სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არეულობა "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვინ ითხოვს შიდაპარტიულ არჩევნებს და ვის მიაჩნია ეს უდროოდ?
არეულობა "ნაციონალურ მოძრაობაში"  - ვინ ითხოვს შიდაპარტიულ არჩევნებს და ვის მიაჩნია ეს უდროოდ?

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. უკვე გა­უ­გე­ბა­რიც კია, ვინ ვის და რა­ტომ უპი­რის­პირ­დე­ბა. პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის ნა­წი­ლი თავ­მჯდო­მა­რის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. კერ­ძოდ, პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ და რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბრი­ფინ­გი გუ­შინ გა­მარ­თეს, რო­მელ­ზეც მო­ი­თხო­ვეს, რომ პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო და სამ­დივ­ნო ხე­ლახ­ლა და­კომ­პლექტდეს და ასე­ვე, აირ­ჩეს პარ­ტი­ის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მზად იყო და მზად არის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის არ­ჩევ­ნებ­ში. ამას­თან, დას­ძენს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხზე პარ­ტი­ა­ში იყო თან­ხმო­ბა, მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი კი მხო­ლოდ ვა­დე­ბი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი იყო, "რო­დის და რო­გორც ჩა­ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი".

ამის შემ­დეგ ლი­დე­რე­ბის ერთი ნა­წი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აცხა­დებს, რომ არ აპი­რებს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბას.

მა­გა­ლი­თად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს, თუმ­ცა პარ­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბის და ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ხრეა.

"მი­ვე­სალ­მე­ბი ჩემი კო­ლე­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა პარ­ტი­ა­ში მეტ გახ­სნი­ლო­ბას, გა­ნახ­ლე­ბას, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­ვე­სალ­მე­ბი იმ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე თა­ნახ­მაა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბი იყოს. ახლა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს მოხ­დეს სწრა­ფად. და­სა­კარ­გი დრო არც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და არც ქარ­თველ ხალ­ხს არ აქვს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის პარ­ტია, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვეტ როლს შე­ას­რუ­ლებს რუსი ოლი­გარ­ქის და მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში. ამი­ტომ, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვინც არ უნდა იყოს, ლე­გი­ტი­მა­ცია სჭირ­დე­ბა. მო­გი­წო­დებთ, ვი­საც რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­გაჩ­ნი­ათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უნდა იყოს ძლი­ე­რი, წა­მო­ა­ყე­ნეთ კან­დი­და­ტუ­რე­ბი და შე­დით გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი კო­ლე­გე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად გა­ი­აზ­რე­ბენ ამ პრო­ცესს. მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი კონ­კრე­ტულ გან­ცხა­დე­ბებს, არ შე­იძ­ლე­ბა "პარ­ტი­ზა­ნე­ბი“ ეძა­ხო შენს თა­ნა­მებ­რძო­ლებს. ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარ­ტი­ის წევ­რე­ბის, საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბის მი­მართ. ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი არა­ნა­ირ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­ში არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე­ტიც, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ლი­დერს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ ადა­მი­ანს, ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი, რომ პარ­ტი­ა­ში იყოს ცვლი­ლე­ბე­ბი. მე გა­ნახ­ლე­ბის მომ­ხრე ვარ და ცვლი­ლე­ბე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და მან.

პარ­ტი­ის გენმდი­ვა­ნი პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლიც აცხა­დებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას არ აპი­რებს.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტი­ის წევ­რე­ბის ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნას მხარს უჭერს და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა.

"იმ ადა­მი­ა­ნებს, ჩვე­ნი პარ­ტი­ის ფუნ­და­მენტს, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფეს­ვებს, ვინც გუ­შინ გა­მო­ვი­და და ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ახ­მო­ვა­ნა, მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მხარს ვუ­ჭერ, ვემ­ხრო­ბი და სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა იყოს და არც წარ­მო­მიდ­გე­ნია. ცხა­დია, პარ­ტი­ის შიგ­ნი­თაც ბოლო პე­რი­ოდ­ში იყო სა­უბ­რე­ბი ყვე­ლა დო­ნე­ზე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვე­ნი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, თბი­ლი­სი­დან, რე­გი­ო­ნე­ბი­დან ასეთ ინი­ცი­ა­ტი­ვას ასა­ხე­ლე­ბენ, უბ­რა­ლოდ უფ­ლე­ბა არ გვაქვს ყური არ და­ვუგ­დოთ და არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი აზრი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ თავ­მჯდო­მა­რემ, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, ეს გა­მოწ­ვე­ვა მი­ი­ღო და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს. მან ისიც თქვა, რომ ისიც ხე­ლახ­ლა იას­პა­რე­ზებს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ამ არ­ჩევ­ნებ­ში. და­ვე­ლო­დოთ ვინ იქ­ნე­ბა სხვა კან­დი­და­ტუ­რა. მე არ ვა­პი­რებ ჩემი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას, მაგ­რამ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. მე სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერ მო­გახ­სე­ნებთ, თვი­თონ უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა," - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი არც ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს აქვს.

"არ გან­ვი­ხი­ლავ ამ სა­კითხს, მე არ ვარ ადა­მი­ა­ნი, ვის ნაც­ვლა­დაც შე­იძ­ლე­ბა სხვებ­მა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ რიგ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი ტრანსფე­რი არის უპირ­ვე­ლე­სად ჩემი და ჩემი ბევ­რი მე­გობ­რის საზ­რუ­ნა­ვი. არ­ჩევ­ნე­ბი არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი, არა­ვინ არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ყო­ფი­ლა. მე ჩემი კან­დი­და­ტუ­რა არც გან­მი­ხი­ლავს და არც გან­ვი­ხი­ლავ, იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად ვთვლი პარ­ტი­ა­შიც და პარ­ლა­მენ­ტშიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბი­თაც, ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"მსჯე­ლო­ბი­სას ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო, რომ ამ ეტაპ­ზე, რო­დე­საც მთა­ვა­რი თემა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხია, არ ღირ­და არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ეს თემა გა­და­წყდე­ბო­და, ჩვენ უნდა დაგ­ვე­წყო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ამ სენ­სი­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თოს იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც ეს გა­ა­კე­თა, რა­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი გა­ა­ჩი­ნა. უნდა იყოს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი, ჩარ­თუ­ლო­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი და კან­დი­და­ტებს უნდა ჰქონ­დეთ საკ­მა­რი­სი დრო იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი, მიდ­გო­მე­ბი, გეგ­მე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს წა­რუდ­გი­ნონ, მათ შო­რის, კი­თხვებს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და სრულ­ფა­სოვ­ნად გას­ცენ პა­სუ­ხი. ეს ვერ მოხ­დე­ბა ერთ და ორ დღე­ში," - გა­ნა­ცხა­და აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
2

nacionaluri მოძრაობა რეალურად არიან სააკაშვილი,მერაბიშვილი,ადეიშვილი,ახალაია,ვარშალომიძე ბოკერია,უგულავა,გაბაშვილი,რურუა და ასე შემდეგ .ესენი ვინც ახლა ჩანან არაფერი არ იყვნენ და არც იქნებიან!

უპარტიო
2

მეტისმეტი არ მოგივიდეთ ნაცებო, ხედავთ ცირკი აღარ გვაქვს და თქვენ ცირკაჩობას ნუ მოგვაკლებთ ცოტ ცოტა მაინც ხოვერთობით

ავტორი:

არეულობა "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვინ ითხოვს შიდაპარტიულ არჩევნებს და ვის მიაჩნია ეს უდროოდ?

არეულობა "ნაციონალურ მოძრაობაში"  - ვინ ითხოვს შიდაპარტიულ არჩევნებს და ვის მიაჩნია ეს უდროოდ?

"ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული პრობლემებია. უკვე გაუგებარიც კია, ვინ ვის და რატომ უპირისპირდება. პარტიის ლიდერების ნაწილი თავმჯდომარის ახალი არჩევნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, რომელზეც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, "როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები".

ამის შემდეგ ლიდერების ერთი ნაწილი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებს, რომ არ აპირებს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პარტიის განახლების და ცვლილებების მომხრეა.

"მივესალმები ჩემი კოლეგების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმ ინიციატივასაც, რომ პარტიის თავმჯდომარე თანახმაა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყოს. ახლა, მნიშვნელოვანია ეს მოხდეს სწრაფად. დასაკარგი დრო არც "ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ქართველ ხალხს არ აქვს. "ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების დასრულებაში. ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ლეგიტიმაცია სჭირდება. მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გაიაზრებენ ამ პროცესს. მინდა გავუსვა ხაზი კონკრეტულ განცხადებებს, არ შეიძლება "პარტიზანები“ ეძახო შენს თანამებრძოლებს. ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის წევრების, საკრებულოს არჩეული წევრების მიმართ. ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები. მე განახლების მომხრე ვარ და ცვლილებების“, - განაცხადა მან.

პარტიის გენმდივანი პეტრე ცისკარიშვილიც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პარტიის წევრების ნაწილის მოთხოვნას მხარს უჭერს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მიესალმება.

"იმ ადამიანებს, ჩვენი პარტიის ფუნდამენტს, ჩვენი ორგანიზაციის ფესვებს, ვინც გუშინ გამოვიდა და ეს ინიციატივა გაახმოვანა, მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, ვემხრობი და სხვანაირად არც შეიძლება იყოს და არც წარმომიდგენია. ცხადია, პარტიის შიგნითაც ბოლო პერიოდში იყო საუბრები ყველა დონეზე არჩევნების ჩატარებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საკრებულოს დეპუტატები მთელი საქართველოდან, თბილისიდან, რეგიონებიდან ასეთ ინიციატივას ასახელებენ, უბრალოდ უფლება არ გვაქვს ყური არ დავუგდოთ და არ გავითვალისწინოთ მათი აზრი. აქედან გამომდინარე, იმასაც მივესალმები, რომ თავმჯდომარემ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს გამოწვევა მიიღო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები დაინიშნოს. მან ისიც თქვა, რომ ისიც ხელახლა იასპარეზებს თავმჯდომარის პოსტზე ამ არჩევნებში. დაველოდოთ ვინ იქნება სხვა კანდიდატურა. მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. მე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არც ხატია დეკანოიძეს აქვს.

"არ განვიხილავ ამ საკითხს, მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა "ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგი არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს და არც განვიხილავ, იმიტომ, რომ რეალურად ვთვლი პარტიაშიც და პარლამენტშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს“, - განაცხადა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის მოსაზრებითაც, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"მსჯელობისას ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე, როდესაც მთავარი თემა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხია, არ ღირდა არჩევნებზე საუბარი, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს თემა გადაწყდებოდა, ჩვენ უნდა დაგვეწყო არჩევნებზე საჯაროდ საუბარი. სამწუხაროდ, ჩემი თანაგუნდელების გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ამ სენსიტიურ პერიოდში ბრიფინგი გამართოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს გააკეთა, რამაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, მონაწილეობითი, ჩართულობითი არჩევნები და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ თავისი ხედვები, მიდგომები, გეგმები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს წარუდგინონ, მათ შორის, კითხვებს საფუძვლიანად და სრულფასოვნად გასცენ პასუხი. ეს ვერ მოხდება ერთ და ორ დღეში," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

იხილეთ ასევე: