მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ პასუხი ვაგო" - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკის პარკზე
"თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ პასუხი ვაგო" - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკის პარკზე

სრუ­ლად ვთა­ნამ­შრომ­ლობ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ჩვენ სტრუქ­ტუ­რუ­ლად ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რაც მათ სჭირ­დე­ბო­დათ, ამ ეტა­პის­თვის, მი­წო­დე­ბუ­ლია. თუ რა­ი­მე ბრა­ლე­უ­ლო­ბა მი­მი­ძღვის კონ­კრე­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მზად ვარ ამა­ზე პა­სუ­ხი ვაგო,- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გიგა გი­გაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

გიგა გი­გაშ­ვი­ლი, „გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ დი­რექ­ტორ ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით იკი­თხე­ბო­და.

კი­თხვა­ზე, რას შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობ­დეს "გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ დი­რექ­ტო­რის ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხულ ქმე­დე­ბას ჰგავს, გიგა გი­გაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კითხს ვერ შე­ა­ფა­სებს, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა და ვერ­სი­აა.

„მე პი­რა­დად სრუ­ლად ვთა­ნამ­შრომ­ლობ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ჩვენ სტრუქ­ტუ­რუ­ლად ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რაც მათ სჭირ­დე­ბო­დათ ამ ეტა­პის­თვის, მი­წო­დე­ბუ­ლია. ამ წუ­თებ­შიც რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თვის­თვის.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს, არ ვიცი, იმი­ტომ, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა თა­ვად იმ ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა და ვერ­სი­აა. მე არც მო­საზ­რე­ბა მაქვს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას და ექ­სპერ­ტი­ზას, თუ რას და­ად­გენს გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად. დღეს მათ შო­რის ჩემ­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და რო­დე­საც ხელი მო­ვა­წე­რე მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტს, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბო­და და პრაქ­ტი­კა­შიც ეს გა­ტეს­ტი­ლი იყო, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­წყო­ბი­ლი ყვე­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი ხარ­ვე­ზი არც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ვა­რა­უ­დიც კი არ არ­სე­ბობ­და, რომ ამ ობი­ექტს რამე პრობ­ლე­მა ჰქონ­და. რო­გორც მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის გა­ფორ­მე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი შად­რევ­ნის და კას­კა­დის ჩარ­თვა მოხ­და სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში და გა­ი­ტეს­ტა გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და თუ არა, ისე იყო ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ ჩვენ, რო­გორც შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვა­კის­რებთ მიმ­წო­დე­ბელს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ან წუნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ობი­ექ­ტზე ნე­ბის­მი­ერ მა­სა­ლას ჰქონ­დეს, ეს არის მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ორ­წლი­ა­ნი გა­რან­ტი­აა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ ნე­ბის­მი­ერ წუნ­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­ზე აგოს პა­სუ­ხი. შე­სა­ბა­მი­სად, შად­რე­ვა­ნი და კას­კა­დი რე­გუ­ლა­რუ­ლად პე­რი­ო­დუ­ლად მოწ­მდე­ბო­და და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და თუ არა - არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპ­ზე, არც შად­რე­ვანს და არც კას­კადს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ნა­წილ­ში.

ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცია რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ამ ტენ­დერს ეხე­ბა არის სა­ჯა­რო, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია ამო­ი­ღოს და გა­ეც­ნოს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლია 2021 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც და­ი­წყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ობი­ექ­ტის მთლი­ა­ნი ან ეტა­პობ­რი­ვი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დღე­ვან­დე­ლი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე 7 ეტა­პი გვაქვს გავ­ლი­ლი, 6 ეტა­პი და­მოწ­მე­ბუ­ლია და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლია, მეშ­ვი­დე აქტი, რო­მე­ლიც შე­მო­სუ­ლია, ჯერ არ არის გავ­ლი­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს ამის გავ­ლა და ეს საქ­მეც და­დას­ტურ­დე­ბა თუ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის ყვე­ლა აქტი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გენ­ლია მე­რი­ა­ში, არის ექ­სპერ­ტი­ზა გავ­ლი­ლი შე­სა­ბა­მი­სი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს მიერ, ტექნკუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­წე­უ­ლი აქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია არ­სე­ბობს. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, თუ და­ექ­სპერ­ტე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს შე­მო­ი­ტან და ექ­სპერ­ტი და­ა­დას­ტუ­რებს სა­მუ­შა­ოს სწო­რად შეს­რუ­ლე­ბას, ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და გიგა გი­გაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ შე­ას­რუ­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც „შავ სი­ა­ში“ იყო მოხ­ვედ­რი­ლი, მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გან­მარ­ტა, რომ ესეც შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით იყო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

„ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა იყოს „შავ სი­ა­ში“ რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დგომ, ეს კომ­პა­ნია აღარ არის „შავ სი­ა­ში“ და მას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ნე­ბის­მი­ერ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გიგა გი­გაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში „გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ დი­რექ­ტო­რის ლაშა ფურ­ცხვნი­ძის და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გიგა გი­გაშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვა წუ­ხელ დას­რულ­და. დღეს კი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე გა­მო­კი­თხვა­ზე ხელ­მე­ო­რედ და­ი­ბა­რეს.

მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Akaki
2

არ არის გამორიცხული! შადრევანის აუზში სადენების ქვეშ შეჰყვა კენჭის ან მინის უმნიშვნელო ნაწილაკი! შემდეგ დროთა განმავლობაში ფეხების დადგომის დროს გადაიყვლიფა ძალიან პატარად! რელემ დენი გაატარა! ესეთი ავარია იშვიათია!!!!

 

 

 

 

ბაჟაგლარია
0

უნდა აგებინოს იმიტომ რომ პასუხიმგებლობა იგრძნოს ყველა სტრუქტურამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ პასუხი ვაგო" - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკის პარკზე

"თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ პასუხი ვაგო" - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკის პარკზე

სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ, ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო,- ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიგა გიგაშვილი, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად პოლიციის განყოფილებაში 2 დღის განმავლობაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით იკითხებოდა.

კითხვაზე, რას შეიძლება გულისხმობდეს "გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის განცხადება, რომ ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს, გიგა გიგაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან ეს შეიძლება ერთი ადამიანის პირადი მოსაზრება და ვერსიაა.

„მე პირადად სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. ამ წუთებშიც რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს, რომელიც აუცილებელი იქნება გამოძიების სრულყოფილად წარმართვისთვის.

ლაშა ფურცხვანიძის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს შეიძლება თავად იმ ადამიანის პირადი მოსაზრება და ვერსიაა. მე არც მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ველოდებით გამოძიებას და ექსპერტიზას, თუ რას დაადგენს გამომწვევ მიზეზად. დღეს მათ შორის ჩემთვის არსებული ინფორმაციით და როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, იმ ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც ეს გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაოები იყო შესრულებული პროექტის შესაბამისად, არ ჰქონდა არანაირი ხარვეზი არც ფუნქციონირებაში, შესაბამისად, ვარაუდიც კი არ არსებობდა, რომ ამ ობიექტს რამე პრობლემა ჰქონდა. როგორც მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე აღნიშნული შადრევნის და კასკადის ჩართვა მოხდა სატესტო რეჟიმში და გაიტესტა გამართულად ფუნქციონირებდა თუ არა, ისე იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენ, როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ვალდებულებას ვაკისრებთ მიმწოდებელს, რომ ნებისმიერი ნაკლოვანება ან წუნი, რომელიც შეიძლება ობიექტზე ნებისმიერ მასალას ჰქონდეს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ორწლიანი გარანტიაა ამასთან დაკავშირებით. ის არის პასუხისმგებელი, რომ ნებისმიერ წუნსა და ნაკლოვანებაზე აგოს პასუხი. შესაბამისად, შადრევანი და კასკადი რეგულარულად პერიოდულად მოწმდებოდა და მიმდინარეობდა მასზე დაკვირვება, გამართულად მუშაობდა თუ არა - არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპზე, არც შადრევანს და არც კასკადს არანაირი პრობლემა არ ჰქონია ექსპლუატაციის ნაწილში.

ყველა დოკუმენტაცია რომელიც უშუალოდ ამ ტენდერს ეხება არის საჯარო, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს დოკუმენტაცია ამოიღოს და გაეცნოს. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი დღეის მდგომარეობით უკვე 7 ეტაპი გვაქვს გავლილი, 6 ეტაპი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარება გაფორმებულია, მეშვიდე აქტი, რომელიც შემოსულია, ჯერ არ არის გავლილი და მიმდინარეობს ამის გავლა და ეს საქმეც დადასტურდება თუ შესაბამისობაში იქნება. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების ყველა აქტი, რომელიც წარმოდგენლია მერიაში, არის ექსპერტიზა გავლილი შესაბამისი აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ტექნკური ზედამხედველობა გაწეული აქვს ლაბორატორიის მიერ, შესაბამისად, ყველა ის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო მიღება-ჩაბარების გასაფორმებლად, ეს დოკუმენტაცია არსებობს. ჩვენ ვალდებულები ვართ, თუ დაექსპერტებულ დოკუმენტებს შემოიტან და ექსპერტი დაადასტურებს სამუშაოს სწორად შესრულებას, ამ დოკუმენტაციას ვიღებთ“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

კითხვაზე, რატომ შეასრულა სამუშაოები კომპანიამ, რომელიც „შავ სიაში“ იყო მოხვედრილი, მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ესეც შესაბამისი კანონმდებლობით იყო მოწესრიგებული.

„ნებისმიერი კომპანია შეიძლება იყოს „შავ სიაში“ რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ, ეს კომპანია აღარ არის „შავ სიაში“ და მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობა“,- განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვნიძის და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის გამოკითხვა წუხელ დასრულდა. დღეს კი ლაშა ფურცხვანიძე გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.