პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს " - ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი
"სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს " - ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში „მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნის, ლაშა ნა­კა­ი­ძის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლალი ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მან მი­ი­ღო სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე აპი­რებს და­ა­ყე­ნოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ნა­კა­ძის მი­მართ 137-ე მუხ­ლით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, შე­წყდეს.

ექ­სპერ­ტი­ზა და­ზა­რა­ლე­ბულს ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი არ აკონ­კრე­ტებს, რა წე­რია დას­კვნა­ში. მისი გან­მარ­ტე­ბით, ლაშა ნა­კა­ი­ძე წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს.

“დღეს არის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა. ვიმ­სჯე­ლებთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და სი­ურპრიზს გე­ტყვით, მექ­ნე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა 137-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. მი­ვი­ღეთ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა, რაც მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს და­ვა­ყე­ნო აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. ად­ვო­კა­ტი ვარ და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ღვიო კა­ნო­ნი და ვთქვა, რა წე­რია დას­კვნა­ში. მე მგო­ნი, გა­სა­გე­ბია. მეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნო. დას­კვნე­ბი თქვენ გა­მო­ი­ტა­ნეთ. მე გე­უბ­ნე­ბით, რომ მას შემ­დეგ რაც მი­ვი­ღეთ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ 137-ე მუხ­ლის, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ბრალს, ამის შე­სა­ხებ შემ­დგომ ვი­სა­უბ­როთ. ლაშა ნა­კა­ი­ძე არა­ფერს აღი­ა­რებს, აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვაა, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მჯე­რა. მო­ვი­და ერთი ექპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი და მე­ო­რე­საც ვე­ლო­დე­ბით. რას მა­ლავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ვის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს, რა­ტომ არ მის­ცა “აი­ფო­ნის” კოდი გა­მო­ძი­ე­ბას? - მეც ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა მაქვს. სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა საქ­მე­ში. მერ­წმუ­ნეთ, ბევრ რა­ღა­ცას აეხ­დე­ბა ფარ­და და მიხ­ვდე­ბით, რომ ლაშა ნა­კა­ი­ძე მო­ძა­ლა­დე არ არის”,- აცხა­დებს ლალი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, აყე­ნებს თუ არა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ჩვე­ნე­ბის სან­დო­ო­ბას ეჭვქვეშ, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ის ეჭვქვეშ არა­ფერს აყე­ნებს.

“მე ეჭვქვეშ არა­ფერს ვა­ყე­ნებ, მე არც ვამ­ტკი­ცებ ჩვენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას, ბრალ­დე­ბას ეკის­რე­ბა დაგ­ვიმ­ტკი­ცოს ჩვე­ნი და­ნა­შა­უ­ლი. როცა და­ი­ნიშ­ნა ექპერ­ტი­ზა და მო­ი­თხო­ვეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი ლაშა ნა­კა­ი­ძემ ის თა­ვი­სი კო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცა, რად­გა­ნაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­სა­მა­ლი არა­ფე­რი აქვს. ეტყო­ბა და­ზა­რა­ლე­ბულს ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს და­სა­მა­ლი. ის თვა­ლით არ მი­ნა­ხავს და მისი მი­ზა­ნი არ ვიცი. მე იმას გე­უბ­ნე­ბით, რაც არის და დას­კვნე­ბი თქვენ გა­მო­ი­ტა­ნეთ”,- გა­ნა­ცხა­და ლალი ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 აგ­ვის­ტოს, ბრალ­დე­ბუ­ლი ლაშა ნა­კა­ი­ძე გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნის და ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა ა.პ.-ს, ასე­ვე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში დარ­ტყმით და მჩხვლე­ტა­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მას­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბულ­მა ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 16 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა), 126 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა) და 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადვოკატს
0

ქალო, ბასილას ადვოკატებს მაინც შეხედე, რა უაზრო რამეს ამბობ, სიურპრიზი რას ჰქვია, თუ რამე მტკიცება გაქვს, მიეცი მოსამართლეს, ავანსად პატიმრის გაშვება ვის გაუგია?

მანჩო
1

რა სისულელეს ამბობს, "ნისიად" გამოუშვით და მერე სიურპრიზს გპირდებითო. აბა ბასილაშვილის ადვოკატიც ადვოკატია და ეს უნიჭო დედაკაციც?

ავტორი:

"სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს " - ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი

"სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს " - ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც დღევანდელ პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ ნაკაძის მიმართ 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს.

ექსპერტიზა დაზარალებულს ჩაუტარდა, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა წერია დასკვნაში. მისი განმარტებით, ლაშა ნაკაიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

“დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მე გეუბნებით, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გვაქვს საშუალება, რომ 137-ე მუხლის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება სხვა ბრალს, ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ. ლაშა ნაკაიძე არაფერს აღიარებს, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე ძალიან მჯერა. მოვიდა ერთი ექპერტიზის პასუხი და მეორესაც ველოდებით. რას მალავს დაზარალებული, ვის დაკვეთას ასრულებს, რატომ არ მისცა “აიფონის” კოდი გამოძიებას? - მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. საოცარი ამბები ხდება საქმეში. მერწმუნეთ, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და მიხვდებით, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის”,- აცხადებს ლალი ბიბილეიშვილი.

რაც შეეხება კითხვას, აყენებს თუ არა დაზარალებული ქალის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ, ადვოკატი პასუხობს, რომ ის ეჭვქვეშ არაფერს აყენებს.

“მე ეჭვქვეშ არაფერს ვაყენებ, მე არც ვამტკიცებ ჩვენ უდანაშაულობას, ბრალდებას ეკისრება დაგვიმტკიცოს ჩვენი დანაშაული. როცა დაინიშნა ექპერტიზა და მოითხოვეს ტელეფონები ლაშა ნაკაიძემ ის თავისი კოდებით გამოძიებას მისცა, რადგანაც გამოძიებასთან დასამალი არაფერი აქვს. ეტყობა დაზარალებულს ძალიან ბევრი აქვს დასამალი. ის თვალით არ მინახავს და მისი მიზანი არ ვიცი. მე იმას გეუბნებით, რაც არის და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ”,- განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.