პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად" - რას წერს მარიტა მეფარიშვილის დედა?
"ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად" - რას წერს მარიტა მეფარიშვილის დედა?

ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის დედა ანა შო­ში­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში ის არის, რომ მა­რი­ტამ თავი მე­გობ­რე­ბის­თვის გა­წი­რა.

მო­ზარ­დის დედა მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც მათი ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რა.

"ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი, ჩვე­ნი მა­რი­ტა, რო­მელ­საც ბევ­რი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი... ჩვენ­მა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სიკ­ვდი­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა არის და­სა­წყი­სი ახა­ლი, მა­რა­დი­უ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დრო­ე­ბით გან­გვა­შო­რებს ახ­ლობ­ლებს.

მა­რი­ტას მო­უ­ლოდ­ნელ­მა გა­და­ნაც­ვლე­ბამ იმ­ქვეყ­ნი­ურ სამ­ყა­რო­ში, უმ­ძი­მე­სი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნა. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში, მისი თავ­გან­წირ­ვაა მე­გობ­რე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. მა­რი­ტა სი­კე­თის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და მე­გობ­რო­ბის­თვის იყო მოვ­ლე­ნი­ლი ამ­ქვეყ­ნად. მისი ხსოვ­ნის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მისი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მა­რი­ტას­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად მო­ვი­და, ან ვერ მო­ვი­და და გა­ი­ზი­ა­რა მწუ­ხა­რე­ბა მისი უდ­რო­ოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მად­ლო­ბა მა­რი­ტას კლა­სე­ლებს, მე­გობ­რებს, თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებს, უცხო ადა­მი­ა­ნებს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი.ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ანს, დევი მე­ზურ­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად მო­ა­ხერ­ხა მა­რი­ტას სა­ბე­დის­წე­რო სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, მისი მე­გობ­რე­ბის ლა­ზა­რეს და ან­დრი­ას გა­დარ­ჩე­ნა.

დიდი მად­ლო­ბა ექი­მებს, რომ­ლებ­მაც ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩვენს უწ­მინ­დესს და უნე­ტა­რესს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ილია მე­ო­რეს, რომ­ლის სი­ტყვებ­მა ამ უმ­ძი­მეს წუ­თებ­ში გვა­ნუ­გე­შა.

მად­ლო­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს, მე­უ­ფე გე­რა­სი­მეს და ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი მა­რი­ტას­თვის ლოც­ვას აღავ­ლე­ნენ.უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვენს მო­ძღვრებს, მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას და მამა საბა ჭი­კა­ი­ძეს ამ სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ასე­თი თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის, იმ გა­დამ­დე­ბი სიმ­შვი­დის­თვის, რო­მე­ლიც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არის და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის. მა­რი­ტას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, მათ მიერ წარ­მოთ­ქმულ­მა სი­ტყვამ, გაგ­ვაძ­ლი­ე­რა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ლო­ცუ­ლობს ჩვე­ნი შვი­ლის­თვის.

ჩვე­ნი მხი­ა­რუ­ლი მა­რი­ტა, რო­მელ­საც უყ­ვარ­და მის გარ­შე­მო მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, მე­გობ­რე­ბი, ჩოგ­ბურ­თი სწო­რედ კორ­ტე­ბი იყო გზის და­სა­წყი­სი მისი ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ,კორ­ტე­ბი გახ­და გზის და­სა­წყი­სი მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფევ­ლის­კენ. ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­საც ბევ­რი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი" - წერს მა­რი­ტას დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 9 პირი და­ა­კა­ვა. მათ სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
0

მარიტა, რომ მამაცი გოგონა, სხვისი გასაჭირის გამზიარებელი არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი გვეყოლებოდა საქართველოს! დაიმკვიდროს მისმა უმანკო სულმა ცათა სასუფეველი!

ღმერთო!
0

ღმერთო ნათელში ამყოფე მთელი საქართველოს ტკივილი მარიტა მეფარიშვილი! ღმერთო იგივე არ განაცდევინო არავის, შვილკვმდარი დედის განმსჯელებსაც...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად" - რას წერს მარიტა მეფარიშვილის დედა?

"ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად" - რას წერს მარიტა მეფარიშვილის დედა?

ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის დედა ანა შოშიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ოჯახის ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ მარიტამ თავი მეგობრებისთვის გაწირა.

მოზარდის დედა მადლობას უხდის ყველას, ვინც მათი ტკივილი გაიზიარა.

"ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი... ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს.

მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ იმქვეყნიურ სამყაროში, უმძიმესი ტკივილი მოგვაყენა. ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად. მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები.

მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი.ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა.

დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად.განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის სიტყვებმა ამ უმძიმეს წუთებში გვანუგეშა.

მადლობა საპატრიარქოს, მეუფე გერასიმეს და ყველა სასულიერო პირს, რომლებიც ჩვენი მარიტასთვის ლოცვას აღავლენენ.უდიდესი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა შალვა კეკელიას და მამა საბა ჭიკაიძეს ამ საოცარი სიყვარულისთვის, ასეთი თანაგრძნობისთვის, იმ გადამდები სიმშვიდისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენთვის. მარიტასთან დამშვიდობებისას, მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, გაგვაძლიერა თითოეული ჩვენგანი. მადლობა ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი შვილისთვის.

ჩვენი მხიარული მარიტა, რომელსაც უყვარდა მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, მეგობრები, ჩოგბურთი სწორედ კორტები იყო გზის დასაწყისი მისი ნათელი მომავლისკენ,კორტები გახდა გზის დასაწყისი მარადიული სასუფევლისკენ. ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი" - წერს მარიტას დედა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 პირი დააკავა. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნახეთ ასევე: