მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილის ოჯახს ბინა გადასცა - " მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება... სიკეთით გადაგვეხადოს"
კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილის ოჯახს ბინა გადასცა - " მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება... სიკეთით გადაგვეხადოს"

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის ოჯახს ბინა გა­დას­ცა. ამის შე­სა­ხებ მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბინა ოჯახს სრუ­ლი­ად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი გა­და­ე­ცე­მა.

"პოს­ტე­ბის წე­რით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბა და ჩემ­მა სა­ახ­ლობ­ლო­მაც იცის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი. პი­რა­დად კახა კა­ლა­ძემ სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვცა მე და ჩემ ოჯახს მშე­ნე­ბა­რე ბინა თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც მალე სრუ­ლი­ად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ჩაგ­ვბარ­დე­ბა.

წლე­ბია მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცხოვ­რობთ ქი­რით თბი­ლის­ში ისეთ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დით. ამა­ზე სა­უ­ბა­რი და წუ­წუ­ნი არას­დროს მი­ფიქ­რია. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღის შემ­დეგ უამ­რავ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩამ­წე­რა, მკი­თხეს სად ვცხოვ­რობ­დი და რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი.

არ და­მი­მა­ლავს და გულ­წრფე­ლად ვუ­პა­სუ­ხე ყვე­ლას. მარ­თა­ლი გი­თხრათ არ ვე­ლო­დი ასეთ სა­ჩუ­ქარს. მინ­და, სწო­რად გა­ი­გოს ყვე­ლამ, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია.

ეს სა­ჩუ­ქა­რი უდი­დე­სი შვე­ბაა ჩემი ოჯა­ხის­თვის. პი­რა­დი შეხ­ვედ­რის დროს ბა­ტონ­მა კახა კა­ლა­ძემ მთხო­ვა არ გა­მეხ­მა­უ­რე­ბია ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ვერ შევ­ძლებ ამ თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბას. არას­დროს არა­ფე­რი და­მი­მა­ლავს და ამ სი­ხა­რულ­საც ვერ დავ­მა­ლავ. სი­კე­თით გა­დაგ­ვე­ხა­დოს მე თუ არა ჩემს შვი­ლებს მა­ინც" - წერს მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

  • ცნო­ბის­თვის, 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. შად­რე­ვან­ში შე­სუ­ლი ბავ­შვე­ბი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად სწო­რედ დევი მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა.

ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რი­ტას გარ­და, და­შა­ვე­ბუ­ლი იყო ორი ბავ­შვი, რო­მელ­თა გა­დარ­ჩე­ნაც მო­ხერ­ხდა და ისი­ნი ორ დღე­ში კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
0

რა ძალიან კარგი ამბავია! გისურვებთ ბედნიერი ყოფილიყოს ეს ბინა თქვენი ოჯახისთვის! თავგანწირვას დაფასება უნდა აუცილებლად, კალაძეს მადლობა, მან ხალხის დაკვეთა შეასრულა, ორი ბავშვის გადამრჩენელს ბინა ნამდვილად ეკუთვნოდა, ძალიან გამეხარდა!

Fati
38

ყველაფერში ქულებს იწერს და პიარს იკეთებს. დამთავრებულია ამის საქმე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილის ოჯახს ბინა გადასცა - " მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება... სიკეთით გადაგვეხადოს"

კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილის ოჯახს ბინა გადასცა - " მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება... სიკეთით გადაგვეხადოს"

თბილისის მერმა კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილის ოჯახს ბინა გადასცა. ამის შესახებ მეზურნიშვილი "ფეისბუქზე" წერს.

მისი ინფორმაციით, ბინა ოჯახს სრულიად გარემონტებული გადაეცემა.

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება.

წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი.

არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას. მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.

ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც" - წერს მეზურნიშვილი.

  • ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში ბავშვები ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. შადრევანში შესული ბავშვები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სწორედ დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა.

ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მარიტას გარდა, დაშავებული იყო ორი ბავშვი, რომელთა გადარჩენაც მოხერხდა და ისინი ორ დღეში კლინიკიდან გაწერეს.