პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მიზანი აქვს კრემლს, როდესაც უკრაინას "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებას აბრალებს? - "პუტინს სურს ბრძოლის ველზე ტემპერატურა უფრო მაღლა აიწიოს"
რა მიზანი აქვს კრემლს, როდესაც უკრაინას "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებას აბრალებს? - "პუტინს სურს ბრძოლის ველზე ტემპერატურა უფრო მაღლა აიწიოს"

რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნა "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებს, აშშ-მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა აშ­კა­რა სიც­რუე უწო­დეს ერ­თობ­ლივ, სამ­თავ­რო­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც 23 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე.

მა­ნამ­დე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი შე­ე­ცა­და თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ამ­ზა­დებს პრო­ვო­კა­ცი­ას თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის", ან და­ბა­ლი წარ­მა­დო­ბის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", რომ­ლის მი­ზა­ნი, რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, რუ­სე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბაა მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

რუ­სე­თის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა უკ­რა­ი­ნამ უარ­ყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" აფეთ­ქე­ბა შე­საძ­ლოა, თვი­თონ რუ­სეთს აქვს და­გეგ­მი­ლი და სურს, შემ­დეგ ეს მათ გა­და­აბ­რა­ლოს.

მსოფ­ლი­ოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ როცა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი "სა­ტე­ლე­ფო­ნო კა­რუ­სელს" აწყობს, უცხო­ელ მი­ნის­ტრებს ურე­კავს და "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რის წყა­რო რუ­სე­თია.

რა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი აქვს კრემლს? - ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

"ე.წ. ბინ­ძუ­რი ბომ­ბი, ზო­გა­დად, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შემ­ცვე­ლი ვა­რი­ან­ტია. ყვე­ლას ეში­ნია, რომ ეს ია­რა­ღი ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდეს ან არ შექ­მნან "ბინ­ძუ­რი ბომ­ბი“, რაც ნიშ­ნავს ბირ­თვუ­ლი ან სხვა­დას­ხვა რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი­სა­გან შექ­მნილ ია­რაღს და ბომბს, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბი­სას იშ­ლე­ბა ნა­წი­ლე­ბად და სა­ი­თაც ქარი ან წვი­მა წა­ი­ღებს, იქით მოხ­დე­ბა რა­დი­ა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. ანუ იდე­ა­ში, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლი მო­ვი­დეს ცო­ცხალ ძა­ლა­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან მის მიღ­მა ცხოვ­რო­ბენ. ეს არის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მიზ­ნი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბულ. მისი შე­დე­გი კი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნებს აა­ვა­დებს და თან­და­თან კლავს.

"ბინ­ძუ­რი ბომ­ბი“, რა თქმა უნდა, აფეთ­ქე­ბა­ზე არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ან იმა­ზე, რომ დიდი ნგრე­ვა მო­ი­ტა­ნოს.

ასე­თი რა­მის შექ­მნის პო­ტენ­ცი­ა­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბა, რუ­სეთს ნამ­დვი­ლად აქვს. ბომ­ბი რომ თა­ვის­თა­ვად, დამ­ზა­დე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იდოს, ასე არაა, მაგ­რამ მისი კუს­ტა­რუ­ლად შექ­მნა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მელ­საც აქვს ურა­ნი­უ­მი და სხვა ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი. ეს კონ­კრე­ტუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით აქვს რუ­სეთს და თუ კი გა­და­წყვეტს, რომ შექ­მნას მსგავ­სი ტი­პის ბომ­ბი (ან თუ უკვე შექ­მნი­ლი აქვს), შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნოს კი­დეც, არ­სე­ბობს ამის საფრ­თხე ნამ­დვი­ლად, ამი­ტო­მა­ცაა ეს მუ­ქა­რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნია ის ფაქ­ტი, რომ ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ ასე­თი ბომ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრე­ცე­დენ­ტი მსოფ­ლი­ო­ში არ­სად ყო­ფი­ლა. ტე­რო­რის­ტულ ჯგუ­ფებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი ჰქო­ნი­ათ ამი­სი მცდე­ლო­ბა - ქი­მი­უ­რი, ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის გარ­კვე­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ მეტ­რო­ში ან სად­მე, მაგ­რამ მას­შტა­ბუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის მსგავ­სი რამ არას­დროს მომ­ხდა­რა".

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, პუ­ტი­ნი ამ ახალ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ა­საც შან­ტა­ჟის­თვის იყე­ნებს და ტეს­ტავს მსოფ­ლი­ოს. გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე იმა­საც დას­ძენს, რომ რუ­სე­თის­გან არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი.

"რუ­სე­თი და პუ­ტი­ნი იმ­დე­ნად ხში­რად მი­მარ­თავს ტე­რორ­სა და შა­ნა­ტაჟს, ეს შე­იძ­ლე­ბა ასე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შან­ტა­ჟი იყოს, მაგ­რამ აქ მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა­ცაა - შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ის ამ ვი­თა­რე­ბას ტეს­ტავს, ანუ ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას იმის­თვის იყე­ნებს, რომ გა­ი­გოს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცია, თუ კი ასე­თი რამ მარ­თლა მოხ­დე­ბო­და. რე­აქ­ცია უკვე იყო მკაც­რი და მათ მი­ი­ღეს პა­სუ­ხი, გა­ა­გე­ბი­ნეს, რომ ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს მო­ა­ტყუ­ებს, ამას არა­ვინ და­ი­ჯე­რებს. თუმ­ცა რუ­სე­თის მხრი­დან არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ნაკ­ლე­ბად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სად, რო­გორ და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­რცელ­დე­ბა რა­დი­ა­ცია. იმ­დე­ნად დიდი ხა­ნია, რაც რუ­სე­თი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს აწარ­მო­ებს, რომ ვფიქ­რობ, თით­ქოს ადა­მი­ა­ნე­ბი ამას შე­ეჩ­ვივ­ნენ და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პუ­ტი­ნი ახალ-ახალ რა­ღა­ცე­ებს ამა­ტებს, რათა ბრძო­ლის ველ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა უფრო მაღ­ლა აი­წი­ოს. ეს გან­ცხა­დე­ბა შიდა მოხ­მა­რე­ბა­ზეც იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბა­ზე­ცაა გათ­ვლი­ლი, თით­ქოს, აი, რა სა­ში­ნე­ლე­ბას გვი­პი­რე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი", - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
4

არავინ არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინამ 1994 წელს მთლიანად გაანადგურა თავისი ბირთვული არსენალი. იქ არსებული ტექნოლოგიებით და მეცნიერული დონით, სავსებით შესაძლებელია ბინძური ატომური ბომბის შექმნა... მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში 5 ატომური ელექტრო სადგურია. 

??
2

კრემლის მიზანი? მე მგონია, თვითგანადგურებაა, ისე როგორც მორიელი, საბოლოოდ თავის თავს დაგესლავს.

ავტორი:

რა მიზანი აქვს კრემლს, როდესაც უკრაინას "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებას აბრალებს? - "პუტინს სურს ბრძოლის ველზე ტემპერატურა უფრო მაღლა აიწიოს"

რა მიზანი აქვს კრემლს, როდესაც უკრაინას "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებას აბრალებს? - "პუტინს სურს ბრძოლის ველზე ტემპერატურა უფრო მაღლა აიწიოს"

რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აშკარა სიცრუე უწოდეს ერთობლივ, სამთავრობო განცხადებაში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

მანამდე რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი შეეცადა თავისი კოლეგების დარწმუნებას, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბის", ან დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით", რომლის მიზანი, რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.

რუსეთის მიერ წაყენებული ბრალდება უკრაინამ უარყო. ოფიციალური კიევის განცხადებით, "ბინძური ბომბის" აფეთქება შესაძლოა, თვითონ რუსეთს აქვს დაგეგმილი და სურს, შემდეგ ეს მათ გადააბრალოს.

მსოფლიოს მაქსიმალურად მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი "სატელეფონო კარუსელს" აწყობს, უცხოელ მინისტრებს ურეკავს და "ბინძური ბომბის" შესახებ უყვება, ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი სიბინძურის წყარო რუსეთია.

რა პოლიტიკური მიზანი აქვს კრემლს? - ამ თემაზე გვესაუბრება GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე.

"ე.წ. ბინძური ბომბი, ზოგადად, ბირთვული იარაღის შემცველი ვარიანტია. ყველას ეშინია, რომ ეს იარაღი ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს ან არ შექმნან "ბინძური ბომბი“, რაც ნიშნავს ბირთვული ან სხვადასხვა რადიაციული ნარჩენებისაგან შექმნილ იარაღს და ბომბს, რომელიც აფეთქებისას იშლება ნაწილებად და საითაც ქარი ან წვიმა წაიღებს, იქით მოხდება რადიაციის გავრცელება. ანუ იდეაში, ეს არის საშუალება, რათა მაქსიმალური ზარალი მოვიდეს ცოცხალ ძალაზე, ადამიანებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ან მის მიღმა ცხოვრობენ. ეს არის რადიაციული ბირთვული ნარჩენები, რომლებიც სხვადასხვა მიზნისათვის შეიძლება იქნას გამოყენებულ. მისი შედეგი კი ისაა, რომ ადამიანებს აავადებს და თანდათან კლავს.

"ბინძური ბომბი“, რა თქმა უნდა, აფეთქებაზე არ არის ორიენტირებული, ან იმაზე, რომ დიდი ნგრევა მოიტანოს.

ასეთი რამის შექმნის პოტენციალი და საშუალება, რუსეთს ნამდვილად აქვს. ბომბი რომ თავისთავად, დამზადებულ მდგომარეობაში იდოს, ასე არაა, მაგრამ მისი კუსტარულად შექმნა შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ურანიუმი და სხვა ბირთვული ნარჩენები. ეს კონკრეტული ნარჩენები დიდი რაოდენობით აქვს რუსეთს და თუ კი გადაწყვეტს, რომ შექმნას მსგავსი ტიპის ბომბი (ან თუ უკვე შექმნილი აქვს), შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს კიდეც, არსებობს ამის საფრთხე ნამდვილად, ამიტომაცაა ეს მუქარა საფრთხის შემცველი.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ ასეთი ბომბის გამოყენების პრეცედენტი მსოფლიოში არსად ყოფილა. ტერორისტულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს კი ჰქონიათ ამისი მცდელობა - ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გარკვეული ნარჩენები გამოეყენებინათ მეტროში ან სადმე, მაგრამ მასშტაბური განადგურებისთვის მსგავსი რამ არასდროს მომხდარა".

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, პუტინი ამ ახალ საინფორმაციო კამპანიასაც შანტაჟისთვის იყენებს და ტესტავს მსოფლიოს. გიორგი კობერიძე იმასაც დასძენს, რომ რუსეთისგან არაფერია გამორიცხული.

"რუსეთი და პუტინი იმდენად ხშირად მიმართავს ტერორსა და შანატაჟს, ეს შეიძლება ასეთივე ჩვეულებრივი შანტაჟი იყოს, მაგრამ აქ მეორე გარემოებაცაა - შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის ამ ვითარებას ტესტავს, ანუ ამ საინფორმაციო კამპანიას იმისთვის იყენებს, რომ გაიგოს, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, თუ კი ასეთი რამ მართლა მოხდებოდა. რეაქცია უკვე იყო მკაცრი და მათ მიიღეს პასუხი, გააგებინეს, რომ ვერავინ ვერავის ვერაფერს მოატყუებს, ამას არავინ დაიჯერებს. თუმცა რუსეთის მხრიდან არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა თუნდაც იმიტომ, რომ ნაკლებად პროგნოზირებადია, მისი გამოყენების შემთხვევაში სად, როგორ და რა მიმართულებით გავრცელდება რადიაცია. იმდენად დიდი ხანია, რაც რუსეთი ფსიქოლოგიურ ტერორს აწარმოებს, რომ ვფიქრობ, თითქოს ადამიანები ამას შეეჩვივნენ და ამ ყველაფერზე პუტინი ახალ-ახალ რაღაცეებს ამატებს, რათა ბრძოლის ველზე ტემპერატურა უფრო მაღლა აიწიოს. ეს განცხადება შიდა მოხმარებაზეც იყო ორიენტირებული და მოსახლეობის დაშინებაზეცაა გათვლილი, თითქოს, აი, რა საშინელებას გვიპირებენ უკრაინელები", - ამბობს პოლიტოლოგი.

იხილეთ ასევე: