სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პრინცესა და აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი - საინტერესო დეტალები გურჯი ხათუნისა და მევლანა რუმის შესახებ
ქართველი პრინცესა და აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი - საინტერესო დეტალები გურჯი ხათუნისა და მევლანა რუმის შესახებ

გურ­ჯი ხა­თუ­ნი (იგი­ვე თა­მა­რი) თა­მარ მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლი და რუ­სუ­და­ნის ასუ­ლი იყო, რო­მე­ლიც 13 წლი­სა რუ­მის სულ­თან­ზე გა­ა­თხო­ვეს და კო­ნი­ა­ში გა­ამ­გზავ­რეს. ასე გახ­და ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი პრინ­ცე­სა ყიას-ედ-დინ ქე­ი­ხოს­რო­ვის მე­უღ­ლე და სელ­ჩუ­კე­ბის დე­დო­ფა­ლი.

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, სულ­თანს ისე ძლი­ერ შე­უყ­ვარ­და მე­უღ­ლე, რომ სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ებ­ზე ზრუნ­ვას თავი და­ა­ნე­ბა და მთელ დროს სა­სახ­ლე­ში ატა­რებ­და ცოლ­თან ერ­თად. ამ­ხე­ლა იმ­პე­რი­ის მოვ­ლა კი პირ­ველ ვა­ზირს მი­ან­დო.

ხალ­ხმა დე­დო­ფა­ლი ტახ­ტზე დაბ­რძა­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა. გურ­ჯი-ხა­თუნს მა­ლე­ვე გა­უ­ცია ბრძა­ნე­ბა, რომ პური გა­ე­ი­ა­ფე­ბი­ნათ, უმ­წე­ო­ე­ბის­თვის კი უფა­სოდ და­ე­რი­გე­ბი­ნათ. მან­ვე და­ა­არ­სა პუ­რის ბა­ზა­რი, რომ­ლის მუ­შა­ო­ბას თა­ვად აკონ­ტრო­ლებ­და. იგი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და უცხო ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რებ­ში, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ მარ­თვა­ში.

თა­მარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბულ­მა სულ­თან­მა ყვე­ლა ცოლი მი­ა­ტო­ვა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჰყავ­და. შუ­რის დაბრმა­ვე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ცოლ­მა ამის გამო თა­მა­რის მო­წამ­ვლაც კი სცა­და. დე­დო­ფა­ლი ბეწ­ვზე გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. სულ­თან­მა დამ­ნა­შა­ვე მა­შინ­ვე მო­აკ­ვლე­ვი­ნა. ამ ამ­ბის შემ­დეგ მან დე­დოფ­ლის სა­ხელ­ზე ფუ­ლის მოჭ­რა გა­და­წყვი­ტა. სულ­თანს ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ მო­ნე­ტა­ზე გურ­ჯი-ხა­თუ­ნის სახე აღე­ბეჭ­და, თუმ­ცა სა­მე­ფო კარ­ზე დი­დად გან­რის­ხდნენ იმის გამო, რომ ფულ­ზე ადა­მი­ა­ნი უნდა გა­მო­ე­სა­ხათ და თა­ნაც ქალი, მაგ­რამ სულ­თან­მა გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც მო­ნა­ხა და ისე­თი დირ­ჰე­მი მოჭ­რა, რო­მელ­საც ის­ლა­მი კრძა­ლავ­და.

ხურ ი ში­დის ემბლე­მას მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს, მაგ­რამ ბევ­რმა ალ­ბათ არ იცის, რომ სხი­ვო­სა­ნი მზე გურ­ჯი-ხა­თუ­ნია, ხოლო ლომი კი სულ­თან ქა­ი­ხუს­რე­ვის სიმ­ბო­ლოა.

თა­მა­რი მშვი­დად ცხოვ­რობ­და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში მა­ნამ, სა­ნამ სა­კუ­თარ­მა დე­დამ საფრ­თხე­ში არ ჩა­აგ­დო. ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­დან დე­დოფ­ლის მზაკ­ვრულ­მა წე­რილ­მა შეც­ვა­ლა. მან ქა­ლიშ­ვილ­თან და სი­ძეს­თან ძმის­წუ­ლი, ლა­შას ძე - და­ვი­თი გაგ­ზავ­ნა და მისი მოკ­ვლის თხოვ­ნით წე­რი­ლიც გა­ა­ტა­ნა. სულ­თნის სა­მე­ფო კარ­ზე და­ვი­თი ძა­ლი­ან შეჰ­ყვა­რე­ბი­ათ. სულ­თან­მა და დე­დო­ფალ­მა არ აას­რუ­ლეს მისი მოკ­ვლის ბრძა­ნე­ბა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა რუ­სუ­დან­მა არაფ­რად ჩა­აგ­დო დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ძეს მის­წე­რა, რომ და­ვითს და გურ­ჯი-ხა­თუნს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. სულ­თან­მა და­ი­ჯე­რა ცო­ლის დე­დის სი­ტყვე­ბი, ცოლი თმით ათ­რია, უმო­წყა­ლოდ სცე­მა და ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე უა­რის თქმა აი­ძუ­ლა.

თა­მა­რი ეზი­ა­რა არა ორ­თო­დოქ­სულ ის­ლამს, არა­მედ მის სუ­ფი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას - მევ­ლე­ვი­ო­ბას, რომ­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი მევ­ლა­ნა - აღ­მო­სავ­ლე­თის ყვე­ლა დრო­ის უდი­დე­სი მო­აზ­როვ­ნე ჯა­ლალ-ედ დინ რუმი იყო.

გურ­ჯი-ხა­თუ­ნი მთე­ლი არ­სე­ბით მი­ენ­დო მას. მევ­ლა­ნა დე­დოფ­ლის სუ­ლი­ე­რი მამა გახ­და. მევ­ლე­ვი­ო­ბა არ მო­ი­თხოვ­და გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბას. გურჯ-ხა­თუნს შე­ეძ­ლო ქრის­ტი­ა­ნად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ისე გაჰ­ყო­ლო­და მევ­ლა­ნას მო­ძღვრე­ბას.

მევ­ლა­ნა და გურ­ჯი-ხა­თუ­ნი და­მე­გობ­რდნენ. დე­დო­ფა­ლი მევ­ლა­ნას მიმ­დევ­რე­ბის ქო­მა­გი და შემ­წე იყო. სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა მევ­ლა­ნას პორ­ტრე­ტი, რო­მელ­მაც დღემ­დე მო­აღ­წია. სუ­ლი­ე­რი მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თა­მარ­მა უძ­ვირ­ფა­სე­სი აკ­ლდა­მა აა­გე­ბი­ნა და 1274 წელს არ­ქი­ტექ­ტორ ბეჰ­რე­თინ თავ­რი­ზელს მო­ა­ხატ­ვი­ნა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ Time2travale-თან პარტნი­ო­რო­ბით გაძ­ლევთ უნი­კა­ლურ შანსს, იმოგ­ზა­უ­როთ კა­პა­დო­კი­ის, ან­კა­რი­სა და კო­ნი­ის ტურ­ში, სა­დაც მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ „გურ­ჯი ხა­თუ­ნის“ ავ­ტო­რი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი და გი­ამ­ბობთ სა­ო­ცარ ამ­ბებს, რაც თქვენ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებს. რო­გორც მწე­რა­ლი ამ­ბობს, ეს ტური იძ­ლე­ვა არჩვე­უ­ლებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ი­მი­სოდ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლონ ან­კა­რას, კა­პა­დო­კი­ი­სა და კო­ნი­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი:

„გარ­და იმი­სა, რომ კო­ნი­ას მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილს, სამ­ყა­რო, სა­დაც და­ი­ბა­და აღ­მო­სავ­ლე­თის პო­ე­ზი­ის დიდი ვარ­სკვლა­ვი -ჯა­ლალ ედ-დინ რუმი. ვნა­ხავთ ად­გი­ლებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გურ­ჯი-ხა­თუნ­თან, რო­მე­ლიც იყო სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნა, რო­გორც მმარ­თვე­ლი. გურ­ჯი-ხა­თუ­ნის ქუჩა ახ­ლაც არ­სე­ბობს კო­ნი­ა­ში. ტური და­გეგ­მი­ლია ასე­ვე კა­პა­დო­კი­ა­შიც, სა­დაც არის მისი ფრეს­კა. მარ­შრუ­ტი ისეა და­გეგ­მი­ლი, რომ ვნა­ხავთ ან­კა­რა­საც. ეს არის გა­და­სა­რე­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ნა­ხონ ან­კა­რა, კა­პა­დო­კია და კო­ნია, გურ­ჯი-ხა­თუ­ნის რე­ზი­დენ­ცია.“

ტუ­რის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ბმულ­ზე: shorturl.at/bksB8

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ Time2travale-თან პარტნი­ო­რო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ტუ­რის საგ­ზუ­რი გა­ა­თა­მა­შა, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­ემ­გზავ­რე­ბა ტურ­ში სხვა წევ­რებ­თან ერ­თად.

#და­თო­ტუ­რაშ­ვი­ლი #იკი­თხე­შა­ფა­ქი #იკი­თხე­სა­უ­კე­თე­სო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატიის ავტორს
0

ჯიგარო, მევლანასა და შამსუდდინ თაბრიზელის "მიჯნურობის" ამბავი გამოგრჩა!

Akaki
2

რუსუდანს ჯერ თბილისის გადაწვის გამო! იმის სულ-სახსენებელი ჩააგდო სარეცხის გამოსახარშ ქვაბში!

ავტორი:

ქართველი პრინცესა და აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი - საინტერესო დეტალები გურჯი ხათუნისა და მევლანა რუმის შესახებ

ქართველი პრინცესა და აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი - საინტერესო დეტალები გურჯი ხათუნისა და მევლანა რუმის შესახებ

გურჯი ხათუნი (იგივე თამარი) თამარ მეფის შვილიშვილი და რუსუდანის ასული იყო, რომელიც 13 წლისა რუმის სულთანზე გაათხოვეს და კონიაში გაამგზავრეს. ასე გახდა ულამაზესი ქართველი პრინცესა ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვის მეუღლე და სელჩუკების დედოფალი.

გადმოცემის მიხედვით, სულთანს ისე ძლიერ შეუყვარდა მეუღლე, რომ სახელმწიფო საქმეებზე ზრუნვას თავი დაანება და მთელ დროს სასახლეში ატარებდა ცოლთან ერთად. ამხელა იმპერიის მოვლა კი პირველ ვაზირს მიანდო.

ხალხმა დედოფალი ტახტზე დაბრძანებისთანავე შეიყვარა. გურჯი-ხათუნს მალევე გაუცია ბრძანება, რომ პური გაეიაფებინათ, უმწეოებისთვის კი უფასოდ დაერიგებინათ. მანვე დააარსა პურის ბაზარი, რომლის მუშაობას თავად აკონტროლებდა. იგი მონაწილეობას იღებდა უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებში, მოლაპარაკებებსა და ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში.

თამარზე უგონოდ შეყვარებულმა სულთანმა ყველა ცოლი მიატოვა, რომელიც მანამდე ჰყავდა. შურის დაბრმავებულმა ერთ-ერთმა ცოლმა ამის გამო თამარის მოწამვლაც კი სცადა. დედოფალი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. სულთანმა დამნაშავე მაშინვე მოაკვლევინა. ამ ამბის შემდეგ მან დედოფლის სახელზე ფულის მოჭრა გადაწყვიტა. სულთანს ძალიან უნდოდა, რომ მონეტაზე გურჯი-ხათუნის სახე აღებეჭდა, თუმცა სამეფო კარზე დიდად განრისხდნენ იმის გამო, რომ ფულზე ადამიანი უნდა გამოესახათ და თანაც ქალი, მაგრამ სულთანმა გამოსავალი მაინც მონახა და ისეთი დირჰემი მოჭრა, რომელსაც ისლამი კრძალავდა.

ხურ ი შიდის ემბლემას მთელი მსოფლიო იცნობს, მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცის, რომ სხივოსანი მზე გურჯი-ხათუნია, ხოლო ლომი კი სულთან ქაიხუსრევის სიმბოლოა.

თამარი მშვიდად ცხოვრობდა ფუფუნებაში მანამ, სანამ საკუთარმა დედამ საფრთხეში არ ჩააგდო. ყველაფერი რუსუდან დედოფლის მზაკვრულმა წერილმა შეცვალა. მან ქალიშვილთან და სიძესთან ძმისწული, ლაშას ძე - დავითი გაგზავნა და მისი მოკვლის თხოვნით წერილიც გაატანა. სულთნის სამეფო კარზე დავითი ძალიან შეჰყვარებიათ. სულთანმა და დედოფალმა არ აასრულეს მისი მოკვლის ბრძანება. გაბრაზებულმა რუსუდანმა არაფრად ჩააგდო დედობრივი სიყვარული და სიძეს მისწერა, რომ დავითს და გურჯი-ხათუნს ფარული ურთიერთობა ჰქონდათ. სულთანმა დაიჯერა ცოლის დედის სიტყვები, ცოლი თმით ათრია, უმოწყალოდ სცემა და ქრისტიანობაზე უარის თქმა აიძულა.

თამარი ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას - მევლევიობას, რომლის დამაარსებელი მევლანა - აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე ჯალალ-ედ დინ რუმი იყო.

გურჯი-ხათუნი მთელი არსებით მიენდო მას. მევლანა დედოფლის სულიერი მამა გახდა. მევლევიობა არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯ-ხათუნს შეეძლო ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას.

მევლანა და გურჯი-ხათუნი დამეგობრდნენ. დედოფალი მევლანას მიმდევრების ქომაგი და შემწე იყო. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა მევლანას პორტრეტი, რომელმაც დღემდე მოაღწია. სულიერი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ თამარმა უძვირფასესი აკლდამა ააგებინა და 1274 წელს არქიტექტორ ბეჰრეთინ თავრიზელს მოახატვინა.

გამომცემლობა „პალიტრა L“ Time2travale-თან პარტნიორობით გაძლევთ უნიკალურ შანსს, იმოგზაუროთ კაპადოკიის, ანკარისა და კონიის ტურში, სადაც მეგზურობას გაგიწევთ „გურჯი ხათუნის“ ავტორი დათო ტურაშვილი და გიამბობთ საოცარ ამბებს, რაც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. როგორც მწერალი ამბობს, ეს ტური იძლევა არჩვეულებრივ შესაძლებლობას საიმისოდ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მოინახულონ ანკარას, კაპადოკიისა და კონიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები:

„გარდა იმისა, რომ კონიას მოვინახულებთ, ძალიან საინტერესო ადგილს, სამყარო, სადაც დაიბადა აღმოსავლეთის პოეზიის დიდი ვარსკვლავი -ჯალალ ედ-დინ რუმი. ვნახავთ ადგილებს, რომლებიც დაკავშირებულია გურჯი-ხათუნთან, რომელიც იყო საოცარი მოვლენა, როგორც მმართველი. გურჯი-ხათუნის ქუჩა ახლაც არსებობს კონიაში. ტური დაგეგმილია ასევე კაპადოკიაშიც, სადაც არის მისი ფრესკა. მარშრუტი ისეა დაგეგმილი, რომ ვნახავთ ანკარასაც. ეს არის გადასარევი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა ნახონ ანკარა, კაპადოკია და კონია, გურჯი-ხათუნის რეზიდენცია.“

ტურის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: shorturl.at/bksB8

აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ Time2travale-თან პარტნიორობით აღნიშნული ტურის საგზური გაათამაშა, რომლის გამარჯვებულიც სრულიად უფასოდ გაემგზავრება ტურში სხვა წევრებთან ერთად.

#დათოტურაშვილი #იკითხეშაფაქი #იკითხესაუკეთესო