უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ სატელევიზიო არხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერთან "ადამიანურ დონეზე კარგი ურთიერთობა აქვს.“
"მე ნამდვილად ახლო ურთიერთობა მაქვს ბორის ჯონსონთან (დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი), დუდასთან (პოლონეთის პრეზიდენტი), ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებთან, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც შემიძლია დავურეკო. და ემანუელ მაკრონი ყოველთვის მეუბნება, - დამირეკე WhatsApp-ში.“
ჩვენ შეგვიძლია ლიდერებთან კომუნიკაცია გვქონდეს არა პროტოკოლის წესების დაცვით, არამედ სწრაფად”, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ მას დაახლოებით, 20 ერთმანეთთან მსგავსი მაისური აქვს.
ომის დასაწყისში კი ჰქონდა ორი მაისური და ერთი სვიტერი, რომლებიც ლონდონის აუქციონზე გაყიდა.
"შემდეგ ჯარისკაცებმა მომცეს მსგავსი მაისურები და მადლობა მეორე ბრიგადას. და ერთ დღესაც ჩვენმა უკრაინელმა მწარმოებლებმა თვითონ დაიწყეს წარმოება ასეთი მაისურების და მაძლევდნენ. ყველას სურდა, რომ მათ მიერ შექმნილი მაისური ჩამეცვა, ტანსაცმლის ნაკლებობას არ განვიცდი“, - თქვა ზელენსკიმ.
ალბათ ბაწკას და ვოვას უფრო ხარისხიანი სექსი აქვთ ხოლმე. იმათი გემბანზე გადაღებული ფოტოები ბევრად თბილია
ამაზრზენები!