარ, იმიტომ რომ აუცილებლად გაგეცინება - ძალიან ბევრს ხუმრობს. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. როცა უკან ის დგას, იმედით ხარ, რომ აუცილებლად წაართმევს ბურთს და ყველაფერს გადაეღობება, რომ კარში ბურთი არ მივიღოთ.
ინტერვიუ "ნაპოლის" "უდინეზესთან" მატჩამდეა ჩაწერილი. "კვარა" კი ამბობს, რომ თამაში ძალიან სურს. "ვნახოთ, როგორ იქნება ჩემი ტრავმა. თუ მექნება რამდენიმე პროცენტით მაინც შანსი, აუცილებლად გამოვალ მოედანზე. 10 წუთი იქნება, 20 თუ 90 - მნიშვნელობა არ აქვს, თუ შემეძლება, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო და პატარა წვლილი შევიტანი ჩვენს წარმატებაში", - ამბობს კვარაცხელია. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მას "უდინეზესთან" მატჩის გამოტოვებაც მოუწია. ნეაპოლურმა გუნდმა ამ თამაშშიც გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე 3-2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის ფასი რამდენიმე დღის წინ კვლავ გაიზარდა.Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვარცხელიას ღირებულება უკვე 60 მილიონი ევროა. აქამდე ფეხბურთელი 38 მილიონად იყო შეფასებული.
შენ ბურთან დიდხანს ყოფნით შეაყვარე თავი ხალხს. იმიტომ რომ მაგრად გამოგდის.და ძაანაც ნუ ინერვიულებ მაგაზე.
ხვიჩა, შენ მარტო მაგარი ფეღბურთელი კი არა,მაგარი თავმდაბალი ადამიანი ხარ.გისურვებ უფრო დიდ წარმატებებს. გაიხარე და ჩვენც გაგვახარე