პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა, მაგრამ მაინც ვიქნებოდი მშვიდად..." - რას წერს თეა გვასალია?
"შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა, მაგრამ მაინც ვიქნებოდი მშვიდად..." - რას წერს თეა გვასალია?

გუ­შინ, ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, ჟურ­ნა­ლის­ტი და მთარ­გმნე­ლი თეა გვა­სა­ლია ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორ თა­ვად წერს, სწო­რედ ში­შის გამო, არ უყ­ვარს ექ­სკურ­სი­ე­ბი, თუმ­ცა ვე­რა­სო­დეს და­უშ­ვებ­და, რომ ვა­კის პარკში ბავ­შვებს მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ო­დათ...

თეა გვა­სა­ლია:

"ჩემ­თვი­საც კი, გიჟ დე­დად რომ ვით­ვლე­ბი, დღემ­დე მან­ქა­ნით მიმ­ყავს და მომ­ყავს შვი­ლე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას და იქი­დან სახ­ლში. ვერ ვი­ტან ექ­სკურ­სი­ებს, რად­გან გო­ნე­ბა და­უნ­დობ­ლად მი­ხა­ტავს ყვე­ლა შე­საძ­ლო უბე­დუ­რე­ბას, რაც იქ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ავა­რი­ი­დან და­წყე­ბულს, ბავ­შვის კლდი­დან გა­და­ჩეხ­ვით და წყალ­ში ჩა­ვარ­დნით დამ­თავ­რე­ბულს.

სრულ­წლო­ვა­ნი ელე­ნე, თა­ვი­სი ოქ­როს მედ­ლით, სამი ენით და სხვა ბო­ნუ­სე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, ძა­ლით რომ დავ­ტო­ვე თბი­ლის­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის აქ და­სამ­თავ­რებ­ლად და უკვე ღა­მის კოშ­მა­რე­ბი მტან­ჯავს იმის წარ­მოდ­გე­ნით, მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­ზღვარ­გა­რეთ რომ უნდა გა­ი­ა­როს. რო­მე­ლი­მე შვილს რომ და­ე­რე­კა და ეთ­ქვა, დედა, შა­ტა­ლო­ზე ვართ ვა­კის პარკში და არ შე­გე­შინ­დე­სო, ცხა­დია არ გა­მი­ხარ­დე­ბო­და სკო­ლი­დან გა­პარ­ვის ფაქ­ტი, მაგ­რამ იმ მხრივ მა­ინც ვიქ­ნე­ბო­დი მშვი­დად, რომ ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხო ად­გი­ლას იყ­ვნენ და ჩავ­თვლი­დი, რომ ალი­კა­პის გა­რე­შე სა­სე­ირ­ნოდ გა­მოყ­ვა­ნი­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მო­ქა­ლა­ქის მგლის­ხე­ლა ძაღ­ლი თუ შე­ა­ში­ნებ­დათ, თო­რემ სხვა რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო პარკში, დღი­სით მზი­სით, სა­დაც მთე­ლი ბავ­შვო­ბა და სტუ­დენ­ტო­ბა მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.

იმ ან­გე­ლო­ზი­ვით გო­გო­ნას გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ოჯახს ამით რა ეშ­ვე­ლე­ბა, ან რა სი­ტყვე­ბით უნდა მი­უ­სამ­ძიმ­რო ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვე­ლო­დე­ბით საჩ­ვე­ნე­ბელ, უმ­კაც­რეს გა­ნა­ჩენს "გრინ სერ­ვი­სია“ თუ რა­ღაც ჯან­და­ბა ფირ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და იმ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის, ვინც აუ­ზის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე არ იზ­რუ­ნა უცო­დინ­რო­ბით, ანდა იმ იმე­დით, რომ ბავ­შვე­ბით სავ­სე პარკში, წყალ­ში არა­ვინ ჩა­ვი­დო­და. ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ბევ­რი ფაქ­ტო­რი ამუხ­რუ­ჭებს, მათ შო­რის სა­პა­ტიო ად­გი­ლე­ბი ნე­პო­ტიზმს, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უკა­ვია".

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
3

უდიდესი პატივისცემით, ე.წ. "გიჟი დედობა" გამოსავალი არ არის, ქ-ნო თეა და გარკვეული თვალსაზრისით, იქნებ, უარესიც კი იყოს... არ მეთანხმებით?!....

მანჩო_ს
1

თქვენც თარგმნეთ მარკესი, გამოეცით ესპანური ენის სახელმძღვანელოები, გაზარდეთ სამი საუკეთესო შვილი და გაგვიზიარეთ ეს ყველაფერი. მე პირადად გულწრფელად გამიხარდება და არ დავიბოღმები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა, მაგრამ მაინც ვიქნებოდი მშვიდად..." - რას წერს თეა გვასალია?

"შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა, მაგრამ მაინც ვიქნებოდი მშვიდად..." - რას წერს თეა გვასალია?

გუშინ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია ეხმაურება. როგორ თავად წერს, სწორედ შიშის გამო, არ უყვარს ექსკურსიები, თუმცა ვერასოდეს დაუშვებდა, რომ ვაკის პარკში ბავშვებს მსგავსი უბედურება შეიძლება შემთხვეოდათ...

თეა გვასალია:

"ჩემთვისაც კი, გიჟ დედად რომ ვითვლები, დღემდე მანქანით მიმყავს და მომყავს შვილები დანიშნულების ადგილას და იქიდან სახლში. ვერ ვიტან ექსკურსიებს, რადგან გონება დაუნდობლად მიხატავს ყველა შესაძლო უბედურებას, რაც იქ შეიძლება მოხდეს, მიკროავტობუსის ავარიიდან დაწყებულს, ბავშვის კლდიდან გადაჩეხვით და წყალში ჩავარდნით დამთავრებულს.

სრულწლოვანი ელენე, თავისი ოქროს მედლით, სამი ენით და სხვა ბონუსებით, პრაქტიკულად, ძალით რომ დავტოვე თბილისში ბაკალავრიატის აქ დასამთავრებლად და უკვე ღამის კოშმარები მტანჯავს იმის წარმოდგენით, მაგისტრატურა საზღვარგარეთ რომ უნდა გაიაროს. რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა სკოლიდან გაპარვის ფაქტი, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ და ჩავთვლიდი, რომ ალიკაპის გარეშე სასეირნოდ გამოყვანილი უპასუხისმგებლო მოქალაქის მგლისხელა ძაღლი თუ შეაშინებდათ, თორემ სხვა რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, დღისით მზისით, სადაც მთელი ბავშვობა და სტუდენტობა მაქვს გატარებული.

იმ ანგელოზივით გოგონას გაუბედურებულ ოჯახს ამით რა ეშველება, ან რა სიტყვებით უნდა მიუსამძიმრო ადამიანმა, მაგრამ მთელი საზოგადოება ველოდებით საჩვენებელ, უმკაცრეს განაჩენს "გრინ სერვისია“ თუ რაღაც ჯანდაბა ფირმის ხელმძღვანელისა და იმ კონკრეტული პირისთვის, ვინც აუზის უსაფრთხოებაზე არ იზრუნა უცოდინრობით, ანდა იმ იმედით, რომ ბავშვებით სავსე პარკში, წყალში არავინ ჩავიდოდა. ამ ქვეყნის განვითარებას ბევრი ფაქტორი ამუხრუჭებს, მათ შორის საპატიო ადგილები ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს და უპასუხისმგებლობას უკავია".