პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯაფარიძე და ხოშტარია აღარ არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვაშაძე ხომ არის? - არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი 12 პუნქტს, ეს არის მავნებლობა" - ელისაშვილი
"ჯაფარიძე და ხოშტარია აღარ არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვაშაძე ხომ არის? - არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი 12 პუნქტს, ეს არის მავნებლობა" - ელისაშვილი

არ მუ­შა­ობ, გა­მო­დი­ხარ და დას­ჩხა­ვი ამ 12 პუნ­ქტს, რომ აი, არ მი­გი­ღე­ბენ [ევ­რო­კავ­შირ­ში], რა იცი­ან? ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ „დრო­ას“ ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძი­სა და „გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუს ვერ მი­ი­ღებს.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ევ­რო­პი­დან მო­დის "მე­სი­ჯე­ბი", რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია ერ­თად უნდა დას­ხდნენ და იმუ­შა­ონ 12 პუნ­ქტზე, თუმ­ცა ამას არ აკე­თე­ბენ.

„ეს არის მავ­ნებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა. რა იცი­ან? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ევ­რო­პი­დან ის­მის „მე­სი­ჯე­ბი“: „დას­ხე­დით ერ­თად, რომ 12 პუნ­ქტი შე­ას­რუ­ლოთ“, ეს არის მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა. ზურა ჯა­ფა­რი­ძე და ელე­ნე ხოშ­ტა­რია აღარ არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, მაგ­რამ ვა­შა­ძე ხომ არის? თუ მარ­თლა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია გინ­და, გულ­წრფე­ლად გინ­და, რომ ქვე­ყა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს, მა­შინ რაც და­გა­ვა­ლეს, ის ხომ უნდა გა­ა­კე­თო? მე ხომ არ ვი­გო­ნებ, ხომ წე­რია, „ერ­თად დას­ხე­დი­თო?“ არ მუ­შა­ობ, გა­მო­დი­ხარ და დას­ჩხა­ვი ამ 12 პუნ­ქტს, რომ აი, არ მი­გი­ღე­ბენ. რა იცი­ან? ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა, უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დე, შენ თავ­თან ხომ მა­ინც უნდა იყო მარ­თა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა გა­და­ცე­მა­ში ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­ზე, კახა კა­ლა­ძე­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის მიერ საკ­რე­ბუ­ლოს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე მის­ვლა­ზე უა­რის თქმა თავ­ხე­დო­ბა და ქედ­მაღ­ლო­ბაა.

„ეს არის თავ­ხე­დო­ბა, ქედ­მაღ­ლო­ბა, მეტი არა­ფე­რი და ეს არის ქა­ლა­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფა. უფრო მეტ­საც გე­ტყვით, სირ­ცხვი­ლია, რომ სკამს არის ასე ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლი კა­ლა­ძე. მის ად­გილ­ზე მე გა­დავ­დგე­ბო­დი, მაგ­რამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მა­ინც შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად შე­გიძ­ლი­ათ მი­თხრათ, რომ ის მოწ­მე­ებ­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს? - თუ და­ა­პა­ტიმ­რეს გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ე.ი. იქ იყო რა­ღაც თავი და თავი, რა­ღაც მი­ზე­ზია, ტყუ­ი­ლად ხომ არ და­ი­ჭი­რეს და ის სტრუქ­ტუ­რა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კა­ლა­ძეს პირ­და­პირ და იქ­ნებ და­ი­ბა­რა და ყვე­ლა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი წა­აშ­ლე­ვი­ნა, იქ­ნე­ბა მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს? ეს არის სირ­ცხვი­ლი, რა­საც ახლა აკე­თებს კა­ლა­ძე. დღეს კა­ლა­ძე ჩემ­ზე ტო­ვებს სკამს ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუნეწერი
0

ბიჯოუ ეგენი რომ მავნებლები არიან 12 პუნქტის გარეშეც ცნობილია. მაგრამ ეგ 12 პუნქტიც რომ მავნებლობაა და შენც მავნებლად ჩამოყალიბდი თუ ხვდები მაგას?

????
2

როგორ მომწონდა ხოლმე ალეკოს აზრები და ეხლა ამანაც აურია. და რა შეიცვლებოდა თუ მერი გადადგებოდა????

 

ავტორი:

"ჯაფარიძე და ხოშტარია აღარ არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვაშაძე ხომ არის? - არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი 12 პუნქტს, ეს არის მავნებლობა" - ელისაშვილი

"ჯაფარიძე და ხოშტარია აღარ არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვაშაძე ხომ არის? - არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი 12 პუნქტს, ეს არის მავნებლობა" - ელისაშვილი

არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი ამ 12 პუნქტს, რომ აი, არ მიგიღებენ [ევროკავშირში], რა იციან? ეს არის მავნებლობა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ევროპიდან მოდის "მესიჯები", რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა დასხდნენ და იმუშაონ 12 პუნქტზე, თუმცა ამას არ აკეთებენ.

„ეს არის მავნებლური განცხადება. რა იციან? როგორ შეიძლება? ევროპიდან ისმის „მესიჯები“: „დასხედით ერთად, რომ 12 პუნქტი შეასრულოთ“, ეს არის მთავარი დავალება. ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია აღარ არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვაშაძე ხომ არის? თუ მართლა ევროინტეგრაცია გინდა, გულწრფელად გინდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშინ რაც დაგავალეს, ის ხომ უნდა გააკეთო? მე ხომ არ ვიგონებ, ხომ წერია, „ერთად დასხედითო?“ არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი ამ 12 პუნქტს, რომ აი, არ მიგიღებენ. რა იციან? ეს არის მავნებლობა, უნდა მონაწილეობდე, შენ თავთან ხომ მაინც უნდა იყო მართალი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა გადაცემაში ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერზე, კახა კალაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისვლაზე უარის თქმა თავხედობა და ქედმაღლობაა.

„ეს არის თავხედობა, ქედმაღლობა, მეტი არაფერი და ეს არის ქალაქის შეურაცხყოფა. უფრო მეტსაც გეტყვით, სირცხვილია, რომ სკამს არის ასე ჩაბღაუჭებული კალაძე. მის ადგილზე მე გადავდგებოდი, მაგრამ უფლებამოსილება მაინც შეეჩერებინა გამოძიების დასრულებამდე. გარანტირებულად შეგიძლიათ მითხრათ, რომ ის მოწმეებზე გავლენას არ ახდენს? - თუ დააპატიმრეს გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გადადგა თანამდებობიდან გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, ე.ი. იქ იყო რაღაც თავი და თავი, რაღაც მიზეზია, ტყუილად ხომ არ დაიჭირეს და ის სტრუქტურა ექვემდებარება კალაძეს პირდაპირ და იქნებ დაიბარა და ყველანაირი დოკუმენტი წააშლევინა, იქნება მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს? ეს არის სირცხვილი, რასაც ახლა აკეთებს კალაძე. დღეს კალაძე ჩემზე ტოვებს სკამს ჩაბღაუჭებულის შთაბეჭდილებას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილი.