სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავიახომალდი მიუნხენში დაბრუნდა... ნაკრები რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება" - ისლანდიაში მიმავალ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს  პრობლემები შეექმნა
"ავიახომალდი მიუნხენში დაბრუნდა... ნაკრები რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება" - ისლანდიაში მიმავალ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს  პრობლემები შეექმნა

"მსოფ­ლი­ოს 2023 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მატ­ჩის სა­თა­მა­შოდ ის­ლან­დი­ა­ში წა­სულ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნულ ნაკ­რებს ავი­ა­კომ­პა­ნია Lufthansa-ს მი­ზე­ზით გზა გა­უმ­რუდ­და", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­ებს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, ქა­ლაქ რე­ი­კი­ა­ვიკ­ში ნაკ­რე­ბი ერთი დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩავა.

"გერ­მა­ნი­ი­დან გა­მოფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც 7 ნო­ემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი მი­უნ­ხენ­ში უნდა გა­ყო­ლოდ­ნენ, აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე უკან მიბ­რუნ­და. ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ავი­ა­ხო­მალ­დი მი­უნ­ხე­ნის აე­რო­პორ­ტში დაბ­რუნ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის თბი­ლი­სი­დან გერ­მა­ნი­ა­ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი რე­ი­სიც არ შეს­რულ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი მი­უნ­ხე­ნის­კენ 7 ნო­ემ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე გაფ­რინ­დნენ, რის გა­მოც მი­უნ­ხე­ნი-რე­ი­კი­ა­ვი­კის რე­ისს ვერ ჩა­უს­წრეს და ამ ღა­მეს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ა­თე­ნე­ბენ. ნაკ­რე­ბის სამ­გზა­ვო მარ­შუ­ტში ჩა­ე­მა­ტა რე­ი­სი ფრან­კფურ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი გუნ­დი ის­ლან­დი­ის ქა­ლაქ კეფ­ლა­ვიკ­ში სამ­შა­ბათს, 8 ნო­ემ­ბერს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა და რე­ი­კი­ა­ვიკ­ში ავ­ტო­ბუ­სით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჩავა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ბირ­თვი რე­ი­კი­ა­ვიკ­ში 24 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა, სა­დაც მათ დახ­ვდე­ბი­ან გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ილი­ას ზუ­რო­სი და მისი ასის­ტენ­ტი გე­ორ­გი­ოს ლიმ­ნი­ა­ტი­სი, მო­თა­მა­შე­ე­ბი – გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი, თად მა­კ­ფა­დე­ნი, ალექ­სან­დრე ფე­ვა­ძე და გი­ორ­გი კორ­სან­ტია, რომ­ლე­ბიც ის­ლან­დი­ა­ში იმ ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც თა­მა­შო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი თბი­ლი­სი­დან შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ემ­გზავ­რა: გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე, რატი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, გივი ბაქ­რა­ძე, დუდა სა­ნა­ძე, კახა ჯინ­ჭა­რა­ძე, მე­რაბ ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვი­ლი, ილია ლონ­და­რი­ძე, ბექა ბე­ქა­უ­რი და მწვრთნე­ლი, ანა­ტო­ლი ბო­ი­სა.

გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, თორ­ნი­კე შენ­გე­ლია ნაკ­რებს მატ­ჩის წინა დღეს, მას შემ­დეგ შე­უ­ერ­თდე­ბა, რაც 9 ნო­ემ­ბერს ევ­რო­ლი­გა­ში მი­ლა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ითა­მა­შებს", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

!
0

მშვიდობიანი ფრენა ჩვენს ბიჭებს...

ავტორი:

"ავიახომალდი მიუნხენში დაბრუნდა... ნაკრები რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება" - ისლანდიაში მიმავალ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს  პრობლემები შეექმნა

"ავიახომალდი მიუნხენში დაბრუნდა... ნაკრები რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება" - ისლანდიაში მიმავალ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს  პრობლემები შეექმნა

"მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის სათამაშოდ ისლანდიაში წასულ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ავიაკომპანია Lufthansa-ს მიზეზით გზა გაუმრუდდა", - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, დანიშნულების ადგილზე, ქალაქ რეიკიავიკში ნაკრები ერთი დღის დაგვიანებით ჩავა.

"გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, რომელსაც 7 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში უნდა გაყოლოდნენ, აფრენიდან მალევე უკან მიბრუნდა. ტექნიკური პრობლემების გამო ავიახომალდი მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა და შესაბამისად, ჩვენი ნაკრების თბილისიდან გერმანიაში გასამგზავრებელი რეისიც არ შესრულდა.

საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენისკენ 7 ნოემბერს, 16:00 საათზე გაფრინდნენ, რის გამოც მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვერ ჩაუსწრეს და ამ ღამეს გერმანიაში გაათენებენ. ნაკრების სამგზავო მარშუტში ჩაემატა რეისი ფრანკფურტის მიმართულებით, საიდანაც ჩვენი გუნდი ისლანდიის ქალაქ კეფლავიკში სამშაბათს, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე გაემგზავრება და რეიკიავიკში ავტობუსით ნახევარ საათში ჩავა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ბირთვი რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება, სადაც მათ დახვდებიან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი, მოთამაშეები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, რომლებიც ისლანდიაში იმ ქვეყნებიდან ჩავიდნენ, სადაც თამაშობენ.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური და მწვრთნელი, ანატოლი ბოისა.

გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს მატჩის წინა დღეს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც 9 ნოემბერს ევროლიგაში მილანის წინააღმდეგ ითამაშებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.