პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რომ ევროპისკენ სვლა შეფერხდეს" - თინა ხიდაშელი
"მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რომ ევროპისკენ სვლა შეფერხდეს" - თინა ხიდაშელი

ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ თავ­მჯდო­მა­რის, თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძი­სა და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბად არ­ჩე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცი­აა, რათა ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა შე­ფერ­ხდეს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ეში­ნია.

"ეს არის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით პრო­ვო­კა­ცია, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას ყო­ველ­დღი­უ­რად უწყობს, იმი­ტომ, რომ მათ უბ­რა­ლოდ, ევ­რო­კავ­ში­რის ეში­ნი­ათ. ეში­ნი­ათ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნას სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­უჩ­ნდა, იმი­ტომ, რომ ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იმ ტი­პის მმარ­თვე­ლო­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბას ნიშ­ნავს, რო­გო­რიც მათ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ამ­ყა­რეს,“ - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

კი­თხვა­ზე, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მუ­რუ­სი­ძი­სა და გვრი­ტიშ­ვი­ლის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბად არ­ჩე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, მი­ა­ნი­ჭოს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ხი­და­შე­ლი პა­სუ­ხობს, რომ სა­ბო­ლოო პა­სუხზე ცალ-ცალ­კე არც ერთი ნა­ბი­ჯი არ არის გა­დამ­წყვე­ტი, თუმ­ცა ყვე­ლა იმ მოქ­მე­დე­ბის ჯა­მუ­რად შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ამ პრო­ცეს­ში დგამს.

"ერთი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის იმ ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, რომ მხო­ლოდ იმის გამო რა­ღაც მოხ­დეს, ან არ მოხ­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც ვი­თა­რე­ბას, რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით, კომ­პლექსში შევ­ხე­დავთ, რა თქმა უნდა, ამ გზა­ზე ეს ძა­ლი­ან მძი­მე ნა­ბი­ჯია. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე უფრო დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მივ­ლე­ნა ხდე­ბა იმ ორ­გა­ნო­ში, რომ­ლის რე­ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც ევ­რო­კავ­შირ­მა პირ­და­პირ მოგ­ვი­წო­და, ეს, რა თქმა უნდა, პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლია. თა­ვის­თა­ვად იქ არ წე­რია მუ­რუ­სი­ძის გვა­რი, მაგ­რამ ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რა ტი­პის ასო­ცი­ა­ცი­ებ­საც იწ­ვევს მისი ამ ტი­პის ორ­გა­ნო­ში ყოფ­ნა,“ - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

რო­გორც ხი­და­შე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის სა­კი­თხის მი­მართ ის ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რი სას­წა­უ­ლი უნდა მოხ­დეს, რომ ამ გზა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს ვლინ­დე­ბო­და, ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ რო­მე­ლი­მე პირს აღელ­ვებს, ამ გზა­ზე წარ­მა­ტე­ბა გვექ­ნე­ბა თუ მარ­ცხი,“ - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში გა­მარ­თულ მო­სა­მარ­თლე­თა 31-ე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ორი მო­სა­მარ­თლე წევ­რი - ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა და­ა­სა­ხე­ლეს, ხოლო ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ, სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა თა­ვად და­ა­ყე­ნა. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 4 წლის ვა­დით ინიშ­ნე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო მეშველიანი
0

სანამ ხელისუფლება ე.წ. ,,კრიტიკულ ოპოზიციას" არ აკრძალავს, საქართველოს არ ეშველება, იმიტომ,რომ რაც კი შეიძლება კარგი რამე გაკეთდეს, ეს ნაძირლალა ნაცსექტანტები ამუხრუჭებენ.

ერი
0

ოჰო! კუმ ფეხი გამოყო!

ავტორი:

"მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რომ ევროპისკენ სვლა შეფერხდეს" - თინა ხიდაშელი

"მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რომ ევროპისკენ სვლა შეფერხდეს" - თინა ხიდაშელი

ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რათა ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ეშინია.

"ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკაცია, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანას ყოველდღიურად უწყობს, იმიტომ, რომ მათ უბრალოდ, ევროკავშირის ეშინიათ. ეშინიათ იმ შესაძლებლობის, რომელიც დღეს ქვეყანას სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუჩნდა, იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო იმ ტიპის მმართველობის შეუძლებლობას ნიშნავს, როგორიც მათ დღეს საქართველოში დაამყარეს,“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხიდაშელი პასუხობს, რომ საბოლოო პასუხზე ცალ-ცალკე არც ერთი ნაბიჯი არ არის გადამწყვეტი, თუმცა ყველა იმ მოქმედების ჯამურად შეფასება ხდება, რომელსაც ქვეყანა ამ პროცესში დგამს.

"ერთი რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის იმ ფუნქციის მატარებელი, რომ მხოლოდ იმის გამო რაღაც მოხდეს, ან არ მოხდეს, მაგრამ როდესაც ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით, კომპლექსში შევხედავთ, რა თქმა უნდა, ამ გზაზე ეს ძალიან მძიმე ნაბიჯია. ის, რომ ქვეყანაში ყველაზე უფრო დისკრედიტირებული მოსამართლეების მივლენა ხდება იმ ორგანოში, რომლის რეფორმირების შესახებაც ევროკავშირმა პირდაპირ მოგვიწოდა, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირი გზავნილია. თავისთავად იქ არ წერია მურუსიძის გვარი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ტიპის ასოციაციებსაც იწვევს მისი ამ ტიპის ორგანოში ყოფნა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიხედვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხის მიმართ ის ძალიან პესიმისტურად არის განწყობილი.

"აბსოლუტური სასწაული უნდა მოხდეს, რომ ამ გზაზე პოზიტიური გადაწყვეტილება მივიღოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების განწყობების გარდა, რომელიც დემონსტრაციების დროს ვლინდებოდა, ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლებაში მყოფ რომელიმე პირს აღელვებს, ამ გზაზე წარმატება გვექნება თუ მარცხი,“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.