პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე
"ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე

მხატ­ვარ­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა ქარ­თულ მო­და­ში თა­ვი­სი სი­ტყვა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით და საქ­მით გახ­და. თუმ­ცა დიდი ხა­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად არ­სად ჩანს. მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თით­ქმის აღარ ეკონ­ტაქ­ტე­ბა...

რა მოხ­და, სად გაქ­რა და სა­ერ­თოდ რას აკე­თებს ერთ დროს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი - თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა:

- მეც მინ­და, 2000-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მენ­ტა­ლუ­რად, მაგ­რამ ცნო­ბი­ე­რად მიძ­ნელ­დე­ბა... რო­გო­რი უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, გუ­შინ ძველ თბი­ლის­ში დავ­დი­ო­დი და ერთ პა­ტა­რა, მი­ტო­ვე­ბულ სარ­დაფს ვე­ძებ­დი, რო­მელ­საც და­ვი­ქი­რა­ვებ, ან ვი­ყი­დი და ცხოვ­რე­ბას ახ­ლი­დან და­ვი­წყებ... მერე სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, პირ­ვე­ლი ზარი შენი იყო, გა­დავ­წყვი­ტე, ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­თან­ხმე­ბო­დი. ძი­რი­თა­დად, ჟურ­ნა­ლის­ტებს უარს ვე­უბ­ნე­ბი...

გუ­შინ ჩემი ბავ­შვო­ბის ქუ­ჩე­ბი მო­ვი­ა­რე, სა­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლე დავ­დი­ო­დი და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ვიხ­სე­ნებ­დი ჩემს ბავ­შვურ ოც­ნე­ბებს, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო­ებს. ეს ცნო­ბი­ე­რე­ბა მთაწ­მინ­დი­დან იწყე­ბა, რად­გან მამა და­ვით­ზე მამა მა­ტა­რებ­და და გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე მიყ­ვე­ბო­და. მა­მა­ზე ად­რე­ულ წლებ­ში ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მას­ზე ახლა წარ­სულ­ში მო­მი­წევს ლა­პა­რა­კი. შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა 6-ში წლის­თა­ვია... ადრე რა­საც ვა­კე­თებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის იყო, რომ მამა გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. გუ­შინ ვფიქ­რობ­დი, ასე­თი რომ მნა­ხოს, რო­გო­რიც ახლა ვარ, გა­ვუ­ხარ­დე­ბი?!. მოდი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმის­თვის, რომ მამა გა­ვა­ხა­რო... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მტკი­ვა ფეხი და სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი და გა­რეთ ამი­ტომ გა­ვე­დი...

- ფე­ხის ტკი­ვილს რა იწ­ვევს?

- მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ტერფში გან­ლე­უ­ლი მაქვს ხრტი­ლი. რო­დე­საც 2015 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სამ­სა­ხუ­რი­დან, ანუ ფაბ­რი­კი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ორ თვე­ში ხერ­ხემ­ლის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­მე­წყო...

რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს ჩემი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვე­ცი, იქ სამ­ხედ­რო სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი და­არ­სდა, სა­დაც 2010 წლი­დან 2015 წლამ­დე სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ას ვა­წარ­მო­ებ­დით, სამ­ხედ­რო ეკი­პი­რე­ბას ვკე­რავ­დით. ბა­თინ­კი რთუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სით მზად­დე­ბო­და. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პო­ლი­უ­რე­თა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სი. ამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის და­ნერგვა მარ­ტოს მი­წევ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვსუნ­თქავ­დი რთულ ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბას, წარ­მო­ე­ბი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­მოვ­დი­ო­დი, ღა­მის 4 სა­ა­თამ­დე იქ ვი­ყა­ვი. იმ სივ­რცე­ში ყოფ­ნი­სას ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, ის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ხერ­ხე­მალ­ში ჩა­მე­კი­რა, რა­მაც სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­მე­ზღუ­და და კუნ­თე­ბის ატრო­ფი­ამ­დე მი­ვე­დი. ვე­ღარ დავ­დი­ო­დი, სა­ჭეს­თან ვერ ვჯდე­ბო­დი...

მერე ვი­ვარ­ჯი­შე, თავი ვა­ი­ძუ­ლე, რომ სი­ა­რუ­ლი თა­ვი­დან მეს­წავ­ლა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე თა­ვი­დან დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ცურ­ვა რომ შევ­ძე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავ­შიც გა­დავ­ლა­ხე.

- რთუ­ლი ამ­ბე­ბი გა­და­გი­ტა­ნია. მარ­ტი­ვი მო­სას­მე­ნიც არ არის... სა­ბო­ლო­ოდ იპო­ვე სარ­და­ფი, რა­საც ეძებ­დი?

- ჯერ ვერა, მაგ­რამ ჩემს თავს დავ­პირ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმ ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი­სა, რო­გორ­ღაც ჩემს გზას უნდა და­ვუბ­რუნ­დე. სა­დღაც უნდა მოვ­ძებ­ნო პა­ტა­რა სივ­რცე, რო­გორც ადრე, სა­ი­და­ნაც და­ვი­წყე კი­დეც კა­რი­ე­რა­ში ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა... მინ­და, და­ვუბ­რუნ­დე, ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას. იმას, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­დან პე­და­გო­გო­ბამ­დე გა­ვი­ა­რე.

ფოტო: funtime

- ალ­ბათ არც ის იყო მარ­ტი­ვი გზა...

- არა, რა თქმა უნდა. ჩემი, რო­გორც პე­და­გო­გის ხელ­ში ღირ­სე­ულ­მა თა­ო­ბამ გა­ი­ა­რა, რომ­ლე­ბიც უკვე სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ თვი­თონ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სი სა­ხე­ლის და გვა­რის შექ­მნა. რომ მო­დის სამ­ყა­რო­ში მათი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ნა­კე­თე­ბი საქ­მე უნდა იყოს... ახლა მინ­და, მე ვიყო მე - თან, ახა­ლი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით, ახა­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით. ასე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ჩე­ნას აღარ გა­ვურ­ბი...

- რას გუ­ლის­ხმობ?

- გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჩემი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და იმ თავ­გა­და­სავ­ლის გამო, რო­მე­ლიც გა­დამ­ხდა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სა­ხე­ლი და გვა­რი შე­მეც­ვა­ლა. უკვე შვი­დი წე­ლია, დე­დის მა­მის გვარს ვა­ტა­რებ და დიდი ბე­ბი­ე­ბის სა­ხე­ლი მქვია - ანნა-მა­რია ხო­დე­ლი ვარ.

- რა უც­ნა­უ­რია ამის მოს­მე­ნა. რა­ტომ შე­იც­ვა­ლე გვარ-სა­ხე­ლი?

- 2015 წელს სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა, ფაბ­რი­კა­ში, რო­მე­ლიც მე შევ­ქმე­ნი, სა­დაც ხელ­მძღვა­ნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი, აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი და­ე­ნიშ­ნათ, რო­მე­ლიც გვა­რად ვარ­დი­აშ­ვი­ლია. ამან ის გა­მო­იწ­ვია, რომ ვერ არ­კვევ­დნენ, ვისი ხელ­მო­წე­რა იყო, ვარ­და­ნაშ­ვი­ლის თუ ვარ­დი­აშ­ვი­ლის...

...მერე გან­ცხა­დე­ბა რომ დავ­წე­რე და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, ავ­ტო­მა­ტუ­რად იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში წა­ვე­დი და სა­ხე­ლი და გვა­რი შე­ვიც­ვა­ლე... ჯერ ერთი, შემ­რცხვა იმ ყვე­ლაფ­რის, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ და­მინ­დეს. მე­ო­რეც, რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მინ­და, რომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­მე­წყო და ამ ახალ ცხოვ­რე­ბა­ში ფეხი ახ­ლად ამედ­გა. ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა, რა­ღაც პე­რი­ო­დი ხომ სჭირ­დე­ბა, სა­ნამ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა?!. ასე­თი გზა გა­ვი­ა­რე... სტაგ­ნა­ცია მქონ­და, რო­გორც ვთქვი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. მაგ პე­რი­ოდ­ში სარ­კე­ში რომ ვი­ყუ­რე­ბო­დი, ჩემს თავს არ ვგავ­დი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა არ მინ­დო­და და ტაიმ-აუტი ავი­ღე. მაგ­რამ რაც ბე­ბია გავ­ხდი, მივ­ხვდი, რომ ასე აღარ გა­მო­ვა.

- დე­მეტ­რე მა­მაა უკვე?

- დე­მეტ­რეს ჰყავს 2 შვი­ლი, ტყუ­პი - მაქ­სი­მე და ალექ­სან­დრა, წლის და სამი თვი­სე­ბი არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის ამ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს, რომ­ლე­ბიც ერთი დღით ადრე და­ი­ბად­ნენ, ვიდ­რე ჩემი მშობ­ლე­ბი (მამა და დედა 30 ივ­ლისს არი­ან, ბავ­შვე­ბი 29-ში), ძა­ლი­ან სწრა­ფად მოჰ­ყვა მა­მა­ჩე­მის ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლა. მამა შარ­შან დი­მიტ­რის შა­ბათს გარ­და­იც­ვა­ლა და ესეც სიმ­ბო­ლუ­რია...

თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი შვილ­თან, დე­მეტ­რეს­თან ერ­თად

კო­ვი­დის პე­რი­ო­დი იყო და მად­ლო­ბა ღმერ­თს იმის­თვის, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ქაშ­ვე­თის ტაძ­რი­დან გაგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა. მამა თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა რუს­თა­ველ­ზე გა­ა­ტა­რა და მა­ბედ­ნი­ე­რებს ის ფაქ­ტი, რომ ღმერ­თის ნე­ბით, ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, ამ ტაძ­რის ეზო­ში ჩემი მო­ძღვა­რი, მამა ღვთი­სო შა­ლი­კაშ­ვი­ლია და­მარ­ხუ­ლი. ყვე­ლამ იცის, რომ ქაშ­ვეთ­ში გა­ი­ა­რა ჩემ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ და რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და ამ 2 ადა­მი­ა­ნის მი­მართ - ჩემს მო­ძღვარ­თან და მა­მას­თან... ახლა ისი­ნი სა­სუ­ფე­ველ­ში ერ­თად არი­ან.

... არ ვიცი ამას რო­გორ გა­ი­გებს მკი­თხვე­ლი, მაგ­რამ ასე იყო - ბავ­შვო­ბა­ში სა­ნამ ლა­პა­რაკს და­ვი­წყებ­დი, სა­ნამ აზ­როვ­ნე­ბას შევ­ძლებ­დი, აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი მქონ­და, რომ მა­მა­ჩე­მი იყო ღმერ­თი... მერე რომ გა­ვი­ზარ­დე, ზო­გა­დად სიყ­ვა­რუ­ლი მა­მამ მას­წავ­ლა, მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მო­ძღვა­რიც ასე­თი შემხდა - ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი მის­გან ვის­წავ­ლე. ეს 2 მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი ჩემს ბუ­ნე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლის უშ­რეტ წყა­როდ იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მივ­ხვდი, რომ მარ­თლაც სიყ­ვა­რუ­ლი არის ღმერ­თი და ბავ­შვო­ბა­ში სწო­რი ინ­სპი­რა­ცია მქონ­და. ლოც­ვას, მა­მაო ჩვე­ნო, რა­საც თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს, ახლა უფრო მეტი ძალა აქვს ჩემ­თვის. ადა­მი­ა­ნი ხე­ლო­ვა­ნი ვერ იქ­ნე­ბი, თუ შიგ­ნით სიყ­ვა­რულს არ ატა­რებ და სამ­ყა­როს­თან გა­ნუ­ყო­ფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი თუ არ გაქვს. როცა რა­ღა­ცას აკე­თებ, ვი­ღაც ხომ უნდა გა­ა­ხა­რო, მა­გა­ლი­თად, მამა... მოკ­ლედ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე და­დის, რომ შენი შე­მოქ­მე­დე­ბა სამ­ყა­როს შე­მოქ­მედს, პი­რო­ბი­თად ღმერ­თს უნდა მი­უ­ძღვნა. ეს სიყ­ვა­რუ­ლი უნდა ამო­აფ­რქვიო, რომ სამ­ყა­რო­ში დარ­ჩეს ის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მა­მამ გა­ჩუ­ქა. ჰოდა, გუ­შინ მქონ­და ეგ მო­მენ­ტი, ახლა რო­გო­რიც ხარ, მა­მას ასე­თი მო­ე­წო­ნე­ბო­დი? მოდი, თა­ვი­დან და­ი­წყე...

თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის მამა, გუ­გუ­ლი ვარ­და­ნაშ­ვი­ლი

- მგო­ნი, უკვე და­ი­წყე კი­დეც...

- 2 თვის წინ კი­დევ მქონ­და იმე­დი, რომ სას­წავ­ლე­ბელს მა­ინც და­მიბ­რუ­ნებ­დნენ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა მპირ­დე­ბო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­მიბ­რუ­ნებ­დნენ... თუმ­ცა შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემი სა­წარ­მო და სას­წავ­ლე­ბე­ლი მთლი­ა­ნად შავ­ნა­ბა­დას გიმ­ნა­ზი­ას გა­დას­ცეს. ამან კი ის გა­ნა­პი­რო­ბა, რომ გა­დავ­წყვი­ტე, ფეხ­ზე ხე­ლახ­ლა დავ­დგე, შე­მოქ­მე­დე­ბით სარ­ბი­ელ­ზე დავ­ბრუნ­დე. ერ­თა­დერ­თი გუ­ლის­წყვე­ტა, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს, მე­ნატ­რე­ბა ჩემი სას­წავ­ლე­ბე­ლი. იმი­ტომ, რომ გა­მოც­დი­ლე­ბას, რა­საც სტუ­დენ­ტებს ვუ­ზი­ა­რებ­დი, ვხე­დავ­დი, რომ ჩემი გაზ­რდი­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბამ­დე მიჰ­ყავს, რაც მი­ხა­ო­და და მათ­გან მად­ლო­ბა­საც აღარ ვე­ლო­დე­ბო­დი.

- ბევ­რი რამ ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ასე­თი მა­ინც მარ­თლა იშ­ვი­ა­თია, შენ­ნა­ი­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ხელს და გვარს იც­ვლი­დეს...

- სა­ში­ნე­ლი გან­ცდა იყო, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი­დან სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით გა­მო­ვე­დი... ხში­რად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ე­ბი მო­მის­მე­ნია, რომ­ლე­ბიც ბე­რად და მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცე­ბი­ან, მაგ­რამ ის გან­ცდა მა­ინც სხვა­ნა­ი­რია, რომ ღვთის სა­სურ­ვე­ლი სარ­ძლო ხარ და უბი­წო­ე­ბის აღ­თქმა დადე. ამ შემ­თხვე­ვა­ში აღარ ხარ ის, რაც მა­ნამ­დე იყა­ვი - სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე, ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სა­ნი­მუ­შო სტუ­დენ­ტი, წი­თელ­დიპ­ლო­მი­ა­ნი, სა­უ­კე­თე­სო ას­პი­რან­ტი, სა­ზღვარ­გა­რეთ სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შენი საქ­მით ცნო­ბი­ლი. და­ბა­დე­ბი­დან თა­მარ, თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი, მაგ­რამ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით უნდა და­ი­წყო.

- ე.ი. რო­გორც შე­მოქ­მე­დი დაბ­რუნ­დი.

- დიახ და არა რო­გორც პი­როვ­ნე­ბა - თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი. ამ შე­მოქ­მე­დე­ბას ხომ მრა­ვა­ლი სახე შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. მო­მა­ვალ­ში რა­საც გა­ვა­კე­თებ და ახალ სა­ხელს და გვარს ახალ ნა­მუ­შე­ვარს მი­ვა­წერ, ზო­გის­თვის ის იქ­ნე­ბა რო­გორც ფსევ­დო­ნი­მი, ზო­გის­თვის ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვა­რი, ან პო­ე­ტი, ლი­ტე­რა­ტო­რი, - ბავ­შვო­ბი­დან ლექ­სებ­საც ვწერ - სულ ერ­თია, თუნ­დაც წერ­ტი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. ეს კი ზო­გის­თვის სა­მო­მავ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­დეს. თუმ­ცა და­ი­ვი­წყო ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­და­ი­ტა­ნე, რო­მე­ლიც გა­ნად­გუ­რებს, რთუ­ლია. უი, თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი ხარ? სად ხარ? აღარ ჩან­ხარ... ამას ჯო­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვ­დე, რომ იყა­ვი ადა­მი­ა­ნი, გქონ­და შე­მოქ­მე­დის ის წერ­ტი­ლი, როცა ადა­მი­ა­ნებს ახა­რებ­დი. სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლას ასე­თი ახ­სოვ­დე, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მოკ­ვე­თი­ლი, არა­ვინ რომ არ გკი­თხუ­ლობს, ვი­ღას რა­ღა­ში სჭირ­დე­ბი... ეს არც მინ­და და­ვუშ­ვა. ამ რა­ღა­ცებ­ზე რომ არ ვი­ფიქ­რო, ამი­ტომ ახა­ლი პი­როვ­ნე­ბა და­ვი­ბა­დე.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ერ­თოდ აღარ უნდა ვი­ფიქ­რო და და­ვი­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. თით­ქოს აქამ­დე არც არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია, არც არა­ვინ ვყო­ფილ­ვარ, არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... მერე რა, თუ შენს სა­კე­რავ მან­ქა­ნა­საც გარ­თმე­ვენ, რო­მე­ლიც 26 წლის წინ იმ სარ­დაფ­ში გედ­გა, სა­ი­და­ნაც საქ­მე და­ი­წყე?! მერე, რა, რომ მან შენი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში როლი ითა­მა­შა და რო­მე­ლიც ბი­ძამ გა­ჩუ­ქა და იმა­საც არ გა­ტა­ნენ შენი კა­ბი­ნე­ტი­დან, გე­უბ­ნე­ბი­ან, - შენი არ არის...

ახლა ჩემს თავს უნდა და­ვუმ­ტკი­ცო, რომ მე საქ­მე შე­მიძ­ლია!

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორენა ღუღუნიშვილი
1

ძალიან გაკვირვებული და შეძრწუნებული ვარ, ასეთ შემოქმედებითად წარმატებულ, შრომისმოყვარე, თავმდაბალ, ნიჭიერ ადამიანს, ამ ყოფაში და სიტუაციაში რომ ვხედავ! ყოველთვის მახსენდებოდა თათა ვარდანაშვილი და მიკვირდა, თუ რატომ აღარ იყო აქტუალური მისი პიროვნება, მისი გვარსახელი! უკიდურესად შემძრა ამ ინტერვიუს წაკითხვა. ჩემთვის მაინც ბუნდოვანად დარჩა, ის მიზეზები, რამაც თათა ამ მდომარეობაში ჩააგდო. ისიც მახსოვს, როცა წარმატებული დადაფასებული პერიოდი ჰქონდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, გათხოვებას მეორედ აღარ ვაპირებ, თავს ჯერ შვილის აღზრდას მივუძღვნი, შემდეგ ღმერთსო! ჩემს გონებაში თათა ღირსეული, პატიოსანი და დასაფასებელი ქალბატონია❣️ ვუსურვებ, დღევანდელი ყოფიდან, ფენიქსივით აღმდგარიყოს და წარმატები ჰქონოდეს❣️❤️❤️

დალი ბებუა
3

მე და ჩემი გოგოები ხშირად ვსტუმრობდით თათას ატელიეს, მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს ისე გვღებულობდა თითქოს უახლოესი ადამიანები ვიყავით მისთვის. ერთი დღე რომ გადაცილებოდა შეკვეთას გვირეკავდა და გვაფრთხილებდა. რატომ ტრიალდება ცხოვრება ასე უკუღმა და უსამართლოდ? უნდა გააგრძელო და თუნდაც თავიდან დაიწყო🙏🏻წარმატებები 💞💞

ავტორი:

"ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე

"ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე

მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა ქართულ მოდაში თავისი სიტყვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლო წლებში თქვა. საზოგადოებისთვის ცნობილი საკუთარი შემოქმედებით და საქმით გახდა. თუმცა დიდი ხანია, ფაქტობრივად არსად ჩანს. მედიის საშუალებით საზოგადოებას თითქმის აღარ ეკონტაქტება...

რა მოხდა, სად გაქრა და საერთოდ რას აკეთებს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი - თათა ვარდანაშვილმა AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:

- მეც მინდა, 2000-იან წლებში დაბრუნება მენტალურად, მაგრამ ცნობიერად მიძნელდება... როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გუშინ ძველ თბილისში დავდიოდი და ერთ პატარა, მიტოვებულ სარდაფს ვეძებდი, რომელსაც დავიქირავებ, ან ვიყიდი და ცხოვრებას ახლიდან დავიწყებ... მერე სახლში რომ დავბრუნდი, პირველი ზარი შენი იყო, გადავწყვიტე, ინტერვიუზე დაგთანხმებოდი. ძირითადად, ჟურნალისტებს უარს ვეუბნები...

გუშინ ჩემი ბავშვობის ქუჩები მოვიარე, სადაც სკოლის მოსწავლე დავდიოდი და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ვოცნებობდი. ვიხსენებდი ჩემს ბავშვურ ოცნებებს, შთაგონების წყაროებს. ეს ცნობიერება მთაწმინდიდან იწყება, რადგან მამა დავითზე მამა მატარებდა და გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებაზე მიყვებოდა. მამაზე ადრეულ წლებში ინტერვიუებში ხშირად ვსაუბრობდი, მაგრამ სამწუხაროდ, მასზე ახლა წარსულში მომიწევს ლაპარაკი. შარშან ნოემბერში გარდაიცვალა. ახლა 6-ში წლისთავია... ადრე რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მამა გამეხარებინა. გუშინ ვფიქრობდი, ასეთი რომ მნახოს, როგორიც ახლა ვარ, გავუხარდები?!. მოდი, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მამა გავახარო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივა ფეხი და სიარული მიჭირს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და გარეთ ამიტომ გავედი...

- ფეხის ტკივილს რა იწვევს?

- მარჯვენა ფეხის ტერფში განლეული მაქვს ხრტილი. როდესაც 2015 წელს იძულებული გავხდი, სამსახურიდან, ანუ ფაბრიკიდან წამოვსულიყავი, ორ თვეში ხერხემლის საშინელი ტკივილი დამეწყო...

როდესაც სახელმწიფოს ჩემი სასწავლებელი გადავეცი, იქ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი დაარსდა, სადაც 2010 წლიდან 2015 წლამდე სამხედრო პროდუქციას ვაწარმოებდით, სამხედრო ეკიპირებას ვკერავდით. ბათინკი რთული ტექნოლოგიური პროცესით მზადდებოდა. მიმდინარეობდა პოლიურეთანის გამდიდრების პროცესი. ამ ტექნოლოგიური პროცესის დანერგვა მარტოს მიწევდა. ფაქტობრივად, ვსუნთქავდი რთულ ტოქსიკურ ნივთიერებას, წარმოებიდან პრაქტიკულად არ გამოვდიოდი, ღამის 4 საათამდე იქ ვიყავი. იმ სივრცეში ყოფნისას ვერაფერს ვგრძნობდი. საბოლოოდ, ის ტოქსიკური ნივთიერებები ხერხემალში ჩამეკირა, რამაც საშინელი ტკივილი გამოიწვია, გადაადგილება შემეზღუდა და კუნთების ატროფიამდე მივედი. ვეღარ დავდიოდი, საჭესთან ვერ ვჯდებოდი...

მერე ვივარჯიშე, თავი ვაიძულე, რომ სიარული თავიდან მესწავლა, თხილამურებზე თავიდან დავმდგარიყავი, ბედნიერი ვიყავი, ცურვა რომ შევძელი. ეს ყველაფერი ჩემს თავშიც გადავლახე.

- რთული ამბები გადაგიტანია. მარტივი მოსასმენიც არ არის... საბოლოოდ იპოვე სარდაფი, რასაც ეძებდი?

- ჯერ ვერა, მაგრამ ჩემს თავს დავპირდი, მიუხედავად იმ ძლიერი ტკივილისა, როგორღაც ჩემს გზას უნდა დავუბრუნდე. სადღაც უნდა მოვძებნო პატარა სივრცე, როგორც ადრე, საიდანაც დავიწყე კიდეც კარიერაში ნაბიჯების გადადგმა... მინდა, დავუბრუნდე, ჩემს შემოქმედებით მოღვაწეობას. იმას, რაც შემოქმედებიდან პედაგოგობამდე გავიარე.

ფოტო: funtime

- ალბათ არც ის იყო მარტივი გზა...

- არა, რა თქმა უნდა. ჩემი, როგორც პედაგოგის ხელში ღირსეულმა თაობამ გაიარა, რომლებიც უკვე სუპერპროფესიონალები არიან. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის შთაგონების წყარო ყოფილიყო ის, რომ თვითონ შეუძლიათ თავისი სახელის და გვარის შექმნა. რომ მოდის სამყაროში მათი სავიზიტო ბარათი კეთილსინდისიერად ნაკეთები საქმე უნდა იყოს... ახლა მინდა, მე ვიყო მე - თან, ახალი სახელითა და გვარით, ახალი პირადობის მოწმობით. ასე საზოგადოების წინაშე გამოჩენას აღარ გავურბი...

- რას გულისხმობ?

- გაუთავებელი ჩემი სასამართლო პროცესების და იმ თავგადასავლის გამო, რომელიც გადამხდა, იძულებული გავხდი, სახელი და გვარი შემეცვალა. უკვე შვიდი წელია, დედის მამის გვარს ვატარებ და დიდი ბებიების სახელი მქვია - ანნა-მარია ხოდელი ვარ.

- რა უცნაურია ამის მოსმენა. რატომ შეიცვალე გვარ-სახელი?

- 2015 წელს სახელმწიფომ გადაწყვიტა, ფაბრიკაში, რომელიც მე შევქმენი, სადაც ხელმძღვანელად ვმუშაობდი, აღმასრულებელ დირექტორად ჩემი მამიდაშვილი დაენიშნათ, რომელიც გვარად ვარდიაშვილია. ამან ის გამოიწვია, რომ ვერ არკვევდნენ, ვისი ხელმოწერა იყო, ვარდანაშვილის თუ ვარდიაშვილის...

...მერე განცხადება რომ დავწერე და სამსახურიდან წამოვედი, ავტომატურად იუსტიციის სახლში წავედი და სახელი და გვარი შევიცვალე... ჯერ ერთი, შემრცხვა იმ ყველაფრის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებმა არ დამინდეს. მეორეც, რაღაცნაირად მომინდა, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო და ამ ახალ ცხოვრებაში ფეხი ახლად ამედგა. ბავშვი რომ იბადება, რაღაც პერიოდი ხომ სჭირდება, სანამ ჩამოყალიბდება?!. ასეთი გზა გავიარე... სტაგნაცია მქონდა, როგორც ვთქვი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. მაგ პერიოდში სარკეში რომ ვიყურებოდი, ჩემს თავს არ ვგავდი, საზოგადოებაში გამოჩენა არ მინდოდა და ტაიმ-აუტი ავიღე. მაგრამ რაც ბებია გავხდი, მივხვდი, რომ ასე აღარ გამოვა.

- დემეტრე მამაა უკვე?

- დემეტრეს ჰყავს 2 შვილი, ტყუპი - მაქსიმე და ალექსანდრა, წლის და სამი თვისები არიან. სამწუხაროდ, ბავშვების დაბადების ამ სასიხარულო ამბავს, რომლებიც ერთი დღით ადრე დაიბადნენ, ვიდრე ჩემი მშობლები (მამა და დედა 30 ივლისს არიან, ბავშვები 29-ში), ძალიან სწრაფად მოჰყვა მამაჩემის ამ ქვეყნიდან გასვლა. მამა შარშან დიმიტრის შაბათს გარდაიცვალა და ესეც სიმბოლურია...

თათა ვარდანაშვილი შვილთან, დემეტრესთან ერთად

კოვიდის პერიოდი იყო და მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა, ქაშვეთის ტაძრიდან გაგვესვენებინა. მამა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მთელი ახალგაზრდობა რუსთაველზე გაატარა და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ღმერთის ნებით, ქაშვეთის ტაძარში იყო დასვენებული. ამასთან, ამ ტაძრის ეზოში ჩემი მოძღვარი, მამა ღვთისო შალიკაშვილია დამარხული. ყველამ იცის, რომ ქაშვეთში გაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ და რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ამ 2 ადამიანის მიმართ - ჩემს მოძღვართან და მამასთან... ახლა ისინი სასუფეველში ერთად არიან.

... არ ვიცი ამას როგორ გაიგებს მკითხველი, მაგრამ ასე იყო - ბავშვობაში სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, სანამ აზროვნებას შევძლებდი, აკვიატებული მქონდა, რომ მამაჩემი იყო ღმერთი... მერე რომ გავიზარდე, ზოგადად სიყვარული მამამ მასწავლა, მადლობა ღმერთს, რომ მოძღვარიც ასეთი შემხდა - ქრისტესმიერი სიყვარული მისგან ვისწავლე. ეს 2 მთავარი ადამიანი ჩემს ბუნებაში სიყვარულის უშრეტ წყაროდ იყვნენ გაერთიანებული. მივხვდი, რომ მართლაც სიყვარული არის ღმერთი და ბავშვობაში სწორი ინსპირაცია მქონდა. ლოცვას, მამაო ჩვენო, რასაც თავის თავში გულისხმობს, ახლა უფრო მეტი ძალა აქვს ჩემთვის. ადამიანი ხელოვანი ვერ იქნები, თუ შიგნით სიყვარულს არ ატარებ და სამყაროსთან განუყოფელი სიყვარული თუ არ გაქვს. როცა რაღაცას აკეთებ, ვიღაც ხომ უნდა გაახარო, მაგალითად, მამა... მოკლედ, საბოლოო ჯამში ყველაფერი იქამდე დადის, რომ შენი შემოქმედება სამყაროს შემოქმედს, პირობითად ღმერთს უნდა მიუძღვნა. ეს სიყვარული უნდა ამოაფრქვიო, რომ სამყაროში დარჩეს ის სიყვარული, რომელიც მამამ გაჩუქა. ჰოდა, გუშინ მქონდა ეგ მომენტი, ახლა როგორიც ხარ, მამას ასეთი მოეწონებოდი? მოდი, თავიდან დაიწყე...

თათა ვარდანაშვილის მამა, გუგული ვარდანაშვილი

- მგონი, უკვე დაიწყე კიდეც...

- 2 თვის წინ კიდევ მქონდა იმედი, რომ სასწავლებელს მაინც დამიბრუნებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ყველა მპირდებოდა, რომ აუცილებლად დამიბრუნებდნენ... თუმცა შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი საწარმო და სასწავლებელი მთლიანად შავნაბადას გიმნაზიას გადასცეს. ამან კი ის განაპირობა, რომ გადავწყვიტე, ფეხზე ხელახლა დავდგე, შემოქმედებით სარბიელზე დავბრუნდე. ერთადერთი გულისწყვეტა, რაზეც შეიძლება მქონდეს, მენატრება ჩემი სასწავლებელი. იმიტომ, რომ გამოცდილებას, რასაც სტუდენტებს ვუზიარებდი, ვხედავდი, რომ ჩემი გაზრდილები წარმატებამდე მიჰყავს, რაც მიხაოდა და მათგან მადლობასაც აღარ ველოდებოდი.

- ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი მაინც მართლა იშვიათია, შენნაირი ცნობილი ადამიანი სახელს და გვარს იცვლიდეს...

- საშინელი განცდა იყო, როდესაც იუსტიციის სახლიდან სხვა სახელითა და გვარით გამოვედი... ხშირად იმ ადამიანების ემოციები მომისმენია, რომლებიც ბერად და მონაზვნად აღიკვეცებიან, მაგრამ ის განცდა მაინც სხვანაირია, რომ ღვთის სასურველი სარძლო ხარ და უბიწოების აღთქმა დადე. ამ შემთხვევაში აღარ ხარ ის, რაც მანამდე იყავი - სკოლაში საუკეთესო მოსწავლე, ოქროს მედალოსანი, სამხატვრო აკადემიაში სანიმუშო სტუდენტი, წითელდიპლომიანი, საუკეთესო ასპირანტი, საზღვარგარეთ სხვა ქვეყნიდან ჩასული წარმატებული ადამიანი, საქართველოში შენი საქმით ცნობილი. დაბადებიდან თამარ, თათა ვარდანაშვილი, მაგრამ ახალი ცხოვრება სხვა სახელითა და გვარით უნდა დაიწყო.

- ე.ი. როგორც შემოქმედი დაბრუნდი.

- დიახ და არა როგორც პიროვნება - თათა ვარდანაშვილი. ამ შემოქმედებას ხომ მრავალი სახე შეიძლება ჰქონდეს. მომავალში რასაც გავაკეთებ და ახალ სახელს და გვარს ახალ ნამუშევარს მივაწერ, ზოგისთვის ის იქნება როგორც ფსევდონიმი, ზოგისთვის ახლად აღმოჩენილი მხატვარი, ან პოეტი, ლიტერატორი, - ბავშვობიდან ლექსებსაც ვწერ - სულ ერთია, თუნდაც წერტილი შემოქმედებაში. ეს კი ზოგისთვის სამომავლოდ შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს. თუმცა დაივიწყო ის ტკივილი, რომელიც გადაიტანე, რომელიც განადგურებს, რთულია. უი, თათა ვარდანაშვილი ხარ? სად ხარ? აღარ ჩანხარ... ამას ჯობია, საზოგადოებას ახსოვდე, რომ იყავი ადამიანი, გქონდა შემოქმედის ის წერტილი, როცა ადამიანებს ახარებდი. სასურველია, ყველას ასეთი ახსოვდე, ვიდრე საზოგადოებისგან მოკვეთილი, არავინ რომ არ გკითხულობს, ვიღას რაღაში სჭირდები... ეს არც მინდა დავუშვა. ამ რაღაცებზე რომ არ ვიფიქრო, ამიტომ ახალი პიროვნება დავიბადე.

ამ ყველაფერზე საერთოდ აღარ უნდა ვიფიქრო და დავიწყო ახალი ცხოვრება. თითქოს აქამდე არც არაფერი მიკეთებია, არც არავინ ვყოფილვარ, არც არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში... მერე რა, თუ შენს საკერავ მანქანასაც გართმევენ, რომელიც 26 წლის წინ იმ სარდაფში გედგა, საიდანაც საქმე დაიწყე?! მერე, რა, რომ მან შენი პიროვნების ჩამოყალიბებაში როლი ითამაშა და რომელიც ბიძამ გაჩუქა და იმასაც არ გატანენ შენი კაბინეტიდან, გეუბნებიან, - შენი არ არის...

ახლა ჩემს თავს უნდა დავუმტკიცო, რომ მე საქმე შემიძლია!