სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თალაკვაძის მტკიცებით, "ნაცმოძრაობა" და მისი პარტნიორები ივანიშვილზე შურისძიებას ცდილობენ
თალაკვაძის მტკიცებით, "ნაცმოძრაობა" და მისი პარტნიორები ივანიშვილზე შურისძიებას ცდილობენ

ად­გი­ლი აქვს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” და მათი პარტნი­ო­რე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ, რაც პირ­და­პირ არის პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, ელო­დე­ბა თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტი კრი­ტი­კულ რე­ზო­ლუ­ცი­ას მი­ი­ღებს, სა­დაც ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იქ­ნე­ბა ჩა­ნა­წე­რი.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო რე­ზო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, მათ­თვის გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა, "თუ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში და გან­სა­კუთ­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარტნი­ო­რე­ბი რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ“.

"ამ მუ­ქა­რა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, რე­ა­ლუ­რად ად­გი­ლი აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და მათი პარტნი­ო­რე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ, რაც პირ­და­პირ არის პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, ვი­ნა­ი­დან მან ეს ძალა 2012 წელს თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან, ლო­ბის­ტებ­თან ერ­თად გა­ის­ტუმ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით, მშვი­დო­ბი­ა­ნად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად მზად იყ­ვნენ არე­უ­ლო­ბის­თვის და ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ამის შემ­დეგ ეს ძალა ყვე­ლა­ნა­ირ რე­სურსს ხარ­ჯავს იმა­ში, რომ რო­გორ­მე შური იძი­ონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“. მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო რე­ზო­ლუ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და მისი ლო­ბის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი და ვერც გაგ­ვაკ­ვირ­ვებს, თუ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში და გან­სა­კუთ­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარტნი­ო­რე­ბი რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ. სი­მარ­თლე არის ჩვენს მხა­რეს,“ - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას, სხვა­თა შო­რის, მხარს 200 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი არ უჭერ­და.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
2

მერე ადელი და დაწერე კიდევ ერთი ლექსი ან პოემა, გადაუგზავნე ამხანაგ პუწინს და გოსდუმას.დაგიფასებენ. 

ლევანი
19

თალაკვაძე შენ გაერჭე ბიძინას და მერე ერთად მიერჭეთ ველიკაია რასიას.

ავტორი:

თალაკვაძის მტკიცებით, "ნაცმოძრაობა" და მისი პარტნიორები ივანიშვილზე შურისძიებას ცდილობენ

თალაკვაძის მტკიცებით, "ნაცმოძრაობა" და მისი პარტნიორები ივანიშვილზე შურისძიებას ცდილობენ

ადგილი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” და მათი პარტნიორების კოორდინირებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა "ქართული ოცნება“, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი კრიტიკულ რეზოლუციას მიიღებს, სადაც ივანიშვილთან დაკავშირებითაც იქნება ჩანაწერი.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული უსამართლო რეზოლუციის შემდეგ, მათთვის გასაკვირი არ იქნება, "თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები რაიმე განცხადებას გააკეთებენ“.

"ამ მუქარაში ახალი არაფერია, რეალურად ადგილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პარტნიორების კოორდინირებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან მან ეს ძალა 2012 წელს თავის მხარდამჭერებთან, ლობისტებთან ერთად გაისტუმრა ხელისუფლებიდან დემოკრატიული წესების დაცვით, მშვიდობიანად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველანაირად მზად იყვნენ არეულობისთვის და ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამის შემდეგ ეს ძალა ყველანაირ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ როგორმე შური იძიონ ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ დაფუძნებულ პარტია "ქართულ ოცნებაზე“. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია "ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლობისტების მუშაობის შედეგად, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და ვერც გაგვაკვირვებს, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები რაიმე განცხადებას გააკეთებენ. სიმართლე არის ჩვენს მხარეს,“ - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ რეზოლუციას, სხვათა შორის, მხარს 200 ევროპარლამენტარი არ უჭერდა.